• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! ჭიქა ყავასთან – ნათელა გრიგალაშვილი (ვიდეო)

April 2, 2025
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ჩვენი რუბრიკის #OK! ჭიქა ყავასთან სტუმარია თანამედროვე ეპოქის ერთ-ერთი გამორჩეული და დასამახსოვრებელი ფოტოების ავტორი ნათელა გრიგალაშვილი. იგი #OK-თან ინტერვიუში ისაუბრებს ფოტოგრაფიაზე, ბავშვობის მოგონებებზე, სოფელზე, ცხოვრებისეულ მომენტებსა და სხვა მრავალ საინტერესო თემაზე.

რუბრიკის პარტნიორია მალონგო ☕

მომენტი, როდესაც ობიექტივს პირველად გაუსწორეთ თვალი…

საერთოდ მე მინდოდა, მემუშავა კინოში. ბოლომდე გაცნობიერებული არ მქონდა, მაგრამ მინდოდა კინო გადამეღო, როგორც რეჟისორს, როგორც ოპერატორს. იმისთვის, რომ მესწავლა ოპერატორობა, ვიცოდი, რომ ფოტოგრაფია უნდა ჩამებარებინა, ამიტომ დავიწყე ფოტოგრაფიის შესწავლა. კამერა ასე ავიღე ხელში და ძირითადად ვიღებდი ჩემს მეგობრებს. მერე აღმოვაჩინე, რომ ფოტოგრაფია ძალიან შემიყვარდა და დავრჩი ამ სფეროში.

 

მოგვიყევით პირველი პროფესიული ფოტოების შესახებ…

მე სოფელში დავიბადე და გავიზარდე. როცა სკოლა დავამთავრე, ჩამოვედი ქალაქში სასწავლებლად. შემდეგ როგორც ხდება ხოლმე, დავრჩი, კიდევ მინდოდა მესწავლა,მაგრამ  მთელი ეს პერიოდი მუდმივად მენატრებოდა სოფელი. როცა კამერა ავიღე ხელში, წავედი ჩემს სოფელში და დავიწყე იქ გადაღება. ამით მონატრებას ვივსებდი იმ ადგილების, სადაც მე გავიზარდე. დღესაც ვფიქრობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის ფოტოები, რომელსაც ჩემს სოფელში ვიღებდი…

 

სერიიდან “თაგვების სოფელი” – ნათელა გრიგალაშვილი
სერიიდან “თაგვების სოფელი” – ნათელა გრიგალაშვილი

რატომ იღებთ ძირითადად სოფლებში არსებულ სიტუაციებს და არა ქალაქს?

საერთოდ ვფიქრობ, რომ ქალაქში ბევრი რამ არის საინტერესო, საინტერესო ადამიანები, თემები, მაგრამ გეტყვით მე რატომ არ ვიღებ. როგორც უკვე აღვნიშნე, მე სოფელში დავიბადე, გავიზარდე და რაღაცით ყოველთვის მიზიდავს რეგიონების ცხოვრება, ის ადამიანები, ვინც ახლოს არიან ბუნებასთან, იქ, სადაც ძალიან სწრაფად იცვლება ცხოვრება. ამიტომ, როდესაც ვფიქრობ ხოლმე რატომ რეგიონში, ალბათ ბავშვობაც მეძახის, ალბათ უფრო ახლოსაა ჩემთან ეს თემა და მიყვარს კიდეც.

როგორი ბავშვობა გქონდათ?

ჩემი ბავშვობა იყო ძალიან კარგი, ძალიან ლამაზი, მშვიდი. ვცხოვრობდით ტყის პირას და დიდად ბავშვებთან თამაშით არ ვიყავი გატაცებული, ჩემს სამყაროში ვცხოვრობდი. ახლაც ძალიან ხშირად მივდივარ ხოლმე ჩემს სოფელში  და რაღაცნაირად ჩემს ბავშვობაში ვბრუნდები.

 

სერიიდან “დედაჩემის წიგნი” – ნათელა გრიგალაშვილი

რატომ მაღალმთიანი აჭარა?

პირველად მაღალმთიან აჭარაში ჩავედი 2014 წელს და როდესაც შევხედე იმ გარემოს, შევხვდი იმ ადამიანებს, ვთქვი, რომ აუცილებლად დავბრუნდებოდი. ის არის ადგილი, რომელიც მე მეძახის. იქ არის  ლამაზი ბუნება, მაგრამ ჩემთვის ძალიან განსაკუთრებულები არიან ადამიანები, რომელიც მაღალმთიან აჭარაში მხვდებიან. როდესაც ვხვდები უცხო ადგილას, აუცილებლად გამომელაპარაკებიან, უკვირთ ვინ არის ქალი ფოტოაპარატით ხელში. ყოველთვის მეუბნებიან ერთ რამეს: „შემოდი ჩვენთან მშიერი არ იყოო, ცოდვა არ დაგვადო, მშიერი არ წახვიდე აქედანო“. ჩემზე ეს ძალიან მოქმედებს.

ჯერ ეცნობით გარემოს თუ რაც მოგეწონებათ იმ მომენტშივე იღებთ?

მე არ ვარ ის ფოტოგრაფი, რომელიც მიდის და მაშინვე იწყებს ფოტოების გადაღებას, სიტუაციას გააჩნია. ძირითადად მიყვარს, როდესაც ადამიანებთან დიდ დროს ვატარებ, იმ გარემოში, სადაც უნდა გადავიღო. ცნობისმოყვარე ვარ, მაინტერესებს რა სწყინთ, რა უხარიათ. ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის პირველი კადრი იყოს, ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია სიღრმეში ჩავიდე იმ ადამიანების, რომლებსაც ვიღებ. ამიტომ არის ჩემი პროექტები ხანგრძლივი.

 

ფოტო: ნათელა გრიგალაშვილი
ფოტო: ნათელა გრიგალაშვილი

მოგონება, რომელიც პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება…

ერთხელ ერთი კაცი მეჩხუბა ჯავახეთში. ის შორიდან მოდიოდა ცხენით და რომ მოვიდა, მეჩხუბა რატომ გადამიღეო. ავუხსენი, რომ არ გადამიღია მისთვის, უბრალოდ ვიღებდი და კადრში შემოვიდა. ძალიან მეწყინა და განვიცადე. რომ მიდიოდა, რაღაც დროის შემდეგ ისევ უკან დაბრუნდა და ბოდიში გადამიხადა ცუდ ხასიათზე წამოვედი სახლიდანო. ამიტომ მივხვდი,რომ ადამიანზე არ უნდა გაბრაზდე, ყველას თავისი ცხოვრება აქვს და შენ ამ დროს დგახარ და კამერით იღებ…

რომელი უნარი გეხმარებათ იმაში, რომ იყო საუკეთესო ფოტოგრაფი?

ცნობისმოყვარე ვარ, ძალიან მაინტერესებს ის, რასაც ვიღებ. მე იმის გადასაღებად არ მივდივარ, რაც მხოლოდ ფინანსურ კეთილდღეობას მომიტანს. მე ვიღებ მხოლოდ იმას, რაც მე მაინტერესებს. ყველაზე მთავარი ფოტოგრაფიაში არის ემოცია. ემოციის გარეშე ეს დარჩება ცარიელი კადრები. და ჩვენ რაც მოგვწონს ფოტოგრაფიაში, სწორედ ეს არის ემოცია…

 

გაიგე მეტი: natela grigalashviliნათია გრიგალაშვილიჭიქა ყავასთან

ასევე გაეცანი

#OK! მთავარი ხარ შენ…  შენი ჯანმრთელობა…
Slider Area

#OK! მთავარი ხარ შენ… შენი ჯანმრთელობა…

October 12, 2026
#OK! ნინო ხაჟომია: რვა თვე სიკვდილს ველაპარაკე და ვუთხარი „არა“
Slider Area

#OK! ნინო ხაჟომია: რვა თვე სიკვდილს ველაპარაკე და ვუთხარი „არა“

October 12, 2026
#OK! ქართველი დიზაინერის ჩვენება პარიზის მოდის კვირეულზე
Fashion

#OK! ქართველი დიზაინერის ჩვენება პარიზის მოდის კვირეულზე

October 7, 2026
#OK! ღიმილი, რომელიც გვამახსოვრდება – მსახიობები ყველაზე გამორჩეული ღიმილით
OK! კულტურა

#OK! ღიმილი, რომელიც გვამახსოვრდება – მსახიობები ყველაზე გამორჩეული ღიმილით

October 7, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! 47 წლის ქეით მოსის და 18 წლის ლაილა გრეისის ერთობლივი გამოჩენა: ვარსკვლავური დედა-შვილი რომში იმყოფება

#OK! 47 წლის ქეით მოსის და 18 წლის ლაილა გრეისის ერთობლივი გამოჩენა: ვარსკვლავური დედა-შვილი რომში იმყოფება

June 28, 2021
#OK! როგორ გამოიყურებოდა კიმ კარდაშიანი საკუთარი დის ქორწილში – რეალითი შოუს ვარსკვლავმა Dolce & Gabbana-ს კაბა მოირგო

#OK! როგორ გამოიყურებოდა კიმ კარდაშიანი საკუთარი დის ქორწილში – რეალითი შოუს ვარსკვლავმა Dolce & Gabbana-ს კაბა მოირგო

May 23, 2022
#OK! “ანდერძით 10 მილიონი დოლარი მხოლოდ 12 დღიანი ქორწინებისთვის” – რატომ იქორწილა პამელა ანდერსონმა ჯონ პიტერსზე

#OK! “ანდერძით 10 მილიონი დოლარი მხოლოდ 12 დღიანი ქორწინებისთვის” – რატომ იქორწილა პამელა ანდერსონმა ჯონ პიტერსზე

January 28, 2023
#OK! რამდენად გაყიდა ჯეფ ბეზოსმა ბილეთი, რომელიც მყიდველს კოსმოსში მასთან ერთად ამოგზაურებს?

#OK! რამდენად გაყიდა ჯეფ ბეზოსმა ბილეთი, რომელიც მყიდველს კოსმოსში მასთან ერთად ამოგზაურებს?

July 20, 2021

კვირის ჰიტები

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის ოქტომბრის ნომრისთვის

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის ოქტომბრის ნომრისთვის

October 9, 2026
#OK! კაილი ჯენერის შესაძლო ორსულობა – რა გახდა ახალი სპეკულაციის მიზეზი

#OK! კაილი ჯენერის შესაძლო ორსულობა – რა გახდა ახალი სპეკულაციის მიზეზი

October 5, 2026
#OK!BusinessCelebrity ბელა ჰადიდის Ôrəbella – როგორ აქცია მოდელმა პირადი იდეა წარმატებულ ბიზნესად

#OK!BusinessCelebrity ბელა ჰადიდის Ôrəbella – როგორ აქცია მოდელმა პირადი იდეა წარმატებულ ბიზნესად

October 6, 2026
#OK! თამარ გაზაშვილი – ქალი, რომელმაც სირთულეები ძალად და საკუთარი საქმე წარმატების გზად აქცია

#OK! თამარ გაზაშვილი – ქალი, რომელმაც სირთულეები ძალად და საკუთარი საქმე წარმატების გზად აქცია

October 6, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები