• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! ქუთაისი

#OK! დავით კლდიაშვილის ქუთაისი – მუდმივი და ჩაუმქრალი სიყვარული

July 4, 2025
საკითხავი დრო: 1 min read

ბავშვობაში მფრინავობაზე ოცნებობდა, რადგან სახლი, სადაც გაიზარდა, ორ აეროდრომს შორის იყო მოქცეული და ხან სამოქალაქო ლაინერების ფრენას აკვირდებოდა, ხანაც სამხედრო თვითმფრინავებისას. თუმცა, დიდი ავიაციის ნაცვლად, დიდ ინდუსტრიაში მოხვდა და როდესაც ქუთაისში პირველი ავატომობილი გამოუშვეს, არჩევანიც სწორედ მაშინ გააკეთა. მუსხელიშვილის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სწავლისას, მამის მსგავსად, ქუთაისის საავტომობილო ქარხანაში დასაქმდა. მას შემდეგ იყო სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობები. 1985-87 წლებში კი ქუთაისის კულტურის სამსახური ჩაიბარა და მშობლიური ქალაქის კულტურულ-საგანმანათლებლო საქმეში განსაკუთრებული წვლილიც შეიტანა. ღვაწლი და თავდადება დაუფასდა. ამიტომაც აირჩიეს ქუთაისის საპატიო მოქალაქედ.

მოგვიანებით მორიგი არჩევანის გაკეთებამ მოუწია. ეს იყო ჟურნალისტიკა და გაზეთ „იმერეთის მოამბის“ რედაქტორობა. ამბობს, რომ კოლეგა ჟურნალისტებისაგან ბევრი ისწავლა და ამგვარად გახდა ბეჭდური მედია მისი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილი. ამჟამად გაზეთ „თერჯოლის“ რედაქტორია და მომავალ თაობებს მისი ფურცლებიდან ასწავლის ქართული ეროვნული საგანძურის სიყვარულს.

ამ ყველაფერზე „OK! ქუთაისის“ მკითხველს თავად დავით კლდიაშვილი ესაუბრება.

რამ განაპირობა თქვენი პროფესიის არჩევა, რომ ჟურნალისტი გახდით? რა არის თქვენთვის ჟურნალისტიკა?

ეს მოგვიანებით, 1995 წელს მოხდა. მეგობრები მყავდა პრესაში. სწორედ მათ მთხოვეს „იმერეთის მოამბეში“ პასუხისმგებელ რედაქტორად დამეწყო მუშაობა. ჩემი საუკეთესო მეგობრების, სოსო მაღრაძის („იმერეთის მოამბის“ პირველი რედაქტორი) და გიორგი ცხადაძის („იმერეთის მოამბის“ რედაქტორის მოადგილე) თხოვნას დავთანხმდი და დღემდე ბეჭდურ მედიაში ვარ. ასე რომ, ჩემი 30 წლის წინანდელი ნათლობა პრესასთან საკმაოდ მყარი აღმოჩნდა.

 

 

 

 

წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდით გაზეთ „იმერეთის მოამბეს“, რას ნიშნავს ეს თქვენთვის? როგორ შეაფასებთ იმ წლებს?

„იმერეთის მოამბის“ მთავარ რედაქტორად 1998-2011 წლებში ვიმუშავე. ეს დრო და ადამიანები, ვისთანაც ვმუშაობდი, დაუვიწყარია.

რედაქციაში გვყავდა ჭეშმარიტი პროფესიონალები და ახალბედებიც, რომლებიც ჩვენთან დაფრთიანდნენ და დღესაც ნაყოფიერ საქმიანობას ეწევიან ჟურნალისტიკასა თუ სხვა სფეროში.

მეამაყება, რომ სწორედ ჩვენთან მუშაობდნენ ჟურნალისტები: ნანული ცხვედიანი, ეთერ ნაცვლიშვილი, ირმა მარდალეიშვილი, ირმა ბახუტაშვილი, ქეთევან ჟვანია, თეონა ჭეიშვილი, ლელა ხაჭაპურიძე, მარიკა ხვედელიძე, თინიკო დვალიშვილი, ეკა ბოჭორიშვილი. მხატვარი გია კანდელაკი, კორექტორები: იამზე შალამბერიძე, ელისო ქორიძე. ბუღალტერი დარეჯან კარანაძე. ჩემი მოადგილე, ლევან ლექვინაძე, ასევე ყოფილი რედაქტორი გიგა ხვინგია, „იმერსპორტის“ რედაქტორი იუზა კაციტაძე, პასუხისმგებელი რედაქტორი ალეკო გუბელაძე.

მინდა დიდი გულისტიკივლით მოვიგონო ისინი, ვინც უკვე იმიერში გადასახლდნენ – ყოფილი მთავარი რედაქტორი, სოსო მაღრაძე, მოადგილე გიორგი ცხადაძე, ფოტორეპორტიორები: გურამ გერსამია, თემურ ჯავახაძე, საშა გოგებაშვილი და ბადრი კეთილაძე, ჟურნალისტი ვახტანგ კიკნაძე, ტექნიკური რედაქტორი დიმიტრი ჩხატარაიშვილი.

„იმერეთის მოამბემ“, რომელიც უპირველესად ქუთაისსა და იმერეთის რაიონებში ვრცელდებოდა, სწორედ ამ ადამიანების გარჯით, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა იმ პერიოდის იმერეთის ცხოვრებაში. გაზეთი გახდა ერთ-ერთი გამორჩეული რეგიონული გამოცემა. სხვადასხვა დროს „იმერეთის მოამბე“ გამოსცემდა გაზეთებს: „საპარლამენტო მაცნეს“, „იმერსპორტს“ და რამდენიმე სხვა რეგიონულ გაზეთს.

 

 

რა არის თქვენთვის ქუთაისი? როგორი უნდა იყოს ნამდვილი ქუთაისელი?

ქუთაისი ჩემთვის ალბათ ისაა, სრულყოფილად რომ ვერასოდეს იტყვი. ქუთაისი ჩემთვის, ყველაფერია – ჩემი სამშობლო, ჩემი მამული, ჩემი რწმენა, ჩვენი ენა და ჩვენი ისტორია.

ქუთაისი ჩვენი მუდმივი და ჩაუმქრალი სიყვარულია!

ქუთაისი კაცურკაცობის ქალაქია…

ქუთაისი ადგილია, სადაც აფასებენ იმას, რა ტრადიციებიც შეუქმნია და ჩვენამდე მოუტანიათ ჩვენს წინაპრებს…

ქუთაისი მარად ჩაუმქრალი, ცივილიზაციის ისტორიაში დავანებული ქალაქია!

აი, ამ ყველაფრის ტვირთით უნდა ცხოვრობდეს ქუთაისელიც და არაქუთაისელიც, ის, ვინც ფეხს დაადგამს მის ქუჩებს.

თუ როგორი უნდა იყოს ქუთაისელი, ამის კარგი მაგალითები მრავალი თაობის ქუთაისელმა დაგვიტოვა ლეგენდებად.

სწორედ ასეთ ქუთაისელებს დაუდგა ძეგლი მადლიერმა ქალაქმა.

 

გაიხსენეთ თქვენი თაობის ქუთაისელები, რომლებმაც ქალაქის ცხოვრებაში ღირსეული კვალი დატოვეს.

ბედნიერი ვარ, რომ ახლო ურთიერთობა მქონდა, ვმეგობრობდი და დღემდე ვმეგობრობ იმ ადამიანებთან, რომლებმაც მართლაც ღირსეული კვალი დატოვეს და ტოვებენ ქუთაისის ისტორიაში. ეს ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელი იქნება, მაგრამ შეუძლებელია არ დავასახელო ადამიანები, რომლებიც საწუხაროდ, გარდაცვლილები არიან.

როგორ შეიძლება დავივიწყო გენიალური ოტია იოსელიანი, რეზო ჭეიშვილი და რეზო გაბრიაძე. ქუთაისის საოპერო და დრამატული თეატრების დიდოსტატები: სოლისტები, ვაჟა და გურამ კუბლაშვილები; დირიჟორები, თეიმურაზ კობახიძე და თენგიზ ჭუმბურიძე; ამ თეატრების დირექტორები, გივი ტორონჯაძე და ედგარ ეგაძე; სახალხო არტისტები, ერემია სვანაძე და ანზორ ხერხაძე; მხატვრები, ძმები არჩილ და გურამ ჩოგოვაძეები; არქიტექტორი გივი თოდაძე; ქუთაისში რაგბის დამკვიდრების ორგანიზატორები, შაკო ქურციკიძე და დუგლას კავთელაშვილი; კარგი ფეხბურთელი და შემდეგ „ტორპედოს“ მწვრთნელი, დიდებული მურად წივწივაძე და მრავალი სხვა, ქუთაისის სიყვარულით ანთებული ადამიანი, ვინც ღირსეულად ემსახურა ქუთაისს, ჩვენს სამშობლოს, ჩვენს ხალხს.

 

ქუთაისის საპატიო მოქალაქე ბრძანდებით. რას ნიშნავს ეს თქვენთვის?

ყველაზე დიდი ჯილდო, რომლითაც ვამაყობ, სულიერ კმაყოფილებას მანიჭებს და მარწმუნებს იმაში, რომ ათეულობით წლების განმავლობაში ფუჭი არ ყოფილა პასუხიმგებლობის მაქსიმუმის ზღვარზე მისული ჩემი საქმიანობა; რომ დაფასდა ის, რაც მიკეთებია – ეს არის ქუთაისის სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული ცხოვრების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მონიჭებული ქუთაისის საპატიო მოქალაქის წოდება.

რას ნიშნავს ქუთაისის საპატიო მოქალაქეობა? რა თქმა უნდა, საპატიო, მაგრამ უდიდეს ტვირთს, რომელიც მავალდებულებს, რომ იგი სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე ვატარო. ყოველთვის მზად ვიყო, ჩემს ქალაქს მივცე მაქსიმუმი, რაც შემიძლია და, ალბათ, უფრო მეტიც.

 

გაიხსენეთ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ცხოვრებაში გაგიკეთებიათ, ასევე რისი გაკეთება გინდოდათ და რა ვერ მოახერხეთ?

ვცდილობდი, ყველაფერი ისე მეკეთებინა, რომ ქვეყანას და ხალხს მიეღო სიკეთე. ვფიქრობ, ქუთაისის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელად მუშაობის წლები განსაკუთრებულად ნაყოფიერი იყო ქალაქის ცხოვრებაში.

ამ წლებში წარმოუდგენელი რამ გაკეთდა კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების, სახელმწიფო თეატრებისა და შემოქმედებითი ორგანიზაციების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის.

ქუთაისში სისტემატურად ეწყობოდა მასშტაბური ღონისძიებები, სახალხო დღესასწაულები, კონკურსები, კვირეულები, პრეზენტაციები, პერსონალური გამოფენები, ფესტივალები, მხატვართა საერთაშორისო პლენერები, საერთაშორისო მასშტაბით სახელმოხვეჭილი მხატვრული კოლექტივების, მომღერლების, მსახიობების გასტროლები, კლასიკური მუსიკის ტრიუმფალურად ჩატარებული პირველი საერთაშორისო ფესტივალი ქუთაისში და მრავალი სხვა.

ბევრი ის საქმე შემიძლია ჩამოვთვალო, რომლებიც დაწყებული გვქონდა და ბოლომდე ვერ მივიყვანეთ. მაგალითად, ქუთაისში მსოფლიო დონის მაესტროს, რეზო გაბრიაძის ქალაქში, არ გვაქვს მარიონეტების თეატრი, რაც ბატონი რეზოს დიდი ნატვრა იყო. მეორე მაგალითი ქუთაისში საკონცერტო დარბაზის მშენებლობა გახლავთ.

 

 

 

რას ნიშნავს თქვენთვის ოჯახი…

ოჯახი ჩვენი ცხოვრების სალოცავი ტაძარია…

სულ მალე მე და ჩემს სიყვარულით შეძენილ მეუღლეს მანანა ღვინეფაძეს, დაქორწინებიდან 50 წელი გვისრულდება.

ამ ნახევარი საუკუნის განმავლობაში ერთმანეთის აზრის გათვალისწინების გარეშე არცერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი არ გადაგვიდგამს. მხოლოდ ურთიერთპატივისცემასა და თანადგომაში განვლიეთ ეს წლები. ბევრი მძიმე და რთული პერიოდი გვქონდა, მაგრამ დიდმა სიყვარულმა, ოჯახზე პასუხისმგებლობამ ყველაფერი შეგვაძლებინა. გავუძელით, არასოდეს დაგვიკარგავს ჩვენი სახე, ჩვენი პრინციპები, რაც უპირველესად მაღალზნეობრივი  წესებით ცხოვრებას ნიშნავს. ყველაფერი, რაც შეგვეძლო გავიღეთ, რომ ჩვენი შვილებიც ამ სტანდარტებით აღგვეზარდა.

ვფიქრობთ შევძელით, ვამაყობთ, რომ ოთარმა და დათომ ქვეყნის და ხალხის სიყვარულიც იციან და წარსულის პატივისცემაც, არც კაცობაში ჩაჭრილან, არც პროფესიულ და არც ადამიანურ ურთიერთობებში. რძლები – თეაც და დიანაც შესანიშნავი ადამიანები აღმოჩნდნენ. მათი შვილებით – ჩვენი შვილიშვილებით ვხარობთ. უფროსი – მარი, უკვე ამთავრებს უმაღლეს სასწავლებელს, მომდევნოები ლიზი, ნინი და საბა მე-3 საჯარო სკოლის უფროსკლასელები არიან, პირველკლასელობა უკვე დაასრულა ყველაზე უმცროსმა – გაბრიელამ.

ძალიან გვინდა, რომ მათ, თანატოლებთან ერთად, ბედნიერი მომავალი ჰქონდეთ…

 

რას უსურვებდით თქვენს ქალაქს და თანაქალაქელებს?

ჩემი ცხოვრების თითქმის 75 წლის გადასახედიდან, უმთავრესი დასკვნა გამოვიტანე – წარმატებები აუცილებლად მოვა იქ, სადაც სიყვარული ზეობს, სიყვარული ერთმანეთისა, სიყვარული ერისა და ბერისა, სიყვარული მშობლიური მიწა-წყლისა და სარწმუნოებისა, არის წინაპართა მიერ შექმნილი წეს-ჩვეულებების დაფასება და პატივისცემა…

სწორედ ამიტომ ვუსურვებ საკუთარ თავს, თანაქალაქელებს და არამარტო მათ, ვაკეთოთ ყველაფერი ისე, რომ ამ ყოვლისშემძლე სიყვარულმა მოიცვას სრულიად საქართველო!

 

 

ტექსტი: დეა მანაგაძე

ფოტო: ანუკი კახიძე, ზაზა კერძევაძე

ასევე გაეცანი

#OK! საკონდიტრო „რაფაელო“ – დაუვიწყარი გემო და საუცხოო ვიზუალი, რომელიც თქვენს დღეს დღესასწაულად გარდაქმნის!
OK! ქუთაისი

#OK! საკონდიტრო „რაფაელო“ – დაუვიწყარი გემო და საუცხოო ვიზუალი, რომელიც თქვენს დღეს დღესასწაულად გარდაქმნის!

July 8, 2025
#OK! რესტორანი „დანდიანა“ – ნეტარების საბადო, ბედნიერებისა და კმაყოფილების სინთეზი
Gastro

#OK! რესტორანი „დანდიანა“ – ნეტარების საბადო, ბედნიერებისა და კმაყოფილების სინთეზი

July 8, 2025
#OK! ამბებად მოყოლილი კულინარია „სთორიში“
OK! ქუთაისი

#OK! ამბებად მოყოლილი კულინარია „სთორიში“

July 8, 2025
#OK! გზა ქუთაისიდან ამერიკამდე – ნატალია ვაშაკიძის წარმატების ისტორია
OK! ქუთაისი

#OK! გზა ქუთაისიდან ამერიკამდე – ნატალია ვაშაკიძის წარმატების ისტორია

July 8, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! აჩო ზამბახიძე და ქეთო პაპავა GASTRO BOOK-ის მოწვეული რედაქტორები

#OK! აჩო ზამბახიძე და ქეთო პაპავა GASTRO BOOK-ის მოწვეული რედაქტორები

September 5, 2021
#OK! Lash Dolls Academy – შექმნილია თქვენი სილამაზისა და თავდაჯერებულობისათვის

#OK! Lash Dolls Academy – შექმნილია თქვენი სილამაზისა და თავდაჯერებულობისათვის

December 4, 2021
#OK! ვინი ჰარლოუს ფორთოხლისფერი იმიჯი! მოდელი Dior-ის სამოსით!

#OK! ვინი ჰარლოუს ფორთოხლისფერი იმიჯი! მოდელი Dior-ის სამოსით!

April 7, 2021
#OK! „კურორტი საირმე“ და „ევექსი ჰოსპიტლები“ ევროპის სპა-ასოციაციის ჯილდოს მფლობელები გახდნენ

#OK! „კურორტი საირმე“ და „ევექსი ჰოსპიტლები“ ევროპის სპა-ასოციაციის ჯილდოს მფლობელები გახდნენ

December 28, 2021

კვირის ჰიტები

#OK! HBO Max ილია თოფურიაზე დოკუმენტურ სერიალს  იღებს

#OK! HBO Max ილია თოფურიაზე დოკუმენტურ სერიალს იღებს

July 2, 2025
#OK! წარსულის სცენა მომავლის მოძრაობა

#OK! წარსულის სცენა მომავლის მოძრაობა

July 4, 2025
#OK! ლეგენდარული პრინცესა დიანას საკულტო ფოტოები – ივლისში ის 64 წლის გახდებოდა

#OK! ლეგენდარული პრინცესა დიანას საკულტო ფოტოები – ივლისში ის 64 წლის გახდებოდა

July 3, 2025
#OK! „ქუთაისი 2010“  საამაყო ისტორიის წარმატებული გაგრძელება

#OK! „ქუთაისი 2010“ საამაყო ისტორიის წარმატებული გაგრძელება

July 4, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები