• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! „მასწავლებლობა მხოლოდ პროფესია არ არის, ეს არის შესაძლებლობა, ყოველდღიურად შეეხო მომავლის შექმნის პროცესს“ – დიანა გაბისონიას პროფესიული გზა

August 10, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

კარგ პედაგოგს მხოლოდ მრავალწლიანი გამოცდილება არ განსაზღვრავს. მისი პროფესიონალიზმის საფუძველი სწორი ღირებულებები და ის სასწავლო მიდგომებია, რომელიც ადამიანის პიროვნების ჩამოყალიბებაში დიდ როლს ასრულებს. სწორედ მასწავლებლის ხელში ყალიბდება მომავალი თაობის აზროვნება, ღირებულებები და ცხოვრებისადმი დამოკიდებულება. ჩემი დღევანდელი რესპონდენტი, ინგლისური ენის პედაგოგი, დიანა გაბისონია მიიჩნევს, რომ მოსწავლის განვითარება მხოლოდ აკადემიური ცოდნით არ იზომება, ამ გზაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია ემოციური უსაფრთხოება, მოტივაცია, ჯანსაღი ურთიერთობები და ის გარემო, რომელშიც ბავშვი იზრდება. სწორედ ამ ხედვის გაგრძელებაა დიანას მიერ შექმნილი ონლაინპლატფორმები – „Educator“ და „EnglishSparkle“. პირველი ცხოვრებისეული გამოცდილების, ღირებულებებისა და სიბრძნის გაზიარებას ემსახურება, ხოლო მეორე ინგლისური ენის შემსწავლელებისთვის ცოდნის მიღებისა და განვითარების შესაძლებლობას ქმნის.

 

რამ განაპირობა თქვენი პროფესიული არჩევანი?

უპირველეს ყოვლისა, მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. ვფიქრობ, პროფესიული არჩევანი გაცილებით ადრე ყალიბდება, ვიდრე ადამიანი კონკრეტულ პროფესიას აირჩევს. ჩემი შემთხვევაც სწორედ ასეთია. გავიზარდე ოჯახში, სადაც ცოდნა, განათლება და მეცნიერება ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო. მამაჩემი, პროფესორი მათემატიკოსი და ამერიკის მათემატიკური საზოგადოების წევრი, თავისი სამეცნიერო საქმიანობით ჩემთვის დღემდე შთაგონების წყაროა. დედაც მათემატიკოსი და მუსიკოსია, ჩემი დაც პროფესორია გამოთვლითი ტექნოლოგიების მიმართულებით. ასეთ გარემოში სწავლა და მუდმივი განვითარება ცხოვრების ბუნებრივ წესად იქცა.

ჩემს ოჯახს განათლებასთან მრავალწლიანი კავშირი ჰქონდა. ბებია პედაგოგი იყო, ხოლო ოჯახში ხშირად იკრიბებოდნენ მეცნიერებისა და განათლების სფეროს წარმომადგენლები. სწორედ ამ გარემომ ჩამომიყალიბა რწმენა, რომ მასწავლებელი არა მხოლოდ ცოდნას გადასცემს, არამედ მომავალ თაობასაც აყალიბებს. მოგვიანებით ეს ხედვა კიდევ უფრო გამიმყარდა როგორც კლასიკური ფილოსოფიის, ისე „ვეფხისტყაოსნის“ იდეების გაცნობით, სადაც ცოდნა, სიბრძნე და ადამიანური ღირებულებები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი, ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფილოლოგიის მიმართულებით. ჩემი პროფესიული გზა დაიწყო აკადემიკოს კორნელი კეკელიძის 29-ე საჯარო სკოლაში, შემდეგ 15 წელი ვიმუშავე სკოლა-ლიცეუმ „მწიგნობართუხუცესში“, ერთი წელი – კერძო სკოლა „თანამედროვე განათლების აკადემიაში“, ხოლო უკვე მერვე წელია ვაკის ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი ვარ.

 

 

რამდენად მნიშვნელოვანია პედაგოგისთვის მუდმივი პროფესიული განვითარება?

ჩემთვის პროფესიული განვითარება უწყვეტი პროცესია. ვარ საერთაშორისო გლობალური განათლების წარმომადგენელი, საგანმანათლებლო ასოციაცია Key Consulting-ის საპატიო წევრი და სერტიფიცირებული ტრენერი. პარალელურად ვსწავლობ ნეიროფსიქოლოგიას, ნეიროლინგვისტიკასა და ფსიქოანალიზს, ასევე ვიღრმავებ ცოდნას ფსიქოლოგიისა და სამართლის მიმართულებით, რადგან მიმაჩნია, რომ თანამედროვე განათლება მრავალმხრივ ცოდნას მოითხოვს.

აქტიურად ვმონაწილეობ საგანმანათლებლო პროექტებში, კონფერენციებსა და ტრენინგებში, ხშირად მომხსენებლის როლშიც. ასევე, საქართველოსა და ამერიკის თავდაცვის სამინისტროების ერთობლივ წვრთნებში ვმუშაობდი მედიატორად და თარჯიმნად.

მჯერა, რომ მასწავლებლის ყველაზე დიდი პროფესიული ინვესტიცია მუდმივი სწავლაა. საბოლოოდ კი მისი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა არა სერტიფიკატები, არამედ მოსწავლეების წარმატებაა.

 

სწავლების პროცესში რა მეთოდებსა და მიდგომებს ანიჭებთ უპირატესობას?

მჯერა, რომ უნივერსალური სწავლების მეთოდი არ არსებობს. თითოეული კლასი და თითოეული მოსწავლე უნიკალურია, ამიტომ სასწავლო პროცესის დაგეგმვას ყოველთვის მოსწავლეების ინტერესების, შესაძლებლობებისა და საჭიროებების გაცნობით ვიწყებ. მხოლოდ ამის შემდეგ ვირჩევ იმ მიდგომებს, რომლებიც კონკრეტული ჯგუფისთვის ყველაზე ეფექტიანი იქნება.

პრაქტიკაში უპირატესობას ვანიჭებ მოსწავლეზე ორიენტირებულ, კონსტრუქტივისტულ, პროექტებითა და კვლევაზე დაფუძნებულ სწავლებას, ასევე თანამშრომლობით და ინტეგრირებულ მიდგომებს. ხშირად ვაკავშირებ ინგლისურ ენას ფსიქოლოგიასთან, ისტორიასთან, ლიტერატურასა და სხვა დისციპლინებთან, რადგან მიმაჩნია, რომ ცოდნა ერთიანი სისტემაა და არა ერთმანეთისგან განცალკევებული საგნები.

ჩემთვის სწავლების მთავარი პრინციპი მოსწავლის დანახვაა. ვერც თანამედროვე ტექნოლოგია და ვერც ხელოვნური ინტელექტი ვერ ჩაანაცვლებს მასწავლებელს, რომელიც უსმენს, ენდობა და სჯერა თავისი მოსწავლის შესაძლებლობების.

კარგი გაკვეთილი ის არის, რომლის დასრულების შემდეგ მოსწავლე კლასიდან გადის არა მხოლოდ ახალი ცოდნით, არამედ ახალი კითხვებითაც, რადგან სწორედ კითხვა ხდება აღმოჩენის დასაწყისი, ხოლო აღმოჩენა – ნამდვილი განათლების საფუძველი.

 

 

 

გვესაუბრეთ თქვენს ონლაინარხებზე…

ორივე პროექტი ერთი მიზნის გარშემო გაერთიანდა – ცოდნის გაზიარება. სწავლების მრავალწლიანი გამოცდილების განმავლობაში დავრწმუნდი, რომ მასწავლებლის გავლენა საკლასო ოთახით არ შემოიფარგლება. სწორედ ამ რწმენით შევქმენი „EnglishSparkle“, სადაც ვაზიარებ ინგლისური ენის სწავლების რესურსებს, პრაქტიკულ რჩევებსა და სასარგებლო მასალებს, რომლებიც ათასობით პედაგოგსა და მოსწავლეს ეხმარება.

„Educator“ კი შეიქმნა იმ იდეით, რომ თანამედროვე განათლება მხოლოდ ერთი საგნის ცოდნას არ ეფუძნება. ამ სივრცეში განვიხილავ განათლების, ფსიქოლოგიის, ტექნოლოგიების, ნეირომეცნიერებისა და სხვა აქტუალურ საკითხებს, რომლებიც პროფესიულ განვითარებას უწყობს ხელს. ჩემთვის ეს ორივე პლატფორმა ერთი დიდი მისიის ნაწილია – ცოდნა უფრო ხელმისაწვდომი გავხადო და ხელი შევუწყო განათლების განვითარებას.

 

რა არის დღეს თქვენი მთავარი პროფესიული მიზანი?

ჩემი მთავარი მიზანია ვიყო იმ ცვლილებების ნაწილი, რომლებიც განათლების სისტემას კიდევ უფრო გააძლიერებს. მინდა, ჩემი ცოდნა და გამოცდილება მხოლოდ საკლასო ოთახში არ დარჩეს, არამედ უფრო ფართო პროფესიულ სივრცესაც მოხმარდეს, ამიტომ აქტიურად ვმუშაობ ტრენერობის მიმართულებით, ვატარებ მასტერკლასებსა და პროფესიული განვითარების კურსებს, სადაც კოლეგებთან პრაქტიკულ გამოცდილებას ვაზიარებ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ხელოვნური ინტელექტის განათლებაში ეფექტიანი ინტეგრირება. დარწმუნებული ვარ, AI მასწავლებელს ვერ ჩაანაცვლებს, თუმცა მისი გონივრული გამოყენება სწავლების ხარისხს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

ჩემთვის წარმატება მხოლოდ პირადი მიღწევებით არ იზომება. ყველაზე დიდ მოტივაციას მაშინ ვგრძნობ, როდესაც ჩემი საქმიანობა სხვა ადამიანების პროფესიულ ზრდასა და განვითარებას უწყობს ხელს.

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! „ფორმუსი“ – ახალი იდენტობა და განვითარების ახალი ეტაპი დეველოპერულ ბაზარზე
OK! Business

#OK! „ფორმუსი“ – ახალი იდენტობა და განვითარების ახალი ეტაპი დეველოპერულ ბაზარზე

September 7, 2026
#OK! „ჭიტას“ 30 წელი – სამი ათწლეული ბავშვობის ჯადოსნური სამყაროს შექმნაში
OK! Business

#OK! „ჭიტას“ 30 წელი – სამი ათწლეული ბავშვობის ჯადოსნური სამყაროს შექმნაში

September 7, 2026
OK! ქეთევან ბოჭორიშვილის პროფესიული გზა – უწყვეტი განვითარებით შექმნილი წარმატების ისტორია
Slider Area

OK! ქეთევან ბოჭორიშვილის პროფესიული გზა – უწყვეტი განვითარებით შექმნილი წარმატების ისტორია

August 24, 2026
#OK! Hotel Babu Kutaisi – ოჯახური სითბოსა და სტუმარმასპინძლობის მისამართი
OK! ქუთაისი

#OK! Hotel Babu Kutaisi – ოჯახური სითბოსა და სტუმარმასპინძლობის მისამართი

August 25, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! უსაფრთხო ალტერნატივა“ თუ მარკეტინგული ხრიკი? — რას გვიმალავს თამბაქოს ინდუსტრია

#OK! უსაფრთხო ალტერნატივა“ თუ მარკეტინგული ხრიკი? — რას გვიმალავს თამბაქოს ინდუსტრია

June 23, 2026
#OK! ფიფქიას ახალ ფილმში გალ გადოტი დედინაცვლის როლს შეასრულებს

#OK! ფიფქიას ახალ ფილმში გალ გადოტი დედინაცვლის როლს შეასრულებს

November 9, 2021
#OK! მიშელ იეოს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს

#OK! მიშელ იეოს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს

February 19, 2026
#OK! ბრაზილიელი სუპერმოდელი 42 წლის გახდა – დაბალანსებული ცხოვრების საწინდარი საკუთარი თავის სიყვარულია – მიიღეთ მოტივაცია ალესანდრა ამბროსიოსგან

#OK! ბრაზილიელი სუპერმოდელი 42 წლის გახდა – დაბალანსებული ცხოვრების საწინდარი საკუთარი თავის სიყვარულია – მიიღეთ მოტივაცია ალესანდრა ამბროსიოსგან

April 11, 2023

კვირის ჰიტები

#OK! ჰარი პოტერი ეკრანს უბრუნდება – HBO-მ სერიალის ახალი თრეილერი გამოაქვეყნა

#OK! ჰარი პოტერი ეკრანს უბრუნდება – HBO-მ სერიალის ახალი თრეილერი გამოაქვეყნა

September 3, 2026
#OK! ვენეციის კინოფესტივალი გაიხსნა – ჯორჯ კლუნის ემოციური დაჯილდოება, ვარსკვლავური წითელი ხალიჩა და „Ink“-ის ხმაურიანი პრემიერა

#OK! ვენეციის კინოფესტივალი გაიხსნა – ჯორჯ კლუნის ემოციური დაჯილდოება, ვარსკვლავური წითელი ხალიჩა და „Ink“-ის ხმაურიანი პრემიერა

September 3, 2026
#OK! ვენეციის კინოფესტივალის გამორჩეული ლუქები

#OK! ვენეციის კინოფესტივალის გამორჩეული ლუქები

September 8, 2026
#OK! ქართველი სოპრანო ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა

#OK! ქართველი სოპრანო ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა

September 2, 2026
PANDAWA4D
SALDOKU777
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
PANDAWA4D
177winbet
pandawa177
saldoku777
https://xblarcade.com/
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები