• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! ნორჩ მოაზროვნეთა აკადემია: სწავლა რუტინული პროცესი არ უნდა იყოს

როგორ იქცა ბავშვობის ოცნება პროფესიად

August 5, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ლაშა შენგელიას პროფესიული გზა ჯერ კიდევ ბავშვობაში, წარმოსახვით მოსწავლეებთან ჩატარებული „გაკვეთილებით“ დაიწყო. მოგვიანებით კი ბავშვობის გატაცება რეალურ პროფესიად აქცია. მისთვის მასწავლებლობა მხოლოდ ცოდნის გადაცემა არ არის. როგორც ლაშაა აღნიშნავს, მთავარია თითოეულ მოსწავლესთან სწორი მიდგომის პოვნა, რათა სწავლა გახდეს საინტერესო და შემეცნებითი პროცესი. სწორედ განსხავავებული და მრავალფეროვანი მეთოდებით ცდილობს ლაშა, მოსწავლეებს შეაყვაროს საგანი, რომელიც ბევრს აშინებს.

 

ლაშა, როგორ დაიწყო თქვენი გზა განათლების სფეროში და რატომ აირჩიეთ სწორედ მათემატიკა?

მოგესალმებით! ჩემი გზა საკმაოდ საინტერესოდ და მოულოდნელად დაიწყო ამ სფეროში. სიმართლე გითხრათ, ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც მაგიდას მივუჯდებოდი და წარმოსახვით მოსწავლეებს ვამეცადინებდი, ნიშნებსაც ვუწერდი და რეპლიკებსაც ვუკეთებდი. ეს ყველაფერი ალბათ დაწყებით კლასებში ხდებოდა. ჩემი სამომავლო პროფესიის არჩევაზე დაწყებითი კლასების მასწავლებელმა დიდი როლი იქონია.

მეთერთმეტე კლასში უკვე გადავწყვიტე, რომ ბედი მოსწავლეებთან ურთიერთობაში მეცადა. სწორედ აქედან დაიწყო იმ თავბრუდამხვევ ლაბირინთში მოგზაურობა, რასაც მასწავლებლობა ჰქვია. თანდათან მემატებოდა მოსწავლეები, რომლებსაც მოსწონდათ როგორც ჩემი ახსნილი, ისე ის მიდგომა და მეთოდიკა, რომელსაც გაკვეთილებზე ვიყენებდი. ამ ყველაფრის შემდეგ უკვე თამამად გადავწყვიტე მათემატიკის ფაკულტეტზე ჩაბარება და კარიერული გზის ამ მიმართულებით გაგრძელება. სტუდენტობისას მოსამზადებელ ცენტრსა და სკოლაშიც ვიმუშავე, რამაც ძალიან დადებითად განმაწყო ამ სფეროს მიმართ. დღეს კი ამ სფეროს გარდა ვეღარსად წარმომიდგენია ჩემი თავი.

 

რამდენად მნიშვნელოვანია თითოეულ მოსწავლესთან ინდივიდუალური მიდგომა და როგორ მუშაობთ ბავშვთან, რომელიც ამბობს, „მათემატიკა არ შემიძლია“?

თითოეულ მოსწავლესთან ინდივიდუალური მიდგომა აუცილებელია. შესაძლოა, კლასში ერთსა და იმავე თემას რამდენიმე ბავშვს უხსნიდე, მაგრამ შენი სათქმელი თითოეულ მათგანამდე განსხვავებული გზით მიგქონდეს. თითოეულ მოსწავლესთან ინდივიდუალურად აბამდე იმ სიმებს, რაც საგანსა და მოსწავლეს აკავშირებს. სწორედ ესაა ნამდვილი მასწავლებლობა. თითოეულ მოსწავლეს მიუდგე იმ სტილითა და მეთოდით, რომელიც მის შემთხვევაში ყველაზე უკეთ გაამართლებს.

მათემატიკა საკმაოდ რთული და კომპლექსური მეცნიერებაა. იგი ჯაჭვურად აკავშირებს ძალიან ბევრ ფაქტსა და ცნებას, რომელთა თანმიმდევრულობა აუცილებლად გასათვალისწინებელია. თუ მოსწავლემ რომელიმე რგოლი ვერ დაძლია და ეს თანმიმდევრობა დაირღვა, შემდეგ ძალიან ბევრი პრობლემა ჩნდება და ბავშვიც დემოტივაციას განიცდის. ამიტომაც ჩემი მთავარი პრინციპია, მუშაობა სწორედ იმ საფეხურიდან დავიწყოთ, სადაც მოსწავლეს სირთულე აქვს. როდესაც პრობლემა აღმოიფხვრება და მოსწავლეს გაუმარტივდება ჩავარდნილი საფეხურების ამოვსება, მათემატიკაც მისთვის გაცილებით საინტერესო და შემეცნებითი ხდება.

 

როგორ გაჩნდა საკუთარი საგანმანათლებლო სივრცის შექმნის იდეა?

მოსამზადებელი ცენტრის დაფუძნებაზე ბავშვობიდან ვოცნებობდი. ყოველთვის მქონდა მიზანი, შემექმნა სივრცე, სადაც მოსწავლე ერთ ადგილას შეძლებდა სხვადასხვა საგნის შესაწავლას.

თავიდან მუშაობა ჩემს სახლში დავიწყე, ცალკე ოთახი გამოვყავი, უზარმაზარი მაგიდა გავშალე და მოსწავლეებთან მუშაობას შევუდექი. დროთა განმავლობაში მათი რაოდენობა ძალიან გაიზარდა და ცალკე სივრცეში გადასვლა გადავწყვიტე, რომელსაც ძალიან მარტივად დავარქვი „ნორჩ მოაზროვნეთა წრე“. თავდაპირველად აქ მხოლოდ მათემატიკა ისწავლებოდა. რამდენიმე წელი ჩემი ენერგია და რესურსი ამ სივრცეს დავუთმე, თუმცა იმდენად მომწონს სიახლეების შემოტანა ჩემს ცხოვრებაში და რაიმე ახალი ნაბიჯების გადგმა, რომ შემდეგ უკვე გაფართოება და მოსამზადებელი ცენტრის, კერძოდ, „ნორჩ მოაზროვნეთა აკადემიის“ დაფუძნება გადავწყვიტე. აქ უკვე მხოლოდ მათემატიკა აღარ იქნება, გვექნება არერთი საინტერესო სიახლე, რომელიც ბავშვებს სხვადასხვა საგნის შესწავლას კიდევ უფრო შეაყვარებს.

 

რით განსხვავდება თქვენი ცენტრის სწავლების მიდგომა სხვებისგან?

არ მიყვარს ერთფეროვნება. ძალიან მომწონს მრავალფეროვნება და სასწავლო პროცესში ინტერაქციული სწავლების გამოყენება. ვფიქრობ, მხოლოდ კალმითა და რვეულით ამ თაობის ბავშვების დაინტერესება უკვე რთულია. ჩემი ცენტრიც ამით იქნება გამორჩეული, რომ მოსწავლეებს შევთავაზებთ მეტად შემეცნებით, მრავალფეროვან და საინტერესო აქტივობებს, რომელიც კიდევ უფრო გააღვივებს მათ დამოკიდებულებას სწავლებისადმი. სწავლა რუტინული პროცესი არ უნდა იყოს, პირიქით, ბავშვებისთვის ის სახალისო და შემეცნებითი გამოცდილება უნდა გახდეს.

მაქსიმალისტი ხართ?

ალბათ კი. არ მიყვარს სიახლეებსა და გამოწვევებზე უარის თქმა და უკან დახევა. ადამიანი არ უნდა დასჯერდეს იმ მოცემულობას, რაც აქვს, თუ უფრო მეტის გამომუშავება ან მიღწევა შეუძლია. არასდროს უნდა გაჩერდე და გააგრძელო ზრდა კარიერულად. საკუთარ თავს კი მაქსიმალური მოთხოვნები დაუწესო და ამ მოთხოვნების შესასრულებლად იბრძოლო, სწორედ ეს ყველაფერი სძენს მეტ ხიბლს ჩვენს ყოფა-ცხოვრებას.

თავიდან 1-2 მოსწავლით დავიწყე, მაგრამ უკვე ათეულობით მოსწავლე მყავს. დროთა განმავლობაში მტკიცდება ადამიანის მიღწევები და მათი მოღვაწეობა ნებისმიერ სფეროში. წარმატებას აუცილებლად განაპირობებს შრომა, მიზნისკენ სწრაფვა და საქმის ხარისხიანად შესრულება.

 

რა არის თქვენი მთავარი პროფესიული მიზანი, სამომავლო გეგმები?

ჩემს სამომავლო გეგმას პატარა სკოლის დაარსება წარმოადგენს. დარწმუნებული ვარ ბევრი შრომითა და ბრძოლით ამ მიზანსაც მივაღწევ. სკოლა, რომელიც ბავშვებს შესთავაზებს ფერად და ლაღ გარემოს, საინტერესო და შემეცნებით აქტივობებს. ამავდროულად მსურს, დავხვეწო ჩემი სავარჯიშოების კრებულები და წიგნის მაღაზიებშიც შევიტანო, რათა უფრო მეტმა ადამიანმა ისარგებლოს ამ რესურსით. თუ მოინდომებ და ბევრს იშრომებ, მჯერა, ყველაფერი გამოვა!

ტექსტი: სოფიო მალანია

ასევე გაეცანი

#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში
ინტერვიუ

#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში

October 20, 2026
#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად
ინტერვიუ

#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად

October 19, 2026
#OK! iDrive – ქართული პლატფორმა, რომელიც მართვის    მოწმობის აღების პროცესს ამარტივებს
ინტერვიუ

#OK! iDrive – ქართული პლატფორმა, რომელიც მართვის მოწმობის აღების პროცესს ამარტივებს

October 19, 2026
#OK! ბავშვობის გატაცებიდან პროფესიულ საქმიანობამდე – მევიოლინე მარიამ კაკუშაძე
OK! კულტურა

#OK! ბავშვობის გატაცებიდან პროფესიულ საქმიანობამდე – მევიოლინე მარიამ კაკუშაძე

October 17, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! როგორ გამოვიდა დონატელა ვერსაჩე საკუთარი ძმის ჩრდილიდან

#OK! როგორ გამოვიდა დონატელა ვერსაჩე საკუთარი ძმის ჩრდილიდან

April 2, 2021
#OK! “ორი ლამაზმანი, რომლებმაც წითელ ხალიჩაზე ყველას ყურადღება მიიპყრეს” – გალ გადო და გვინეტ პელტროუ Solaire Culture-ის გამოფენაზე

#OK! “ორი ლამაზმანი, რომლებმაც წითელ ხალიჩაზე ყველას ყურადღება მიიპყრეს” – გალ გადო და გვინეტ პელტროუ Solaire Culture-ის გამოფენაზე

October 26, 2022
#OK! ჯონათან ანდერსონი პოდიუმს მიღმა

#OK! ჯონათან ანდერსონი პოდიუმს მიღმა

October 14, 2025
#OK! სამგზავრო სავარძელი აუცილებელია ბავშვის უსაფრთხო მგზავრობისთვის

#OK! სამგზავრო სავარძელი აუცილებელია ბავშვის უსაფრთხო მგზავრობისთვის

May 1, 2022

კვირის ჰიტები

#OK! თაკო გვაზავა Health&Beauty

#OK! თაკო გვაზავა Health&Beauty

October 17, 2026
#OK! საკუთარი უფლებიდან სხვისი უფლებების დაცვამდე

#OK! საკუთარი უფლებიდან სხვისი უფლებების დაცვამდე

October 17, 2026
#OK! Unlimited Summit 2026-მდე 4 დღე რჩება — რას უნდა ელოდონ მონაწილეები 24-25 ოქტომბერს?

#OK! Unlimited Summit 2026-მდე 4 დღე რჩება — რას უნდა ელოდონ მონაწილეები 24-25 ოქტომბერს?

October 20, 2026
#OK! სასტუმრო ibis Tbilisi City – კორპორატიული შეხვედრებისა და ღონისძიებების საუკეთესო სივრცე თბილისში

#OK! სასტუმრო ibis Tbilisi City – კორპორატიული შეხვედრებისა და ღონისძიებების საუკეთესო სივრცე თბილისში

October 19, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები