• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! News

#OK! “მომავალი თაობის იმედი მაქვს” – ანჯელინა ჯოლი

March 10, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

45 წლის ამერიკელი მსახიობი, კინორეჟისორი და ჰუმანიტარი ანჯელინა ჯოლი ისეთივე მოქმედი “გმირი ქალია” სახლში, როგორიც ეკრანსა და საერთაშორისო ასპარეზზე. ოქროს გლობუსისა და კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი მსახიობი ამჟამად კარიერული საქმიანობისგან ისვენებს და დროის უმეტეს ნაწილს ოჯახის წევრებთან ერთად ატარებს. ანჯელინამ ბრიტანულ Vogue-თან საუბრისას განაცხადა, რომ შვილების აღზრდა მისი ცხოვრების ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი იყო. თუმცა აღიარებს, რომ სხვა მშობლებთან შედარებით თავს “ტრადიციულ დედად” არ თვლის და ცდილობს შვილების დახმარებით საკუთარ საქმეში მაქსიმალურად კარგი იყოს .

“მიუხედავად იმისა, რომ სულ მინდოდა გავმხდარიყავი დედა და მყოლოდა ბევრი შვილი, სიტუაცია ჯეინ გუდოლის მსგავსად შუა ჯუნგლებში მოგზაურობად წარმომედგინა. ვფიქრობ, მაკლია უნარ-ჩვევები, რომ ტრადიციული დედების მსგავსად სახლში ვიყო. შვილები მეხმარებიან ყველაფრის მოგვარებაში, თუმცა ვაღიარებ, რომ ამ საქმეში კარგი სულაც არ ვარ. შესაძლოა, როგორც კლიშე ისე ჟღერს, თუმცა ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი და ვცდილობთ… მთავარი ეს არის.”

როგორც მსახიობი მიიჩნევს, ახალი თაობა მსოფლიოს სწორად განვითარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან მათი აზროვნება სწორედ იმ პრობლემების მოგვარებაში დაგვეხმარება, რომლებსაც ამჟამად ჩვენ ვქმნით.

“მომავალი თაობის დიდი იმედი მაქვს. შესაძლოა, იმიტომ, რომ ექვს შვილთან ერთად ვცხოვრობ, რომელთა ასაკიც 12-დან 19 წლამდეა. ვხედავ როგორი ზეწოლაა მათზე და რამხელა განსხვავებაა ჩვენს შორის. ისინი გადატვირთულები არიან ისეთი ინფორმაციით, რასაც ჩვენ გვიმალავდნენ. თუმცა როდესაც ჩემი შვილები ინტერნეტის საშუალებით მეგობრებს ხშირად რუსეთში, ნამიბიაში ან კორეაში ესაუბრებიან, ვხედავ ახალ გზას, რომელიც ადამიანებს ერთმანეთთან დააკავშირებს, რათა ისინი საზოგადოებას გლობალური მაშტაბით იცნობდნენ. ეს არის მეთოდი, რომლითაც ახალი თაობა ჩვენი პრობლემების მოგვარებას შეძლებს.“

ანჯელინა ჯოლი ამჟამად ადამიანების უფლებების დაცვითაა დაინტერესებული. პუბლიკა მალე 54 წლის ჰუმანიტარისა და Amnesty International-ის კოლაბორაციას იხილავს, ეს არის წიგნი სახელწოდებით Know Your Rights (And Claim Them), რომლის შექმნის მიზანიც გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციაში გათვალისწინებული უფლებების დახმარებით არასრულწლოვანთა ინფორმირებაა.

“მე მომწონს ახალგაზრდული სული და მჯერა, რომ მათ ნათლად შეუძლიათ დაინახონ და გაარჩიონ რა არის კარგი და ცუდი. ბევრი ხანდაზმული ადამიანი მინახავს, რომელთა ცუდ საქციელს ახალგაზრდები უარით პასუხობენ: “ეს ხომ არასწორია, ჩვენ ამის წინააღმდეგი ვართ.”

ანჯელინა ჯოლი უკვე ორ ათწლეულზე მეტია ჰუმანიტარული საქმიანობითაა დაინტერესებული, მსახიობი გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისიასთან 2001 წლიდან თანამშრომლობს, გაწეული საქმიანობისთვის მას არაერთი ჯილდო აქვს მოპოვებული და გაეროს კეთილი ნების ელჩის რანგში არაერთ ქვეყანაშია ნამყოფი.

“მალე 20 წელი შესრულდება რაც გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს სპეციალური წარმომადგენელი ვარ. მახსოვს, წლების წინ როგორ გადავწყვიტე ჩამეცვა ფეხსაცმელები, ამეღო ზურგჩანთა და გამეგო რა ხდებოდა მსოფლიოს გარშემო. ვფიქრობდი სასკოლო განათლების მიღების შემდგომ უფრო მეტი გამეგო. გავიარე შოკისმომგვრელი გზა და აღმოვაჩინე თუ რამდენი ადამიანი ზიანდება ომის დროს. უსამართლობამ ძალიან გამაბრაზა და დღემდე იმავე დამოკიდებულება მაქვს ამ საკითხის მიმართ, თუმცა გამოუცდელობის დროს სისტემის განადგურებას მოვინდომებდი, ამჟამად კი, ვისწავლე, რომ თუ რამის შეცვლა გინდა, უნდა იბრძოლო.”

“დამოუკიდებლობისთვის ძალიან ბევრი ადამიანი წირავს თავს. ლტოლვილთა მდგომარეობა წლების გასვლის შემდეგაც კი არ შეცვლილა. ზოგჯერ ისე ვსაუბრობთ მათ შესახებ, თითქოს ისინი მსოფლიოსთვის ტვირთს წარმოადგენენ. ამ ადამიანებს მოუწიათ ადაპტაცია, ისინი დაუპირისპირდნენ კაცობრიობას, და საკუთარი შვილების დასაცავად აღუდგნენ ჩაგვრას, ამიტომ პატივი უნდა ვცეთ მათ ბრძოლას.”

ანჯელინა ჯოლი ამჟამად შვილებთან ერთად ლოს ანჯელესში არსებულ სახლში ცხოვრობს, რომელიც მისი ყოფილი მეუღლის ბრედ პიტის საცხოვრებელთან სულ რაღაც ხუთი წუთის სავალზეა. როგორც თავად მსახიობი აღნიშნავს, მისთვის მნიშვნელოვანი მამისა და შვილების კავშირი იყო, რათა სახლები ერთმანეთთან მაქსიმალურად ახლოს ყოფილიყო.

„მომწონს ის ფაქტი, რომ სახლში გასართობი ოთახი არ არის, თუმცა ძალიან ბევრი ბილიკია და ადგილი, სადაც შეგიძლია უბრალოდ ისეირნო და იფიქრო. ჩემი სურვილი იყო ბავშვები მამასთან ახლოს ყოფილიყვნენ, აქიდან კი მისი საცხოვრებელი სულ რაღაც ხუთი წუთის სავალზეა.”

45 წლის ვარსკვლავი აღნიშნავს, რომ ბოლო რამდენიმე წელიწადი მის ცხოვრებაში ძალიან რთული პერიოდი იყო, ის კი კონცენტრირებული ოჯახის განკურნებაზე იყო. მიუხედავად წარმატებული მცდელობისა, მსახიობი კითხვას იმყოფება თუ არა ამჟამად ცხოვრების ბედნიერ ეტაპზე დარწმუნებით მაინც ვერ პასუხობს.

“არ ვიცი. ბოლო რამდენიმე წელი ჩემთვის ძალიან რთული იყო, ყურადღებას მთლიანად ოჯახის განკურნებაზე ვამახვილებდი, ნელ-ნელა ყველაფერი თავის ადგილს უბრუნდება, როგორც ყინული დნება და სისხლი ჩემს სხეულს უბრუნდება.”

პირადი ცხოვრებისა და პროფესიული საქმიანობის გარდა, აღსანიშნავია ისიც, რომ ანჯელინა ჯოლის ჩაცმულობა უცხოური გამოცემების ყურადღების ცენტრში ხშირად ჩნდება, როგორც მსახიობი აღნიშნავს, მისთვის მთავარი ხარისხია, ყველაფერ დანარჩენს კი დიდი მნიშვნელობა არ აქვს.

“მე ვიძენ ხარისხიან პროდუქციას და მათ სიკვდილამდე ვატარებ. მაქვს საყვარელი ფეხსაცმელები, ქურთუკი და ჩანთა, არ მიყვარს ნივთების ხშირი ცვლა. მე და ზაჰარა ვიყენებთ ერთნაირ პარფიუმერულ პროდუქციას, როგორებიცაა მაგალითად ლოსიონი და ტანის დასაბანი გელი. მომწონს ის ფაქტი, რომ ჩვენ ერთმანეთის სუნი სულ გვემახსოვრება.”

ასაკის მატებასთან დაკავშირებით ანჯელინა ჯოლის საკუთარი მოსაზრება აქვს და აღნიშნავს, რომ მისთვის დაბერება არა მწუხარებასთან არამედ გამარჯვებასთან ასოცირდება, ამის მიზეზი კი მსახიობის დედას და მის გარდაცვალებას უკავშირდება.

“ჩემთვის ეს არის მოგზაურობა. მომწონს ასაკის მატება, 40 წლის ასაკში უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს, ვიდრე მაშინ, როდესაც უფრო ახალგაზრდა ვიყავი. დედაჩემს დიდხანს არ უცოცხლია, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ასაკში არის რაღაც ისეთი, რაც ჩემში გამარჯვების გრძნობას უფრო იწვევს, ვიდრე მწუხარებას. მოუთმენლად ველი როდის გავხდები 50 წლის.”

“ერთ-ერთ დღეს ბავშვებთან ერთად ბატუტზე ვიყავი და მითხრეს “დედა ჩამოდი, თავს დაიზიანებ” და გავიფიქრე “ღმერთო ჩემო, რა სასაცილოა”, იყო დრო, როდესაც აქტიური ვარსკვლავი ვიყავი, ახლა კი ბავშვები მეუბნებიან ბატუტიდან ჩამოვიდე, რათა არაფერი დავიზიანო.“

„ბავშვები ყოველთვის სიმართლეს ამბობენ, მათთვის უმნიშვნელოვანესი სიყვარული, სტაბილურობა და უსაფრთხოებაა, რათა საყვარელი ადამიანების ტკივილი არ დაინახონ.“

გამოცემასთან საუბრის დასასრულს ანჯელინამ მშობლებს ურჩია, თუ რა უნდა შთააგონონ საკუთარ შვილებს, რომ იყვნენ როგორც სოციალურად ასევე ეკოლოგიურად სუფთა.

„ცოტა უცნაურად ჟღერს, თუმცა ნუ დააკისრებთ ბავშვებს კარგის კეთების ვალდებულებას. ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ იგრძნონ, რომ ეს არის არა მოვალეობა, სამსახური ან ქველმოქმედება, არამედ პატივსაცემ ადამიანებთან ერთად ურთიერთდაკავშირებული ცხოვრების სიხარული. ამ ყველაფრის გააზრების შემდეგ მათი დამოკიდებულება აუცილებლად შეიცვლება.“

გაიგე მეტი: ანჯელინა ჯოლი

ასევე გაეცანი

#OK! ნინო ნადირაძე-კუზანოვის 10 გამორჩეული ჩაცმულობა!
OK! News

#OK! ნინო ნადირაძე-კუზანოვის 10 გამორჩეული ჩაცმულობა!

March 24, 2023
#OK! გიორგი გიგაშვილი Classic FM-ის 30 საუკეთესო მუსიკოსს შორის დასახელდა
OK! Men

#OK! გიორგი გიგაშვილი Classic FM-ის 30 საუკეთესო მუსიკოსს შორის დასახელდა

March 24, 2023
#OK! “პლასტიკური ქირურგიის მორიგი მსხვერპლი” – შერილ კოულის დრამატულმა ცვლილებამ საზოგადოება გააოცა
Hollywood News

#OK! “პლასტიკური ქირურგიის მორიგი მსხვერპლი” – შერილ კოულის დრამატულმა ცვლილებამ საზოგადოება გააოცა

March 24, 2023
#OK! ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე დაინიშნენ!
OK! Men

#OK! ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე დაინიშნენ!

March 23, 2023

ახლა კითხულობენ

#OK! როდესაც სივრცე ფაზლივით ეწყობა, ეს ყველაზე სასიამოვნო პროცესია… მნიშვნელოვანია დიზაინმა გაუძლოს დროს

#OK! როდესაც სივრცე ფაზლივით ეწყობა, ეს ყველაზე სასიამოვნო პროცესია… მნიშვნელოვანია დიზაინმა გაუძლოს დროს

August 2, 2022
#OK! სინდი კროუფორდის 12 ვინტაჟური ფოტო 90-იანი წლებიდან

#OK! სინდი კროუფორდის 12 ვინტაჟური ფოტო 90-იანი წლებიდან

November 10, 2021
#OK! 81 წლის ალ პაჩინო და 65 წლის ჯერი ჰოლი Saint Laurent-ის ახალი კოლექციისთვის

#OK! 81 წლის ალ პაჩინო და 65 წლის ჯერი ჰოლი Saint Laurent-ის ახალი კოლექციისთვის

December 25, 2021
#OK! 54 წლის სელმა ჰაიეკი მექსიკური Elle-ის გარეკანზე

#OK! 54 წლის სელმა ჰაიეკი მექსიკური Elle-ის გარეკანზე

June 28, 2021

კვირის ჰიტები

#OK! “ქალი, რომელიც 54 წლის ასაკში ქირურგიული ჩარევების გარეშეც ლამაზია” – როგორ გამოეხმაურა ჯენიფერ ენისტონის გამოჩენას სოციალური მედია

#OK! “ქალი, რომელიც 54 წლის ასაკში ქირურგიული ჩარევების გარეშეც ლამაზია” – როგორ გამოეხმაურა ჯენიფერ ენისტონის გამოჩენას სოციალური მედია

March 22, 2023
#OK! “მიყვარს, როდესაც კაცებს ვასწავლი ჩემი სიმღერებით თუ როგორ მოუბოდიშონ ქალებს” – ტეილორ სვიფტი

#OK! “მიყვარს, როდესაც კაცებს ვასწავლი ჩემი სიმღერებით თუ როგორ მოუბოდიშონ ქალებს” – ტეილორ სვიფტი

March 20, 2023
#OK! Cambridge Education Corner – შეისწავლეთ ინგლისური ენა თანამედროვე მეთოდებით

#OK! Cambridge Education Corner – შეისწავლეთ ინგლისური ენა თანამედროვე მეთოდებით

March 21, 2023
#OK! ქეთი მელუა პირველად შვილთან ერთად – როიალ ალბერტ ჰოლში იმყოფება

#OK! ქეთი მელუა პირველად შვილთან ერთად – როიალ ალბერტ ჰოლში იმყოფება

March 22, 2023
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×