• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! Business ყველა ღვინოს თავისი ისტორია აქვს… Zviki’s Winery – განსხვავებული გემოსა და არომატის ქართლის ჯიშები

April 22, 2025
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ქართული ღვინის კულტურა ოდითგანვე ქართული იდენტობისა და სტუმართმოყვარეობის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. სწორედ ამიტომ ბევრ ოჯახში არსებობდა ღვინის დაყენების ტრადიცია. დღევანდელ ჩემს რესპონდენტთან, ზვიად არხოშაშვილთან საუბარი მისი ბავშვობის გახსენებით დაიწყო – ვენახის მოვლისა და ღვინის დაყენების ტრადიცია მის ოჯახშიც იყო, მოგვიანებით კი ამ ყველაფრით შთაგონებულმა მეღვინეობა – Zviki’s Winery შექმნა.

 

ზვიად, მოგვიყევით, რატომ გადაწყვიტეთ მეღვინეობა?

ზვიად არხოშაშვილი: როგორც ყველა ქართველს, ჩემშიც გამჯდარია ვაზისა და მეღვინეობის სიყვარული. ეს ბუნებრივიცაა, რადგან საქართველო ხომ ღვინის სამშობლოა. ვაზსა და მეღვინეობასთან შეხება ბავშვობიდან მქონდა, რადგან ჩემს ოჯახს ჰქონდა ღვინის დაყენების ტრადიცია. ჩემი მეღვინეობის განვითარებაში დიდი წვლილი ბაბუას მიუძღვის, რომელიც ქარელის რაიონის სოფელ რუისში ცხოვრობდა და მისგან ბევრი რამ ვისწავლე ვაზის მოვლის და მეღვინეობის შესახებ. პირველად 20 წლის წინ დავიწყე ღვინის დაყენება დამოუკიდებლად. მახსოვს ის პირველი ემოციები, განსაკუთრებული შეგრძნება მქონდა, რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი გავაკეთე და დღემდე ყოველი ღვინის დაწურვის/დაყენებისას იმავე გრძნობას განვიცდი. მიმაჩნია, რომ ღვინის დაყენება სწორედაც რომ ხელოვნებაა. ყველა ღვინოს თავისი ისტორია აქვს. საწყის ეტაპზე დავიწყე ოჯახისთვის ღვინის დაყენებით. შემდეგ გაჩნდა სურვილი, უფრო ფართოდ გამეშალა ჩემი მეღვინეობა. პირველ წლებში ადგილობრივი ბაზრისთვის რაიონში ვახდენდი რეალიზაციას, შემდეგ გაიზარდა ვენახის მოცულობაც და ჩემი ცოდნაც მეღვინეობაში, რამაც განაპირობა უფრო გამეფართოებინა მეღვინეობა.

ჩემი მიზანი იყო, შემექმნა ხარისხიანი პროდუქტი. ამასთანავე, მინდა ქართლის ჯიშების პოპულარიზაცია მოვახდინო.

 

რამდენი სახეობის ღვინოს აყენებთ? გეგმავთ სამომავლოდ სახეობების დამატებას?

ამ ეტაპზე მეღვინეობაში გვაქვს წითელი მშრალი ღვინოები. ძირითადად ქართლის ჯიშები – „შავკაპიტო“ და „დანახარული“. ასევე გვაქვს „შავკაპიტოს როზე“, რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული არომატებით. სამომავლოდ ვგეგმავთ სხვა სახეობების დამატებას, როგორიცაა „თავკვერი“, „ჩინური“, „მწვანე“.

 

 

 

სად ხდება თქვენი პროდუქციის რეალიზება?

ამ ეტაპზე პროდუქციის რეალიზება ხდება მხოლოდ საქართველოში და ვმუშაობთ, რომ ძალიან მალე სხვადასხვა ქვეყანაში იმპორტზე გავიდეთ.

 

რა გამოარჩევს Zviki’s Winery-ს ბაზარზე ?

ბაზარზე გამოვირჩევით ხარისხით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ჩვენი ძირითადი მამოძრავებელია. მნიშვნელოვანია იყოს მაღალი ხარისხი და თუნდაც შეზღუდული რაოდენობის გაყიდვები. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ ძირითადად აქცენტს ქართლის ღვინოებზე ვაკეთებთ.

 

რა მოგწონთ ყველაზე მეტად თქვენს საქმეში?

ყველაზე მეტად მომწონს ვაზსა და ღვინოსთან ურთიერთობა. ვენახში ყოფნა მაბედნიერებს და დიდ მოტივაციას მაძლევს. ვენახი ახალგაზრდებივითაა, უნდა მოუარო და გაუფრთხილდე, რომ კარგი მოსავალი მოგცეს. ვფიქრობ, ღვინო ყურძნის დაწურვიდან არ იწყება, ის იქმნება ყურძნის დარგვიდან.

 

როგორ აბალანსებთ და უთავსებთ სამუშაოს თქვენს ყოველდღიურობას?

ვფიქრობ, ჩემი ცხოვრება მეღვინეობის გარეშე წარმოუდგენელია, რადგან უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს მეღვინეობა და ვენახი. თუმცა მიწევს დროის განაწილება და დაბალანსება, რადგან გარდა მეღვინეობისა, ვაკეთებ ძალიან მნიშვნელოვან საქმეებს – ჩართული ვარ საგანმანათლებლო პროცესში ერთ-ერთ უნივერსიტეტში და ასევე, ვმუშაობ ბანკში. მიუხედავად რთული და დატვირთული სამუშაო გრაფიკისა, ყოველთვის ვახერხებ, რომ მეღვინეობას დრო დავუთმო.

 

რომელია თქვენთვის გამორჩეული ღვინო?

ზოგადად, რომელია ფავორიტი ღვინო, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა რაოდენობის ღვინო აქვს ადამიანს  დაგემოვნებული და რა ცოდნა გააჩნია ღვინის შესახებ. შესაძლოა ფავორიტი ღვინოც შეიცვალოს იმის მიხედვით, რაც უფრო მეტ გამოცდილებას დააგროვებ. პირადად მე ამ ეტაპზე მაინც წითელ მშრალ ღვინოებს გამოვარჩევ.

 

რას ფიქრობთ საქართველოში მეღვინეობისა და მევენახეობის განვითარებაზე?

ჩემი აზრით, საქართველოში მეღვინეობა და მევენახეობა საკმაოდ აქტიურად ვითარდება, რაც გამოიხატება სფეროს მიმართ ინტერესით. სასიხარულოა, რომ ყოველწლიურად ემატება მეღვინეების რაოდენობა, რაც ვფიქრობ, ძალიან კარგია მეღვინეობის განვითარებისა და ხარისხის გაუმჯობესებისთვის. განსაკუთრებით ინტერესი გაჩნდა ახალგაზრდებში და ეს ძალიან სასიხარულოა. დარგის განვითარებისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მცირე მარნების განვითარება.

 

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

სამომავლო გეგმები ძალიან დიდია. პირველ რიგში, ვგეგმავთ, რომ გავაშენოთ ახალი ვენახები, ეს იქნება ბიომევენახეობა, რაზეც უკვე დაწყებული გვაქვს სამუშაოები. დაგეგმილია ჩვენი მეღვინეობის ცნობადობის გაზრდა, რადგან გვინდა მეტ ადამიანს გავუზიაროთ ჩვენი ხარისხი, რითაც დარწმუნებული ვარ, ყველა კმაყოფილი იქნება. გვინდა პოპულარიზაცია გავუწიოთ ქართლის ღვინოებს, რომლებიც მეტ-ნაკლებად მივიწყებულია და ბაზარზე არაა ცნობილი, რაც ძალიან დასანანია, რადგან გამოირჩევა განსაკუთრებული თვისებებით. ასევე, გარდა ღვინისა, დავიწყეთ და გვინდა განვავითაროთ ჭაჭისა და ხილის არყის წარმოება, რომელსაც მალე შევთავაზებთ მომხმარებლებს.

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ასევე გაეცანი

#OK! ერთადერთი კონკურენტი ჩემი გუშინდელი მეა – როგორ ვაქციოთ პატარ-პატარა მიზნები დიდ მწვერვალებად
ინტერვიუ

#OK! ერთადერთი კონკურენტი ჩემი გუშინდელი მეა – როგორ ვაქციოთ პატარ-პატარა მიზნები დიდ მწვერვალებად

November 6, 2026
#OK! ციფრული სამყაროს მიღმა – Mitaishvili academy: ცოდნა, გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები
ინტერვიუ

#OK! ციფრული სამყაროს მიღმა – Mitaishvili academy: ცოდნა, გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები

October 28, 2026
#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში
ინტერვიუ

#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში

October 26, 2026
#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად
ინტერვიუ

#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად

October 19, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! Marrson – ინტერვიუ ბრენდის დამფუძნებელ მარიამ ბიბილაშვილთან

#OK! Marrson – ინტერვიუ ბრენდის დამფუძნებელ მარიამ ბიბილაშვილთან

December 28, 2021
#OK! მია ზოიძე პროფესიაზე, ოჯახსა და საყვარელ ქალაქზე

#OK! მია ზოიძე პროფესიაზე, ოჯახსა და საყვარელ ქალაქზე

September 11, 2021
#OK! ქეთა თოფურიას 20 გამორჩეული იმიჯი!

#OK! ქეთა თოფურიას 20 გამორჩეული იმიჯი!

September 9, 2021
#OK! 7 ვარსკვლავი, რომელიც ვალენტინობის დღესასწაულს მეწყვილეს გარეშე ხვდება

#OK! 7 ვარსკვლავი, რომელიც ვალენტინობის დღესასწაულს მეწყვილეს გარეშე ხვდება

February 14, 2022

კვირის ჰიტები

#OK! ლაშაო გაბუნიას ახალი ეტაპი – დიზაინერმა Mercedes-Benz Fashion Week-ზე JESUS STAR-ის სახელით ბოლო ჩვენება გამართა

#OK! ლაშაო გაბუნიას ახალი ეტაპი – დიზაინერმა Mercedes-Benz Fashion Week-ზე JESUS STAR-ის სახელით ბოლო ჩვენება გამართა

November 9, 2026
#OK! სინდი კროუფორდი შვილის გარდაცვალების შემდეგ – როგორ ცდილობს ოჯახი ტრაგედიასთან გამკლავებას?

#OK! სინდი კროუფორდი შვილის გარდაცვალების შემდეგ – როგორ ცდილობს ოჯახი ტრაგედიასთან გამკლავებას?

November 6, 2026
#OK! რატომ მოხვდა ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ქალიშვილი საავადმყოფოში – ვივიენ ჯოლი ჯანმრთელობის პრობლემებისა და რთული გამოცდილების შესახებ პირველად საუბრობს

#OK! რატომ მოხვდა ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ქალიშვილი საავადმყოფოში – ვივიენ ჯოლი ჯანმრთელობის პრობლემებისა და რთული გამოცდილების შესახებ პირველად საუბრობს

November 9, 2026
#OK! რა ეხმარება დემი მურს ახალგაზრდული იერის შენარჩუნებაში – მსახიობის სილამაზის რუტინა და ყოველდღიური ჩვევები

#OK! რა ეხმარება დემი მურს ახალგაზრდული იერის შენარჩუნებაში – მსახიობის სილამაზის რუტინა და ყოველდღიური ჩვევები

November 11, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები