• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! გამორჩეული ღონისძიებები EVENT ROOM -თან ერთად

June 12, 2025
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

სადღესასწაულო კომპანია Event Room სალომე ბასილაძემ დააფუძნა და უკვე სამი წელია, რაც ქუთაისის ბაზარზე ოპერირებს. სალომეს თქმით, ყოველი ადამიანი საკუთარი წარმატების ისტორიას თავად წერს. ერთ-ერთი მათგანი თვითონაა. ოჯახის დახმარებითა და გვერდში დგომით ბიზნესი განავითარა. მრავალფეროვნების მოყვარული, თავისი ხელწერით გამოირჩევა და სიახლის მუდმივ ძიებაშია. „ივენთ რუმის“ საქმიანობის შესახებ სალომე უფრო ვრცლად და დეტალურად გვესაუბრა.

 

გვიამბეთ Event Room -ის შექმნის შესახებ.

სამი წლის წინ შევქმენი ივენთ კომპანია. ბავშვობიდან მოყოლებული, ყოველთვის მიყვარდა სილამაზეების შექმნა, გატაცებული ვიყავი ხელსაქმით. მიყვარდა ღონისძიებების მოწყობა. მქონდა ორგანიზატორობის უნარიც. თუმცა, დღეს რასაც ვაკეთებ, ამაში დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს შვილს, სესილიას, რომელიც თავად არის ამ იდეის განხორციელების შთაგონების წყარო.

4 წლის წინ, როდესაც პირველი დაბადების დღე აღვნიშნეთ, სწორედ მაშინ გაჩნდა ჩემს გონებაში იდეა, დამეარსებინა სადღესასწაულო კომპანია. სახელწოდებაც „ივენთ რუმი“ (Event Room) უცებ დაიბადა… ახლაც მახსოვს პირველი ივენთი, როდესაც საოცრად ვღელავდი, მაგრამ არ მავიწყდება კმაყოფილი მომხმარებლის საოცრად თბილი სიტყვები. მინდა აღვნიშნო, რომ მას შემდეგ ამ ადამიანის ყოველი მნიშვნელოვანი დღე ჩვენთან აღინიშნება.

 

რა სახის მომსახურებას სთავაზობს Event Room მომხმარებელს?

კომპანია „ივენთ რუმი“ მომხმარებელს სთავაზობს ნებისმიერი ივენთის სრულ ორგანიზებას, როგორც ტექნიკური, ასევე მუსიკალური კუთხით. თავად მიმყავს ხელის მოწერის ცერემონიალი. არ მიყვარს ერთფეროვნება და ყოველთვის ვეძებ სიახლეს, ვცდილობ, ჩემი არცერთი დიზაინი არ ჰგავდეს ერთმანეთს. თითოეულ დეტალზე ვფიქრობ.

 

 

რით არის Event Room სხვებისგან გამორჩეული? რა არის თქვენი ნიშა?

ყველა ადამიანს თავისი ხელწერა აქვს. ალბათ, მეც მაქვს რაღაც ნიშა, რომელიც მხოლოდ ჩემია და სხვებისგან გამომარჩევს.

 

ვინ არიან გუნდის წევრები?

ჩემი ბიზნესის განვითარებაში გვერდით მიდგას ჩემი დიდი ოჯახი. თითოეულ სილამაზეს ვქმნით მე, ჩემი მეუღლე და შვილები. ჩემი ოთხი წლის გოგოც კი არის ჩართული ამ საქმეში. იმდენად მსიამოვნებს ეს საქმე, რომ არ ვიღლები. პირიქით, უშრეტი ენერგიით ვივსები.

 

სალომე, რა არის თქვენი წარმატების ფორმულა?

ჩემთვის წარმატების ფორმულა საკუთარი თავის შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოყენებაა. მე მაქვს მიზანი, სურვილი, რომელსაც აუცილებლად მივაღწევ!

 

როგორია სამომავლო გეგმები და მიზნები?

ვინაიდან, ახლა მხოლოდ სოციალური ქსელის საშუალებით ვმუშაობ, მომავალში მინდა მქონდეს ჩემი სივრცე, ჩემი მეორე სახლი, სადაც კიდევ უფრო დიდ და მრავალფეროვან გეგმებს განვახორციელებ!

 

 

ტექსტი: მარიამ ირემაძე

ფოტო: ლანა ვახტანგაძე

ასევე გაეცანი

#OK! „Sakura“ – აღმოაჩინე შენი სიურპრიზი: თათო გოგოლაშვილის ახალი ბრენდი მათთვის, ვისაც სილამაზე და  სიურპრიზები უყვარს
ინტერვიუ

#OK! „Sakura“ – აღმოაჩინე შენი სიურპრიზი: თათო გოგოლაშვილის ახალი ბრენდი მათთვის, ვისაც სილამაზე და სიურპრიზები უყვარს

September 21, 2026
#OK! რა კავშირია კვებასა და სამუშაო ეფექტიანობას შორის
Gastro

#OK! რა კავშირია კვებასა და სამუშაო ეფექტიანობას შორის

September 17, 2026
#OK! ანა გოგიშვილი – ქალი, რომელმაც ბიზნესი, ბრძოლა და პასუხისმგებლობა ცხოვრების წესად აქცია
ინტერვიუ

#OK! ანა გოგიშვილი – ქალი, რომელმაც ბიზნესი, ბრძოლა და პასუხისმგებლობა ცხოვრების წესად აქცია

September 17, 2026
#OK! Backstage Store – ხარისხი, იტალიური ხასიათი და კომფორტი თანამედროვე მამაკაცისთვის
ინტერვიუ

#OK! Backstage Store – ხარისხი, იტალიური ხასიათი და კომფორტი თანამედროვე მამაკაცისთვის

September 14, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ბუშონი – მრავალფეროვანი არჩევანი ღვინის მოყვარულებისთვის

#OK! ბუშონი – მრავალფეროვანი არჩევანი ღვინის მოყვარულებისთვის

March 11, 2023
#OK! დიდი შეფის საახალწლო სამზადისი

#OK! დიდი შეფის საახალწლო სამზადისი

December 28, 2021
#OK! ბუნებრივი სილამაზე, რომელსაც შეიძლება ენდოთ – ნათია ჭინჭარაულის გერმანული ვოიაჟი „ველედას“ ბაღში

#OK! ბუნებრივი სილამაზე, რომელსაც შეიძლება ენდოთ – ნათია ჭინჭარაულის გერმანული ვოიაჟი „ველედას“ ბაღში

September 5, 2022
#OK! პენელოპა კრუზისა და პედრო ალმოდოვარის უახლესი კადრები Parallel Mothers-ის გადასაღები მოედნიდან

#OK! პენელოპა კრუზისა და პედრო ალმოდოვარის უახლესი კადრები Parallel Mothers-ის გადასაღები მოედნიდან

April 5, 2021

კვირის ჰიტები

#OK! არეულობა ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე – ამერიკელ დიზაინერთა საბჭოს პრეზიდენტი აქტივისტებს ფიზიკურად დაუპირისპირდა

#OK! არეულობა ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე – ამერიკელ დიზაინერთა საბჭოს პრეზიდენტი აქტივისტებს ფიზიკურად დაუპირისპირდა

September 16, 2026
#OK!BusinessCelebrity BERO – როგორ აქცია ტომ ჰოლანდმა პირადი გამოცდილება უალკოჰოლო ლუდის ბიზნესად

#OK!BusinessCelebrity BERO – როგორ აქცია ტომ ჰოლანდმა პირადი გამოცდილება უალკოჰოლო ლუდის ბიზნესად

September 22, 2026
#OK! თორნიკე გოგრიჭიანი BBC-ის გახმაურებულ სერიალში გამოჩნდა – რა როლს ასრულებს ქართველი მსახიობი

#OK! თორნიკე გოგრიჭიანი BBC-ის გახმაურებულ სერიალში გამოჩნდა – რა როლს ასრულებს ქართველი მსახიობი

September 21, 2026
#OK! სესილია თაყაიშვილი – ცხოვრება, როლები და უკანასკნელი სურვილი

#OK! სესილია თაყაიშვილი – ცხოვრება, როლები და უკანასკნელი სურვილი

September 17, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები