• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

ფლორიან ჰაინერი საქართველოს სტუმარმასპინძლობის მომავალზე „მე მივდივარ იქ, სადაც ზრდა ხდება, და შემდეგი საქართველოა“

თბილისი მსოფლიო ყურადღების ცენტრში ექცევა

July 17, 2026
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

მსოფლიოს წამყვან სასტუმრო ქსელებში მრავალწლიანი კარიერის შემდეგ, ფლორიან ჰაინერი საქართველოს სტუმარმასპინძლობის სექტორს უერთდება. BTL Collection Hotels & Preference Hualing Tbilisi-ს ახალი გენერალური მენეჯერი OK!-სთან საუბარში განმარტავს, რატომ მიაჩნია საქართველო სწრაფად მზარდ ბაზრად და რა ნაბიჯებია საჭირო ქვეყნის საერთაშორისო პოზიციების გასაძლიერებლად.ფლორიან ჰაინერს სტუმარმასპინძლობის სფეროში 30 წელზე მეტი ხნის საერთაშორისო გამოცდილება აქვს, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობის გამოცდილება Hilton, Marriott, IHG, Radisson და Kempinski-ს სასტუმროებში ევროპაში, აშშ-ში, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონსა და ჩინეთში. იგი ფლობს Rutgers Business School-ის საერთაშორისო Executive MBA-ის ხარისხს.

 

 

რამ მიგიზიდათ საქართველოს ბაზარზე თქვენი კარიერის ამ ეტაპზე?

ჩემი კარიერის უდიდესი ნაწილი გავატარე გლობალურ და განვითარებად ბაზრებზე, კულტურულად მრავალფეროვან რეგიონებში. ჩემი ხედვა ყოველთვის პირდაპირი იყო: მე მივდივარ იქ, სადაც ზრდაა.

ხშირად მიმუშავია ისეთ ბაზრებზე, რომლებსაც მე „სწრაფი ზრდის“ ბაზრებს ვუწოდებ. თბილისიც სწორედ ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებს. ქალაქი იზრდება, საერთაშორისო ყურადღება მატულობს და საქართველო უფრო დიდი გლობალური ხილვადობისკენ მიიწევს. მსგავსი განცდა მქონდა, როდესაც პირველად ჩავედი შანხაიში 2000-იანების დასაწყისში.

თბილისის მდებარეობა ევროპას, აზიასა და ახლო აღმოსავლეთს შორის მხოლოდ გეოგრაფიული არ არის – ის განსაზღვრავს მის სტუმარმასპინძლობის დინამიკას.

 

როგორ აფასებთ თბილისის პოზიციას მაღალი კლასის სტუმარმასპინძლობის გლობალურ ბაზარზე?

თბილისს იშვიათი უპირატესობა აქვს – ის ნამდვილად საკუთარი თავის ერთგულია. დღევანდელი მოგზაურები სულ უფრო მეტად ეძებენ ავთენტიკურ გამოცდილებას და თბილისი ამას ბუნებრივად სთავაზობს.

ქალაქი ერთდროულად სამ კატეგორიას ემსახურება. ევროპელი, აზიელი და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ჩამოსული მოგზაურები აქ კულტურის, სამზარეულოს, ღვინისა და ისტორიის გამო ჩამოდიან. ბიზნესისა და კონფერენციების სტუმრები კი თბილისს ირჩევენ ხელმისაწვდომობის, კარგი კავშირების და მისი სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობის გამო ევროპას, აზიასა და ახლო აღმოსავლეთს შორის.

ძალიან ცოტაა ისეთი მიმართულება, რომელიც ამგვარად აერთიანებს ასეთ ღრმა კულტურულ მემკვიდრეობასა და ბიზნესისთვის მნიშვნელოვან გარემოს. საქართველოს მთავარი ძალა მისი ბუნებრივი სტუმართმოყვარეობის კულტურაა.

 

 

როგორ მოქმედებს გეოპოლიტიკური და რეგიონული ვითარება საქართველოში სასტუმროებზე მოთხოვნაზე?

საქართველო სარგებლობს თავისი სტრატეგიული მდებარეობით ევროპას, აზიასა და ახლო აღმოსავლეთს შორის, ასევე „ერთი სარტყელი – ერთი გზის“ (Belt and Road) ინიციატივით.

კავშირების განვითარებაში მუდმივი ინვესტიციები, განსაკუთრებით პირდაპირი ავიარეისებისა და რეგიონული ხელმისაწვდომობის გაფართოება განსაზღვრავს, თუ რამდენად დიდი გლობალური მოთხოვნის მოზიდვას შეძლებს ქვეყანა.

საერთაშორისო სტუმარმასპინძლობის უმაღლეს დონეზე – მაგალითად, მასშტაბური სამიტებისა და გლობალური ეკონომიკური ფორუმების დროს – სწორედ ლოგისტიკა და ხელმისაწვდომობა განსაზღვრავს მოთხოვნას.

ვიზიტორთა გეოგრაფიული მრავალფეროვნება ევროპიდან, აზიიდან, ახლო აღმოსავლეთიდან და შორეული მიმართულებებიდან, საქართველოს ტურისტული სექტორისთვის ძლიერი და სტაბილურობის მომტანი ფაქტორია.

 

რამდენად მიმზიდველია საქართველოს სტუმარმასპინძლობის სექტორი ინვესტორებისთვის?

ინვესტორებისთვის დრო ჯერ კიდევ ხელსაყრელია. ეს მართლაც ძალიან მიმზიდველი ბაზარია. საქართველო სთავაზობს ბიზნესზე ორიენტირებულ გარემოს, ხელსაყრელ საგადასახადო პირობებს მეწარმეებისა და ინვესტორებისთვის, რაც ხელს უწყობს ზრდას. ამასთან ერთად, ქვეყნის სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის ტურიზმის განვითარებისთვის.

 

 

რით გამოირჩევა BTL Collection Hotels & Preference Hualing Tbilisi?

BTL Hospitality 2012 წელს დაარსდა და მას შემდეგ ჩამოყალიბდა საერთაშორისო სასტუმროებისა და კულტურული ტურიზმის მართვის ერთ-ერთ წამყვან ჯგუფად. კომპანიამ ძლიერი პოზიციები დაიკავა ჩინეთში და განაგრძობს გაფართოებას ახლო აღმოსავლეთში, იაპონიაში, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონსა და კავკასიაში.

საქართველოში თავისი ფლაგმანური სასტუმროს მეშვეობით BTL აგრძელებს ერთგულებას კულტურულად გამდიდრებული სტუმარმასპინძლობის გამოცდილების შექმნის მიმართ, რომელიც პასუხობს საერთაშორისო მოგზაურების, დასასვენებელი და საქმიანი სტუმრების, ასევე საერთაშორისო კონფერენციების დელეგატების თანამედროვე მოლოდინებს.

„Bring the Legend“-ის ფილოსოფიით შთაგონებული BTL Collection Hotels & Preference Hualing Tbilisi ჰარმონიულად აერთიანებს ჩინურ კულტურულ მემკვიდრეობას, ქართულ სტუმართმოყვარეობასა და ევროპულ ელეგანტურობას.

მსოფლიო დონის ველნეს-სივრცითა და ელეგანტური ატმოსფეროთი ცნობილი BTL Collection Hotels & Preference Hualing Tbilisi სტუმრებსა და კლუბის წევრებს სიმშვიდისა და განტვირთვის იდეალურ გარემოს სთავაზობს. 3 500 კვადრატულ მეტრზე განთავსებული რეკრეაციული და ველნეს-ცენტრი სტუმრებს სრულფასოვან ველნეს-გამოცდილებას ჰპირდება.

როგორც საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი MICE მიმართულება, სასტუმრო სტრატეგიულად მდებარეობს თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და ქალაქის ცენტრს შორის, საიდანაც ორივე მიმართულებით მგზავრობას დაახლოებით 15 წუთი სჭირდება.

მისი უნიკალური მდებარეობა თბილისის ზღვის სანაპიროზე სტუმრებს სთავაზობს სუფთა ჰაერს, მშვიდ გარემოს, მიმდებარე ბორცვებისა და ვენახების პანორამულ ხედებს. ეს გარემო იდეალურ ფონს ქმნის მასშტაბური კონფერენციებისთვის, კორპორაციული ღონისძიებებისთვის, მენეჯერული რეტრიტებისა და დასასვენებელი ცხოვრებისათვის.

ასევე, სტუმრების საყვარელი ადგილია ENSEMBLE – ერთადერთი ავთენტიკური ჩინური მაღალი კლასის (Fine Dining) რესტორანი საქართველოში, რომელიც სასტუმროში ფუნქციონირებს.

რაც ნამდვილად განასხვავებს BTL Collection Hotels & Preference Hualing Tbilisi-ს, არის ჩინური და ქართული კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური შერწყმა ერთ სტუმარმასპინძლობის სივრცეში.

 

 

როგორი სტუმრის გამოცდილების შექმნას ისახავთ მიზნად?

ჩვენი მიზანია შევქმნათ ავთენტიკური კავშირი დანიშნულების ადგილთან, გავუსვათ ხაზი მის უნიკალურ ხასიათს და შევთავაზოთ სტუმრებს ისეთი გამოცდილება, რომელიც მოგზაურობის დასრულების შემდეგაც დიდხანს დარჩება მათ მეხსიერებაში.

ჩვენთვის ნამდვილი ფუფუნება ნიშნავს, რომ ადამიანს აქვს დრო და სივრცე, მთლიანად ჩაერთოს საგულდაგულოდ შექმნილ გარემოში, სადაც თითოეული დეტალი გააზრებულია, თითოეული შეხების წერტილი პერსონალიზებულია, ხოლო ყოველი გამოცდილება – მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი. ამ ყველაფრის ცენტრში ჩვენი თანამშრომლები არიან.

 

 

 

ტექსტი: ლანა კოკაია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

OK! Auroom Bakuriani – სტუმართმასპინძლობის შვიდწლიანი გამოცდილება და განვითარების ახალი ეტაპი
Slider Area

OK! Auroom Bakuriani – სტუმართმასპინძლობის შვიდწლიანი გამოცდილება და განვითარების ახალი ეტაპი

November 13, 2026
#OK! თაკო გვაზავა – Health&Beauty
Health & Beauty

#OK! თაკო გვაზავა – Health&Beauty

November 13, 2026
#OK! ქეთო ლომსაძის ბლოგი – სამყარო იცვლება, შენ რას აპირებ?
ინტერვიუ

#OK! ქეთო ლომსაძის ბლოგი – სამყარო იცვლება, შენ რას აპირებ?

November 13, 2026
#OK! სიყვარული კადრს მიღმა – მარი ნაკანისა და გიორგი მამასახლისის LOVE STORY
ინტერვიუ

#OK! სიყვარული კადრს მიღმა – მარი ნაკანისა და გიორგი მამასახლისის LOVE STORY

November 13, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! კორპორაცია ქართული ღვინო  ტრადიცია, ინოვაცია და ახალი სტუმარმასპინძლობა

#OK! კორპორაცია ქართული ღვინო ტრადიცია, ინოვაცია და ახალი სტუმარმასპინძლობა

February 13, 2026
#OK! ცხოვრება ან ჯადოსნურია, ან ჩვეულებრივი – ინტერვიუ ნელი აგირბასთან

#OK! ცხოვრება ან ჯადოსნურია, ან ჩვეულებრივი – ინტერვიუ ნელი აგირბასთან

September 11, 2024
#OK! ქეით მიდლტონი ზარას £16-იანი კაბით კიდევ ერთხელ გამოჩნდა

#OK! ქეით მიდლტონი ზარას £16-იანი კაბით კიდევ ერთხელ გამოჩნდა

October 7, 2021
#OK! The Weeknd რამდენიმე საათის წინ UN World Food Programme-ის კეთილი ნების ელჩად დაასახელეს

#OK! The Weeknd რამდენიმე საათის წინ UN World Food Programme-ის კეთილი ნების ელჩად დაასახელეს

October 8, 2021

კვირის ჰიტები

#OK! Måneskin თითქმის სამწლიანი პაუზის შემდეგ სცენას უბრუნდება

#OK! Måneskin თითქმის სამწლიანი პაუზის შემდეგ სცენას უბრუნდება

November 13, 2026
#OK! პიერპაოლო პიჩოლი Balenciaga-ს ტოვებს – დიზაინერი გადაწყვეტილებას ემოციური წერილით ეხმაურება

#OK! პიერპაოლო პიჩოლი Balenciaga-ს ტოვებს – დიზაინერი გადაწყვეტილებას ემოციური წერილით ეხმაურება

November 6, 2026
#OK! Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის პირველი დღე – NuMeN Studio, GUDU, RECKLESS და საერთაშორისო დიზაინერების კოლექციები

#OK! Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის პირველი დღე – NuMeN Studio, GUDU, RECKLESS და საერთაშორისო დიზაინერების კოლექციები

November 6, 2026
#OK! BRANDიფიკაცია – ოცნებიდან ლოგომდე და პირიქით

#OK! BRANDიფიკაცია – ოცნებიდან ლოგომდე და პირიქით

November 13, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები