• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

„დღეს მადლიერი ვარ, რომ ორსულობის პერიოდში თემოს დიაგნოზის შესახებ არ ვიცოდი“ – მაკა ჩიჩუა პირად გამოცდილებაზე

September 2, 2026
საკითხავი დრო: 3 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი მაკა ჩიჩუა გადაცემა “მედგიდის“ სტუმარი იყო,  სადაც დაუნის სინდრომზე, მის თავისებურებებსა და პირად გამოცდილებაზე ისაუბრა.

როგორც ამბობს, ორსულობის პერიოდში, ექიმებთან ჩატარებული კვლევებით ყველაფერი ნორმალურად მიმდინარეობდა და ნაყოფის განვითარებასთან დაკავშირებით რაიმე განსაკუთრებული პრობლემა არ გამოვლენილა. თემოს დიაგნოზის შესახებ კი მხოლოდ შვილის დაბადების შემდეგ გაიგო:

 

“ორსულობის პერიოდში ეკოსკოპიაზე დავდიოდი. მახსოვს, პირველად რომ დავინახე – ჯერ ძალიან პატარა იყო. შემდეგ უკვე გულისცემაც მოვისმინე და ეს იყო საოცარი განცდა. ძალიან ბედნიერი ვიყავი.
დღეს მადლიერი ვარ, რომ ორსულობის პერიოდში არ ვიცოდი თემოს დიაგნოზის შესახებ. რომ მცოდნოდა, ჩემთვის ეს დიდი სტრესი იქნებოდა. ვიცხოვრებდი ფიქრით – რა იქნება, როგორ უნდა ვმართო ეს ყველაფერი, რა პრობლემებს შევეჯახები. საბოლოოდ კი ეს არაფერს შეცვლიდა: თემო მაინც ჩემი შვილი იქნებოდა.

პირველად, როცა თემო დავინახე, რაღაც განსაკუთრებული ვიგრძენი. ძალიან სიმპათიური ბავშვი იყო, თუმცა რამდენიმე ისეთი ნიშანი შევამჩნიე, რომლებიც, როგორც ვიცოდი, დაუნის სინდრომს ახასიათებდა.  შემდეგ გენეტიკური კვლევა გერმანიაში გავაგზავნეთ. პასუხმა დაადასტურა, რომ მას დაუნის სინდრომი ჰქონდა.

ამის შემდეგ დაიწყო სრულიად ახალი ეტაპი ჩემს ცხოვრებაში. ვისწავლე, რა არის დაუნის სინდრომი, როგორია შესაბამისი მიდგომები და რამდენად მნიშვნელოვანია ადრეული ჩართულობა. იმ პერიოდში უკვე არსებობდა გარკვეული პროტოკოლები და ადამიანები, რომლებიც ამ ცოდნას საქართველოში ავრცელებდნენ და ქართულ რეალობაში ნერგავდნენ.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ დაუნის სინდრომი ყველა ბავშვზე სხვადასხვანაირად აისახება – ეს ძალიან ინდივიდუალურია. ჯანმრთელობის მხრივაც სხვადასხვა პრობლემასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული და, ბუნებრივია, თავიდან ეს ჩემთვის შფოთვის მიზეზი იყო. არ ვიცოდი, თემოს შემთხვევაში როგორ განვითარდებოდა ყველაფერი.

არის მთელი ჩამონათვალი, რასაც უნდა მიაქციო ყურადღება – გული, მხედველობა, სმენა, მენჯ-ბარძაყის მდგომარეობა და კიდევ ბევრი სხვა რამ.

თემოს შემთხვევაში, მადლობა ღმერთს, ჯანმრთელობის მხრივ ძალიან გაგვიმართლა. გულის მხრივ რაღაც პატარა პრობლემა ჰქონდა, რომელიც მალევე აღმოაჩინეს და მოგვარდა” – ამბობს მაკა ჩიჩუა.

დაუნის სინდრომი

 

საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის განმარტებით, დაუნის სინდრომი ადამიანის გენეტიკური მდგომარეობაა, რომლის დროსაც უჯრედებში 46-ის ნაცვლად 47 ქრომოსომაა. ასოციაცია ხაზს უსვამს, რომ ეს დაავადება არ არის და დაუნის სინდრომის მქონე ადამიანი „ავადმყოფად“ არ უნდა მოვიხსენიოთ.

ასოციაციის ინფორმაციით, მას შესაძლოა სხვადასხვა თანმხლები ჯანმრთელობის მდგომარეობა ახლდეს, მათ შორის გულის, სმენის, მხედველობისა და ძვალ-სახსროვანი სისტემის პრობლემები, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ადამიანს მსგავსი გართულება აუცილებლად ექნება. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია შესაბამისი სამედიცინო მეთვალყურეობა და საჭიროების შემთხვევაში პრობლემების დროული გამოვლენა და მართვა.

საქართველოში დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერაზე მუშაობს საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია, რომელიც 2017 წელს დაარსდა. ორგანიზაციის მიზანია თანაბარ უფლებებზე დაფუძნებული გარემოს შექმნა, ადამიანების საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვანი ჩართულობის ხელშეწყობა და მათი ოჯახების გაძლიერება.

 

ასევე გაეცანი

#OK! ეკრანს მიღმა: ლეგენდარული კინოკოსტიუმების ახალი ისტორია თბილისში
Fashion

#OK! ეკრანს მიღმა: ლეგენდარული კინოკოსტიუმების ახალი ისტორია თბილისში

September 21, 2026
#OK! თორნიკე გოგრიჭიანი BBC-ის გახმაურებულ სერიალში გამოჩნდა – რა როლს ასრულებს ქართველი მსახიობი
OK! News

#OK! თორნიკე გოგრიჭიანი BBC-ის გახმაურებულ სერიალში გამოჩნდა – რა როლს ასრულებს ქართველი მსახიობი

September 21, 2026
#OK! “The Beatles“ დიდ ეკრანზე ბრუნდებიან – ყველაფერი, რაც სემ მენდესის ახალი პროექტის შესახებ უნდა იცოდეთ
OK! News

#OK! “The Beatles“ დიდ ეკრანზე ბრუნდებიან – ყველაფერი, რაც სემ მენდესის ახალი პროექტის შესახებ უნდა იცოდეთ

September 21, 2026
#OK! სინდი კროუფორდის ერთადერთი ვაჟი, პრესლი გერბერი, 27 წლის ასაკში გარდაიცვალა
OK! News

#OK! სინდი კროუფორდის ერთადერთი ვაჟი, პრესლი გერბერი, 27 წლის ასაკში გარდაიცვალა

September 21, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! რატომ არის წითელი ფერი Valentino-ს მოდის სახლის სიმბოლო?

#OK! რატომ არის წითელი ფერი Valentino-ს მოდის სახლის სიმბოლო?

January 20, 2026
#OK! პენელოპა კრუზი საკულტო ვარცხნილობას დაემშვიდობა!

#OK! პენელოპა კრუზი საკულტო ვარცხნილობას დაემშვიდობა!

March 13, 2021
#OK! მასაჟის თერაპია თქვენი ფიზიკური და მენტალური კეთილდღეობისთვის

#OK! მასაჟის თერაპია თქვენი ფიზიკური და მენტალური კეთილდღეობისთვის

May 10, 2025
#OK! The Weeknd-მა “გრემის” ჯილდო მოიპოვა, მას შემდეგ რაც აკადემია კორუფციაში დაადანაშაულა

#OK! The Weeknd-მა “გრემის” ჯილდო მოიპოვა, მას შემდეგ რაც აკადემია კორუფციაში დაადანაშაულა

April 4, 2022

კვირის ჰიტები

#OK! თორნიკე გოგრიჭიანი BBC-ის გახმაურებულ სერიალში გამოჩნდა – რა როლს ასრულებს ქართველი მსახიობი

#OK! თორნიკე გოგრიჭიანი BBC-ის გახმაურებულ სერიალში გამოჩნდა – რა როლს ასრულებს ქართველი მსახიობი

September 21, 2026
#OK! Trump Tower თბილისში – 2-მილიარდიანი პროექტის დეტალები

#OK! Trump Tower თბილისში – 2-მილიარდიანი პროექტის დეტალები

September 16, 2026
#OK! „სიამაყე და ცრურწმენა“ Netflix-ზე ბრუნდება – ყველაფერი, რაც ახალი სერიალის შესახებ უნდა იცოდეთ

#OK! „სიამაყე და ცრურწმენა“ Netflix-ზე ბრუნდება – ყველაფერი, რაც ახალი სერიალის შესახებ უნდა იცოდეთ

September 17, 2026
#OK! სესილია თაყაიშვილი – ცხოვრება, როლები და უკანასკნელი სურვილი

#OK! სესილია თაყაიშვილი – ცხოვრება, როლები და უკანასკნელი სურვილი

September 17, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები