• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

“შეხვედრამდე, ჩვენო ტკბილო ბიჭო” – სინდი კროუფორდი გარდაცვლილ შვილს ემშვიდობება

October 25, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

სინდი კროუფორდი და რენდი გერბერი, 27 წლის ვაჟის, პრესლი გერბერის გარდაცვალებას გამოეხმაურნენ. წყვილმა ოჯახური ტრაგედიის შესახებ განცხადება გაავრცელა, რომელშიც შვილის დაკარგვით გამოწვეულ ტკივილზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ამ მძიმე პერიოდში მათ მხარდაჭერას უცხადებდა:

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი საყვარელი შვილის დაკარგვის გამო. მადლიერები ვართ, რომ პრესლი 27 წლის განმავლობაში ჩვენი ცხოვრების ნაწილი იყო. ის უსაყვარლესი და ულამაზესი სულის მქონე ადამიანი გახლდათ და ყოველთვის ჩვენს გულებში დარჩება.

ვამაყობთ იმით, თუ როგორ წარდგა ის სამყაროს წინაშე – სიკეთით, გულწრფელობითა და საკუთარი სისუსტეების გამოჩენის გამბედაობით. ვაფასებთ იმ სიყვარულსა და მხარდაჭერას, რომელიც ნაცნობი თუ უცნობი ადამიანებისგან მივიღეთ.

შეხვედრამდე, ჩვენო ტკბილო ბიჭო. სამუდამოდ გვეყვარები.

დედა, მამა და კაია“ .

 

ძმის დაკარგვას სოციალურ ქსელში ვრცელი და ემოციური პოსტით გამოეხმაურა კაია გერბერიც. მოდელმა პრესლისთან ურთიერთობაზე, მათ განსაკუთრებულ კავშირსა და იმ ტკივილზე ისაუბრა, რომლის გადმოსაცემადაც, მისი თქმით, სიტყვები უძლურია.

„პრეზ, სიტყვები არ მყოფნის… სიტყვები უძლურია, სიტყვები რაღაცას აკლებს, სიტყვები ყველაფერს აჯამებს, მაგრამ სიმართლეს მაინც ვერასდროს გადმოსცემს. რა გულუბრყვილო ვიყავი, რომ ოდესღაც მჯეროდა, თითქოს ენას მწუხარების გადმოცემა შეეძლო. ყველა წიგნი წავიკითხე, მაგრამ პასუხი არ მაქვს. სიტყვებით ვერასდროს გადმოვცემ იმ ტკივილს, რომელიც შენმა დაკარგვამ გამოიწვია. მუხლებზე ვარ დამხობილი.

იცი, როგორ მიყვარდა ის ფაქტი, რომ შენი და მერქვა. ეს ყოველთვის იყო და სამუდამოდ იქნება ის, რაც საკუთარ თავში ყველაზე მეტად მიყვარს.

იმდენად მიყვარდი, რომ თავადაც არ ვიცოდი, რა მექნა ამდენი სიყვარულისთვის. ახლა კი, როცა ამ სიყვარულს წასასვლელი არსად აქვს, დარწმუნებული ვარ, მთლიანად ჩამყლაპავს.

შენ ყოველთვის გჯეროდა ადამიანების. სისასტიკეს რისხვით კი არა, ცნობისმოყვარეობით ხვდებოდი. გჯეროდა, რომ ადამიანები ბუნებით კეთილები იყვნენ, რადგან, პრესლი, შენ თავად იყავი კეთილი – მთელი შენი არსით.

მე შენს სიყვარულში დავიბადე და შენს სიყვარულში მოვკვდები. სხვა არაფერი მქონია.

ახლა ვსწავლობ, როგორ მიყვარდე, როცა ვეღარ გხედავ. როგორ გელაპარაკო ისე, რომ ტელეფონი არ ავიღო. როგორ ვიყო შენი და სამყაროში, სადაც შენთან დაკავშირება აღარ შემიძლია. ჯერ არ ვიცი, ამას როგორ გავაკეთებ.

იმიტომ, რომ, პრესლი, მაშინაც კი, თუ ვიცი, სად მთავრდება ეს ყველაფერი, ყველაფერს თავიდან ავირჩევდი. ყოველ წამს შეგნებულად გავივლიდი ამ მწუხარების გზას, თუკი ისევ შენი და მერქმეოდა.

ჩემო ძვირფასო ძმაო, მე შენ გაღმერთებ. ჩემი ძმა მიყვარს… ჩემი ძმა მკვდარია… და ეს სამყარო შენ გარეშე საშინელებაა.

ჩემო საუკეთესო მეგობარო, ჩემო დიდო დამცველო, ჩემი ცხოვრების ერთადერთო ნამდვილო სიყვარულო…

მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ – მხოლოდ შენ იცი, რამდენად.

გმადლობ, რომ აქ იყავი.“ – წერს კაია.

 

პრესლი გერბერი 20 სექტემბერს კალიფორნიაში, სანტა მონიკაში მდებარე სარეაბილიტაციო დაწესებულებაში გარდაიცვალა. სამართალდამცავებმა შეტყობინება სავარაუდო ზედოზირებისა და გულის გაჩერების შესახებ დილით მიიღეს. ექსპერტიზა უკვე ჩატარდა, თუმცა ლოს-ანჯელესის ოლქის სამედიცინო ექსპერტიზის სამსახურს გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი ჯერ არ დაუსახელებია.

 

 

ასევე გაეცანი

#OK! ქეითლინ ჯენერი ტრანზიციას ნანობს? – რა ვიცით გავრცელებული ინფორმაციის შესახებ
OK! News

#OK! ქეითლინ ჯენერი ტრანზიციას ნანობს? – რა ვიცით გავრცელებული ინფორმაციის შესახებ

October 26, 2026
#OK! მერაბ ნინიძე გარი ოლდმანისა და ჯეკ ლოუდენის გვერდით – ქართველ მსახიობს Slow Horses-ის ახალ სეზონში ვიხილავთ
OK! News

#OK! მერაბ ნინიძე გარი ოლდმანისა და ჯეკ ლოუდენის გვერდით – ქართველ მსახიობს Slow Horses-ის ახალ სეზონში ვიხილავთ

October 25, 2026
#OK! ლევან კოღუაშვილს „ოქროს გლობუსის“ სპეციალური ჯილდო გადაეცა
OK! News

#OK! ლევან კოღუაშვილს „ოქროს გლობუსის“ სპეციალური ჯილდო გადაეცა

October 25, 2026
#OK! ჯპს-ის დაბადების დღე: 5 რამ, რისთვისაც გაორმაგებული ქულების გამოყენებას გირჩევთ
Health & Beauty

#OK! ჯპს-ის დაბადების დღე: 5 რამ, რისთვისაც გაორმაგებული ქულების გამოყენებას გირჩევთ

October 23, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ბელა ჰადიდის ტროპიკული ფოტოსესია! მოდელი Michael Kors-ის ახალი ჩანთით!

#OK! ბელა ჰადიდის ტროპიკული ფოტოსესია! მოდელი Michael Kors-ის ახალი ჩანთით!

April 12, 2021
#OK! Just like home… როგორც სახლში …

#OK! Just like home… როგორც სახლში …

February 8, 2023
#OK! სივრცე, რომელიც მრავალფეროვანი კერძებით ნებისმიერი გემოვნების ადამიანს აერთიანებს – ფუდ გალერი გელით

#OK! სივრცე, რომელიც მრავალფეროვანი კერძებით ნებისმიერი გემოვნების ადამიანს აერთიანებს – ფუდ გალერი გელით

June 18, 2024
#OK! ბრიტნი სპირსს iPad-ის გამოყენების უფლება მისცეს

#OK! ბრიტნი სპირსს iPad-ის გამოყენების უფლება მისცეს

August 9, 2021

კვირის ჰიტები

“შეხვედრამდე, ჩვენო ტკბილო ბიჭო” – სინდი კროუფორდი გარდაცვლილ შვილს ემშვიდობება

“შეხვედრამდე, ჩვენო ტკბილო ბიჭო” – სინდი კროუფორდი გარდაცვლილ შვილს ემშვიდობება

October 25, 2026
#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად

#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად

October 19, 2026
#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში

#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში

October 20, 2026
#OK! ქეითლინ ჯენერი ტრანზიციას ნანობს? – რა ვიცით გავრცელებული ინფორმაციის შესახებ

#OK! ქეითლინ ჯენერი ტრანზიციას ნანობს? – რა ვიცით გავრცელებული ინფორმაციის შესახებ

October 26, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები