• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! დედის პატივსაცემად შექმნილი ფონდი და სასამართლო დავა – რას ედავება Sentebale პრინც ჰარის

April 13, 2026
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

პრინცმა ჰარიმ 2006 წელს, ლესოთოს პრინც სეისოსთან ერთად, დედის — პრინცესა დაიანას — საქველმოქმედო მემკვიდრეობის პატივსაცემად დააარსა ორგანიზაცია Sentebale. პრინცესა დაიანა ყოველთვის იყო ცნობილი როგორც ჰუმანიტარული საქმიანობის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა სამეფო ოჯახის ისტორიაში. ის აქტიურად იბრძოდა აივ/შიდსით მცხოვრები ადამიანების სტიგმის წინააღმდეგ იმ პერიოდში, როდესაც დაავადება საზოგადოების მხრიდან ძლიერ შიშსა და იზოლაციას იწვევდა. დაიანა პირადად ხვდებოდა პაციენტებს, ეხებოდა მათ ხელით და ამით საზოგადოებას უჩვენებდა, რომ დაავადებულებთან კონტაქტი უსაფრთხოა — ეს ჟესტი იმ დროისთვის ძლიერ სიმბოლურ ნაბიჯად იქცა.

 

Proof Princess Diana Was More Than a Style Icon

Princess Diana's Charity Work, Explained - 9 Causes Championed by Princess Di

 

სწორედ დედის ეს ჰუმანიტარული ხედვა გახდა პრინც ჰარისთვის შთაგონების წყარო, როდესაც მან ახალგაზრდობაში ლესოთოში მოგზაურობისას დაავადებული ბავშვების მდგომარეობა საკუთარი თვალით ნახა. ორგანიზაციის სახელიც სიმბოლურია — სესოთოს ენაზე „Sentebale“ ნიშნავს „არ დამივიწყო“– ს და როგორც ჰარიმ განმარტა, იგი შერჩეულია როგორც მათი დედების საქველმოქმედო საქმიანობისადმი მიძღვნილი პატივისთვის და შეხსენებად, რომ მსოფლიომ არ დაივიწყოს ლესოთო და მისი ბავშვები.

 

Prince Harry's Charity Trip to Lesotho

 

Sentebale-ის მთავარი მიზანია დახმარება გაუწიოს აივ/შიდსით მცხოვრებ ბავშვებსა და მოზარდებს სამხრეთ აფრიკაში. ორგანიზაცია მათ არა მხოლოდ სამედიცინო და საგანმანათლებლო მხარდაჭერას სთავაზობს, არამედ უსაფრთხო გარემოსაც ქმნის, სადაც ახალგაზრდები თანატოლებთან ერთად მუშაობენ ფსიქიკური ჯანმრთელობის გაძლიერებაზე და იღებენ ცოდნასა და უნარებს, რომლებიც მომავალში დამოუკიდებლად ცხოვრებაში დაეხმარებათ.

ლესოთოში აივ ინფექციის გავრცელების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მსოფლიოში — 14 წლამდე ასაკის 37 000-ზე მეტი ბავშვი აივ-ით ცხოვრობს, ქვეყანაში კი დაახლოებით 360 000 ობოლია. ბავშვების თითქმის 10 პროცენტი მოწყვლად ჯგუფად ითვლება. სწორედ ამ გამოწვევებთან საბრძოლველად მუშაობს Sentebale, რომელიც საზოგადოებაზე დაფუძნებული განვითარების მოდელს იყენებს და ადგილობრივი თემების რეალურ საჭიროებებს ეხმიანება. ორგანიზაციამ საქმიანობა მოგვიანებით ბოტსვანაშიც გააფართოვა, ხოლო მისი მხარდასაჭერად ყოველწლიურად იმართება Sentebale Polo Cup, რომელშიც პრინცი ჰარი ხშირად მონაწილეობდა.

 

Prince Harry, The Duke of Sussex plays in 2022 Polo Cup

 

თუმცა, წლების შემდეგ ორგანიზაციაში სერიოზული შიდა დაპირისპირება დაიწყო. უთანხმოებები 2023 წელს ახალი საქველმოქმედო ფონდების მოზიდვის სტრატეგიის გარშემო გაჩნდა და კონფლიქტი ორგანიზაციის ხელმძღვანელობასა და მმართველთა საბჭოს თავმჯდომარეს, სოფი ჩანდაუკას შორის გამწვავდა. ვითარება საბოლოოდ 2025 წლის მარტში კრიზისად გადაიქცა — პრინცმა ჰარიმ და პრინცმა სეისომ, რამდენიმე მმართველთან ერთად, მფლობელთა პოზიციები დატოვეს. მათი განცხადებით, საბჭოსა და თავმჯდომარეს შორის ურთიერთობა „გამოსწორებას აღარ ექვემდებარებოდა“ და გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ სოლიდარობის ნიშნად მიიღეს იმ წევრების მიმართ, რომლებმაც შიდა დავის გამო თანამდებობები დატოვეს.

მოგვიანებით კონფლიქტი საჯარო სივრცეში გადავიდა. სოფი ჩანდაუკამ პრინცი ჰარი ბულინგისა და შევიწროების კამპანიის ორგანიზებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მისი გადადგომა მოულოდნელი იყო. მისი თქმით, ჰარი ასევე ჩაერია ორგანიზაციის წინააღმდეგ შეტანილ მამხილებლის საჩივარში, რაც „დაფარვის მცდელობას“ ჰგავდა.

 

Prince Harry sued for defamation by charity Sentebale he co-founded - BBC News

 

საქმე კიდევ უფრო გამწვავდა მას შემდეგ, რაც აფრიკაში მოქმედმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ ლონდონის უმაღლეს სასამართლოში პრინც ჰარისა და მისი ახლო მეგობრის, ორგანიზაციის მმართველის, მარკ დაიერის წინააღმდეგ ცილისწამების სარჩელი შეიტანა. Sentebale აცხადებს, რომ 2025 წლის მარტიდან დაწყებულმა კოორდინირებულმა ნეგატიურმა მედია კამპანიამ ორგანიზაციის საქმიანობასა და რეპუტაციას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.

ჰარისა და დაიერის წარმომადგენლები ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ და მათ „შეურაცხმყოფელსა და უსაფუძვლოს“ უწოდებენ.

 

Mark Dyer, Duke of Sussex, Prince Harry, Spare, autobiography

 

ინგლისისა და უელსის საქველმოქმედო კომისიამ დავა შეისწავლა და ორივე მხარე გააკრიტიკა იმის გამო, რომ კონფლიქტი საჯაროდ განვითარდა და ორგანიზაციის იმიჯი დააზიანა, თუმცა გამოძიებამ ბულინგისა და მიზოგინიის ფართომასშტაბიანი მტკიცებულებები ვერ დაადგინა. კომისიის განცხადებით, დაპირისპირებამ საფრთხე შეუქმნა იმ ადამიანების დახმარებას, ვისთვისაც Sentebale შეიქმნა. ამ ეტაპზე სამართლებრივი დავა გრძელდება და პრინც ჰარის ოფისს დამატებითი კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

 

Sentebale: Prince Harry quits charity set up in honour of Diana - BBC News

ასევე გაეცანი

#OK! ლევან კოღუაშვილის “გურია“ Asia Pacific Screen Awards-ის გამარჯვებულია
OK! News

#OK! ლევან კოღუაშვილის “გურია“ Asia Pacific Screen Awards-ის გამარჯვებულია

October 30, 2026
#OK! კახა კინწურაშვილი ჰოლივუდის რეჟისორის ახალ ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს – რას მოგვითხრობს The Revolution According to Kamo?
OK! News

#OK! კახა კინწურაშვილი ჰოლივუდის რეჟისორის ახალ ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს – რას მოგვითხრობს The Revolution According to Kamo?

October 30, 2026
#OK! ქართველი მოდელი ანი სტეფანიშვილი Miss Asia Global 2026-ის გამარჯვებულია
OK! News

#OK! ქართველი მოდელი ანი სტეფანიშვილი Miss Asia Global 2026-ის გამარჯვებულია

October 30, 2026
#OK! პატრიკ სტიუარტი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა
OK! News

#OK! პატრიკ სტიუარტი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა

October 30, 2026

ახლა კითხულობენ

#OK!  10 ქვეყანა, რომლებსაც ყველაზე განსხვავებული საქორწილო ტრადიციები აქვთ

#OK! 10 ქვეყანა, რომლებსაც ყველაზე განსხვავებული საქორწილო ტრადიციები აქვთ

August 6, 2025
#OK! Emmy 2025-ის საუკეთესო კაბები წითელ ხალიჩაზე

#OK! Emmy 2025-ის საუკეთესო კაბები წითელ ხალიჩაზე

September 15, 2025
#OK! სრულყოფილება დეტალებშია… ინტერვიუ პლასტიკურ და რეკონსტრუქციულ ქირურგ ზურა შანავასთან

#OK! სრულყოფილება დეტალებშია… ინტერვიუ პლასტიკურ და რეკონსტრუქციულ ქირურგ ზურა შანავასთან

June 5, 2021
#OK! ივ სან ლორანი: დიზაინერი, რომელმაც ქალები შეცვალა – მარიამ რეხვიაშვილის ბლოგი

#OK! ივ სან ლორანი: დიზაინერი, რომელმაც ქალები შეცვალა – მარიამ რეხვიაშვილის ბლოგი

June 1, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ციფრული სამყაროს მიღმა – Mitaishvili academy: ცოდნა, გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები

#OK! ციფრული სამყაროს მიღმა – Mitaishvili academy: ცოდნა, გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები

October 28, 2026
#OK! რამდენს გამოიმუშავებენ Victoria’s Secret-ის მოდელები ჩვენებაში მონაწილეობით – რა არის მატილდა გვარლიანის სავარაუდო ჰონორარი?

#OK! რამდენს გამოიმუშავებენ Victoria’s Secret-ის მოდელები ჩვენებაში მონაწილეობით – რა არის მატილდა გვარლიანის სავარაუდო ჰონორარი?

October 27, 2026
#OK! ქართველი მოდელი ანი სტეფანიშვილი Miss Asia Global 2026-ის გამარჯვებულია

#OK! ქართველი მოდელი ანი სტეფანიშვილი Miss Asia Global 2026-ის გამარჯვებულია

October 30, 2026
#OK! ლევან კოღუაშვილს „ოქროს გლობუსის“ სპეციალური ჯილდო გადაეცა

#OK! ლევან კოღუაშვილს „ოქროს გლობუსის“ სპეციალური ჯილდო გადაეცა

October 25, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები