• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! კონცერტის მიმდინარეობისას, 10 წლის გოგონამ სცენაზე გონება დაკარგა – ფსიქოლოგისა და განათლების სფეროს წარმომადგენლის კომენტარები

June 12, 2026
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპი ეთერში, კონცერტის მიმდინარეობისას, 10 წლის გოგონამ სცენაზე გონება დაკარგა და უგონოდ დაეცა, თუმცა რამდენიმე წუთის განმავლობაში ეს ფაქტი რეაგირების გარეშე დარჩა. ინციდენტის ამსახველმა ვიდეომ, რომელიც სოციალურ ქსელებში გავრცელდა, დიდი გამოხმაურება გამოიწვია  და არაერთი კითხვა გააჩინა ბავშვების უსაფრთხოებისა და მსგავსი სიტუაციების მართვასთან დაკავშირებით.

განათლების სფეროს სპეციალისტების შეფასებით, სკოლებისა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების როლი მსგავს შემთხვევებში ძირითადად პრევენციული და კოორდინაციულია. მათი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ბავშვების მონაწილეობა სხვადასხვა აქტივობაში წინასწარ იყოს შეფასებული უსაფრთხოების თვალსაზრისით, მათ შორის ჯანმრთელობის შესაძლო რისკების გათვალისწინებით.

„სკოლებში და ზოგადად საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებობს წესები და რეგულაციები, რომლებიც აღწერს, როგორ უნდა იმოქმედონ საგანგებო სიტუაციებში, თუმცა განსხვავება არის მათ არსებობასა და რეალურ პრაქტიკაში გამოყენებას შორის“, — აცხადებს გლობალური განათლების საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი ლიკა ოხანაშვილი.

მისი თქმით, ხშირ შემთხვევაში რეგულაციები ფორმალურად არსებობს, თუმცა მათი პრაქტიკული შესრულება გამოწვევად რჩება. „მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს არა მხოლოდ დოკუმენტებს, არამედ მათ რეალურ განხორციელებას“, — აღნიშნავს ის.

ოხანაშვილი ასევე ამბობს, რომ თანამედროვე სკოლა მხოლოდ აკადემიური ცოდნის გადაცემით არ უნდა შემოიფარგლოს და მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე უნდა იყოს ორიენტირებული, მათ შორის ემპათიისა და პასუხისმგებლობის უნარების ჩამოყალიბებაზე.

მისი თქმით, მსგავსი პროცესების მართვა მხოლოდ სკოლის პასუხისმგებლობა არ არის და მასში ჩართული უნდა იყვნენ ის ორგანიზაციებიც, რომლებიც საჯარო ან საგანმანათლებლო ღონისძიებებს ატარებენ. მისი განცხადებით, აუცილებელია შესაბამისი პერსონალის მომზადება და პირველადი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა.

„თანამედროვე სკოლა აღარ არის მხოლოდ ცოდნის გადაცემის სივრცე — ის უნდა ზრუნავდეს მოსწავლეების მრავალმხრივ განვითარებაზე, მათ შორის ემპათიის, ურთიერთმხარდაჭერისა და პასუხისმგებლობის უნარების ჩამოყალიბებაზე. პრობლემური სიტუაციების მართვა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა ყველა რგოლი — სკოლა, მასწავლებელი, მოსწავლე და ორგანიზატორი — წინასწარ არის მომზადებული და იცის, როგორ იმოქმედოს კრიზისის დროს“.

 

სპეციალისტები ასევე ხაზს უსვამენ ბავშვების ფსიქოლოგიური მდგომარეობის მნიშვნელობას მსგავს შემთხვევებში. მათი თქმით, ფიზიკურ უსაფრთხოებასთან ერთად მნიშვნელოვანია ემოციური რეაქციების გათვალისწინებაც, რადგან სტრესულმა გამოცდილებამ შესაძლოა ბავშვის ფსიქიკაზე ხანგრძლივი გავლენა იქონიოს.

ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგის, მარიამ შოვნაძის თქმით, კრიზისულ სიტუაციებში მოზარდისთვის მნიშვნელოვანია კონკრეტული ინსტრუქციები და არა მხოლოდ ზოგადი მითითებები.

„იმისათვის, რომ მოზარდი ასეთ ეპიზოდში აქტიური დარჩეს, მას სჭირდება კონკრეტული ინსტრუქცია. მნიშვნელოვანია, რომ კრიზისის დროს მან იცოდეს, როგორ ითხოვოს დახმარება და როგორ გაანაწილოს პასუხისმგებლობა“, — აცხადებს ის.

მისი თქმით, დახმარება ყოველთვის არ ნიშნავს უშუალო ფიზიკურ ჩარევას და ხშირად გულისხმობს სწორი გადაწყვეტილების მიღებას — მაგალითად, ზრდასრულისთვის მიმართვას ან სასწრაფო დახმარების გამოძახებას.

ფსიქოლოგი ასევე აღნიშნავს, რომ ზრდასრულების რეაგირება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. „ძალიან სახიფათოა დამოკიდებულება, როცა ბავშვის სიგნალი იგნორირდება ფრაზებით — ‘არაფერია’ ან ‘არაფერი მოუვა’“, — ამბობს შოვნაძე.

მისი თქმით, რეაგირების დაგვიანებამ შესაძლოა გადამწყვეტი წუთები დააკარგვინოს შემთხვევის მონაწილეებს. „დახმარების დროული რეაგირება გადამწყვეტია როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის. რამდენად უსაფრთხო იქნება ბავშვის გარემო, დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ვრეაგირებთ მსგავს სიტუაციებში“, — აღნიშნავს ფსიქოლოგი.

მომხდართან დაკავშირებით ბავშვთა ფსიქოლოგი მაია ცირამუა სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

 

 

“ბავშვები, სამშობლოს თუ კიდევ რაღაცის სიყვარულზე მღერიან. მათ გვერდით მეგობარი მოწყვეტით ეცემა. ბავშვებს არ აქვთ ინსტინქტი გადაარჩინონ. ოპერატორი აგრძელებს გადაღებას. პირდაპირი ეთერი არ წყდება. თითქოს აქ არაფერი მომხდარა. აქ ყველაფერი რიგზეა. ბოლომდე ვიმღეროთ. მაყურებელი და მსმენელი არ უნდა გავაწბილოთ.
ერთი ჩემი იტალიელი კოლეგა და მასწავლებელი ასეთ რამეს ამბობდა – სხეული ბრძენია, მას უჩნდება სიმპტომი, რითაც გატყობინებს, რომ ჯერ კიდევ აქვს რესურსი გადარჩეს.
ეს სიმპტომია, რომელიც აჩვენებს, რომ ეს საზოგადოება , ეს ქვეყანა არის გადასარჩენი” – წერს მაია ცირამუა სოციალურ ქსელში.

საკუთარ პოზიციას ავრცელებს იურისტი ზვიად კორძაძეც:

„ის რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მოხდა ერის დიაგნოზია და ვერ დანახვა დანახვამდე არ დადის. რამდენჯერ არ ვუყურებ, რაღაც საშინელების თქმა მინდა.

ბავშვები არ ჩერდებიან სიმღერას აგრძელებენ, ვიღაც იძახის არ დაგვინახავსო, ვითომ ვერდანახვა ნაკლები პრობლემაა.

ვერ ვუშვებ, რომ ვიღაცამ უფროსმა დაინახა და სიმღერის დამთავრებას ელოდებოდა.
ერთი კითხვა მაქვს მხოლოდ, ბავშვს რომ რამე მოსვლოდა იმ სამ წუთში ისევ ვერდანახვა – დანახვაზე იქნებოდა საუბარი?

თუ უკვე გამოძიება კითხავდა ოპერატორს რატომ გადაიტანა კადრი, მუსიკოსს რატომ მიიხედა დაცემის ხმაზე და გააგრძელა სიმღერა, უკანა რიგში მდგარ ბავშვებს და მათ მშობლებს რატომ არ მიეშველნენ ბავშვები. უფროსებს რომლებსაც ეს ბავშვები ყავდათ ჩაბარებული თუ ვერ დაინახეს რატომ და როგორ ვერ დაინახეს???? ისე ახლაც შეუძლია გამოძიებას იგივე გაარკვიოს, არის სისხლის სამართლის კოდექსში შესაბამისი მუხლი და დაუხმარებლობა ქვია.

მუხლი 129. დაუხმარებლობა

სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფისათვის აუცილებელი და აშკარად გადაუდებელი დახმარების გაუწევლობა, თუ დამნაშავეს შეეძლო მისი დახმარება თავისთვის ან სხვისთვის სერიოზული საფრთხის შექმნის გარეშე, აგრეთვე დახმარების საჭიროების შესახებ სათანადო დაწესებულებისათვის ან პირისათვის შეუტყობინებლობა – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.”

იმედია სიმღერის შეწყვეტას თავისთვის ან სხვისთვის საფრთხის შექმნად არავინ მიიჩნევს…
არ ვიცი სიტყვებს თავს ვერ ვუყრი. გადავახევს ვნახავ. ვზივარ გაოგნებული, კიდევ გადავახვევ, ვერ ვხვდები ეს როდის და რა დროს დაგვემართა???“

გონების დაკარგვა: მიზეზები და პირველადი დახმარება

გონების დაკარგვა შეიძლება სხვადასხვა მიზეზით იყოს გამოწვეული, მათ შორის სისხლში შაქრის დონის დაცემით, დაბალი არტერიული წნევით, გადაღლით, სიცხით ან დეჰიდრატაციით. ასევე ხშირია შემთხვევები, როცა ძლიერი ემოციური სტრესი ან შოკი დროებით აფერხებს ტვინში სისხლის მიწოდებას, რაც ცნობიერების დაკარგვას იწვევს.

ასეთ დროს პირველადი რეაგირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. უპირველესად საჭიროა გარემოს უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ადამიანის მშვიდ, უსაფრთხო პოზიციაში მოთავსება, როგორც წესი, ზურგზე დაწვენა და ფეხების ოდნავ აწევა ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას. აუცილებელია სუნთქვის კონტროლი და იმის დაკვირვება, რამდენად სწრაფად უბრუნდება ადამიანი გონებას.

სპეციალისტები ხაზს უსვამენ, რომ ამ დროს არ შეიძლება ადამიანის მარტო დატოვება, ასევე დაუშვებელია გონზე მოსვლამდე მისთვის საკვების ან წყლის მიცემა. ძალით წამოყენება ან მოძრაობის იძულება ასევე შეიძლება დამატებით რისკს ქმნიდეს.

თუ ადამიანი რამდენიმე წუთის განმავლობაში ვერ მოდის გონზე, სუნთქვა უჭირს ან მიზეზი გაურკვეველია, აუცილებელია სასწრაფო სამედიცინო დახმარების დაუყოვნებლივ გამოძახება. ექიმების თქმით, სწრაფი და სწორი რეაგირება ხშირად გადამწყვეტ როლს ასრულებს მდგომარეობის მართვაში.

ტექსტი: ანი შავიშვილი

ასევე გაეცანი

OK! Auroom Bakuriani – სტუმართმასპინძლობის შვიდწლიანი გამოცდილება და განვითარების ახალი ეტაპი
Travel

OK! Auroom Bakuriani – სტუმართმასპინძლობის შვიდწლიანი გამოცდილება და განვითარების ახალი ეტაპი

November 13, 2026
#OK! „ჩემი ცოლის დაქალები“ ბრუნდება – ახალი სეზონი, ნაცნობი პერსონაჟები და სიახლეები: რას გვიმზადებს სერიალის შემოქმედებითი გუნდი?
OK! News

#OK! „ჩემი ცოლის დაქალები“ ბრუნდება – ახალი სეზონი, ნაცნობი პერსონაჟები და სიახლეები: რას გვიმზადებს სერიალის შემოქმედებითი გუნდი?

November 13, 2026
#OK! თაკო გვაზავა – Health&Beauty
Health & Beauty

#OK! თაკო გვაზავა – Health&Beauty

November 13, 2026
#OK! ქეთო ლომსაძის ბლოგი – სამყარო იცვლება, შენ რას აპირებ?
ინტერვიუ

#OK! ქეთო ლომსაძის ბლოგი – სამყარო იცვლება, შენ რას აპირებ?

November 13, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! კორპორაცია ქართული ღვინო  ტრადიცია, ინოვაცია და ახალი სტუმარმასპინძლობა

#OK! კორპორაცია ქართული ღვინო ტრადიცია, ინოვაცია და ახალი სტუმარმასპინძლობა

February 13, 2026
#OK! ცხოვრება ან ჯადოსნურია, ან ჩვეულებრივი – ინტერვიუ ნელი აგირბასთან

#OK! ცხოვრება ან ჯადოსნურია, ან ჩვეულებრივი – ინტერვიუ ნელი აგირბასთან

September 11, 2024
#OK! ქეით მიდლტონი ზარას £16-იანი კაბით კიდევ ერთხელ გამოჩნდა

#OK! ქეით მიდლტონი ზარას £16-იანი კაბით კიდევ ერთხელ გამოჩნდა

October 7, 2021
#OK! The Weeknd რამდენიმე საათის წინ UN World Food Programme-ის კეთილი ნების ელჩად დაასახელეს

#OK! The Weeknd რამდენიმე საათის წინ UN World Food Programme-ის კეთილი ნების ელჩად დაასახელეს

October 8, 2021

კვირის ჰიტები

#OK! Måneskin თითქმის სამწლიანი პაუზის შემდეგ სცენას უბრუნდება

#OK! Måneskin თითქმის სამწლიანი პაუზის შემდეგ სცენას უბრუნდება

November 13, 2026
#OK! პიერპაოლო პიჩოლი Balenciaga-ს ტოვებს – დიზაინერი გადაწყვეტილებას ემოციური წერილით ეხმაურება

#OK! პიერპაოლო პიჩოლი Balenciaga-ს ტოვებს – დიზაინერი გადაწყვეტილებას ემოციური წერილით ეხმაურება

November 6, 2026
#OK! Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის პირველი დღე – NuMeN Studio, GUDU, RECKLESS და საერთაშორისო დიზაინერების კოლექციები

#OK! Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის პირველი დღე – NuMeN Studio, GUDU, RECKLESS და საერთაშორისო დიზაინერების კოლექციები

November 6, 2026
#OK! BRANDიფიკაცია – ოცნებიდან ლოგომდე და პირიქით

#OK! BRANDიფიკაცია – ოცნებიდან ლოგომდე და პირიქით

November 13, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები