• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! 2026 წლის ზაფხულის ყველაზე განხილული ვარსკვლავური ქორწილები საქართველოში

July 27, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

2026 წლის ზაფხული საქართველოში არაერთი გახმაურებული ქორწილით გამოირჩეოდა. გრანდიოზული ცერემონიები, გამორჩეული საქორწინო ლუქები, ისტორიული და ეგზოტიკური ლოკაციები, ცნობილი სტუმრები და სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელებული კადრები – სწორედ ამ დეტალებმა აქცია ეს ქორწილები საზოგადოების განხილვის ერთ-ერთ მთავარ თემად. იტალიის კომოს ტბიდან და სანტორინიდან დაწყებული, ბათუმით, შატო მუხრანითა და თბილისით დასრულებული, ბოლო თვეების განმავლობაში არაერთმა ცნობილმა წყვილმა დაუკავშირა ერთმანეთს ცხოვრება.

წარმოგიდგენთ ბოლო პერიოდის ყველაზე განხილულ ქორწილებს, რომლებმაც განსაკუთრებული ინტერესი და დიდი გამოხმაურება გამოიწვია.

 

შორენა ბეგაშვილი და მამუკა ურუშაძე

 

მსახიობმა და ტელეწამყვანმა შორენა ბეგაშვილმა ბიზნესმენ მამუკა ურუშაძეზე 8 ივლისს, იტალიაში, კომოს ტბის სანაპიროზე იქორწინა. საქორწინო ცერემონია ისტორიულ Villa Balbiano-ში გაიმართა, რომელიც კომოს ტბის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და მდიდრულ ვილად მიიჩნევა.

განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო შორენას თვლებით გაფორმებულმა საქორწინო კაბამ, რომელიც ალბანელი დიზაინერის, ფჯოლა ნილას (Fjolla Nila) Haute Couture-ის ბრენდის ნამუშევარია. მოდელს Frost ჰქვია, რაც „მოყინულს“ ან „მოვერცხლილს“ ნიშნავს, ხოლო მისი ღირებულება €2,800-ია.

Fjolla Nila მაღალი მოდის ბრენდია, რომლის დიზაინსაც ხშირად ირჩევენ საერთაშორისო ვარსკვლავები, ინფლუენსერები და ცნობილი სახეები კანის კინოფესტივალისთვის, მუსიკალური დაჯილდოებებისა და სხვა პრესტიჟული ღონისძიებებისთვის.

მამუკა ურუშაძე კლასიკურ შავ კოსტიუმში იყო გამოწყობილი. აღსანიშნავია, რომ წყვილმა სწორედ შორენა ბეგაშვილის დაბადების დღეს იქორწინა, ხოლო ხელი ბიზნესმენმა მას მიმდინარე წლის 14 თებერვალს, ვალენტინობის დღეს, სთხოვა.

 

 

1 of 19
- +

1.

2.

3.

4.

5.

6.

7.

8.

9.

10.

11.

12.

13.

14.

15.

16.

17.

18.

19.

სალომე თარგამაძე და გიგა პაპუნაიშვილი

 

18 ივლისს ბათუმში ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, კახა თარგამაძის ქალიშვილის, სალომე თარგამაძის, და ბიზნესმენ ედნარ პაპუნაიშვილის ვაჟის, გიგა პაპუნაიშვილის, გრანდიოზული ქორწილი გაიმართა, რომელმაც სოციალურ ქსელში დიდი ყურადღება მიიპყრო.

წყვილმა ჯვარი ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში დაიწერა, სადაც ჯვრისწერის საიდუმლო დეკანოზმა შალვა კეკელიამ აღასრულა. განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო ნეფის მეჯვარემაც – გიგა პაპუნაიშვილის ახლო მეგობარმა, ბერა ივანიშვილმა.

საზეიმო ცერემონიას ქართული შოუბიზნესისა და მოდის სფეროს არაერთი ცნობილი სახე დაესწრო. სტუმრებს შორის იყვნენ ირინა ონაშვილი, ლალი ტოტიკაშვილი და მადონა კოიძე.

ქორწილის მუსიკალური ნაწილი განსაკუთრებული მასშტაბით გამოირჩეოდა – სტუმრების წინაშე წარდგნენ ლეგენდარული იტალიური პოპჯგუფი Ricchi e Poveri, მომღერალი თამარ გვერდწითელი და სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ერისიონი“.

 

 

1 of 11
- +

1.

2.

3.

4.

5.

6.

7.

8.

9.

10.

11.

 

დავით ნინიაშვილი და ლინდა ინაშვილი

 

23 ივლისს ქართველი მორაგბე დავით ნინიაშვილი და მოდელი ლინდა ინაშვილი დაქორწინდნენ. წყვილმა ჯვარი ქართული ტრადიციებით შთაგონებულ ცერემონიაზე დაიწერა.

საქორწინო ცერემონიაზე დავით ნინიაშვილი ქართული ჩოხით გამოჩნდა, ხოლო ლინდა ინაშვილს, რომელიც სააგენტო Looks Model Management-ის მოდელია, ეცვა წელზე გამოყვანილი, მაქმანებით გაფორმებული საქორწინო კაბა. წყვილის კლასიკურმა და ტრადიციულმა საქორწინო ლუქმა სოციალურ ქსელში განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო.

 

 

1 of 10
- +

1.

2.

3.

4.

5.

6.

7.

8.

9.

10.

 

ელენე სურმანიძე და ათუკა მახარობლიშვილი

 

ქართველმა მოცეკვავემ ელენე სურმანიძემ და ათუკა მახარობლიშვილმა 18 ივლისს იქორწინეს. ელენემ საკუთარი ქორწილისთვის არატრადიციული, დახვეწილი და გამორჩეული სტილი შეარჩია. პატარძალს კრემისფერი, ვინტაჟური შტრიხებით გაფორმებული კაბა ეცვა, რომელიც გასული საუკუნის ესთეტიკით იყო შთაგონებული. მისმა საქორწილო ლუქმა სოციალურ ქსელებში დიდი მოწონება დაიმსახურა და არაერთი კომპლიმენტი მიიღო.

ქორწილის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი ცეკვა გახდა. პატარძალმა და სტუმრად მყოფმა „სუხიშვილების“ მოცეკვავემ, მარიამ მათიაშვილმა, აჭარული შეასრულეს, რომელმაც სტუმრების აღფრთოვანება გამოიწვია. ნომრის ამსახველი ვიდეო მალევე გავრცელდა სოციალურ ქსელებში და დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

 

 

 

1 of 5
- +

1.

2.

3.

4.

5.

 

 

ელენე საბაშვილი და გიორგი მიქაძე

 

ევროპაში მოღვაწე ქართველი სოპრანო ელენე საბაშვილი და კომპოზიტორი, პიანისტი და ჯაზმენი გიორგი მიქაძემ ჯვარი სვეტიცხოველში დაიწერეს, საქორწინო წვეულება კი შატო მუხრანში გაიმართა.

განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო პატარძლის საქორწინო ლუქმა. ელენე საბაშვილმა ტრადიციულ თეთრ კაბაზე უარი თქვა და კრემისფერი, ვინტაჟური ელემენტებით გაფორმებული კაბა მოირგო.

 

 

1 of 6
- +

1.

2.

3.

4.

5.

6.

 

თინა შალიკაშვილი და გიორგი სიგუა

 

1 ივლისს ვიზაჟისტი თინა შალიკაშვილი და გიორგი სიგუა დაქორწინდნენ. წყვილმა ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე საბერძნეთის კუნძულ სანტორინიზე აღნიშნა, სადაც ზღვისა და თეთრი არქიტექტურის ფონზე გამართული ცერემონია საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა.

ქორწილს წინ უძღოდა ოფიციალური ხელის მოწერის ცერემონია და თინა შალიკაშვილის მეგობრებთან ერთად გამართული წვეულება (Bachelorette Party).

1 ივლისს გამართული საქორწინო ცერემონიიდან გავრცელებული ფოტოები და ვიდეოები მალევე ვირუსულად გავრცელდა. განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო თინა შალიკაშვილის საქორწინო იმიჯმა, რომელიც სანტორინის პეიზაჟებსა და ცერემონიის დახვეწილ დეკორს იდეალურად ერწყმოდა.

 

1 of 7
- +

1.

2.

3.

4.

5.

6.

7.

 

ელენე შელია და რატი ანდრონიკაშვილი

 

19 ივლისს საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების წევრმა რატი ანდრონიკაშვილმა და მოდელმა და არქიტექტორმა ელენე შელიამ ხელი მოაწერეს. ცერემონია ოჯახის წევრებისა და უახლოესი მეგობრების გარემოცვაში, სადა და ელეგანტურ ატმოსფეროში გაიმართა.

განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო პატარძლის იმიჯმა. ელენე შელიას ამ მნიშვნელოვანი დღისთვის ქართული ბრენდის Meraki-ს გრძელი თეთრი კაბა ეცვა, რომელიც კლასიკურ ვარცხნილობასთან ერთად დახვეწილ და მინიმალისტურ ლუქს ქმნიდა.

წყვილმა ტრადიციულ საქორწილო ტორტზე უარი თქვა და სტუმრებს სიმბოლურად ელარჯით გაუმასპინძლდა, რამაც ცერემონიას გამორჩეული ქართული ელფერი შესძინა.

 

 

1 of 11
- +

1.

2.

3.

4.

5.

6.

7.

8.

9.

10. Screenshot

11.

ასევე გაეცანი

#OK! არეულობა ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე – ამერიკელ დიზაინერთა საბჭოს პრეზიდენტი აქტივისტებს ფიზიკურად დაუპირისპირდა
OK! News

#OK! არეულობა ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე – ამერიკელ დიზაინერთა საბჭოს პრეზიდენტი აქტივისტებს ფიზიკურად დაუპირისპირდა

September 16, 2026
#OK! ტომ ჰოლანდი ჰოლივუდის ისტორიაში ყველაზე შემოსავლიანი მსახიობი გახდა
OK! News

#OK! ტომ ჰოლანდი ჰოლივუდის ისტორიაში ყველაზე შემოსავლიანი მსახიობი გახდა

September 16, 2026
#OK! Trump Tower თბილისში – 2-მილიარდიანი პროექტის დეტალები
OK! News

#OK! Trump Tower თბილისში – 2-მილიარდიანი პროექტის დეტალები

September 16, 2026
#OK! BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა – „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
OK! News

#OK! BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა – „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა

September 16, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ქანიე უესტი “ბალენსიაგას” ნიღბით Alexandre Arnault-ის ქორწილში და რეპერის ექსცენტრიული ჩაცმულობა, რომელმაც ყველას ყურადღება მიიპყრო

#OK! ქანიე უესტი “ბალენსიაგას” ნიღბით Alexandre Arnault-ის ქორწილში და რეპერის ექსცენტრიული ჩაცმულობა, რომელმაც ყველას ყურადღება მიიპყრო

October 19, 2021
#OK! ქალი ფეხბურთელები ჩემპიონთა ლიგაში

#OK! ქალი ფეხბურთელები ჩემპიონთა ლიგაში

March 1, 2022
#OK! კენდალ ჯენერი Miu Miu-ს ტრენდული ფეხსაცმელებით, რომლის ღირებულებაც $1,628-ია

#OK! კენდალ ჯენერი Miu Miu-ს ტრენდული ფეხსაცმელებით, რომლის ღირებულებაც $1,628-ია

February 1, 2022
#OK! ქანიე უესტი კიდევ ერთი განსხვავებული ნიღბით: რეპერის უახლესი პაპარაცული ფოტოები ნიუ-იორკის ქუჩებიდან

#OK! ქანიე უესტი კიდევ ერთი განსხვავებული ნიღბით: რეპერის უახლესი პაპარაცული ფოტოები ნიუ-იორკის ქუჩებიდან

October 21, 2021

კვირის ჰიტები

#OK! პენელოპე კრუზი და ხავიერ ბარდემი – სიყვარულის ისტორია

#OK! პენელოპე კრუზი და ხავიერ ბარდემი – სიყვარულის ისტორია

September 11, 2026
#OK! პრინცესა დიანას საკულტო „Revenge Dress“ აუქციონზე გაიყიდება

#OK! პრინცესა დიანას საკულტო „Revenge Dress“ აუქციონზე გაიყიდება

September 11, 2026
#OK! თაკო გვაზავა Health&Beauty

#OK! თაკო გვაზავა Health&Beauty

September 12, 2026
#OK! Health&Beauty ეპოქალური ვერსაჩე

#OK! Health&Beauty ეპოქალური ვერსაჩე

September 12, 2026
PANDAWA4D
SALDOKU777
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
PANDAWA4D
177winbet
pandawa177
saldoku777
https://xblarcade.com/
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები