• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! რომანტიკული გმირიდან საშიშ ბოროტმოქმედამდე – ჰიუ გრანტის საუკეთესო როლები

September 9, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ჰიუ გრანტის სახელი ბევრისთვის პირველ რიგში ჩარლზთან, უილიამ თეკერთან ან ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან ასოცირდება, თუმცა მისი შემოქმედება გაცილებით მრავალფეროვანია. კარიერის განმავლობაში მსახიობმა არაერთი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული პერსონაჟი შექმნა – შეყვარებული და დაბნეული ბრიტანელი მამაკაცებიდან დაწყებული, ეგოისტი მექალთანითა და ცინიკური კრიმინალით დამთავრებული.

კინოში მისი დებიუტი 1982 წელს ფილმით „Privileged“ შედგა, თუმცა საერთაშორისო აღიარებამდე რამდენიმე წელი დასჭირდა. მნიშვნელოვანი გარდატეხა მის კარიერაში 1987 წლის „Maurice“ გახდა – ჯეიმს აივორის ფილმში შესრულებული როლისთვის გრანტმა ვენეციის კინოფესტივალზე საუკეთესო მსახიობის ჯილდო, Volpi Cup, მიიღო.

Four Weddings and a Funeral

 

1994 წლის „Four Weddings and a Funeral“ ჰიუ გრანტის კარიერაში გარდამტეხი აღმოჩნდა. ჩარლზის – მორიდებული, მოუხერხებელი და დაბნეული ბრიტანელი მამაკაცის როლმა მსახიობს საერთაშორისო აღიარება მოუტანა და 1990-იანი წლების რომანტიკული კომედიების ერთ-ერთ მთავარ სახედ აქცია.

ფილმისთვის გრანტმა ოქროს გლობუსი და BAFTA მიიღო. მისი პერსონაჟი მაყურებელმა სწორედ იმ ბუნებრივი იუმორითა და უხერხული მომხიბვლელობით შეიყვარა, რომელიც მოგვიანებით მსახიობის ეკრანულ იმიჯად იქცა.

Notting Hill

 

1999 წელს ჰიუ გრანტმა უილიამ თეკერის როლი შეასრულა – ლონდონის ნოტინგ ჰილის უბანში მცხოვრები წიგნის მაღაზიის მფლობელის, რომლის მშვიდი და ჩვეულებრივი ცხოვრება ცნობილი ამერიკელი მსახიობის, ანა სკოტის გამოჩენის შემდეგ იცვლება.

ფილმმა მსახიობის რომანტიკული გმირის იმიჯი კიდევ უფრო გაამყარა, ხოლო უილიამ თეკერის პერსონაჟი მისი კარიერის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ როლად იქცა.

Bridget Jones’s Diary

 

2001 წელს ჰიუ გრანტმა „Bridget Jones’s Diary“-ში, დენიელ კლივერის როლში გამოჩნდა – პერსონაჟი, რომელმაც მსახიობის  რომანტიკული გმირის იმიჯი მნიშვნელოვნად შეცვალა. კლივერი თავდაჯერებული და მომხიბვლელი მამაკაცია, თუმცა მისი შარმის მიღმა ეგოიზმი და  უპასუხისმგებლობა იმალება.

About a Boy

 

2002 წლის „About a Boy“ გრანტის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფილმია. ის უილ ფრიმენს, ეგოცენტრულ მამაკაცს განასახიერებს, რომლის ცხოვრებაც ახალგაზრდა ბიჭთან მოულოდნელი მეგობრობის შემდეგ იცვლება.

უილ ფრიმენის როლმა მსახიობს ოქროს გლობუსისა და BAFTA-ს ნომინაციები მოუტანა, ხოლო „About a Boy“ დღემდე მის ერთ-ერთ გამორჩეულ სამსახიობო ნამუშევრად მიიჩნევა.

Love Actually

 

ფილმში გრანტი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს განასახიერებს – ერთი შეხედვით თავდაჯერებულ და გავლენიან ლიდერს, რომელიც ქვეყნის მართვასთან ერთად მოულოდნელად პირადი გრძნობების წინაშე აღმოჩნდება.

გრანტის პერსონაჟის თავისუფალი და იუმორით სავსე ცეკვა „Love Actually“-ს საკულტო მომენტად იქცა და მსახიობის ეკრანულ იმიჯს კიდევ ერთი, განსაკუთრებით სახალისო შტრიხი შემატა.

Heretic

 

2024 წლის ფსიქოლოგიურ საშინელებათა ფილმში „Heretic“ ჰიუ გრანტმა მაყურებელს საკუთარი სამსახიობო შესაძლებლობების სრულიად ახალი მხარე აჩვენა. ფილმში ის მისტერ რიდს განასახიერებს – გარეგნულად თავაზიან, თუმცა იდუმალ მამაკაცს, რომლის სახლში ორი ახალგაზრდა მისიონერი აღმოჩნდება. მათი შეხვედრა მალე ფსიქოლოგიურ თამაშად იქცევა, სადაც რელიგიის, რწმენისა და თავისუფალი ნების შესახებ საუბარი სულ უფრო დაძაბულ და სახიფათო გარემოს ქმნის.

მისტერ რიდის როლმა გრანტს საშუალება მისცა, საბოლოოდ დაენგრია რომანტიკული კომედიების საყვარელი გმირის იმიჯი. მისმა შესრულებამ კრიტიკოსების მაღალი შეფასება დაიმსახურა და მსახიობს BAFTA-ს ნომინაცია მოუტანა.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

#OK! 90-იანებისა და 2000-იანების რომანტიკული კომედიები, რომლებიც ერთხელ მაინც უნდა ნახოთ

#OK! ჯეინ ოსტინის რომანების 5 საუკეთესო ეკრანიზაცია

 

 

ასევე გაეცანი

#OK! ჯულია რობერტსი – ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობის ისტორია
OK! კულტურა

#OK! ჯულია რობერტსი – ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობის ისტორია

October 28, 2026
#OK! ჰოლივუდის ვარსკვლავების ყველაზე დასამახსოვრებელი ჰელოუინის კოსტიუმები
OK! კულტურა

#OK! ჰოლივუდის ვარსკვლავების ყველაზე დასამახსოვრებელი ჰელოუინის კოსტიუმები

October 28, 2026
#OK! 5 ფილმი, რომელიც ჰელოუინის საღამოს განსაკუთრებულ განწყობას შეგიქმნით
OK! კულტურა

#OK! 5 ფილმი, რომელიც ჰელოუინის საღამოს განსაკუთრებულ განწყობას შეგიქმნით

October 27, 2026
#OK! რამდენს გამოიმუშავებენ Victoria’s Secret-ის მოდელები ჩვენებაში მონაწილეობით – რა არის მატილდა გვარლიანის სავარაუდო ჰონორარი?
OK! კულტურა

#OK! რამდენს გამოიმუშავებენ Victoria’s Secret-ის მოდელები ჩვენებაში მონაწილეობით – რა არის მატილდა გვარლიანის სავარაუდო ჰონორარი?

October 27, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! მიმართეთ თქვენი ენერგია ბედნიერებისკენ – ინტერვიუ კუნდალინი იოგას ინსტრუქტორთან

#OK! მიმართეთ თქვენი ენერგია ბედნიერებისკენ – ინტერვიუ კუნდალინი იოგას ინსტრუქტორთან

December 30, 2022
#OK! როგორ აღნიშნა ნინო ფუტკარაძემ დაბადების დღე

#OK! როგორ აღნიშნა ნინო ფუტკარაძემ დაბადების დღე

October 10, 2022
#OK! ჰიუ ჯეკმენი განქორწინების შემდეგ ახალ რჩეულთან ერთად გამოჩნდა

#OK! ჰიუ ჯეკმენი განქორწინების შემდეგ ახალ რჩეულთან ერთად გამოჩნდა

October 27, 2025
#OK! ვაჟა-ფშაველას 10 გამონათქვამი სამშობლოზე

#OK! ვაჟა-ფშაველას 10 გამონათქვამი სამშობლოზე

July 13, 2026

კვირის ჰიტები

#OK!BusinessCelebrity რიანა და Fenty Beauty – როგორ აქცია მომღერალმა სილამაზის ინდუსტრიაში არსებული პრობლემა წარმატებულ ბიზნესად

#OK!BusinessCelebrity რიანა და Fenty Beauty – როგორ აქცია მომღერალმა სილამაზის ინდუსტრიაში არსებული პრობლემა წარმატებულ ბიზნესად

October 27, 2026
#OK! ლევან კოღუაშვილს „ოქროს გლობუსის“ სპეციალური ჯილდო გადაეცა

#OK! ლევან კოღუაშვილს „ოქროს გლობუსის“ სპეციალური ჯილდო გადაეცა

October 25, 2026
#OK! Global Tech Weekend 2027-ის ოფიციალური გახსნა: 5 დეკემბერს სტარტაპები საერთაშორისო ინვესტორებს მთაწმინდის პანორამულ ბორბალზე წარუდგებიან

#OK! Global Tech Weekend 2027-ის ოფიციალური გახსნა: 5 დეკემბერს სტარტაპები საერთაშორისო ინვესტორებს მთაწმინდის პანორამულ ბორბალზე წარუდგებიან

October 27, 2026
#OK! ციფრული სამყაროს მიღმა – Mitaishvili academy: ცოდნა, გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები

#OK! ციფრული სამყაროს მიღმა – Mitaishvili academy: ცოდნა, გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები

October 28, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები