• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! ცნობილი ადამიანები და მათი რეალური პროფესიები

July 2, 2026
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ცნობილი ადამიანების სახელები ხშირად კონკრეტულ პროფესიებთან ასოცირდება — კინო, მუსიკა, პოლიტიკა თუ სპორტი.

არაერთ მათგანს კარიერა სრულიად სხვა მიმართულებით აქვს დაწყებული: ზოგი მეცნიერებას, ინჟინერიას ან ეკონომიკას სწავლობდა, ზოგს კი თავდაპირველად სრულიად განსხვავებული პროფესიული გეგმები ჰქონდა.

ჯეიმს ფრანკო — ინგლისური ფილოლოგია

ჯეიმს ფრანკო UCLA-ში ინგლისურ ფილოლოგიასა და კრეატიულ წერას სწავლობდა. მოგვიანებით სწავლა დოქტორანტურაზეც გააგრძელა  და პარალელურად რამდენიმე უნივერსიტეტში ასწავლიდა კიდეც. მიუხედავად აკადემიური ინტერესებისა, საბოლოოდ ჰოლივუდი მისი მთავარი გზა გახდა.

როუან ატკინსონი — ელექტროინჟინერია

როუან ატკინსონი, რომელიც მსოფლიოში „Mr. Bean“-ის პერსონაჟით გახდა ცნობილი, განათლებით სრულიად განსხვავებული სფეროს წარმომადგენელია. იგი ოქსფორდის უნივერსიტეტში ელექტროინჟინერიას სწავლობდა. თავდაპირველად არც გეგმავდა მსახიობობას, თუმცა უნივერსიტეტში აქტიური მონაწილეობა კომედიურ წარმოდგენებში, რამაც საბოლოოდ, მისი კარიერული გზა განსაზღვრა.

ნატალი პორტმანი — ფსიქოლოგია

პორტმანი ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია.

განათლება მისთვის არასდროს ყოფილა მხოლოდ „სარეზერვო გეგმა“ — პირიქით, მას პიროვნული განვითარების აუცილებელ ნაწილად მიიჩნევდა. სწორედ ამიტომ ცდილობდა, კინოინდუსტრიის მაღალი დატვირთვის მიუხედავად, აკადემიური ვალდებულებები სრულად შეესრულებინა.

პორტმანის მაგალითი ხშირად მოჰყავთ როგორც დასტური იმისა, რომ პოპულარობა და განათლება ერთმანეთის გამორიცხვას არ ნიშნავს.

#OK! მომავლის კარიერა: რომელი პროფესიები იქნება საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი

ემა უოტსონი — ინგლისური ლიტერატურა

ჰარი პოტერის სერიის დასრულების შემდეგ ემამ სწავლა ბრაუნის უნივერსიტეტში განაგრძო და ინგლისური ლიტერატურის სპეციალობა აირჩია. გარდა ამისა, აქტიურად არის ჩართული ქალთა განათლებისა და უფლებების მხარდაჭერის კამპანიებში.

ჰიუ ლორი — არქეოლოგია და ანთროპოლოგია

ჰიუ ლორი კემბრიჯის უნივერსიტეტში  არქეოლოგიასა და ანთროპოლოგიას სწავლობდა. სწორედ იქ გახდა აქტიური თეატრალური ჯგუფების წევრი, რამაც მის კომედიურ ნიჭს გაუხსნა გზა და მომავალი კარიერაც განსაზღვრა.

ქეით ბლანშეტი – ეკონომიკა და სახვითი ხელოვნება

წარმატებული მსახიობი ქეით ბლანშეტი, რომელმაც თავისი როლებისთვის არაერთი პრესტიჟული ჯილდო მიიღო, თავდაპირველად მელბურნის უნივერსიტეტში ეკონომიკისა და სახვითი ხელოვნების მიმართულებით სწავლობდა. მოგვიანებით მან სწავლისგან დროებითი შესვენება აიღო და მოგზაურობა განაგრძო.

ავსტრალიაში დაბრუნების შემდეგ ბლანშეტმა პროფესიული გზა შეცვალა და დრამატული ხელოვნების ეროვნულ ინსტიტუტში (NIDA) გააგრძელა სწავლა, რომელიც 1992 წელს დაამთავრა. სწორედ აქ მიიღო მან ის საფუძვლიანი თეატრალური განათლება, რომელმაც მისი შემდგომი წარმატებული კარიერის ფორმირებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა.

შერონ სტოუნი – სახვითი ხელოვნება

სტოუნმა 15 წლის ასაკში მიიღო სტიპენდია პენსილვანიის ედინბოროს უნივერსიტეტში, სადაც სწავლობდა შემოქმედებით წერასა და სახვით ხელოვნებას. მისი აკადემიური გზა ადრეულ ასაკში დაიწყო და თავიდან სწორედ ჰუმანიტარულ და შემოქმედებით მიმართულებებს უკავშირდებოდა.

მსახიობი ასევე ცნობილია მაღალი ინტელექტუალური მაჩვენებლით — გავრცელებული ინფორმაციით, მისი IQ დაახლოებით 154-ს შეადგენს.

მარგარეტ ტეტჩერი – ქიმიკოსი

ტეტჩერმა სწავლა ოქსფორდის უნივერსიტეტში დაიწყო, სადაც თავდაპირველად ქიმიას ეუფლებოდა. მოგვიანებით სამეცნიერო ხარისხი მიიღო და ქიმიკოსის კვალიფიკაციით დაიწყო პროფესიული საქმიანობა.

უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ტეტჩერი რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა ქიმიის სფეროში, თუმცა პარალელურად აქტიურად ინტერესდებოდა პოლიტიკით. სწორედ ამ პერიოდში ჩამოყალიბდა მისი იდეოლოგიური ხედვები.

სინდი კროუფორდი – ინჟინერია

სკოლის დასრულების შემდეგ კროუფორდმა  სტიპენდია ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტში (Northwestern University) მიიღო, სადაც ქიმიური ინჟინერიის მიმართულებით  აპირებდა სწავლას. მისი აკადემიური ინტერესი თავიდან მეცნიერებისა და ტექნიკური დისციპლინებისკენ იყო მიმართული და არა მოდის ინდუსტრიისკენ.

საბოლოოდ, კროუფორდმა უნივერსიტეტი დატოვა, რათა სრულად მოდელობაზე გადართულიყო — ის მალევე გახდა 1990-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოდელი და „სუპერმოდელების ეპოქის“ მთავარი სახე.

ანგელა მერკელი – ფიზიკა

ანგელა მერკელი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური ლიდერია თანამედროვე ევროპაში, თუმცა მისი აკადემიური გზა თავიდან მეცნიერებას უკავშირდებოდა და არა პოლიტიკას.

მერკელი ლაიფციგის უნივერსიტეტში ფიზიკას სწავლობდა. მისი აკადემიური ინტერესები ბუნებრივ მეცნიერებებსა და თეორიულ ფიზიკაზე იყო ორიენტირებული — სფეროზე, რომელიც მკაცრ ანალიტიკურ აზროვნებასა და მათემატიკურ საფუძვლებს მოითხოვს. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ სამეცნიერო კარიერა გააგრძელა და გერმანიის მეცნიერებათა აკადემიის ცენტრალურ ინსტიტუტში დაიწყო მუშაობა.

ასევე დაგაინტერესებთ:

#OK! „ინჟინერია არის სფერო, სადაც წარმატებას არა სქესი, არამედ ცოდნა, შრომა და მიზანდასახულობა განსაზღვრავს“ — 23 ივნისი ინჟინერ ქალთა საერთაშორისო დღეა

ასევე გაეცანი

#OK! Halloween: უძველესი კელტური ტრადიციიდან თანამედროვე დღესასწაულამდე
OK! კულტურა

#OK! Halloween: უძველესი კელტური ტრადიციიდან თანამედროვე დღესასწაულამდე

October 30, 2026
#OK! ჯულია რობერტსი – ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობის ისტორია
OK! კულტურა

#OK! ჯულია რობერტსი – ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობის ისტორია

October 29, 2026
#OK! ჰოლივუდის ვარსკვლავების ყველაზე დასამახსოვრებელი ჰელოუინის კოსტიუმები
OK! კულტურა

#OK! ჰოლივუდის ვარსკვლავების ყველაზე დასამახსოვრებელი ჰელოუინის კოსტიუმები

October 28, 2026
#OK! 5 ფილმი, რომელიც ჰელოუინის საღამოს განსაკუთრებულ განწყობას შეგიქმნით
OK! კულტურა

#OK! 5 ფილმი, რომელიც ჰელოუინის საღამოს განსაკუთრებულ განწყობას შეგიქმნით

October 27, 2026

ახლა კითხულობენ

#OK!  10 ქვეყანა, რომლებსაც ყველაზე განსხვავებული საქორწილო ტრადიციები აქვთ

#OK! 10 ქვეყანა, რომლებსაც ყველაზე განსხვავებული საქორწილო ტრადიციები აქვთ

August 6, 2025
#OK! Emmy 2025-ის საუკეთესო კაბები წითელ ხალიჩაზე

#OK! Emmy 2025-ის საუკეთესო კაბები წითელ ხალიჩაზე

September 15, 2025
#OK! სრულყოფილება დეტალებშია… ინტერვიუ პლასტიკურ და რეკონსტრუქციულ ქირურგ ზურა შანავასთან

#OK! სრულყოფილება დეტალებშია… ინტერვიუ პლასტიკურ და რეკონსტრუქციულ ქირურგ ზურა შანავასთან

June 5, 2021
#OK! ივ სან ლორანი: დიზაინერი, რომელმაც ქალები შეცვალა – მარიამ რეხვიაშვილის ბლოგი

#OK! ივ სან ლორანი: დიზაინერი, რომელმაც ქალები შეცვალა – მარიამ რეხვიაშვილის ბლოგი

June 1, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ციფრული სამყაროს მიღმა – Mitaishvili academy: ცოდნა, გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები

#OK! ციფრული სამყაროს მიღმა – Mitaishvili academy: ცოდნა, გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები

October 28, 2026
#OK! რამდენს გამოიმუშავებენ Victoria’s Secret-ის მოდელები ჩვენებაში მონაწილეობით – რა არის მატილდა გვარლიანის სავარაუდო ჰონორარი?

#OK! რამდენს გამოიმუშავებენ Victoria’s Secret-ის მოდელები ჩვენებაში მონაწილეობით – რა არის მატილდა გვარლიანის სავარაუდო ჰონორარი?

October 27, 2026
#OK! ქართველი მოდელი ანი სტეფანიშვილი Miss Asia Global 2026-ის გამარჯვებულია

#OK! ქართველი მოდელი ანი სტეფანიშვილი Miss Asia Global 2026-ის გამარჯვებულია

October 30, 2026
#OK! ლევან კოღუაშვილს „ოქროს გლობუსის“ სპეციალური ჯილდო გადაეცა

#OK! ლევან კოღუაშვილს „ოქროს გლობუსის“ სპეციალური ჯილდო გადაეცა

October 25, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები