• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! გამარჯვების დროშები

March 21, 2026
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

როდესაც „თოდუას კლინიკის“ ახალი ვიდეო ვნახე იმ ქალების მონაწილეობით, რომლებმაც თავსაფარი გამარჯვების დროშად აქციეს და სხვებს მაგალითი მისცეს, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი – საკუთარ თავს ერთი კითხვა დავუსვი:

რა არის ბრძოლა? კიდევ ერთხელ მომინდა, ხმამაღლა გამეზიარებინა ჩემი ფიქრები. მე ვარ ადამიანი, რომელსაც ერთ დღეს ონკოლოგიური დიაგნოზი დაუდგინდა. ადამიანი, რომელიც დღეს ამბობს – ნუ გეშინიათ. დიაგნოზი, რომელსაც შიშით ვიღებთ, სინამდვილეში განაჩენი არ არის. ის ფაქტია. პრობლემა, რომელსაც გადაწყვეტა სჭირდება. მაგრამ სწორედ შიში გვიშლის ხელს, დავინახოთ გასაგრძელებელი გზა იმ მოგზაურობისთვის, რასაც სიცოცხლე ჰქვია. ვიდეოში ნაჩვენები ქალები არიან ადამიანები, რომლებმაც შიში დაძლიეს. ნამდვილი, რეალური პიროვნებები, მათ თავსაფარი გამარჯვების ნიშნად აქციეს, არ შეეშინდათ – და სწორედ ამიტომ არიან სამაგალითოები.

ალბათ თქვენც არაერთხელ გსმენიათ: „ექიმთან მისვლის მეშინია, რამე ცუდი არ მჭირდეს“. – ამ სიტყვებს ადამიანები ხშირად ამბობენ. მე კი გეტყვით საკუთარი გამოცდილებით – ექიმთან მისვლა საშიში არ არის. საშიში ისაა, როცა პრობლემას დროულად ვერ პოულობ. მე თავად ვარ ამის მაგალითი: ადრე ნაპოვნი დაავადება ამოვიკვეთე და დავივიწყე. ამიტომ მაქვს უფლება გითხრათ – ებრძოლეთ შიშს. დაავადებას მკურნალობა მოერევა. ცხოვრება არ ჩერდება მაშინაც კი, როცა გვეშინია. ის ჩერდება მხოლოდ მაშინ, როცა შიშს ვაძლევთ უფლებას, ჩვენ მაგივრად გადაწყვიტოს. ენდეთ პროფესიონალებს, ენდეთ საკუთარ ძალას და გააგრძელეთ სიცოცხლით ტკბობა.

სწორედ დაავადებაზე გამარჯვებას ეძღვნება ის ვიდეო, რომლის გმირებსაც ამ პროექტში გაგაცნობთ. დიახ, ისინი ნამდვილი გმირები არიან, რომლებიც ჩვენ გვერდით დააბიჯებენ – გამარჯვებულები.

 

 

თამარ მელქაძე:  თოდუას კლინიკის ონკოლოგიის და ჰემატოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ონკოლოგი

ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, პაციენტების დიდი ნაწილი ექიმთან უკვე დაგვიანებულ სტადიაზე მოდის. ეს მხოლოდ დაუდევრობა არ არის – ხშირად ონკოლოგთან მოხვედრამდე ადამიანი კვლევის დიდ გზას გადის და ამ პროცესში ყველაზე ძვირფასი დრო იკარგება.

სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი სისტემატური სკრინინგი, პროფილაქტიკური გამოკვლევები.

ყველაზე დიდი შეცდომა არის ფრაზა – „არ მტკივა და ამიტომ ექიმთან არ მივდივარ“. სკრინინგი სწორედ ამიტომ არსებობს – დაავადების აღმოსაჩენად მანამ, სანამ ტკივილი ან სიმპტომები გაჩნდება. როდესაც პროცესი უკვე გავრცელებულია, შედეგები ვეღარ იქნება ისეთი, როგორსაც ადრეული დიაგნოსტიკა გვაძლევს.

დაავადების ადრეულ ეტაპზე აღმოჩენა სიცოცხლის გადარჩენის რეალურ შანსს იძლევა. რაც უფრო ადრე ვპოულობთ დაავადებას, მით უფრო მეტია გამარჯვების შესაძლებლობა.

პაციენტებს ყოველთვის ვეუბნები – შიში არ უნდა გვქონდეს. თუ დაავადება გაჩნდა, უნდა მოვიპოვოთ ძალა, მას ერთად ვებრძოლოთ. მკურნალობაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ნდობას, დიალოგს და ერთობლივ გადაწყვეტილებებს.

ყველაზე დიდი ბედნიერება ჩვენთვის, ექიმებისთვის ამ სიტყვების თქმაა: „თქვენ რემისიაში ხართ, ამ ეტაპზე ჯანმრთელი ხართ“. ეს სიტყვები საოცარ ძალას გვაძლევს.

„თოდუას კლინიკის“ ახალი სარეკლამო კამპანია სწორედ ამ გამარჯვებებს ეძღვნება. აქ ჩემი პაციენტები არიან გადაღებულები, რეალური ადამიანები საკუთარი ისტორიებით.

როცა თავსაფარი გამარჯვების სიმბოლოდ იქცევა, ამაზე დიდი სიხარული არც პაციენტისთვის არსებობს და არც ექიმისთვის.

პაციენტის შინაგანი განწყობა მკურნალობის გზაზე აშკარად ჩანს. ადამიანს, რომელსაც სიცოცხლე სურს და ამისთვის იბრძვის, ყოველთვის მეტი შანსი აქვს. სწორედ ამ შინაგანი ძალით იწყება გამარჯვება.

 

ნანა ღიბრაძე: ვიბრძვი ჩემი ოჯახისთვის.

2008 წელს პირველად დამიდგინდა მკერდის სიმსივნე. შემდეგ მეტასტაზები ძვლებსა და ღვიძლში გადავიდა. თმის ცვენა პირველად ძალიან მძიმე იყო, შემდეგ მივეჩვიე. თავსაბურავებსაც ვიყენებდი – ბევრი მაქვს.

ბევრი წავიკითხე, ვისწავლე და ამ გზაზე გამოცდილებაც დამიგროვდა. ვიცი, რომ ეს ბრძოლა ქრონიკული პროცესია და მუდმივ კონტროლს მოითხოვს.

ოჯახი ჩემი გადარჩენის მთავარი მიზეზია – მათთან ერთად ვიბრძვი. ამდენი წელია სიმსივნესთან ერთად ვცხოვრობ და არ დავნებებულვარ. სხვებს ვეუბნები: ფარ-ხმალი არ დაყაროთ – ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. მე ამის ცოცხალი მაგალითი ვარ.

 

ლეილა ყველაშვილი: აქამდე არ ვიცოდი, რომ ძლიერი ვიყავი.

დიაგნოზი მშვიდად მივიღე – არც პირველი ვარ და არც უკანასკნელი. ნერვიულობას აზრი არ ჰქონდა, მკურნალობა მაშინვე დავიწყე. 6 ქიმია გავიკეთე, ახლა ჰორმონულ თერაპიას ვიტარებ და გადასხმებს ვიკეთებ.

პირველი ქიმიის შემდეგ თმა გადავიპარსე. სარკეში ჩახედვის მეშინოდა და ქიმიის დასრულებამდე ვერიდებოდი. თავსაბურავებს საპატიო ადგილას ვინახავ – როცა ვუყურებ, სიხარული მეუფლება, ჩემს დიდ გამარჯვებას მახსენებს.

ტკივილების მიუხედავად, არ გავჩერებულვარ – აქტიური ცხოვრება მშველის. ოჯახმა და მეგობრებმა გადამატანინეს ეს გზა. ჩემი დროშა სიცოცხლის გამარჯვების სიმბოლოა. გამარჯვების ამბავი ესპანეთში შვილთან ერთად აღვნიშნე. მთავარია, ცუდ ფიქრებს არ მიეცე და ცხოვრება გააგრძელო.

 

 

 

მარინა ბადურაშვილი: ჩემი დროშა სხვებისთვის არის იმედი

როცა გავიგე, რომ მეორე სტადიის ავთვისებიანი სიმსივნე მქონდა, გონებაში ამას ვერ ვუშვებდი, დავიბენი. მაშინ მივხვდი, რამხელა მნიშვნელობა აქვს ექიმისგან მოსმენილ თითოეულ სიტყვას. მარიამ ექიმი ფსიქოლოგიურად ძალიან დამეხმარა და მდგომარეობიდან გამომიყვანა.

დიაგნოზის შემდეგ კომპოზიცია დავწერე. არ ვიცი, საიდან მოვიდა ეს მელოდია – რასაც სიტყვებით ვერ ვამბობდი, მუსიკით მოვყევი. სკოლის ღონისძიებაზე მისი პირველი შესრულების დროს ყველამ გაიგო, რომ ამ დაავადებას ვებრძოდი.

კითხვაზე – „როგორ ხარ?“ – პასუხი არ მქონდა. სიტყვები არ არსებობდა. მაინც ვიპოვე ძალა, დამოუკიდებლად გავმკლავებოდი ყველაფერს.

თმა მეუღლემ გადამპარსა – ძალიან მძიმე მომენტი იყო. არ მინდოდა ხალხის შეცოდებული მზერა, ამიტომ თავსაბურავების გამოყენება დავიწყე. დღეს იმ რთულ დღეებს ვიხსენებ, რომლებიც გადავლახე.

ქიმიაზე სხვები დათრგუნვილები მიდიოდნენ, მე კი მიხაროდა ნანა ექიმის ნახვა. ერთხელ მითხრა: „შენ ჩვენთვის არასასურველი პაციენტი ხარ“ – ასე აღნიშნა ჩემი გამარჯვება. სიხარულისა და დაბნეულობისგან ადგილს ვერ ვპოულობდი.

აქამდე მშიშარა მეგონა თავი, ახლა ვიცი, რამდენად ძლიერი აღმოვჩნდი. ჩემი გამარჯვების დროშა სხვებისთვის იმედია – რომ არ დანებდნენ. მივხვდი, მთავარი ჯანმრთელობაა და ელემენტარულზე ნერვიულობა არ ღირს.

 

ეკატერინე ლაზარეიშვილი: სიმსივნე 5 თვეში დავამარცხე.

დიაგნოზის გაგებისას შოკში ვიყავი – ვტიროდი, ვერ ვიაზრებდი. 32 წლის ასაკში ყველაფერს წარმოვიდგენდი, ამას არა. სიმსივნემ გეგმები ამირია, მაგრამ იმ დღიდანვე დარწმუნებული ვიყავი, რომ დავამარცხებდი.

მთელი ცხოვრება გრძელი თმა მქონდა. მისი დაკარგვა მეორეხარისხოვანი იყო იმ გზასთან შედარებით, რაც უნდა გამევლო. ერთი მიზანი მქონდა – კიბო უნდა დამემარცხებინა. თმა ისევ გაიზრდება. თავსაბურავებს ხშირად ვხმარობდი, ოპერაციაზეც მეკეთა.

ძალიან განადგურებული მივედი ნანა ექიმთან და მაშინვე ვიფიქრე – ის მე გადამარჩენს. მან პირობა მომცა, რომ დეკემბერში ჯანმრთელი ვიქნებოდი და ეს სიტყვა შეასრულა.

როცა ჩემი გამარჯვების ამბავი გავიგე, თითქოს თავიდან დავიბადე. ადრე ქიმიაზე კიბეზე ვქოშინებდი, იმ ფურცლით ხელში კი, რომელიც გამოჯანმრთელების დასტური იყო, ნანა ექიმთან თავპირისმტვრევით ავირბინე.

ვიცოდი, რომ ძლიერი ვიყავი, მაგრამ ასეთი – არა. ვისაც ახლა ეს გზა აქვს გასავლელი, ჩემს ძალას სიამოვნებით გავუნაწილებდი. ეს არ არის განაჩენი. მორალურად არ უნდა გატყდე – როცა საკუთარი თავის გჯერა, ყველაფერს შეძლებ.

ჩემი დროშა სიხარულისა და დასრულების სიმბოლოა. თავსაფარი იმ დღეებს მახსენებს, როცა ყოველი დღე იმედის დღე იყო. მჯერა, სხვა ქალებიც ააფრიალებენ საკუთარი გამარჯვების დროშებს.

 

 

თეა შაფათავა: შვილები მაძლევენ გამარჯვების ძალას

თავიდან ექიმთან რომ მივდიოდი, გული მიგრძნობდა, რა პასუხსაც მივიღებდი. ოჯახისთვის არაფერი მითქვამს. როცა გავიგე, რომ მკერდის ავთვისებიანი სიმსივნის მეორე სტადია მქონდა, შვილების გამო ავტირდი, ჩემი თავის გამო არა. შიშთან ერთად ბრაზიც მოვიდა – სამყაროზე ვბრაზობდი.

ქიმიოთერაპიის პერიოდში თავსაბურავი ისე მოვიხდინე, ბევრმა ვერც კი გაიგო დიაგნოზი. ეგონათ, უბრალოდ, სტილში ჩავსვი. უთმოდ და უწარბებოდ საკუთარი თავი არ მომწონდა, არ მინდოდა ვინმეს დავენახე – მეუღლესაც კი. იმ დღიდან თავსაბურავების კეთება დავიწყე.

ამ გზაზე შევიცვალე. ახლა საკუთარი თავი წინ დავაყენე, ახალი საქმე დავიწყე და მანიკიურის სპეციალობა შევისწავლე. გამარჯვებისთვის ნებისყოფაა მთავარი – მტკიცედ უნდა შეხვდე ტკივილს. მჯერა, სხვებიც დაამარცხებენ მას და საკუთარ დროშას აუცილებლად ააფრიალებენ.

 

სოფო მერეკლიშვილი: უნდა მოიკრიბოთ ძალა და იყოთ მამაცები.

დიაგნოზი პირველად ჩემმა შვილმა ნახა და მითხრა, რომ უნდა გადამემოწმებინა. თმა სალონში გადამპარსეს – სარკისგან ზურგით მივტრიალდი, ძალიან გამიჭირდა ეს მომენტი, მაგრამ არ ვიმჩნევდი.

ქიმიოთერაპიის დროს წითელ ფერზე აგრესია გამიჩნდა. ძალა პირველად ექიმმა შემმატა, შემდეგ ოჯახმა – არ მაძლევდნენ საშუალებას, ფიქრებს ავყოლოდი.

ჩემი გამარჯვების დროშა ცხოვრების სიყვარულის სიმბოლოა. თავიდანვე ვიცოდი, რომ გავიმარჯვებდი. სხვა ქალებს ვეტყოდი – თმა ამ გზაზე ნამდვილად არ არის გადამწყვეტი.

 

ქეთი ქინქლაძე: სიცოცხლე ყოველდღე იწყება თავიდან!

ექვსი წლის წინ მკერდში კვანძი აღმომაჩნდა. კისტააო – თქვეს, მაგრამ დიაგნოზი უფრო სერიოზული აღმოჩნდა – მკერდის ავთვისებიანი სიმსივნე. ოპერაციის შემდეგ ახალი კარცინომა განვითარდა. მაშინ მივხვდი, რომ მე უნდა მებრძოლა არა სხვების, არამედ საკუთარი ბედნიერებისთვის.

პირველად თავი მამაკაცების სალონში გადავიპარსე. ცრემლები წამსკდა. მეორედ კი თავის გადაპარსვა ზეიმად ვაქციე – ბუშტებითა და გვირგვინებით. კლინიკაში ისე შევდიოდი, რომ სხვებს ენახათ, შეიძლება იყო ონკოპაციენტიც, ბედნიერიც და მოდურიც. თავსაბურავი ჩემი სტილის აქსესუარად ვაქციე, ზემოდან შლაპებსაც ვიხურავდი.

ჩემი თავსაბურავები ერთდროულად ბევრი რამის სიმბოლოა: სიყვარულის, რადგან მათგან ბევრი ნაჩუქარია, შიშისა და სირცხვილის დამარცხების, სიძლიერისა და, რა თქმა უნდა, გამარჯვების.

დღესაც ვმკურნალობ.

სიმსივნე ჩემთვის სასჯელი არ არის, საჩუქარია, რომელმაც ცხოვრება შემაცვლევინა. აუცილებელია იპოვო ძალა, რომელიც შენი საკუთარი დროშის აფრიალებამდე მიგიყვანს.

ვიცი, ნახავთ შინაურ ცხოველებთან ერთად ზღვის სანაპიროზე მოსეირნე მოხუც ქეთის, კარგად ჩაცმულს, რომელზეც იტყვიან: „ვაუ რა მაგარი ბებოა!“

 

 

ტექსტი: მაიკო წერეთელი

ფოტო: საბა ლალიაშვილი, ტასო ბეჟიტაძე

ასევე გაეცანი

#OK! სოფი ლორენი კამერებს მიღმა – რას გვიყვება მსახიობის შესახებ მისი რძალი, მარიამ შარმანაშვილი
ინტერვიუ

#OK! სოფი ლორენი კამერებს მიღმა – რას გვიყვება მსახიობის შესახებ მისი რძალი, მარიამ შარმანაშვილი

September 24, 2026
#OK! „Sakura“ – აღმოაჩინე შენი სიურპრიზი: თათო გოგოლაშვილის ახალი ბრენდი მათთვის, ვისაც სილამაზე და  სიურპრიზები უყვარს
ინტერვიუ

#OK! „Sakura“ – აღმოაჩინე შენი სიურპრიზი: თათო გოგოლაშვილის ახალი ბრენდი მათთვის, ვისაც სილამაზე და სიურპრიზები უყვარს

September 21, 2026
#OK! რა კავშირია კვებასა და სამუშაო ეფექტიანობას შორის
Gastro

#OK! რა კავშირია კვებასა და სამუშაო ეფექტიანობას შორის

September 17, 2026
#OK! ანა გოგიშვილი – ქალი, რომელმაც ბიზნესი, ბრძოლა და პასუხისმგებლობა ცხოვრების წესად აქცია
ინტერვიუ

#OK! ანა გოგიშვილი – ქალი, რომელმაც ბიზნესი, ბრძოლა და პასუხისმგებლობა ცხოვრების წესად აქცია

September 17, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! მონიკა ბელუჩი, ჯენიფერ ლოურენსი, კარა დელევინი და ჯესიკა ჩესტეინი Dior-ის ოტ კუტიურ კოლექციის ჩვენებას დაესწრნენ

#OK! მონიკა ბელუჩი, ჯენიფერ ლოურენსი, კარა დელევინი და ჯესიკა ჩესტეინი Dior-ის ოტ კუტიურ კოლექციის ჩვენებას დაესწრნენ

July 6, 2021
#OK! კლიმატური ანომალია, რომელიც მსოფლიოს ამინდს შეცვლის – რას უნდა ველოდოთ 2026–2027 წლის ზამთარში

#OK! კლიმატური ანომალია, რომელიც მსოფლიოს ამინდს შეცვლის – რას უნდა ველოდოთ 2026–2027 წლის ზამთარში

September 10, 2026
#OK! გაღიავებული წარბები, როგორც ტრენდი სელებრითებში – ბელა ჰადიდის უახლესი პაპარაცული ფოტოები

#OK! გაღიავებული წარბები, როგორც ტრენდი სელებრითებში – ბელა ჰადიდის უახლესი პაპარაცული ფოტოები

July 22, 2022
#OK! ირინა შეიკი და ქენდის სვეინფული CR Fashion Book-ის XIX გამოცემის ვარსკვლავები არიან

#OK! ირინა შეიკი და ქენდის სვეინფული CR Fashion Book-ის XIX გამოცემის ვარსკვლავები არიან

October 11, 2021

კვირის ჰიტები

#OK! სოფი ლორენი კამერებს მიღმა – რას გვიყვება მსახიობის შესახებ მისი რძალი, მარიამ შარმანაშვილი

#OK! სოფი ლორენი კამერებს მიღმა – რას გვიყვება მსახიობის შესახებ მისი რძალი, მარიამ შარმანაშვილი

September 24, 2026
#OK! “ევროპული კინოს პრინცესა” – რომი შნაიდერი დღეს 88 წლის გახდებოდა

#OK! “ევროპული კინოს პრინცესა” – რომი შნაიდერი დღეს 88 წლის გახდებოდა

September 23, 2026
#OK! სინდი კროუფორდის ერთადერთი ვაჟი, პრესლი გერბერი, 27 წლის ასაკში გარდაიცვალა

#OK! სინდი კროუფორდის ერთადერთი ვაჟი, პრესლი გერბერი, 27 წლის ასაკში გარდაიცვალა

September 21, 2026
#OK! ანჯელინა ჯოლის ქალიშვილმა საკუთარი ნახატების გაყიდვა დაიწყო – ვივიენის ახალი არტ-პროექტი

#OK! ანჯელინა ჯოლის ქალიშვილმა საკუთარი ნახატების გაყიდვა დაიწყო – ვივიენის ახალი არტ-პროექტი

September 24, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები