2 ოქტომბერს New Wave Hotel-მა პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლებს ღია კარის დღეზე უმასპინძლა. ღონისძიების მთავარი მიზანი იყო პარტნიორებისთვის სასტუმროს შესაძლებლობების, ინფრასტრუქტურისა და სერვისების უფრო ახლოს გაცნობა, ასევე არსებული თანამშრომლობის გაძლიერება და სამომავლო პარტნიორობის ახალი შესაძლებლობების შექმნა.

ღონისძიების ფარგლებში სტუმრებისთვის მოეწყო სპეციალური House Tour, რომლის დროსაც მათ შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ სასტუმროს ნომრები, საერთო სივრცეები და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ობიექტი, ასევე დეტალურად გაცნობოდნენ New Wave Hotel-ის მიერ შეთავაზებულ სერვისებს.

ვიზიტის განმავლობაში კომპანიის წარმომადგენლებმა სტუმრებს გააცნეს სასტუმროს კონცეფცია, მომსახურების სტანდარტები და ის შესაძლებლობები, რომლებიც ხელმისაწვდომია როგორც ინდივიდუალური სტუმრებისთვის, ისე კორპორატიული პარტნიორებისთვის.

New Wave Hotel-ისთვის პარტნიორ კომპანიებთან გრძელვადიანი და ძლიერი ურთიერთობების ჩამოყალიბება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. მსგავსი შეხვედრები ქმნის შესაძლებლობას, პარტნიორებმა უკეთ გაიცნონ სასტუმროს პროდუქტი და სერვისები, გაიზიარონ გამოცდილება და ერთად განიხილონ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

ღია კარის დღე სასიამოვნო საღამოს პროგრამით გაგრძელდა. ღონისძიების დასასრულს კი სტუმრებთან ერთად საზეიმოდ გაიჭრა ტორტი, რაც საღამოს სიმბოლურ და დასამახსოვრებელ დასასრულად იქცა.
New Wave Hotel მადლობას უხდის თითოეულ პარტნიორ კომპანიასა და სტუმარს ღია კარის დღეში მონაწილეობისთვის, ნდობისა და თანამშრომლობისთვის.












