• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! არკადია პალასი – სივრცე, სადაც წარსული და თანამედროვეობა ავთენტიკურად ერთიანდება

July 16, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

თბილისის ცენტრში, ხმაურიანი ქალაქის შუაგულში, არსებობს შენობა, რომელიც დიდ ისტორიას ინახავს. ეს „არკადია პალასია“ – საბჭოთა მოდერნიზმის არქიტექტურული მანიფესტი, სადაც წარსული და მომავალი ავთენტიკურად ერწყმის ერთმანეთს. „არკადია“ წლების განმავლობაში არაერთხელ გამხდარა დიდი ლიდერების შეკრების ადგილი, თუმცა დღეს ის მხოლოდ წარსულის ღირსშესანიშნაობა აღარ არის – ეს ცოცხალი, მრავალფუნქციური სივრცეა, რომელიც მუდმივად ახალ შინაარსს იძენს. დღეს „არკადია პალასი“ გამორჩეულ ღონისძიებებს, კულტურულ საღამოებს, გამოფენებსა და საქორწილო ცერემონიებს მასპინძლობს, თუმცა მისი ისტორია გაცილებით ადრე იწყება. 1984 წელს აშენებული შენობა თავდაპირველად ქორწინების სასახლის ფუნქციას ასრულებდა და სწორედ ამ სახელით დაამახსოვრდა არაერთ თაობას. მოგვიანებით, 1990-იანი წლების შემდეგ, როდესაც შენობას ახალი სიცოცხლე სჭირდებოდა, მისი განვითარების სრულიად განსხვავებული ეტაპი დაიწყო.

 

ქორწინების სასახლიდან კულტურულ ცენტრამდე

ბადრი პატარკაციშვილისა და ინნა გუდავაძის წვლილი „არკადია პალასის“ ჩვეულებრივი არქიტექტურული კომპლექსიდან უნიკალურ კულტურულ სივრცედ გარდაქმნაში უდიდესია. მათი სურვილი იყო შეექმნათ ადგილი, რომელიც მხოლოდ დახურული რეზიდენცია ან ღონისძიებების დარბაზი არ იქნებოდა, არამედ სივრცე, სადაც ქართული კულტურა, ისტორია და მსოფლიო ცივილიზაცია გაერთიანდებოდა.

სწორედ ამ პერიოდიდან გახდა „არკადია პალასი“ არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრის, საერთაშორისო მასშტაბის დიალოგებისა და ქართული სტუმარმასპინძლობის სივრცე. აქ იმართებოდა შეხვედრები, რომლებიც პოლიტიკის, ბიზნესის, კულტურისა და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს აერთიანებდა. თუმცა კომპლექსის განსაკუთრებულობას მხოლოდ მისი ისტორია არ განსაზღვრავს.

სასახლეში შესვლისთანავე სტუმარი ერთგვარ მოგზაურობას იწყებს. სხვადასხვა სართულზე განლაგებულია ერთმანეთისგან განსხვავებული სივრცეები: ჩინური დარბაზი, ეგვიპტური და ევროპული სივრცეები, თეატრალური გარემო და ძველი თბილისის ეზო, რომელიც ბადრი პატარკაციშვილის ბავშვობის მოგონებებითაა შთაგონებული. ეს დეტალები სტუმარს დროსა და სივრცეში მოგზაურობის შესაძლებლობას აძლევს.

სასახლის კიდევ ერთი უნიკალური მახასიათებელი ის არის, რომ აქ კულტურა სტატიკურ ექსპოზიციად არ ქცეულა. თეატრალურ სივრცეში იმართება კამერული კონცერტები და მუსიკალური საღამოები, ხოლო დარბაზები მასპინძლობს გამოფენებს, მოდის ჩვენებებსა და შემოქმედებით პროექტებს. სწორედ ამიტომ, „არკადია პალასი“ ბევრისთვის მუზეუმზე მეტია, ეს არის ადგილი, რომელიც საკუთარ ისტორიას ყოველდღიურად წერს.

ამ პროცესში განსაკუთრებული წვლილი ბადრი პატარკაციშვილის მეუღლეს, ინნა გუდავაძეს მიუძღვის. მისი დამსახურებაა, რომ „არკადია პალასი“ დღეს მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობა აღარ არის, არამედ იგი თანამედროვეობის გამორჩეული სივრცეა.

 

 

არქიტექტურა, ისტორია და ცოცხალი კულტურა

წლების განმავლობაში შეიცვალა თავად „არკადია პალასის“ ფუნქციაც და საზოგადოებრივი აღქმაც. თუ ერთ დროს ის ძირითადად ქორწინების სასახლესთან ასოცირდებოდა, დღეს მრავალფუნქციური კულტურული  ღონისძიებების სახითაა ცნობილი.

ამ ტრანსფორმაციამ კომპლექსს საშუალება მისცა, ისტორიული მნიშვნელობის შენარჩუნებასთან ერთად, თანამედროვე მოთხოვნებისთვისაც ეპასუხა. აქ იმართება ქორწილები, ხელის მოწერის ცერემონიები, კორპორაციული ღონისძიებები, ბრენდების პრეზენტაციები, ფესტივალები, გამოფენები და საგანმანათლებლო პროექტები. კომპლექსის ბაღი ღია სივრცეში ღონისძიებების ჩატარების შესაძლებლობას იძლევა, რაც თანამედროვე თბილისის პირობებში განსაკუთრებულ უპირატესობად ითვლება.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ახალგაზრდა თაობას. სკოლებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის შექმნილი პროგრამები, საბავშვო გამოფენები და კულტურული აქტივობები „არკადია პალასს“ საშუალებას აძლევს, ისტორია ცოცხალ გამოცდილებად აქციოს. ახალგაზრდებს შესაძლებლობა ეძლევათ გაეცნონ არა მხოლოდ არქიტექტურასა და ინტერიერებს, არამედ იმ კულტურულ ღირებულებებსაც, რომლებიც „არკადიას“ შექმნის საფუძველია.

 

ახალი შესაძლებლობები და მომავლის ხედვა

ბოლო წლებში კომპლექსმა განვითარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება აირჩია – ტურიზმი. „არკადია“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პარტნიორთა ქსელის წევრი გახდა, რაც მის კულტურულ და ტურისტულ პოტენციალს კიდევ უფრო გააძლიერებს.

აქ მოსული ტურისტები ხშირად ერთნაირ გაოცებას გამოხატავენ: „არ ვიცოდით, რომ თბილისის შუაგულში ასეთი ადგილი არსებობდა“. ქალაქის ცენტრში მდებარე ფართო ბაღი, სიმწვანე, მრავალფეროვანი ინტერიერები და მშვიდი გარემო სრულიად განსხვავებულ განცდას ქმნის. თანამედროვე ურბანულ გარემოში მსგავსი სივრცეები სულ უფრო იშვიათი ხდება, ამიტომ „არკადია პალასი“ ბევრი სტუმრისთვის სასიამოვნო აღმოჩენაა.

თუ ოდესღაც „არკადია პალასი“ გამორჩეული სტუმრების შეხვედრების ადგილი იყო, დღეს ის კულტურის, ტურიზმის, განათლებისა და საზოგადოებრივი ცხოვრების აქტიური ნაწილია. ეს არის ადგილი, სადაც დრო თითქოს ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით მოძრაობს – წარსულს ინახავს, აწმყოთი ცხოვრობს და მომავლისთვის მუდმივად ახალ შესაძლებლობებს ქმნის.

 

 

 

ტექსტი: თათია ხარაიშვილი

ფოტო: პირადი არქივი

ასევე გაეცანი

OK! Auroom Bakuriani – სტუმართმასპინძლობის შვიდწლიანი გამოცდილება და განვითარების ახალი ეტაპი
Travel

OK! Auroom Bakuriani – სტუმართმასპინძლობის შვიდწლიანი გამოცდილება და განვითარების ახალი ეტაპი

November 13, 2026
#OK! თაკო გვაზავა – Health&Beauty
Health & Beauty

#OK! თაკო გვაზავა – Health&Beauty

November 13, 2026
#OK! ქეთო ლომსაძის ბლოგი – სამყარო იცვლება, შენ რას აპირებ?
ინტერვიუ

#OK! ქეთო ლომსაძის ბლოგი – სამყარო იცვლება, შენ რას აპირებ?

November 13, 2026
#OK! სიყვარული კადრს მიღმა – მარი ნაკანისა და გიორგი მამასახლისის LOVE STORY
ინტერვიუ

#OK! სიყვარული კადრს მიღმა – მარი ნაკანისა და გიორგი მამასახლისის LOVE STORY

November 13, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! კორპორაცია ქართული ღვინო  ტრადიცია, ინოვაცია და ახალი სტუმარმასპინძლობა

#OK! კორპორაცია ქართული ღვინო ტრადიცია, ინოვაცია და ახალი სტუმარმასპინძლობა

February 13, 2026
#OK! ცხოვრება ან ჯადოსნურია, ან ჩვეულებრივი – ინტერვიუ ნელი აგირბასთან

#OK! ცხოვრება ან ჯადოსნურია, ან ჩვეულებრივი – ინტერვიუ ნელი აგირბასთან

September 11, 2024
#OK! ქეით მიდლტონი ზარას £16-იანი კაბით კიდევ ერთხელ გამოჩნდა

#OK! ქეით მიდლტონი ზარას £16-იანი კაბით კიდევ ერთხელ გამოჩნდა

October 7, 2021
#OK! The Weeknd რამდენიმე საათის წინ UN World Food Programme-ის კეთილი ნების ელჩად დაასახელეს

#OK! The Weeknd რამდენიმე საათის წინ UN World Food Programme-ის კეთილი ნების ელჩად დაასახელეს

October 8, 2021

კვირის ჰიტები

#OK! Måneskin თითქმის სამწლიანი პაუზის შემდეგ სცენას უბრუნდება

#OK! Måneskin თითქმის სამწლიანი პაუზის შემდეგ სცენას უბრუნდება

November 13, 2026
#OK! პიერპაოლო პიჩოლი Balenciaga-ს ტოვებს – დიზაინერი გადაწყვეტილებას ემოციური წერილით ეხმაურება

#OK! პიერპაოლო პიჩოლი Balenciaga-ს ტოვებს – დიზაინერი გადაწყვეტილებას ემოციური წერილით ეხმაურება

November 6, 2026
#OK! Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის პირველი დღე – NuMeN Studio, GUDU, RECKLESS და საერთაშორისო დიზაინერების კოლექციები

#OK! Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის პირველი დღე – NuMeN Studio, GUDU, RECKLESS და საერთაშორისო დიზაინერების კოლექციები

November 6, 2026
#OK! BRANDიფიკაცია – ოცნებიდან ლოგომდე და პირიქით

#OK! BRANDიფიკაცია – ოცნებიდან ლოგომდე და პირიქით

November 13, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები