• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! ბაგრატ აკუჯბა – ქართველი დიზაინერი, რომელიც Salone del Mobile.Milano-ზე საქართველოს წარადგენს

August 3, 2026
საკითხავი დრო: 3 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ქართველი არქიტექტორი, დიზაინერი და ავეჯის რესტავრატორი ბაგრატ აკუჯბა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ დიზაინისა და ავეჯის საერთაშორისო გამოფენაზე – Salone del Mobile.Milano-ზე მიიწვიეს.

მისი შემოქმედება, რომელიც ტრადიციულ ქართულ მოტივებს, ხელოვნებასა და თანამედროვე დიზაინს აერთიანებს, საერთაშორისო პლატფორმის ყურადღების ცენტრში მოექცა.

ბაგრატ აკუჯბა წლებია ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინზე მუშაობს, თუმცა ბოლო პერიოდში განსაკუთრებულ ყურადღებას ავეჯის რესტავრაციას უთმობს. გამოფენისთვის უნიკალურ ნამუშევარს ამზადებს, სადაც ქართული ისტორია, ორნამენტები, ცეკვის სილუეტები, „ვეფხისტყაოსნის“ გმირები და ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობა ხის ჩუქურთმებში გაცოცხლდება.

OK! Magazine-სთან საუბრისას, დიზაინერი ამბობს, რომ ეს შესაძლებლობა მისთვის მხოლოდ პროფესიული წარმატება არ არის — ეს არის შანსი, მსოფლიოს გააცნოს ქართული ოსტატობა და აჩვენოს, რომ ტრადიციას თანამედროვე დიზაინში მნიშვნელოვანი ადგილი აქვს.

პირველ რიგში, გაგვეცანით – რას საქმიანობთ და როგორ დაიწყეთ თქვენი პროფესიული გზა?
მოგესალმებით. მე გახლავართ არქიტექტორ-დიზაინერი ბაგრატ აკუჯბა. ბავშვობიდან ვხატავ და ვფიქრობ, ეს ნიჭი აკვნიდან გამომყვა. ეს სფერო ჩემთვის ყოველთვის ახლობელი იყო.

შევისწავლე და დავამთავრე ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინის კურსები და უკვე წლებია ამ სფეროს ვემსახურები. ჩემი დიზაინით არაერთი საცხოვრებელი სივრცე გამილამაზებია როგორც ბათუმში, ისე საქართველოს სხვადასხვა ქალაქში.

დღეს უკვე საკუთარი კომპანია მაქვს და სხვადასხვა პროექტებზე ვმუშაობ. ამ ეტაპზე განსაკუთრებით ავეჯის რესტავრაციაზე ვარ გადართული, რაც ჩემთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი მიმართულებაა.

 

 

როგორ აღმოაჩინეთ დიზაინისადმი ინტერესი? გახსოვთ პირველი პროექტი ან მომენტი, როცა მიხვდით, რომ ეს თქვენი საქმე იყო?

ჩემი პირველი წარმატება ჯერ კიდევ სკოლის ასაკში დაიწყო, როდესაც თურქეთში ერთ-ერთ კონკურსში მივიღე მონაწილეობა და ნახატების გამოფენაში გავიმარჯვე.

რაც შეეხება პირველ პროფესიულ პროექტს, ის ერთ-ერთ სარემონტო კომპანიაში განვახორციელე. ეს იყო სტუდიოს ტიპის ბინა სარკის ჭერით – მაშინ საქართველოში მსგავსი გადაწყვეტა თითქმის არ კეთდებოდა. სწორედ ამ პროექტმა მიიქცია საზოგადოების ყურადღება და აქედან დაიწყეს ჩემი ნამუშევრების შემჩნევა.

 

 

როგორ აღწერდით საკუთარ შემოქმედებით ხელწერას? რა არის ის, რაც თქვენს ნამუშევრებს გამოარჩევს?

ჩემს შემოქმედებით ხელწერას კონკრეტულად ვერ გამოვყოფ და არც მინდა, ვინმეს შევადარო თავი. თუმცა ერთი რამ შემიძლია ვთქვა — არ მიყვარს ის, რაც უკვე სხვას აქვს შექმნილი. ყოველთვის ვცდილობ, გავაკეთო ისეთი რამ, რაც განსხვავებული და ორიგინალური იქნება.

ჩემთვის მნიშვნელოვანია უცხო, საინტერესო ესთეტიკა და ის ენთუზიაზმი, რომელიც მაძლევს საშუალებას, ყველა ფანტაზიას ფრთები შევასხა.

აქვე მინდა აღვნიშნო საზოგადოების უდიდესი მხარდაჭერა და შეფასება, რაც ჩემთვის ძალიან დიდი სტიმულია. ეს მაძლევს მოტივაციას, მუდმივად განვვითარდე და ვიყო საუკეთესო საუკეთესოთა შორის.

 

 

რესტავრაცია დიდ სიზუსტესა და მოთმინებას მოითხოვს. რა არის ყველაზე რთული ამ პროფესიაში და, პირიქით, რა გაძლევთ ყველაზე დიდ სიამოვნებას?

რესტავრაცია, ერთი შეხედვით, შესაძლოა ბევრისთვის მარტივ პროცესად აღიქმებოდეს — თითქოს უბრალოდ ნივთი უნდა გადაიღებოს და ყველაფერი დასრულებულია, თუმცა რეალურად ასე არ არის.

ეს მხოლოდ ნივთის შეკეთება არ არის. მისი მთავარი მიზანია ავეჯის, კარის, ფანჯრის, პიანინოსა თუ სხვა ხის ნაკეთობის ისტორიული და მხატვრული ღირებულების შენარჩუნება.

რესტავრაციის დაწყებამდე აუცილებელია ნივთის დეტალური შეფასება — უნდა განისაზღვროს დაზიანებები, ბზარები, ჭიამჭამელას კვალი, ტენით გამოწვეული პრობლემები და ძველი საფარის მდგომარეობა.

კარგი რესტავრაცია ნიშნავს არა მხოლოდ ლამაზ იერსახეს, არამედ ნივთის ისტორიის, ღირებულებისა და ხანგრძლივი სიცოცხლის შენარჩუნებას. პროფესიონალურად შესრულებული სამუშაო საშუალებას აძლევს ძველ ავეჯს, მრავალი წლის შემდეგაც კვლავ ემსახუროს თავის მფლობელს და შეინარჩუნოს უნიკალური ხასიათი.

 

 

როგორ მიიღეთ Salone del Mobile-ისგან შემოთავაზება? როგორ დაიწყო ეს ისტორია?

მონაწილეობის მისაღებად კომპანიამ ან ავტორმა განაცხადი უნდა წარადგინოს და საკუთარი ნამუშევრები წარმოადგინოს. მე ამ საგამოფენო სივრცის შესახებ ვიცოდი, მოვიძიე საკონტაქტო ინფორმაცია, ელფოსტა და ჩემი ნამუშევრების სრული პორტფოლიო გავაგზავნე.

სიმართლე გითხრათ, არც მიფიქრია, რომ პასუხს აუცილებლად მივიღებდი, თუმცა გადავწყვიტე, მეცადა. წარვდექი როგორც დამწყები დიზაინერი და შემდეგ დაიწყო ჩემი ნამუშევრების განხილვის პროცესი.

თავდაპირველად მათ ყურადღება ფოტოებსა და ვიდეომასალაზე გაამახვილეს. ჩემს შემთხვევაში განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ტრადიციული ავეჯი, რომელიც მათ კრეატიულ და განსხვავებულ მიმართულებად მიიჩნიეს.

ორგანიზატორები აფასებენ პროდუქტის ხარისხს, დიზაინს, ინოვაციურობას, ოსტატობასა და გამოფენის საერთო კონცეფციასთან შესაბამისობას. შერჩეულ მონაწილეებს ეძლევათ შესაძლებლობა, საკუთარი ნამუშევრები წარუდგინონ ათასობით ვიზიტორს, მყიდველს, არქიტექტორსა და საერთაშორისო პარტნიორს.

შემდეგ უკვე დეტალურად გამომკითხეს რესტავრაციაში გამოყენებული მასალების შესახებ — საღებავის დატანის მეთოდი, მისი თითოეული ფენა, მილიმეტრებიც კი. ასევე დაინტერესდნენ საკრავ ინსტრუმენტებზე მუშაობის პროცესით, რამდენი შრე აქვს ხეს, როგორ უნდა დამუშავდეს და რა ტექნოლოგიით უნდა შეიღებოს.

რომ გითხრათ, თავიდანვე ძალიან მომზადებული ვიყავი, მოგატყუებთ, თუმცა 150 კრიტერიუმიდან 100-ზე მეტ კითხვას ვუპასუხე და საბოლოოდ მომანიჭეს დამწყები დიზაინერ–რესტავრატორის სტატუსი.

 

 

გამოფენის ფარგლებში ადგილზე უნდა შევქმნა ტრადიციული ნივთი და წარვუდგინო საზოგადოებას. ამ ეტაპზე ვმუშაობ ძველი ქართული ორნამენტების აღდგენაზე, რომელიც ძალიან მინდა ავეჯის გაფორმებაში გამოვიყენო.

ასევე მინდა, ხის ჩუქურთმებად გარდავქმნა ჩვენი ქართული ცეკვის საოცარი სილუეტები. ჩემი მიზანია, ავეჯში აისახოს ქართული რენესანსის იდეა — არა მხოლოდ ცეკვის თემატიკა, არამედ ჩვენი ისტორიული ბრძოლები, გამარჯვებები და „ვეფხისტყაოსნის“ გმირები.

მინდა, ეს ყველაფერი ავეჯზე გადავიტანო, თუმცა, რა თქმა უნდა, ამას დიდი შრომა, დრო და დეტალური მუშაობა სჭირდება.

 

 

რას გულისხმობს ეს შემოთავაზება? რას ნიშნავს ის პრაქტიკულად და რა შესაძლებლობებს გაძლევთ?

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საგამოფენო პლატფორმის — Salone del Mobile.Milano-სგან მოწვევის ან მონაწილეობის შესაძლებლობის მიღება ჩემთვის უდიდესი პატივი, პასუხისმგებლობა და მოტივაციაა.

ეს ნიშნავს, რომ ჩემი შრომა, შემოქმედება და ოსტატობა საერთაშორისო დონის ყურადღების ღირსი გახდა. ეს არის შესაძლებლობა, ჩემი ნამუშევრები მსოფლიოს საუკეთესო დიზაინერების, არქიტექტორების, კოლექციონერებისა და ავეჯის ინდუსტრიის წარმომადგენლების წინაშე წარვადგინო.

ჩემთვის ეს მხოლოდ გამოფენაში მონაწილეობა არ არის — ეს არის ოცნებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი. შესაძლებლობა, მსოფლიოს გავაცნო ქართული ოსტატობა, ტრადიცია და თანამედროვე ხედვა.

 

როგორი იყო თქვენი პირველი რეაქცია, როცა ეს ამბავი გაიგეთ? ვის გაუზიარეთ პირველად ეს სასიხარულო სიახლე?

ჩემი პირველი ემოციის გამზიარებელი დედა იყო.

სახელოსნოში ვმუშაობდი, როდესაც სრულიად მოულოდნელად დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ მონაწილეობის შესაძლებლობა მომეცა. ეს იყო ისეთი ემოცია, ვერ მივხვდი, უნდა მეტირა თუ მეყვირა სიხარულისგან.

პირველი, რაც გავაკეთე, დედას დავურეკე. ორივემ ერთად გავიზიარეთ ეს სიხარული, რადგან ჩემს ცხოვრებაში ერთადერთი და ყველაზე დიდი გულშემატკივარი სწორედ დედაა.

რას ელით ამ თანამშრომლობისგან? რა გეგმები გაქვთ მომავალში?

ამ თანამშრომლობისგან, პირველ რიგში, ველი საკუთარ თავზე კიდევ უფრო მეტ მუშაობას, განვითარებასა და შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებას.

ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კი არის ქართული ავეჯის წარმოების მსოფლიო მასშტაბზე გატანა — იმ უნიკალური ისტორიის, კულტურისა და იმ გენიალური ადამიანების შემოქმედების გაცოცხლება, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის მემკვიდრეობა დღემდე მოიტანეს.

მინდა, ეს ყველაფერი ავეჯში აისახოს და მსოფლიომ გაიცნოს ქართული ხელოვნება არა მხოლოდ როგორც ისტორიული მემკვიდრეობა, არამედ როგორც თანამედროვე დიზაინის ნაწილი.

 

რა არის თქვენი ყველაზე დიდი პროფესიული ოცნება?

ჩემი პროფესიული ოცნება ერთ რამეს უკავშირდება — მინდა, ადამიანების აღიარება სიცოცხლეშივე მოვიპოვო და არა მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ.

საქართველოში უამრავი ნიჭიერი ხელოვანი ცხოვრობს, რომელსაც მხარდაჭერა, სტიმული და ხელშეწყობა სჭირდება. ხელოვნებას საზოგადოებაში ღირსეული ადგილი უნდა ეკავოს და ადამიანები, რომლებიც ქმნიან, სათანადოდ უნდა დაფასდნენ.

რაც შეეხება ჩემს საკუთარ სურვილს — მინდა, წლების შემდეგ ჩემმა ნამუშევრებმა, ყოველგვარი სენტიმენტალური ბიოგრაფიების გარეშე, თავად ისაუბრონ ჩემს პიროვნებასა და შემოქმედებაზე.

 

ტექსტი: ანი შავიშვილი

 

ასევე დაგაინტერესებთ:

#OK! Demna, David Koma & გალიბ გასანოვი: სამი ქართველი დიზაინერი მილანის მოდის კვირეულზე

#OK! ჟურნალი OK!-ის ახალი რუბრიკა – ინტერიერის დიზაინერის რჩევები

ასევე გაეცანი

OK! ქეთევან ბოჭორიშვილის პროფესიული გზა – უწყვეტი განვითარებით შექმნილი წარმატების ისტორია
Slider Area

OK! ქეთევან ბოჭორიშვილის პროფესიული გზა – უწყვეტი განვითარებით შექმნილი წარმატების ისტორია

August 24, 2026
#OK! Hotel Babu Kutaisi – ოჯახური სითბოსა და სტუმარმასპინძლობის მისამართი
OK! ქუთაისი

#OK! Hotel Babu Kutaisi – ოჯახური სითბოსა და სტუმარმასპინძლობის მისამართი

August 25, 2026
OK! ბელა როგავა – ლიდერი, რომელიც განვითარებას ადამიანების გაძლიერებად აქცევს
Slider Area

OK! ბელა როგავა – ლიდერი, რომელიც განვითარებას ადამიანების გაძლიერებად აქცევს

August 20, 2026
#OK! გიორგი ხატიაშვილის აკადემიური წარმატება: საერთაშორისო განათლებიდან George Washington University-მდე
Slider Area

#OK! გიორგი ხატიაშვილის აკადემიური წარმატება: საერთაშორისო განათლებიდან George Washington University-მდე

August 20, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! მეგან მარკლის მხრიდან რასიზმის ბრალდებას პრინცი უილიამიც გამოეხმაურა

#OK! მეგან მარკლის მხრიდან რასიზმის ბრალდებას პრინცი უილიამიც გამოეხმაურა

March 14, 2021
#OK! სტომატოლოგიური კლინიკა „მედი-დენტ+“ − სასურველი შედეგის გარანტი

#OK! სტომატოლოგიური კლინიკა „მედი-დენტ+“ − სასურველი შედეგის გარანტი

July 8, 2022
#OK! ბიზნეს-ლიდერ ქალთა ორგანიზაცია „ქალები მომავლისთვისა“ და „ეივონ კოსმეტიკს საქართველოს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

#OK! ბიზნეს-ლიდერ ქალთა ორგანიზაცია „ქალები მომავლისთვისა“ და „ეივონ კოსმეტიკს საქართველოს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

October 7, 2021
#OK! სამოდელო სააგენტო კატრინი – წარმატების გარანტი

#OK! სამოდელო სააგენტო კატრინი – წარმატების გარანტი

March 9, 2025

კვირის ჰიტები

#OK! დევიდ ფინჩერის კინოსამყარო – ფილმები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ

#OK! დევიდ ფინჩერის კინოსამყარო – ფილმები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ

August 28, 2026
#OK! ნინო სურგულაძე Opera Australia-ს სცენაზე დებიუტისთვის ემზადება

#OK! ნინო სურგულაძე Opera Australia-ს სცენაზე დებიუტისთვის ემზადება

August 26, 2026
#OK! ბრედლი კუპერი და მარგო რობი „Ocean’s Eleven“-ის ახალი ფილმის გადასაღებ მოედანზე გამოჩნდნენ

#OK! ბრედლი კუპერი და მარგო რობი „Ocean’s Eleven“-ის ახალი ფილმის გადასაღებ მოედანზე გამოჩნდნენ

August 22, 2026
#OK! ზენდაიადან კენდალ ჯენერამდე – ჯეიკობ ელორდის ცნობილი რომანები და სასიყვარულო ისტორია

#OK! ზენდაიადან კენდალ ჯენერამდე – ჯეიკობ ელორდის ცნობილი რომანები და სასიყვარულო ისტორია

August 26, 2026
PANDAWA4D
SALDOKU777
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
PANDAWA4D
177winbet
pandawa177
saldoku777
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები