ჯენიფერ ლოპესი და მსახიობი ბრეტ გოლდშტეინი, სავარაუდოდ, ერთმანეთს ხვდებიან. გამოცემა Page Six-ის ინფორმაციით, წყვილის ურთიერთობა ამ ეტაპზე სერიოზული არ არის. რომანტიკული ურთიერთობის შესახებ ცნობები მას შემდეგ გავრცელდა, რაც მსახიობები ლოს-ანჯელესში გამართულ წვეულებაზე ერთად შენიშნეს.


16 ოქტომბერს, ლოპესი და გოლდშტეინი ღონისძიებაზე ერთი ავტომობილით მივიდნენ და წვეულებაც ერთად დატოვეს, თუმცა სტუმრებს ცალ-ცალკე შეხვდნენ. ჯერჯერობით არც ერთ მათგანს რომანი ოფიციალურად არ დაუდასტურებია.

წყვილი ერთმანეთს რომანტიკული კომედიის, Office Romance-ის გადასაღებ მოედანზე დაუახლოვდა. ფილმში ისინი პარტნიორებს განასახიერებენ. მანამდე მსახიობები პირად ურთიერთობას უარყოფდნენ, თუმცა ლოპესმა გოლდშტეინი საუკეთესო ეკრანულ პარტნიორად დაასახელა, რამაც მათი შესაძლო რომანის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გააძლიერა.

მანამდე ჯენიფერ ლოპესი ბენ აფლეკზე იყო დაქორწინებული. წყვილმა ურთიერთობა 2021 წელს განაახლა, თუმცა 2024 წელს დაშორება გადაწყვიტა. განქორწინების პროცესი 2025 წლის თებერვალში დასრულდა.
ასევე დაგაინტერესებთ:
#OK! „ორი თვეა ვტირი“ – ემოციური ჯენიფერ ლოპესი შვილის გამოსაშვებ ცერემონიაზე











