• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! „სწორედ ამ დროს მივიღეთ ერთმანეთი“ – ნინო კასრაძისა და სალომე თოფურიას გულწრფელი ინტერვიუ

September 3, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

გადაცემა  „V ელემენტის“ ახალი ეპიზოდის სტუმრები ნინო კასრაძე და სალომე თოფურია იყვნენ. დედა-შვილმა თეატრზე, საერთო პროფესიულ გზასა და მათ ურთიერთობაზე გულწრფელად ისაუბრა:

სალომე: ალბათ, წლების განმავლობაში ჩვენი ურთიერთობა ძალიან შეიცვალა. თავიდანვე ძალიან ახლოს ვიყავით. გარდატეხის ასაკი კი, ალბათ, რთული პერიოდი იყო.

თუმცა, ჩვენს შორის ეს განსაკუთრებული კავშირი არასდროს დაგვიკარგავს. მგონია, რომ ნინოც ჩემთან ერთად გაიზარდა და, რაღაცნაირად, ორივე ძალიან განვვითარდით, როგორც დედა-შვილი. ახლა ისეთი კარგი ურთიერთობა გვაქვს, მგონია, ვერავინ იტყვის, რომ კონფლიქტური დედა-შვილი ვართ.

თუმცა, როცა ვიხსენებ, ხუთი-ექვსი წლის წინ საკმაოდ რთული ეპიზოდებიც გვქონდა – იყო პერიოდები, როცა ერთმანეთისგან ძალიან შორს ვიყავით და თითქოს ერთიანად ვეღარ ვუგებდით ერთმანეთს.

რაც შეეხება მსახიობის პროფესიას, არ მახსოვს, როდის ავირჩიე. თითქოს ბავშვობიდან ვფიქრობდი, რომ მსახიობი უნდა გავმხდარიყავი. ალბათ, ეს არჩევანი ნინოსგან მოდის – მას ვუყურებდი და სცენაზე მისი ნახვა ჩემში დიდ ემოციებს იწვევდა. მაშინ ბოლომდე გაცნობიერებული არ მქონდა, მაგრამ ნინო თეატრიდან მახსოვს, რადგან პატარა ასაკიდან დავდიოდი თეატრში.

 

ნინო: დღეს უკვე კოლეგები ვართ და ჩვენი ურთიერთობაც სრულიად სხვა ეტაპზეა. ეს, პირველ რიგში, სალომეს დამსახურებაა. მინახავს, როგორი რთული ურთიერთობები შეიძლება ჰქონდეთ ერთი პროფესიის ადამიანებს – მამა-შვილს, დედა-შვილს, და-ძმას. ეს ყველაფერი თეატრში საკუთარი თვალით მაქვს ნანახი და ვიცი, რამდენი კონფლიქტი შეიძლება მოჰყვეს ამას.

ამიტომ ის, რომ ჩვენ დღეს ასეთი კარგი, ჰარმონიული და კოლეგიური ურთიერთობა გვაქვს, ნამდვილად სალომეს დამსახურებაა.

 

ჩვენი ურთიერთობა განსაკუთრებით კარგად მახსენდება იმ პერიოდიდან, როცა სალომემ თავისი პირადი ცხოვრება დაიწყო და ჩვენ ამ პირად ცხოვრებაში აღარ ჩავერიეთ. მივხვდით, რომ ასე უნდა ყოფილიყო – პატივი ვეცით მის ასაკს, მის გადაწყვეტილებებს და ყველანაირად მის გვერდით დავდექით.

ვაღიარეთ, რომ ის არის დამოუკიდებელი ადამიანი, პიროვნება, პერსონა. შეიძლება ჯერ სრულწლოვანი არ იყო, მაგრამ ჰქონდა თავისი აზრი, თავისი გადაწყვეტილებები და თავისი ცხოვრება. და, ამავდროულად, სალომემაც გვიცნო ჩვენ – როგორც მშობლები და როგორც ადამიანები. მგონია, რომ სწორედ ამ დროს მივიღეთ ერთმანეთი.

მთავარი სირთულე საქართველოში სწორედ ეს არის – ადამიანს უდგება ეტაპი, როცა უნდა ჰქონდეს თავისი პირადი ცხოვრება, მშობელი კი ვერ ეგუება ამას. იწყება კითხვები – როგორ? სად? ვისთან? ვინ? და მერე უკვე ჩარევა, ხელის შეშლა, სურვილი, იმის სურვილი, რომ ყველაფერში ჩაერიო და შენ გადაწყვიტო, რა იქნება მისთვის კარგი.

მშობლებს ვეტყოდი, რომ შვილების აღზრდა და შვილებთან ცხოვრება არის ცნობიერი აქტი, რომელიც ხშირად გაუცნობიერებლად ხდება – გგონია, რომ უნდა გააჩინო შვილები, აღზარდო და ეს ყველაფერი თავისთავად მოვა, მაგრამ ასე არ არის.

ის, რაც მე მეგონა, რომ მარტივი იქნებოდა, ბევრად უფრო რთული აღმოჩნდა. ყველა ეტაპი დიდ შრომას მოითხოვს და ამისთვის მზად უნდა იყო. თუ არ ხარ მზად, ალბათ, კარგად უნდა დაფიქრდე, სანამ ამ პასუხისმგებლობას აიღებ.

სალომე თოფურია

 

ქართველმა მაყურებელმა სალომე თოფურია სერიალ „სეანსის“ მეშვეობით გაიცნო, სადაც კესოს როლს ასრულებდა. აღსანიშნავია, რომ პროექტში ერთ-ერთ მთავარ როლს მისი დედა, მსახიობი ნინო კასრაძეც თამაშობდა. დედა-შვილის ეკრანზე ერთად გამოჩენამ პროექტს დამატებითი ინტერესი შესძინა და სალომეს მიმართ ყურადღება მნიშვნელოვნად გაზარდა.

სერიალის შემდეგ ახალგაზრდა მსახიობი არაერთ საერთაშორისო პროექტშიც გამოჩნდა. მის ბიოგრაფიაში უკვე ფიგურირებს საგზაო ფილმი „Entry, Exit, Etc.“, ასევე მოკლემეტრაჟიანი ფილმი „On the Verge of a Stage Caprice“, რომელშიც მთავარ როლს ასრულებს. გარდა ამისა, სალომეს გამოცდილებაში შედის აუდიოდრამა „Reasons To Scream“ და რამდენიმე სარეკლამო პროექტი.

მისი თეატრალური კარიერისთვის მნიშვნელოვანი ეტაპი გახდა დავით დოიაშვილის სპექტაკლი „ზაფხულის ღამის სიზმარი“, სადაც სალომე თოფურიამ ჰერმიას როლი შეასრულა. შექსპირის კლასიკური კომედიის ახალი ინტერპრეტაცია „ახალი ქართული თეატრის“ პროექტის ფარგლებში, სამეფო უბნის თეატრთან კოპროდუქციით განხორციელდა.

ახალგაზრდა მსახიობი რამდენიმე უცხო ენას ფლობს – ქართულთან ერთად, ინგლისურად, ფრანგულად, ესპანურად და რუსულად საუბრობს, რაც მას საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის დამატებით შესაძლებლობას აძლევს.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

#OK! ნინო კასრაძის თვალით დანახული ევროპა

#OK! ვინ არის სალომე თოფურია – ნინო კასრაძის ქალიშვილი, რომელიც დედის პროფესიას აგრძელებს

 

 

ასევე გაეცანი

#OK! New Wave Hotel-ში ღია კარის დღე გაიმართა
OK! News

#OK! New Wave Hotel-ში ღია კარის დღე გაიმართა

October 21, 2026
#OK! Unlimited Summit 2026-მდე 4 დღე რჩება — რას უნდა ელოდონ მონაწილეები 24-25 ოქტომბერს?
OK! News

#OK! Unlimited Summit 2026-მდე 4 დღე რჩება — რას უნდა ელოდონ მონაწილეები 24-25 ოქტომბერს?

October 20, 2026
#OK! CHRONOS – ქართული დიზაინით შექმნილი გამორჩეული სივრცე ნიუ-იორკში
OK! News

#OK! CHRONOS – ქართული დიზაინით შექმნილი გამორჩეული სივრცე ნიუ-იორკში

October 20, 2026
#OK! გიორგი ფოცხიშვილი „წლის მოცეკვავის“ ტიტულისთვის იბრძოლებს
OK! News

#OK! გიორგი ფოცხიშვილი „წლის მოცეკვავის“ ტიტულისთვის იბრძოლებს

October 20, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! „ურთულესი დღეები გავიარე“ – ნანუკა გულუა მშობიარობის შემდგომ დეპრესიაზე!

#OK! „ურთულესი დღეები გავიარე“ – ნანუკა გულუა მშობიარობის შემდგომ დეპრესიაზე!

December 23, 2023
#OK! „ეს ყველაფერი ამად ღირდა“ – თეა დარჩიას და მარიამ მათიაშვილის ემოციური საუბარი!

#OK! „ეს ყველაფერი ამად ღირდა“ – თეა დარჩიას და მარიამ მათიაშვილის ემოციური საუბარი!

February 27, 2024
#OK! კენდალ ჯენერის ქუჩის სტილი: მოდელი Alias Mae-ს ძვირადღირებული ფეხსაცმლით!

#OK! კენდალ ჯენერის ქუჩის სტილი: მოდელი Alias Mae-ს ძვირადღირებული ფეხსაცმლით!

May 27, 2021
#OK! კანის 79-ე კინოფესტივალის მეორე დღე – ემოციური მომენტები და განსაკუთრებული სტუმრები

#OK! კანის 79-ე კინოფესტივალის მეორე დღე – ემოციური მომენტები და განსაკუთრებული სტუმრები

May 14, 2026

კვირის ჰიტები

#OK! ბავშვობის გატაცებიდან პროფესიულ საქმიანობამდე – მევიოლინე მარიამ კაკუშაძე

#OK! ბავშვობის გატაცებიდან პროფესიულ საქმიანობამდე – მევიოლინე მარიამ კაკუშაძე

October 17, 2026
#OK! რომი სტრეიდს „Victoria’s Secret“-ის შოუში მონაწილეობაზე უარი უთხრეს – მოდელი კასტინგის პროცესით იმედგაცრუებულია

#OK! რომი სტრეიდს „Victoria’s Secret“-ის შოუში მონაწილეობაზე უარი უთხრეს – მოდელი კასტინგის პროცესით იმედგაცრუებულია

October 14, 2026
#OK! Health&Beauty ოქტომბრის სურნელი ქალებისა და მამაკაცებისთვის „ვულე ვუსგან“

#OK! Health&Beauty ოქტომბრის სურნელი ქალებისა და მამაკაცებისთვის „ვულე ვუსგან“

October 18, 2026
#OK! “ყველანაირად ცდილობს, თავი ხელში აიყვანოს, თუმცა ბევრს არ ჭამს…” – კაია გერბერი ძმის გარდაცვალებას მძიმედ განიცდის

#OK! “ყველანაირად ცდილობს, თავი ხელში აიყვანოს, თუმცა ბევრს არ ჭამს…” – კაია გერბერი ძმის გარდაცვალებას მძიმედ განიცდის

October 14, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები