• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! BTS გრემის დაჯილდოებას ბოიკოტს უცხადებს – რატომ თქვა მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა ჯგუფმა უარი 2027 წლის დაჯილდოებაში მონაწილეობაზე?

July 31, 2026
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა K-pop ჯგუფმა BTS-მა 2027 წლის „გრემის“ დაჯილდოებაზე საკუთარი მუსიკის წარდგენაზე უარი განაცხადა. ჯგუფის შვიდივე წევრმა – RM-მა, Jin-მა, SUGA-მ, j-hope-მა, Jimin-მა, V-მ და Jungkook-მა – სოციალურ ქსელ Instagram-ზე ერთდროულად გამოაქვეყნა იდენტური განცხადება, რომელმაც მუსიკალურ ინდუსტრიაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია.

„გადავწყვიტეთ, წელს „გრემის“ დაჯილდოებაზე ჩვენი მუსიკა არ წარვადგინოთ. იმედი გვაქვს, მუსიკას შეაფასებენ და შეიყვარებენ იმისთვის, რაც არის, და არა რეგიონისა თუ ენის მიხედვით,“ – წერია ჯგუფის განცხადებაში.

 

 

მიუხედავად იმისა, რომ BTS-ს ოფიციალურად არ დაუსახელებია გადაწყვეტილების კონკრეტული მიზეზი, მათი განცხადება ფართოდ აღიქმება, როგორც პასუხი Recording Academy-ის მიერ ახლახან დამატებულ ახალ ნომინაციაზე – Best Asian Pop Music Performance.

ახალი კატეგორია აზიური პოპმუსიკის აღიარების მიზნით შეიქმნა, თუმცა წესების მიხედვით, ნომინირებული ნამუშევრები უნდა შეიცავდეს აზიურ ენაზე შესრულებულ ტექსტს. სწორედ ამ მოთხოვნამ გამოიწვია დისკუსია, რადგან BTS-ის 2026 წლის ალბომი ARIRANG, რომელიც წლის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ რელიზად იქცა, ძირითადად ინგლისურენოვანია. ალბომის სიმღერების 80%-ზე მეტი ინგლისურადაა შესრულებული, რის გამოც ის ახალ კატეგორიაში ვერ მოხვდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფი სამხრეთ კორეულია.

ამასთან, ახალი კატეგორია არ ზღუდავს არტისტებს ძირითად ნომინაციებში მონაწილეობას. BTS-ს შეეძლო კონკურენცია გაეწია ისეთ პრესტიჟულ კატეგორიებში, როგორებიცაა Album of the Year, Record of the Year და Song of the Year, თუმცა ჯგუფმა გადაწყვეტილება მთლიანად უარის თქმის შესახებ მიიღო.

BTS-ის გადაწყვეტილების შემდეგ გულშემატკივრებმა კიდევ ერთ ფაქტს მიაქციეს ყურადღება – Recording Academy-ის ოფიციალური YouTube-არხიდან ჯგუფის „გრემიზე“ შესრულებული პერფორმანსების ვიდეოები აღარ არის ხელმისაწვდომი. ამან სოციალურ ქსელებში არაერთი კითხვა და დისკუსია გამოიწვია, თუმცა Recording Academy-ს ვიდეოების წაშლის მიზეზზე ოფიციალური კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.

 

 

„მუსიკა არ უნდა იყოფოდეს ენისა და რეგიონის მიხედვით“ – ჯგუფის განცხადებაში განსაკუთრებული ყურადღება სწორედ ამ გზავნილმა მიიპყრო. ბევრი გულშემატკივარი და მუსიკალური ინდუსტრიის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ BTS ამით გამოხატავს პოზიციას, რომლის მიხედვითაც მუსიკის შეფასების მთავარი კრიტერიუმი თავად შემოქმედება უნდა იყოს და არა მისი წარმოშობა თუ ენა.

K-pop-ის ფანებში ახალი ნომინაციის გამოცხადებას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ აზიური არტისტებისთვის ცალკე კატეგორიის შექმნა მათი აღიარების მნიშვნელოვანი ნაბიჯია, თუმცა სხვები ფიქრობენ, რომ მსგავსი მიდგომა მათ განცალკევებულ ჯგუფად წარმოაჩენს, ნაცვლად იმისა, რომ თანაბრად იბრძოლონ ძირითად საერთაშორისო ნომინაციებში.

 

BTS on Variety: See Every Cover

No Grammy awards for BTS doesn't mean 'failure' - The Korea Times

 

BTS-ის გადაწყვეტილების შემდეგ Recording Academy-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჰარვი მეისონ უმცროსმა განაცხადა, რომ ჯგუფის გადაწყვეტილებას პატივს სცემს, თუმცა აღნიშნა, რომ ახალი კატეგორიის მიზანი არტისტების გამიჯვნა არ არის.

მისი თქმით, Best Asian Pop Music Performance შეიქმნა იმისთვის, რომ აზიური პოპმუსიკის მრავალფეროვნება და მზარდი გავლენა კიდევ უფრო მეტად დაფასდეს.

ამავე დროს, მან განმარტა, რომ ახალი კატეგორიის არსებობა არ ზღუდავს არტისტებს სხვა, მთავარ ნომინაციებში მონაწილეობაში.

BTS 2013 წელს ჩამოყალიბდა და მალევე იქცა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მუსიკალურ ჯგუფად. 2021 წელს ისინი პირველი K-pop ჯგუფი გახდნენ, რომელმაც „გრემის“ ნომინაცია მიიღო – სიმღერის Dynamite წყალობით.

მას შემდეგ ჯგუფი კიდევ რამდენიმე ნომინაციაში მოხვდა, მათ შორის Best Pop Duo/Group Performance, Best Music Video და Album of the Year (Coldplay-ის ალბომში მონაწილეობისთვის), თუმცა ჯერჯერობით „გრემის“ ჯილდო არ მოუგიათ.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლიდან ჯგუფის შვიდივე წევრი თავადაც Recording Academy-ის ხმის მიცემის უფლების მქონე წევრია.

 

BTS say they won't submit music for next year's Grammys

 

2022 წელს BTS-მა დროებით შეწყვიტა ჯგუფური საქმიანობა, რადგან წევრები სოლო პროექტებზე მუშაობდნენ და სამხრეთ კორეაში სავალდებულო სამხედრო სამსახურს ასრულებდნენ. 2026 წელს კი ჯგუფი სრულ შემადგენლობაში დაბრუნდა ახალი ალბომით ARIRANG, რომელიც Billboard 200-ის ლიდერი გახდა და Apple Music-ის ჩარტების პირველ ადგილს მსოფლიოს 115 ქვეყანაში მიაღწია.

ალბომის მთავარი სინგლი Swim აშშ-ის ჩარტების პირველ ადგილზე ავიდა და წლის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ჰიტად იქცა.

BTS პირველი მუსიკოსები არ არიან, რომლებმაც „გრემის“ დაჯილდოების პროცესში მონაწილეობაზე უარი თქვეს. სხვადასხვა დროს მსგავს გადაწყვეტილებას The Weeknd, Frank Ocean, Drake, Morgan Wallen და Will Smith-იც იღებდნენ, თითოეულს საკუთარი მიზეზით.

BTS-ის შემთხვევაში ეს ნაბიჯი განსაკუთრებით სიმბოლურია, რადგან ჯგუფისთვის „გრემის“ ნომინაცია წლების განმავლობაში ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენდა. თუმცა, როგორც ჯგუფის ლიდერმა RM-მა რამდენიმე თვის წინ აღნიშნა, დღეს მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი უკვე ერთად ყოფნა და მსოფლიოს მასშტაბით გულშემატკივრებთან შეხვედრაა.

BTS comeback sends HYBE shares sliding as Korea weighs priced-in hopes - CHOSUNBIZ

ასევე გაეცანი

#OK! ნინო ხაჟომია: რვა თვე სიკვდილს ველაპარაკე და ვუთხარი „არა“
Slider Area

#OK! ნინო ხაჟომია: რვა თვე სიკვდილს ველაპარაკე და ვუთხარი „არა“

October 10, 2026
#OK! ბელა ჰადიდი – მძიმე დაავადება, პლასტიკური ოპერაციები და ფსიქოლოგიური პრობლემები: სუპერმოდელის ცხოვრება პოდიუმის მიღმა
OK! კულტურა

#OK! ბელა ჰადიდი – მძიმე დაავადება, პლასტიკური ოპერაციები და ფსიქოლოგიური პრობლემები: სუპერმოდელის ცხოვრება პოდიუმის მიღმა

October 9, 2026
#OK! ჯონ ლენონი 86 წლის გახდებოდა  – საინტერესო ფაქტები ლეგენდარული მუსიკოსის ცხოვრებიდან
OK! კულტურა

#OK! ჯონ ლენონი 86 წლის გახდებოდა – საინტერესო ფაქტები ლეგენდარული მუსიკოსის ცხოვრებიდან

October 9, 2026
#OK! ჰარი პოტერის სამყაროს ორი ახალი წიგნი ემატება
OK! News

#OK! ჰარი პოტერის სამყაროს ორი ახალი წიგნი ემატება

October 9, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! თამარ გაზაშვილი – ქალი, რომელმაც სირთულეები ძალად და საკუთარი საქმე წარმატების გზად აქცია

#OK! თამარ გაზაშვილი – ქალი, რომელმაც სირთულეები ძალად და საკუთარი საქმე წარმატების გზად აქცია

October 6, 2026
#OK!-ისა და თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის ექსპერიმენტი – ჯანსაღი გახდომა მხოლოდ ერთ თვეში

#OK!-ისა და თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის ექსპერიმენტი – ჯანსაღი გახდომა მხოლოდ ერთ თვეში

November 8, 2022
#OK! ადრე და ახლა: 11 ვარსკვლავი და მათი სტილის ევოლუცია კარიერის დასაწყისიდან დღემდე

#OK! ადრე და ახლა: 11 ვარსკვლავი და მათი სტილის ევოლუცია კარიერის დასაწყისიდან დღემდე

June 21, 2022
#OK! ყველაზე უგემოვნოდ ჩაცმული ვარსკვლავები Billboard Music Awards-ის 2021 წლის წითელი ხალიჩიდან!

#OK! ყველაზე უგემოვნოდ ჩაცმული ვარსკვლავები Billboard Music Awards-ის 2021 წლის წითელი ხალიჩიდან!

May 24, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ზენდაია ბრიჯიტ მაკრონთან შეხვედრის გამო გააკრიტიკეს – რა მოხდა პარიზის მოდის კვირეულზე?

#OK! ზენდაია ბრიჯიტ მაკრონთან შეხვედრის გამო გააკრიტიკეს – რა მოხდა პარიზის მოდის კვირეულზე?

October 9, 2026
#OK! მაიკლ დუგლასმა კეტრინ ზეტა-ჯონსთან დაშორების დეტალები გაიხსენა – “გადავწყვიტეთ, გარკვეული დრო ცალ-ცალკე გაგვეტარებინა“

#OK! მაიკლ დუგლასმა კეტრინ ზეტა-ჯონსთან დაშორების დეტალები გაიხსენა – “გადავწყვიტეთ, გარკვეული დრო ცალ-ცალკე გაგვეტარებინა“

October 7, 2026
#OK! ჯიჯი ჰადიდი და ბრედლი კუპერი საქორწინო ბეჭდებით გამოჩნდნენ

#OK! ჯიჯი ჰადიდი და ბრედლი კუპერი საქორწინო ბეჭდებით გამოჩნდნენ

October 6, 2026
#OK! კაილი ჯენერი სამსახიობო დებიუტისთვის ემზადება – რა როლს შეასრულებს ვარსკვლავი ახალ სერიალში

#OK! კაილი ჯენერი სამსახიობო დებიუტისთვის ემზადება – რა როლს შეასრულებს ვარსკვლავი ახალ სერიალში

October 8, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები