• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! „ინჟინერია არის სფერო, სადაც წარმატებას არა სქესი, არამედ ცოდნა, შრომა და მიზანდასახულობა განსაზღვრავს“ — 23 ივნისი ინჟინერ ქალთა საერთაშორისო დღეა

June 23, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

23 ივნისს მსოფლიოში ინჟინერ ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს თარიღი მიზნად ისახავს იმ ქალების წარმოჩენას, რომლებიც მეცნიერების, ტექნოლოგიების, მშენებლობისა და ინოვაციების სფეროში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.

ინჟინერია ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი და მოთხოვნადი პროფესიაა მსოფლიოში. ამ სპეციალობის წარმომადგენლები ქმნიან და ავითარებენ ტექნოლოგიებს, აშენებენ ინფრასტრუქტურას, მუშაობენ ენერგეტიკის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, მედიცინის, ტრანსპორტისა და მრავალი სხვა მიმართულებით. მათი საქმიანობა ყოველდღიურ ცხოვრებაზე პირდაპირ გავლენას ახდენს — დაწყებული ხიდებითა და შენობებით, დამთავრებული მობილური ტელეფონებითა და თანამედროვე სამედიცინო მოწყობილობებით.

ინჟინერია წლების განმავლობაში ძირითადად მამაკაცების პროფესიად მიიჩნეოდა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ტექნიკურ და საინჟინრო სპეციალობებზე ქალთა რაოდენობა თანდათან იზრდება, სტერეოტიპი, რომ ეს სფერო უფრო მეტად კაცებისთვისაა განკუთვნილი, საზოგადოებაში ჯერ კიდევ არსებობს.

18 წლის ელენე ზოიძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტია, რომელიც სამთო-გეოლოგიის, მთის მდგრადი განვითარებისა და საინჟინრო უსაფრთხოების მიმართულებით სწავლობს.

ელენე ამბობს, რომ პროფესიის არჩევისას მთავარი მოტივაცია მისთვის საზოგადოების უსაფრთხოებასა და პროფესიის განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანა იყო.

„მსურს გავხდე კვალიფიციური სპეციალისტი ჩემს სფეროში, მივიღო მონაწილეობა საინტერესო პროექტებში და ჩემი ცოდნით სასარგებლო წვლილი შევიტანო პროფესიის განვითარებაში. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მომავალში მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოვიყენო, რისკების შეფასებისა და პრევენციის მიმართულებით ვიმუშაო და ხელი შევუწყო უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნას“, — ამბობს ის.

მიუხედავად იმისა, რომ ინჟინერია ხშირად ჯერ კიდევ მამაკაცების პროფესიად აღიქმება, ახალგაზრდა სტუდენტი მიიჩნევს, რომ წარმატებას ამ სფეროში სქესი კი არა, ცოდნა და მონდომება განსაზღვრავს.

„ინჟინერია არის სფერო, სადაც წარმატებას არა სქესი, არამედ ცოდნა, შრომა და მიზანდასახულობა განსაზღვრავს. ამიტომ გოგონებს, რომლებიც ამ მიმართულებით ინტერესდებიან, ვურჩევდი, არ მისცენ სტერეოტიპებს მათ არჩევანზე გავლენის მოხდენის უფლება. თუ გაქვთ სურვილი, ისწავლოთ, განვითარდეთ და მიიღოთ ახალი გამოწვევები, აუცილებლად უნდა მისცეთ საკუთარ თავს შანსი“, — აღნიშნავს ელენე.

საინჟინრო მიმართულებით გოგონების რაოდენობა ჯერ კიდევ ნაკლებია, თუმცა ეს ტენდენცია თანდათან იცვლება.

„ქალების რაოდენობა მამაკაცებთან შედარებით ნაკლებია, ბევრს დღესაც უკვირს, თუ რატომ უნდა აირჩიოს ქალმა ეს მიმართულება. ჩემს ფაკულტეტის ჯგუფში პირველ კურსზე სულ ორი გოგო ვართ. თუმცა ქალთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, რაც ძალიან სასიამოვნო და მნიშვნელოვანია.“

ამბობს, რომ  მისი მთავარი მოტივაცია ოჯახის და მასწავლებლების მხარდაჭერა იყო.

„ყველაზე დიდი მოტივაცია ჩემთვის ჩემი ოჯახისა და მასწავლებლების მხარდაჭერა იყო, რომლებმაც მაჩვენეს, რამდენად მნიშვნელოვანი და მოთხოვნადია საინჟინრო უსაფრთხოების პროფესია.“

ეს გზა ყოველთვის მარტივი არ არის, თუმცა მიღებული ცოდნა, გამოცდილება და შესაძლებლობები ყველა სირთულეს ამართლებს.

„თუ გაქვთ ინტერესი, მონდომება და მიზანი, წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ“.

ინჟინერ ქალთა საერთაშორისო დღეს მსოფლიოში ხშირად იხსენებენ იმ ქალებს, რომლებმაც საინჟინრო და ტექნოლოგიურ სფეროებში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.

  • ჰედი ლამარი  — მსახიობი და გამომგონებელი, რომლის იდეებმა საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე უკაბელო კომუნიკაციის ტექნოლოგიებს, მათ შორის Wi-Fi-სა და Bluetooth-ის განვითარებას.
  • გრეის ჰოპერი  — კომპიუტერული მეცნიერების ერთ-ერთი პიონერი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა პროგრამირების ენების განვითარებასა და თანამედროვე პროგრამული სისტემების ფორმირებაში.
  • კატრინ ჯონსონი  — NASA-ს მათემატიკოსი, რომლის ზუსტმა გამოთვლებმა გადამწყვეტი როლი შეასრულა არაერთი კოსმოსური მისიის წარმატებაში.
  • ელენ ოჩოა  — ინჟინერი და ასტრონავტი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კოსმოსურ მისიებში და მოგვიანებით NASA-ში მნიშველოვან პოზიციებზეც იმუშავა.
  • კერი კრისტენსენი — კლიმატის მეცნიერებასა და ატმოსფერულ ინჟინერიაში მნიშვნელოვანი წვლილის მქონე მკვლევარი, რომელიც ჰარვარდის MIT-ში მოღვაწეობს და ქარიშხლების მოდელირების ერთ-ერთ წამყვან სპეციალისტად ითვლება.
  • ჯეინ ჯეიკობსი  — ურბანული დაგეგმარების სფეროში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მოაზროვნე, რომლის იდეებმაც ქალაქების თანამედროვე განვითარების კონცეფციებზე დიდი გავლენა მოახდინა.

ასევე გაეცანი

#OK! Halloween: უძველესი კელტური ტრადიციიდან თანამედროვე დღესასწაულამდე
OK! კულტურა

#OK! Halloween: უძველესი კელტური ტრადიციიდან თანამედროვე დღესასწაულამდე

October 30, 2026
#OK! ჯულია რობერტსი – ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობის ისტორია
OK! კულტურა

#OK! ჯულია რობერტსი – ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობის ისტორია

October 29, 2026
#OK! ჰოლივუდის ვარსკვლავების ყველაზე დასამახსოვრებელი ჰელოუინის კოსტიუმები
OK! კულტურა

#OK! ჰოლივუდის ვარსკვლავების ყველაზე დასამახსოვრებელი ჰელოუინის კოსტიუმები

October 28, 2026
#OK! 5 ფილმი, რომელიც ჰელოუინის საღამოს განსაკუთრებულ განწყობას შეგიქმნით
OK! კულტურა

#OK! 5 ფილმი, რომელიც ჰელოუინის საღამოს განსაკუთრებულ განწყობას შეგიქმნით

October 27, 2026

ახლა კითხულობენ

#OK!  10 ქვეყანა, რომლებსაც ყველაზე განსხვავებული საქორწილო ტრადიციები აქვთ

#OK! 10 ქვეყანა, რომლებსაც ყველაზე განსხვავებული საქორწილო ტრადიციები აქვთ

August 6, 2025
#OK! Emmy 2025-ის საუკეთესო კაბები წითელ ხალიჩაზე

#OK! Emmy 2025-ის საუკეთესო კაბები წითელ ხალიჩაზე

September 15, 2025
#OK! სრულყოფილება დეტალებშია… ინტერვიუ პლასტიკურ და რეკონსტრუქციულ ქირურგ ზურა შანავასთან

#OK! სრულყოფილება დეტალებშია… ინტერვიუ პლასტიკურ და რეკონსტრუქციულ ქირურგ ზურა შანავასთან

June 5, 2021
#OK! ივ სან ლორანი: დიზაინერი, რომელმაც ქალები შეცვალა – მარიამ რეხვიაშვილის ბლოგი

#OK! ივ სან ლორანი: დიზაინერი, რომელმაც ქალები შეცვალა – მარიამ რეხვიაშვილის ბლოგი

June 1, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ციფრული სამყაროს მიღმა – Mitaishvili academy: ცოდნა, გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები

#OK! ციფრული სამყაროს მიღმა – Mitaishvili academy: ცოდნა, გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები

October 28, 2026
#OK! რამდენს გამოიმუშავებენ Victoria’s Secret-ის მოდელები ჩვენებაში მონაწილეობით – რა არის მატილდა გვარლიანის სავარაუდო ჰონორარი?

#OK! რამდენს გამოიმუშავებენ Victoria’s Secret-ის მოდელები ჩვენებაში მონაწილეობით – რა არის მატილდა გვარლიანის სავარაუდო ჰონორარი?

October 27, 2026
#OK! ქართველი მოდელი ანი სტეფანიშვილი Miss Asia Global 2026-ის გამარჯვებულია

#OK! ქართველი მოდელი ანი სტეფანიშვილი Miss Asia Global 2026-ის გამარჯვებულია

October 30, 2026
#OK! ლევან კოღუაშვილს „ოქროს გლობუსის“ სპეციალური ჯილდო გადაეცა

#OK! ლევან კოღუაშვილს „ოქროს გლობუსის“ სპეციალური ჯილდო გადაეცა

October 25, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები