• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! ზრუნვა ბარიერების გარეშე სასტუმრო „ჰილისგან“

July 28, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

უამრავი ხედი შეიძლება ნახოთ დედამიწაზე. ბევრმა თვალი მოგჭრათ, ზოგმა აღტაცება მოგგვაროთ. ერთეულია ისეთი ხედები, სულს რომ ააფორიაქებს, გულში სამუდამოდ შემოვა და უკან დაბრუნების განცდას დაგიტოვებს.

ასეთია, სასტუმრო „ჰილი“, რომლის ტერასიდან, ოთხივე მხარეს, საოცარი, სრულიად მომაჯადოებელი, თვალწარმტაცი ხედი იშლება. თამამად შეიძლება ითქვას, რომ აქ საქართველოს ისტორიას ხედავ, შენს თვალწინ იშლება „ქართლის ცხოვრების“ ფურცლები და მოგზაურობ დროში. „ჰილი“ ჯერ 4 წლისაა, თუმცა ამ ხნის განმავლობაში სტუმარი და საუკეთესო შეფასებები არ მოჰკლებია.

სასტუმროში, სხვადასხვა კატეგორიის, 14 ნომერია, სადაც ერთდროულად 31 სტუმრის მიღება-განთავსებაა შესაძლებელი. გამორჩეული კი სწორედ ისაა, რომ აქ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სრულად ადაპტირებული გარემოა, რაშიც არა მხოლოდ გარე ინტერიერი, არამედ ნომრის შიდა სივრცეც იგულისხმება. სასტუმროში სტუმრებს უგემრიელეს საუზმეს სთავაზობენ, სურვილის შემთხვევაში კი ვახშამსაც, რომელიც აქვე, ავთენტურ მარანშია შესაძლებელი.

OK! ქუთაისის მკითხველს სასტუმრო „ჰილის“ სერვისების შესახებ, მისი დამფუძნებელი, პროფესიით ექიმი, შოთა ოჩიგავა ესაუბრება.

 

სასტუმრო „ჰილი“ უკვე ოთხი წელია ფუნქციონირებს. როგორ შეაფასებდით ამ პერიოდს? გამართლდა თუ არა ის მოლოდინები და ჩანაფიქრი, რომელიც სასტუმროს გახსნისას გქონდათ?

ეს ოთხი წელი ჩვენთვის იყო უდიდესი გამოცდილების, მუდმივი განვითარებისა და სასიამოვნო აღმოჩენების პერიოდი. როდესაც „ჰილი“ გავხსენით, ჩვენი მთავარი ჩანაფიქრი იყო შეგვექმნა სივრცე, სადაც სტუმარი თავს იგრძნობდა არა უბრალოდ სასტუმროში, არამედ გამორჩეულ გარემოში, სადაც მასზე განსაკუთრებულად ზრუნავენ.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მოლოდინებმა არა მხოლოდ გაამართლა, არამედ ყველაფერს გადააჭარბა. ყველაზე დიდი დასტური იმისა, რომ სწორ გზაზე ვართ, არის ჩვენი ერთგული, დაბრუნებული სტუმრების მზარდი რაოდენობა და ის პოზიტიური შეფასებები, რომლებსაც ყოველდღიურად ვიღებთ.

რა თქმა უნდა, იყო გამოწვევებიც, თუმცა თითოეულმა მათგანმა უფრო გაგვაძლიერა და დაგვანახვა, როგორ გავხდეთ კიდევ უკეთესები.

 

 

„ჰილი“ ერთ-ერთი გამორჩეული სასტუმროა შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემოს შექმნის თვალსაზრისით. რამდენად მნიშვნელოვანი იყო თქვენთვის ინკლუზიური სივრცის შექმნა და როგორ აფასებენ ამას თქვენი სტუმრები?

ჩვენთვის, „ჰილის“ გუნდისთვის, თავიდანვე პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო, სასტუმრო ყოფილიყო ხელმისაწვდომი და თანაბრად კომფორტული აბსოლუტურად ყველასთვის. ინკლუზიური გარემოს შექმნა არ ყოფილა მხოლოდ „სტანდარტების დაკმაყოფილება“ – ეს ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობა და შინაგანი ღირებულებაა. სტუმარმასპინძლობა ნიშნავს ზრუნვას ყველაზე, ყოველგვარი ბარიერების გარეშე.

სტუმრებისგან ძალიან ემოციურ და მადლიერ უკუკავშირს ვიღებთ. ბევრი აღნიშნავს, რომ, ხშირად, მოგზაურობისას უსაფრთხო და სრულად ადაპტირებული სივრცის პოვნა დიდ პრობლემას წარმოადგენს, „ჰილში“ კი ისინი თავს სრულიად დამოუკიდებლად, თავისუფლად და დაფასებულად გრძნობენ. ეს აღიარება ჩვენთვის ყველაზე ძვირფასია.

 

თქვენი სასტუმროს ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ტერასიდან გადაშლილი შთამბეჭდავი ხედებია. გარდა ამისა, ეს სივრცე სრულიად ახალი კონცეფციითაა მოწყობილი. რა დანიშნულება აქვს ტერასას, რა ტიპის ღონისძიებების მასპინძლობა შეუძლია და რა სერვისებს სთავაზობთ სტუმრებს?

ჩვენი ტერასა ნამდვილად სასტუმროს სავიზიტო ბარათია, საიდანაც ქალაქის ულამაზესი, პანორამული ხედები იშლება. თუმცა, გვინდოდა, რომ ეს ყოფილიყო არა მხოლოდ ლამაზი ხედის მქონე ადგილი, არამედ ცოცხალი, მრავალფუნქციური სივრცე ახალი კონცეფციით. ტერასა იდეალურია როგორც სიმშვიდისა და განტვირთვისთვის, ასევე სხვადასხვა მასშტაბის ღონისძიებებისთვის. ჩვენ აქ ვმასპინძლობთ კორპორაციულ საღამოებსა და ბიზნეს შეხვედრებს/პრეზენტაციებს; კამერულ, დახვეწილ წვეულებებსა და დაბადების დღეებს, კულტურულ საღამოებს, დეგუსტაციებსა და ცოცხალი მუსიკის ივენთებს. სტუმრებს ვთავაზობთ უმაღლესი ხარისხის მომსახურებას, დახვეწილ ბარსა და სამზარეულოს, და, რაც მთავარია, დაუვიწყარ ატმოსფეროს, რომელიც ნებისმიერ დღესა თუ ღონისძიებას განსაკუთრებულ ელფერს სძენს.

 

 

თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რა არის აუცილებელი სასტუმროს წარმატებული განვითარებისთვის? რომელი ფაქტორები ახდენს ყველაზე დიდ გავლენას სასტუმრო ბიზნესზე?

სასტუმრო ბიზნესი ძალიან დინამიკურია და წარმატების მისაღწევად რამდენიმე ფაქტორის სინთეზია საჭირო: დეტალებისადმი ყურადღება და სტაბილური ხარისხი: სტუმარმა ყოველ ჯერზე ერთნაირად მაღალი დონის სერვისი უნდა მიიღოს. ემპათია და პერსონალიზებული მიდგომა: თანამედროვე მოგზაური ეძებს არა უბრალოდ ოთახს, არამედ ემოციას და ინდივიდუალურ ზრუნვას. მოქნილობა და ადაპტაციის უნარი: ბაზარი და ტენდენციები სწრაფად იცვლება, შენ კი მუდმივად ფეხი უნდა აუწყო სიახლეებს – იქნება ეს ციფრული ტექნოლოგიები თუ სერვისის ახალი სტანდარტები. ყველაზე დიდ გავლენას კი მაინც ადამიანური რესურსი ახდენს. სასტუმროს ინფრასტრუქტურა შეიძლება იყოს უზადო, მაგრამ თუ იქ არ არის თბილი, პროფესიონალი და მოტივირებული გუნდი, წარმატების მიღწევა შეუძლებელია.

 

თუ გავითვალისწინებთ ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სფეროს სწრაფ განვითარებას, რას ურჩევდით იმ ადამიანებს, რომლებიც სასტუმრო ბიზნესში საქმიანობის დაწყებას გეგმავენ? რა უნდა გაითვალისწინონ, რათა წარმატებას მიაღწიონ?

ჩემი მთავარი რჩევა იქნებოდა, დაიწყონ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს საქმე მართლა უყვართ. სტუმარმასპინძლობა არ არის მხოლოდ ბიზნესი, ეს არის სფერო, რომელიც მოითხოვს ძალიან დიდ ემოციურ ჩართულობას, ენერგიას და ადამიანების სიყვარულს. პრაქტიკული თვალსაზრისით კი ვურჩევდი: კარგად შეისწავლონ თავიანთი ნიშა და აუდიტორია: მკაფიოდ ჩამოაყალიბონ, რით იქნებიან გამორჩეულები ბაზარზე (როგორც, მაგალითად, ჩვენ შემთხვევაშია ადაპტირებული გარემო და ტერასის კონცეფცია). ნუ დაზოგავენ რესურსს გუნდის შერჩევასა და განვითარებაზე: ინვესტიცია ადამიანებში ყოველთვის ყველაზე მომგებიანია. მზად იყვნენ მუდმივი სწავლისთვის: ეს სფერო არ გპატიობს გაჩერებას, ყოველთვის უნდა ეძებო სიახლეები.

 

 

სასტუმრო ინდუსტრიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა კვალიფიციური კადრების მოძიება და შენარჩუნებაა. რამდენად აქტუალურია ეს პრობლემა თქვენთვის და როგორ უმკლავდებით მას?

დიახ, ეს საკითხი მთელი ბაზრისთვის და მათ შორის ჩვენთვისაც, ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა. კადრების დენადობა სექტორში მაღალია, თუმცა „ჰილში“ ამ პრობლემას განსხვავებულად  ვებრძვით. ჩვენ არ ვეძებთ მხოლოდ „მზა“ პროფესიონალებს; ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ ადამიანებს, ვისაც უყვარს ეს სფერო, და შემდეგ თავადვე ვზრუნავთ მათ განვითარებაზე, გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე. კადრების შენარჩუნების მთავარი საიდუმლო კი ჯანსაღი, მზრუნველი კორპორაციული კულტურა და სამართლიანი გარემოა. ჩვენი თანამშრომლები გრძნობენ, რომ ისინი არიან არა უბრალოდ პერსონალი, არამედ „ჰილის“ დიდი ოჯახის წევრები, რომელთა წვლილიც სასტუმროს წარმატებაში ყოველდღიურად ფასდება. როდესაც გუნდი თავს დაფასებულად გრძნობს, ეს პირდაპირ აისახება სტუმრის კმაყოფილებაზეც.

 

 

ტექსტი: დეა მანაგაძე

ფოტო: ნინი გორდაძე

ასევე გაეცანი

#OK! ვარდისფერი ოქტომბერი – შენი სიცოცხლე შენს ხელშია
ინტერვიუ

#OK! ვარდისფერი ოქტომბერი – შენი სიცოცხლე შენს ხელშია

October 15, 2026
#OK! “ცეკვა ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია “ – ვინ არის მოცეკვავე, რომლის “კინტოურმაც” სოციალურ ქსელებში დიდი მოწონება დაიმსახურა
OK! News

#OK! “ცეკვა ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია “ – ვინ არის მოცეკვავე, რომლის “კინტოურმაც” სოციალურ ქსელებში დიდი მოწონება დაიმსახურა

October 14, 2026
#OK! SEPE – როცა ქართული ისტორია ღვინოს ხვდება
ინტერვიუ

#OK! SEPE – როცა ქართული ისტორია ღვინოს ხვდება

October 13, 2026
#OK! ფსიქოსომატიკა – რაზე გელაპარაკება შენი სხეული
ინტერვიუ

#OK! ფსიქოსომატიკა – რაზე გელაპარაკება შენი სხეული

October 13, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! Dior-ის 2026 წლის შემოდგომა/ზამთრის ,,Ready To Wear” კოლექცია

#OK! Dior-ის 2026 წლის შემოდგომა/ზამთრის ,,Ready To Wear” კოლექცია

March 4, 2026
#OK! თქვენი სილამაზის გარანტი Piel Naturals

#OK! თქვენი სილამაზის გარანტი Piel Naturals

April 3, 2021
#OK! ბენდი „ჩვენი“

#OK! ბენდი „ჩვენი“

June 5, 2024
#OK! Rihanna-ს ქუჩის სტილი! მომღერალმა სამოსს 750 ფუნტის ღირებულების მოსაცმელი შეუხამა!

#OK! Rihanna-ს ქუჩის სტილი! მომღერალმა სამოსს 750 ფუნტის ღირებულების მოსაცმელი შეუხამა!

March 13, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ფსიქოსომატიკა – რაზე გელაპარაკება შენი სხეული

#OK! ფსიქოსომატიკა – რაზე გელაპარაკება შენი სხეული

October 13, 2026
#OK! ლიზა კობერიძე Zuhair Murad-ის საქორწილო კამპანიაში

#OK! ლიზა კობერიძე Zuhair Murad-ის საქორწილო კამპანიაში

October 15, 2026
#OK! შვილის გარდაცვალების შემდეგ სინდი კროუფორდი საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა

#OK! შვილის გარდაცვალების შემდეგ სინდი კროუფორდი საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა

October 12, 2026
#OK! LOVE STORY – ნათია თოდუა და დავით ზურაბაშვილი

#OK! LOVE STORY – ნათია თოდუა და დავით ზურაბაშვილი

October 12, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები