• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! ეკრანს მიღმა: ლეგენდარული კინოკოსტიუმების ახალი ისტორია თბილისში

September 21, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

გვინეთ პელტროუს, ქეით უინსლეტის, ალისია ვიკანდერის, არსემა თომასისა და სოფი რანდლის მიერ მორგებული ორიგინალი კოსტიუმები, კინოსა და ტელევიზიის, ყველაზე დასამახსოვრებელი ფილმებიდან და მათი მოგზაურობა საქართველოში.

 

 

 

კინოს ისტორიაში ზოგიერთი კოსტიუმი მხოლოდ პერსონაჟის ვიზუალური სახის ნაწილი არ არის – ის ეპოქის, ხასიათისა და ეკრანზე შექმნილი სამყაროს გაგრძელებად იქცევა. წლების შემდეგ კი ამ ნივთებს ეკრანს მიღმა საკუთარი ისტორია უჩნდებათ.

სწორედ ასეთი ისტორიის მქონე ორიგინალი კინოკოსტიუმები აღმოჩნდა საქართველოში – სამოსი, რომელიც გვინეთ პელტროუს, ქეით უინსლეტს, ალისია ვიკანდერს, არსემა თომასსა და სოფი რანდლს სხვადასხვა კინო და სატელევიზიო პროექტში ეცვათ. დღეს ეს კოსტიუმები საქართველოშია წარმოდგენილი და მათი ისტორიის ახალი თავი სწორედ თბილისში იწყება.

პროექტის უკან, კულტურული ორგანიზაცია „ლევილი 1918“ დგას, რომელიც განსაკუთრებული ისტორიის მქონე ნივთებს ინახავს და ახლა წარმოდგენილ ექსპონატებს კერძო კოლექციებში ახალი ცხოვრების დაწყების შესაძლებლობას სთავაზობს.

,,ლევილი 1918″-ის კოლექცია აერთიანებს იშვიათ ანტიკვარიატს, ისტორიულ ტექსტილს, საკოლექციო ნივთებსა და კინემატოგრაფიასთან დაკავშირებულ ექსპონატებს, რომლებიც საერთაშორისო დონეზეა მოძიებული. საქართველოში ჩამოტანის შემდეგ ხდება მათი კონსერვაცია, კვლევა და ფართო საზოგადოებისთვის წარდგენა.

 

 

სად მიდის კინოკოსტიუმი საბოლოო სცენის გადაღების შემდეგ?

მაყურებლისთვის ფილმი ტიტრებით სრულდება. პერსონაჟები ეკრანზე რჩებიან ისე, როგორც გვახსოვს; თუმცა ნივთები, რომლებმაც მათ გარშემო სამყარო შექმნეს,კოსტიუმები, სამკაულები, ქსოვილი და ათასობით საგულდაგულოდ დამუშავებული დეტალი, კადრს მიღმა განაგრძობენ არსებობას. ზოგიერთი მათგანი არქივებში ინახება, ზოგი კოლექციებში იკავებს ადგილს, ხანდახან კი ექსპონატი, სრულიად მოულოდნელ, მეორე სიცოცხლეს იწყებს. სწორედ ასე აღმოჩნდა საქართველოში გვინეთ პელტროუს, ქეით უინსლეტის, ალისია ვიკანდერის, არსემა თომასისა და სოფი რანდლის ფილმების ორიგინალი კოსტიუმები.

 

„ლევილი 1918“-ის წყალობით, სამოსი , რომელიც ერთ დროს კინოსა და ტელევიზიის ყველაზე ცნობად სამყაროში არსებობდა, ათასობით კილომეტრი გაიარეს იმ გადასაღები მოედნიდან, სადაც ისინი შეიქმნა.

ექსპონატები თბილისში გაერთიანდნენ გამოფენაზე „ლეგენდარული კინოკოსტიუმები“, რომელიც საქართველოს ხელოვნების სასახლეში – კულტურის ისტორიის მუზეუმში გამოიფინა, „ლევილი 1918“-ის, საქართველოს სასახლე – მუზეუმების გაერთიანებისა და კულტურის სამინისტროს თანამშრომლობით. პროექტმა ქართველი მაყურებლის წინაშე გამოიტანა ორიგინალი სამოსი ისეთი ფილმებიდან, როგორებიცაა: „ემა“, „დედოფალი შარლოტა: ბრიჯერტონების ისტორია“, „ანა კარენინა“, „ჯადოსნური ქვეყანა“ და „ჯენტლმენი ჯეკი“.

 

კაბა, რომელშიც ემა ვუდჰაუსმა ჯვარი დაიწერა. კოლექციის ერთ-ერთი ყველაზე რომანტიული ექსპონატი 1996 წელს გამოსულ ფილმში გვაბრუნებს. დუგლას მაკგრატის მიერ ჯეინ ოსტინის „ემას“ ეკრანიზაციაში გვინეთ პელტროუ, ემა ვუდჰაუსის როლში გამოჩნდა საქორწინო კაბით, რომელიც კოსტიუმების დიზაინერმა რუთ მაიერსმა შექმნა.

 

 

ასეთი ობიექტის ფილმის მიღმა ნახვა განსაკუთრებულ ემოციურ სიახლოვეს ბადებს. ეკრანზე კაბა პერსონაჟისა და ისტორიისთვის არსებობს, თვალწინ კი ქსოვილი, მაქმანი და მისი სტრუქტურა სრულიად გამორჩეულად აღიქმება. ის, რასაც მაყურებელი ათწლეულების განმავლობაში მხოლოდ გამოსახულებად იცნობდა, მოულოდნელად დამთვალიერებლისთვის პირდაპირ წარმოჩნდა.

 

 

 

ბრიჯერტონების“ სამყაროდან საქართველომდე

2023 წელს ,,ნეტფლიქსის” სერიალში „დედოფალი შარლოტა: ბრიჯერტონების ისტორია“, არსემა თომასმა ახალგაზრდა აგათა დანბერის როლი განასახიერა. ერთ-ერთი გამორჩეული კაბა, რომელიც მას ლედი დანბერის როლში ეცვა, ახლა სწორედ ,,ლევილი 1918″-ის კოლექციის ნაწილია. ლინ პაოლოსა და ლორა ფრეკონის მიერ შექმნილი XVIII საუკუნის სტილის სამოსი დამზადებულია ოქროსფერი აბრეშუმის ბროკადისგან, ვერცხლისფერი გულმკერდის ჩანართი, მდიდურული ნაქარგით, ბაფთებით, ქარვის სამკაულებითა და იმ დრამატული ფართო სილუეტით, რომელიც „ბრიჯერტონების“ სამყაროსთან ასოცირდება. ეს არის კოსტიუმი, რომელიც არსემა თომასს ფიზიკურად ეცვა ეკრანზე ლედი დანბერად გარდასახვისას. დამთვალიერებელს შეუძლია დღესვე უყუროს „დედოფალ შარლოტას“, ნახოს მსახიობი ამ კაბაში და შემდეგ შეხვდეს იმავე რეალურ ობიექტს ,,ნეტფლიქსის” ფანტასტიკური სამყაროს მიღმა. „ოსკაროსანი“ კოსტიუმების მემკვიდრეობა.

 

ჯო რაიტის 2012 წლის ფილმისთვის „ანა კარენინა“, დიზაინერმა ჟაკლინ დიურანმა შექმნა სამოსი, რომელიც XIX საუკუნის მოდას უბრალოდ კი არ იმეორებს, არამედ მას ახალ ხასიათს სძენს.

 

 

მისმა ნამუშევარმა „ოსკარი“ დაიმსახურა კოსტიუმების საუკეთესო დიზაინისთვის. შემორჩენილ ექსპონატებს შორის არის ორიგინალი კაბა, რომელიც ალისია ვიკანდერს ეცვა, ,,კიწი შჩერბაცკაიას“ როლში. 1870-იანი წლების სტილში შექმნილი სამოსი აერთიანებს თეთრ აბრეშუმსა და წულის ფენებს, ნაჭრის დრაპირებულ დეტალებს, აბრეშუმის ყვავილების გვირგვინებსა და ვარდისფერ ბაფთებს. მის ქვეშ განთავსებულია ვარდისფერივე აბრეშუმით დაფარული კრინოლინი, რომელიც პასუხისმგებელია კაბის გამორჩეულ სტრუქტურულ სილუეტზე.

კოსტიუმის მნიშვნელობა სცდება ცალკეულ სცენას: კაბა ატარებს დიურანის „ოსკაროსან“ ოსტატობას, ვიკანდერის კავშირს პერსონაჟთან და იმ ადამიანების ხელოვნებას, რომლებმაც ის საკუთარი ხელით შექმნეს.

 

 

ორი საუკუნის დამაკავშირებელი კაბა.

ისტორია, კიდევ უფრო მრავალფეროვანი ხდება, სოფი რანდლის ორიგინალი ვარდისფერი კაბით, რომელიც მას ,,ენ უოკერის“ როლში ეცვა სერიალში „ჯენტლმენი ჯეკი“. ტომ პაის მიერ შექმნილი, 1830-იანი წლების დასაწყისის სტილის კოსტიუმი, სერიალის ორივე სეზონში გამოიყენებოდა. ვარდისფერი ჭრელი ჩალის კაბა, რომელსაც პატარა კლაკნილი ორნამენტები დაჰყვება, გამოირჩევა მკვეთრად დანაოჭებული, თეთრი დოლბანდის ზედა სახელოებით, მუქი ვარდისფერი არშიითა და ცალკეული აბრეშუმის ქამრით. მისი მოგზაურობა რამდენიმე სხვადასხვა ეპოქას აკავშირებს: რეალურ ენ უოკერს, რომელიც 1803 წელს იორქშირში დაიბადა; XXI საუკუნის კოსტიუმების დიზაინერს, რომელმაც რეალურად შეკერა ამ სილუეტის კაბა, და სოფი რანდლს, რომელმაც ის ტელეეკრანზე

გააცოცხლა; ქეით უინსლეტი ფილმიდან „ჯადოსნური ქვეყანა“ ღია ცისფერი აბრეშუმის სამოსი.

2004 წლის ფილმში „ჯადოსნური ქვეყანა“ (Finding Neverland), ჯონი დეპის – ჯეიმს ბარის გვერდით, ქეით უინსლეტი, სილვია ლეველინ დევისის როლს ასრულებდა. უინსლეტის ორიგინალი კაბა, ალექსანდრა ბირნის დიზაინით, თავის შესაბამის საღამოს პალტოსთან ერთადაა წარმოდგენილი.

კაბა დამზადებულია ღია ცისფერი აბრეშუმის ქსოვილისაგან, მოქარგულია ვერცხლისფერ – ნაცრისფერი ბისერებით, მარგალიტებით, დახვეწილი მაქმანითა და მძივებით. სილუეტს ბოლოში იისფერი ხავერდის ბაფთა მიჰყვება; თანმხლებ ღია ცისფერ ხავერდის პალტოს აქვს პორტრეტული, თითქმის ბალიშისებრი საყელო და არტ-ნუვოს სტილის ბროშის ვერცხლისფერი შესაკრავი. ბირნის ნამუშევარმა „ჯადოსნურ ქვეყანაში“ კოსტიუმების საუკეთესო დიზაინის ნომინაციები მიიღო როგორც „ოსკარზე“, ასევე BAFTA-ზე.

შემორჩენილი კოსტიუმის ახლოს ხილვა ავლენს იმას, რასაც კამერა ყოველთვის სათანადოდ ვერ აღიქვამს: ოსტატობას, ფაქტურასა და იმ უმცირეს დეტალებს, რომლებიც იმ გამოსახულების უკან დგას, რაც მაყურებელს ახოვს.

 

 

„ლევილი 1918“-ის მიერ გამოფენის წარდგენის შემდეგ, შერჩეული ორიგინალი კოსტიუმები ხელმისაწვდომია კერძო შესყიდვისთვის, რაც ამ ნივთებს ახალ კოლექციებში მოგზაურობის გაგრძელების შესაძლებლობას აძლევს. ის, რაც მათ საკოლექციო ღირებულებას ანიჭებს, ბევრად სცდება უბრალო სამოსს. თითოეული მათგანი ისტორიის რამდენიმე შრეს ატარებს:

დიზაინერის შემოქმედებით ხედვას, მისი შექმნისას დახარჯულ ოსტატობას, კავშირს კონკრეტულ მსახიობსა და პერსონაჟთან, მის ცხოვრებას ცნობილ ფილმსა თუ სერიალში და წლების განმავლობაში დაგროვილ წარმომავლობის ისტორიას. ამიტომ, ასეთი ნივთის ფლობა, სრულიად განსხვავდება კონკრეტული ეპოქით შთაგონებული ვინტაჟური კაბის შეძენისაგან. კოსტიუმებმა უკვე იმ ისტორიით იცხოვრეს, რომლებიც მათ უკავშირდება : „დედოფალი შარლოტას“ კაბა არსემა თომასს ეცვა, როდესაც ის ლედი დანბერი ხდებოდა.

„ანა კარენინას“ სამოსი წარნოადგენს „ოსკაროსანი“ დიზაინერის, ჟაკლინ დიურანის ნამუშევარს და ის ალისია ვიკანდერს ეცვა კიტის როლში. ქეით უინსლეტის სახელი კვლავ ინახება მისი „ჯადოსნური ქვეყნის“ ორიგინალი კოსტიუმის შიგნით. გვინეთ პელტროუს „ემას“ კაბამ კი ქორწინების სცენის ერთ-ერთი უმშვენიერესი კადრი შექმნა კინემატოგრაფიის ისტორიაში.

 

 

როდესაც კოსტიუმი თავად ხდება ისტორია

ეს პროექტი არის ალბათ ის, რაც „ლევილი 1918“-ის ფილოსოფიას განსაკუთრებით

საინტერესოს ხდის. კოსტიუმის სიცოცხლე იწყება როგორც ჩანახატი დიზაინერის ფურცელზე.

ის იკერება სახელოსნოში, ერგება მსახიობს, თავსდება სტუდიის განათების ქვეშ და

საბოლოოდ მას მილიონობით ადამიანი ხედავს. შემდეგ გადაღება სრულდება. დეკორაციები იშლება, მსახიობები გადადიან შემდეგ პროექტებზე, ხოლო მზა ფილმი სამუდამოდ რჩება კინემატოგრაფიის ისტორიაში. ამ ყველაფრის შემდეგ, კინოკოსტიუმები იძენენ ახალ სიცოცხლეს: ათწლეულების შემდეგ კვეთავენ საზღვრებს, ხვდებიან არქივებში, მუზეუმებში ან კოლექციებში. ჩნდებიან გამოფენაზე თუნდაც თბილისში და საბოლოოდ შეიძლება ეკუთვნოდეს მას, ვინც ამოიცნობს მასში დამალულ ისტორიას.

ამ ცოდნით ეკრანზე ნაქონი ორიგინალი კოსტიუმის შეგროვება არ არის უბრალოდ ცნობილ სახელთან დაკავშირებული ნივთის ფლობა: ეს არის გახდე იმ ობიექტის შემდეგი მცველი, რომლის ისტორიაც დაიწყო ბევრად ადრე, სანამ კოლექციაში მოხვდებოდა და რომლის ისტორიაც შეიძლება გაგრძელდეს კიდევ დიდხანს.

 

 

 

პრესისა და კოლექციონერების კითხვებისთვის:

 

  • [email protected]
  • +995593933121
  • გვანცა ბურჭულაძე

საამწყობრო/საპროდიუსერო გუნდი: @cwcmagazine @ruso.shukakidze

@lasha.araqelovi @gvantsaa_ @offdutysocialite

კოსტიუმების კოლექცია: „ლევილი 1918“

ფოტო: @mary.svya

მოდელი: @taiamiranashvili @taso.maz @tamo_diasamidze

ვიზაჟი: @artist_sofia_makeup

თმა: @offdutysocialite

ასისტენტი: @ketatetvadze

განსაკუთრებული მადლობა: @artpalaceofgeoegia @marishkaamr_

ასევე გაეცანი

#OK! Netflix-მა გრეტა გერვიგის „ნარნიას“ პირველი ტრეილერი გამოაქვეყნა
OK! News

#OK! Netflix-მა გრეტა გერვიგის „ნარნიას“ პირველი ტრეილერი გამოაქვეყნა

October 16, 2026
#OK! Victoria’s Secret-მა 2026 წლის შოუს მონაწილეთა სია გამოაქვეყნა – ვის ვიხილავთ პოდიუმზე?
OK! News

#OK! Victoria’s Secret-მა 2026 წლის შოუს მონაწილეთა სია გამოაქვეყნა – ვის ვიხილავთ პოდიუმზე?

October 16, 2026
#OK! ადრიანა ლიმას გარეგნობამ საზოგადოების შეშფოთება გამოიწვია
OK! News

#OK! ადრიანა ლიმას გარეგნობამ საზოგადოების შეშფოთება გამოიწვია

October 16, 2026
#OK! კენდალ ჯენერი სექსუალური ორიენტაციის შესახებ გავრცელებულ ჭორებს გამოეხმაურა – რას ამბობს მოდელი?
OK! News

#OK! კენდალ ჯენერი სექსუალური ორიენტაციის შესახებ გავრცელებულ ჭორებს გამოეხმაურა – რას ამბობს მოდელი?

October 16, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! როუზი ჰანტინგტონის მონოქრომული იმიჯი! მოდელი ნიუ-იორკის ქუჩებში!

#OK! როუზი ჰანტინგტონის მონოქრომული იმიჯი! მოდელი ნიუ-იორკის ქუჩებში!

April 16, 2021
#OK! ვარსკვლავები ირჩევენ დევიდ კომას! სელებრითები ქართველი დიზაინერის სამოსით!

#OK! ვარსკვლავები ირჩევენ დევიდ კომას! სელებრითები ქართველი დიზაინერის სამოსით!

September 11, 2021
#OK! Street Style ბელა ჰადიდი: მოდელი ნიუ-იორკის ქუჩებში!

#OK! Street Style ბელა ჰადიდი: მოდელი ნიუ-იორკის ქუჩებში!

July 27, 2021
#OK! ჭიქა ღვინოსთან – ნინა პერტენავა (ვიდეო)

#OK! ჭიქა ღვინოსთან – ნინა პერტენავა (ვიდეო)

April 2, 2025

კვირის ჰიტები

#OK! “ცეკვა ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია “ – ვინ არის მოცეკვავე, რომლის “კინტოურმაც” სოციალურ ქსელებში დიდი მოწონება დაიმსახურა

#OK! “ცეკვა ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია “ – ვინ არის მოცეკვავე, რომლის “კინტოურმაც” სოციალურ ქსელებში დიდი მოწონება დაიმსახურა

October 14, 2026
#OK! „Breaking Bad“-ის ვარსკვლავი RJ Mitte 34 წლის ასაკში გარდაიცვალა

#OK! „Breaking Bad“-ის ვარსკვლავი RJ Mitte 34 წლის ასაკში გარდაიცვალა

October 15, 2026
#OK! “ყველანაირად ცდილობს, თავი ხელში აიყვანოს, თუმცა ბევრს არ ჭამს…” – კაია გერბერი ძმის გარდაცვალებას მძიმედ განიცდის

#OK! “ყველანაირად ცდილობს, თავი ხელში აიყვანოს, თუმცა ბევრს არ ჭამს…” – კაია გერბერი ძმის გარდაცვალებას მძიმედ განიცდის

October 14, 2026
#OK! „დიტო ცინცაძის ფონდი“  სიცოცხლისთვის ბრძოლის 13 წელი და ციფრებზე მეტი ისტორია

#OK! „დიტო ცინცაძის ფონდი“ სიცოცხლისთვის ბრძოლის 13 წელი და ციფრებზე მეტი ისტორია

October 12, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები