• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! გასტრონომიული ტურიზმი და ქართული კულტურის მემკვიდრეობა

September 1, 2021
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

დალი ცატავა – გასტრონომიული კულტურის მკვლევარი, საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის პრეზიდენტი

ქალბატონო დალი, გვესაუბრეთ გასტრონომიული ტურიზმის მნიშვნელობაზე.

გასტრონომიული ტურიზმი – ტურიზმის ერთ-ერთი ძალიან ტრენდული მიმართულებაა და უამრავ საკითხთან არის კავშირში. რაც შეეხება ტერმინს, იგი მე-20 საუკუნის ბოლოდან-21 საუკუნის დასაწყისიდან ოჰაიოს უნივერსიტეტის პროფესორის მიერ დამკვიდრდა.

 

უნდა ითქვას, რომ გლობალიზაციამ წაშალა საზღვრები, ყველაფერი ერთმანეთს დაემსგავსა, ადამიანები კი ეძებენ მრავალფეროვნებას და იდენტობას. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებული ინტერესი წამოვიდა ისეთი პატარა ქვეყნების მიმართ, როგორიც საქართველოა.

 

რა კავშირშია ერთმანეთთან კულინარიული და გასტრონომიული ტურიზმი?

ბოლო პერიოდის კვლევებით, ერთმანეთისგან გამიჯნეს კულინარიული და გასტრონომიული ტურიზმი. მეცნიერებმა და მკვლევრებმა ჩათვალეს, რომ გასტრონომია უფრო ფართო ცნებაა, ვიდრე კულინარია. ასეც არის − გასტრონომია მოიაზრებს ყველაფერს, მათ შორის კულინარიას. განიხილება ფართო ჭრილში და ტრადიციულ, ავთენტურ, ისტორიულ, ინოვაციურ, კულინარიულ გამოცდილებასთან ერთად, გულისხმობს სასმელი და საკვები პროდუქტების შესწავლას, რაც პირდაპირ კავშირშია უცხო ქვეყნების საქართველოს ტრადიციული სამზარეულოთი დაინტერესებასთან.

 

გასტრონომია გულისხმობს არა მარტო რეცეპტებითა და სხვა კულტურის სამზარეულოთი დაინტერესებას, არამედ ამა თუ იმ საკვების როლის დადგენას, მათ შორის რიტუალებში, ადათებში, სუფრის ეტიკეტში. საბოლოო ჯამში, გვევლინება ძალზე დისციპლინურ მიმართულებად. მასთან პირდაპირ კავშირშია სოფლის მეურნეობა, ეკონომიკა, კულტურა, ისტორია, ბიზნესი… სწორედ ასე ჩამოყალიბდა გასტრონომიული ტურიზმი.

 

გასტრონომიულ ტურისტებზეც გვიამბეთ.

გასტრონომიული ტურისტი განსხვავდება ფუდტურისტისგან, რადგან განსხვავებულია მათი ხედვები და ინტერესები. მათი მიზანია დააგემოვნონ ტრადიციული კერძები, შეისწავლონ არა მხოლოდ რეცეპტურა და გემო, არამედ მისი როლი რიტუალში, ადათ-წესებში, მისი ისტორიული წარმომავლობა, ჭურჭელი და ასე შემდეგ.

 

გასტრონომიული ტურისტი გამოცდილი ტურისტია, ფუდტურისტს აინტერესებს ქვეყანა, საკვები, გემოები… როდესაც ის აღმოაჩენს, რომ ყველა რეგიონს განსხვავებული ხაჭაპური აქვს, მიდის და სათითაოდ აგემოვნებს.

 

ასევე, არსებობს გასტრონომიული ტურისტი, რომელიც მხოლოდ რესტორნებში შედის და აქედან გამომდინარე, გამოაქვს დასკვნა, თუ როგორია შეფების კულტურა. მისთვის მნიშვნელოვანია აგრარული ბაზარი, რადგან ეს არის ქვეყნის ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ისტორიის, კულტურისა და ქვეყნის სიძლიერის სარკე.

 

გვესაუბრეთ ქართული კულტურის მემკვიდრეობაზე.

ძალიან საინტერესოა ცეცხლის კულტურა. მაგალითად, ღია ცეცხლზე წვავდნენ მეგრელები, კახელები კი ნაკვერჩხალზე, დახურულ ცეცხლზე. ასევე, ძალიან საინტერესოა თონის კულტურა, რომელიც კავკასიელებს აქვთ – „ტანდერ“ ჰქვია აზერბაიჯანში, „ტონი“ სომხეთში, საქართველოში კი „თონე“. ჭურჭლის კულტურას რაც შეეხება, იმერელი ცეცხლის პირას კეცს აყუდებს და ასე აცხობს ხაჭაპურს, მეგრელი დიდ ანგურაზე აცხობს, კახელი თონეში აკრავს, ხევსური ფიქლის ქვაზე აცხობდა, მესხეთში კი სპეციალური მესხური ფურნეა და იქ ცხვება.

 

ქალბატონო დალი, რამდენად ხშირად გვსტუმრობენ უცხო ქვეყნებიდან კერძების დასაგემოვნებლად?

ეს ჯერ ახლად ფეხადგმული ბიზნესია, მაგრამ არ არსებობს ტურისტი, რომელიც არ ინტერესდება ქართული სამზარეულოთი. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ქართული ქვევრის ღვინის დაყენების ტექნოლოგია იუნესკომ აღიარა. რასაკვირველია, ღვინოსთან ერთად აუცილებლად მოიაზრება საკვები და ჩვენი ქვეყნის გასტრონომია. ამ მიმართულების პოპულარიზაციას ხელი უფრო შეუწყო ბოკუზდორმა, რომელიც ერთ-ერთი უდიდესი გასტრონომიული ფესტივალია. როდესაც საქართველო გამოჩნდა მსოფლიოს გასტრონომიულ რუკაზე, ძალიან ბევრის ინტერესი, ღვინოსთან ერთად, საკვებმა გამოიწვია. თუნდაც ხაჭაპურის კვლევა, რომელიც საქართველოს გასტრონომიის ასოციაციამ გააკეთა, როგორც იუნესკოს ვებგვერდზე გამოჩნდა განაცხადი, საქართველო წარადგენს ხაჭაპურის ტრადიციას, რითაც უამრავი ტელეკომპანია დაინტერესდა, მათ შორის: BBC, CNN, რამდენიმე ფრანგული ტელეარხი… ასევე, ძალიან დიდი მომართვიანობაა ევროპის ქვეყნებიდან, მათ შორის გერმანიიდან, ავსტრიიდან, ასევე − ამერიკელების მხრიდან.

 

ასევე გაეცანი

#OK! რა კავშირია კვებასა და სამუშაო ეფექტიანობას შორის
Gastro

#OK! რა კავშირია კვებასა და სამუშაო ეფექტიანობას შორის

September 17, 2026
#OK! ზაფხულის გემოები თქვენს სუფრაზე – მარტივი და გამაგრილებელი რეცეპტები ცხელი დღეებისთვის
Gastro

#OK! ზაფხულის გემოები თქვენს სუფრაზე – მარტივი და გამაგრილებელი რეცეპტები ცხელი დღეებისთვის

August 5, 2026
#OK! ბუტიკ-სასტუმრო „ლეთო“ – ადგილი, სადაც სტუმრობა განსაკუთრებულ გამოცდილებად იქცევა
Décor

#OK! ბუტიკ-სასტუმრო „ლეთო“ – ადგილი, სადაც სტუმრობა განსაკუთრებულ გამოცდილებად იქცევა

July 22, 2026
#OK! არკადია პალასი – სივრცე, სადაც წარსული და თანამედროვეობა ავთენტიკურად ერთიანდება
Gastro

#OK! არკადია პალასი – სივრცე, სადაც წარსული და თანამედროვეობა ავთენტიკურად ერთიანდება

July 16, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ხათუნა კალანდარიშვილი საკუთარი პროფესიის სიყვარულზე, ჯანსაღი ცხოვრების წესსა და საყვარელ ქალაქზე

#OK! ხათუნა კალანდარიშვილი საკუთარი პროფესიის სიყვარულზე, ჯანსაღი ცხოვრების წესსა და საყვარელ ქალაქზე

September 11, 2021
#OK! “კიმ კარდაშიანი დღეში ორი საათი ვარჯიშობს იმისთვის, რომ იდეალური სხეული ჰქონდეს” – კიმ კარდაშიანის მწვრთნელი

#OK! “კიმ კარდაშიანი დღეში ორი საათი ვარჯიშობს იმისთვის, რომ იდეალური სხეული ჰქონდეს” – კიმ კარდაშიანის მწვრთნელი

March 2, 2023
#OK! ჯენიფერ ლოპესმა საკულტო Icon Award-ის ჯილდო მიიღო – 52 წლის ვარსკვლავის 4 განსხვავებული ჩაცმულობა iHeartRadio Music Awards-ის დაჯილდოებაზე

#OK! ჯენიფერ ლოპესმა საკულტო Icon Award-ის ჯილდო მიიღო – 52 წლის ვარსკვლავის 4 განსხვავებული ჩაცმულობა iHeartRadio Music Awards-ის დაჯილდოებაზე

March 23, 2022
#OK! Rihanna-ს ქუჩის სტილი: მომღერალი Gucci-ს ძვირადღირებული პიჯაკით!

#OK! Rihanna-ს ქუჩის სტილი: მომღერალი Gucci-ს ძვირადღირებული პიჯაკით!

April 7, 2021

კვირის ჰიტები

#OK! “ევროპული კინოს პრინცესა” – რომი შნაიდერი დღეს 88 წლის გახდებოდა

#OK! “ევროპული კინოს პრინცესა” – რომი შნაიდერი დღეს 88 წლის გახდებოდა

September 23, 2026
#OK! თორნიკე გოგრიჭიანი BBC-ის გახმაურებულ სერიალში გამოჩნდა – რა როლს ასრულებს ქართველი მსახიობი

#OK! თორნიკე გოგრიჭიანი BBC-ის გახმაურებულ სერიალში გამოჩნდა – რა როლს ასრულებს ქართველი მსახიობი

September 21, 2026
#OK! „მე ისევ ისე მიყვარს ნოდარი, როგორც მაშინ მიყვარდა“ – ნოდარ დუმბაძისა და ნანული გუგუნავას სიყვარულის ისტორია

#OK! „მე ისევ ისე მიყვარს ნოდარი, როგორც მაშინ მიყვარდა“ – ნოდარ დუმბაძისა და ნანული გუგუნავას სიყვარულის ისტორია

September 22, 2026
#OK! ჯენიფერ ლოპესის შთამბეჭდავი გამოჩენა Vogue World-ზე – Dolce & Gabbana-ს კაბა და უნიკალური სამკაული

#OK! ჯენიფერ ლოპესის შთამბეჭდავი გამოჩენა Vogue World-ზე – Dolce & Gabbana-ს კაბა და უნიკალური სამკაული

September 23, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები