• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! ალექსანდრა – გოგონა ზღაპრიდან

January 10, 2025
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

წარმატებულს, ქარიზმატულს, ენერგიულს და უმშვენიერეს მალინა ბერეკაშვილს ჩვენი მკითხველი ძალიან კარგად იცნობს. მასთან ერთი შეხვედრაც კი საკმარისია იმისთვის, რომ თავი დაგამახსოვროს. ეს ჩემი მეორე ინტერვიუა მასთან და მახსოვს, პირველად, როდესაც თავის წარმატების ისტორიას მიყვებოდა, ვფიქრობდი, როგორი ძლიერი და მიზანდასახული ქალია-მეთქი. მართლაც საოცრებები შეგვიძლია ქალებს, თუმცა დღეს, როდესაც მასთან სულ სხვა თემაზე ვისაუბრე, მივხვდი, რომ ყველა ძლიერი ქალის უკან დგას ქალი, რომელსაც ეშინია, მაგრამ ეს ის შიშია არაა, რაც მას დაასუსტებს ან ფარ-ხმალს დააყრევინებს, პირიქით, ეს ის შიშია, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს და მთებს გადაადგმევინებს, რადგან ეს ქალი დედააა! დედა, რომელიც იბრძვის შვილის კარგად ყოფნისთვის; დედა, რომელსაც შვილის ბედნიერება სურს; დედა, რომელიც არ უშინდება არანაირ დიაგნოზს; დედა, რომელიც დღეს დიდი მაგალითია ყველა ქალისთვის. მალინაზე მეტს არ ვისაუბრებ, მთელი ინტერვიუ მის ქალიშვილს – ალექსანდრას მიეძღვნება.

 

ცხოვრება ალექსანდრას დაბადებამდე

სანამ ალექსანდრა დაიბადებოდა, ჩემი მეგობრების შვილებზე ვზრუნავდი. ახლობლის შვილი იქნებოდა თუ ქუჩაში უპატრონო ბავშვი, ვცდილობდი მათზე მეზრუნა და დედობრივი სითბო გადამენაწილებინა. ვნატრობდი, მეც მყოლოდა ჩემი შვილი. იყო დღეები, როდესაც მივდიოდი მაღაზიებში და პატარა ბავშვის ტანსაცმელების დანახვაზე გული მიჩუყდებოდა.

არაერთი სიკეთე გამიკეთებია და ყოველთვის ვიცოდი, რომ ჩემს ცხოვრებაში რაღაც დიდი უნდა მომხდარიყო. რაღაც ისეთი, რაც უფრო მეტად გამაძლიერებდა, გამაფერადებდა და ბევრად ლაღს გამხდიდა.

 

 

ალექსანდრას დაბადება

ალექსანდრა დაიბადა 14 იანვარს – ძველით ახალ წელს. ეს თარიღი უფრო მეტად შემიყვარდა. ორმაგი დღესასწაულია ხოლმე ჩვენს სახლში. ალექსანდრას დაბადებამ მთლიანად გააფერადა ჩემი ცხოვრება. უკეთესობისკენ შევიცვალე, უფრო მებრძოლი და მიზანდასახული გავხდი. ალექსანდრამ თავისი თავი მაჩუქა, დიდი სიყვარული მაჩუქა. გამხადა დედა – ჩემი უდიდესი ოცნება ამისრულა.

ალექსანდრას დაბადების შემდეგ ერთი მიზანიც გამიჩნდა, – გაიზარდოს კარგი ადამიანი, წარმატებული და განათლებული. იმ საზოგადოებაში, სადაც იზრდება, ადგილის დამკვიდრება შეძლოს.

 

 

დიაგნოზი

ალექსანდრა თავიდანვე განსხვავებული ადამიანი იყო. მახსოვს, ექოსკოპიას როცა ვიკეთებდი, სულ შეჭმუხნილი ჰქონდა წარბები. მიკვირდა, ნეტავ რატომ-მეთქი. სხვათა შორის, მიუხედავად ჩემი დატვირთული სამუშაო რეჟიმისა, ძალიან კარგი ორსულობა მქონდა, ასევე, კარგად ჩაიარა მშობიარობამაც. ალექსანდრას ორ წლამდე არანაირი პრობლემა არ ჰქონია, 2 წლისა და სამი თვისას კი განვითარებაში რეგრესი შევამჩნიეთ. არ ლაპარაკობდა, შეწყვიტა ჩვენთან კონტაქტი. როცა სახელით მივმართავდი, არ რეაგირებდა. ბევრი მაჩვენებელი იყო აუტისტური სპექტრის, შემდეგ უკვე დიაგნოზიც დაუსვეს. დიაგნოზის დასმა და ჩემი განადგურება ერთი იყო. პირველი, რაც ფსიქოლოგებმა და ფსიქიატრებმა მირჩიეს, იყო, მეღიარებინა ეს დიაგნოზი. სწორედ აღიარების შემდეგ დაიწყო ალექსანდრას პროგრესიც.

 

 

რა იყო თქვენი მიზანი ამ დროს? და რა შეძელით, რომ გაგეკეთებინათ?

უპირველესად, ჩემი მიზანი იყო ამ დიდ ომში უსათუოდ გამარჯვება. ყველაფერი გამეკეთებინა იმისთვის, რომ ალექსანდრას კარგი შედეგი მიეღო. მისი დიაგნოზია აუტისტური სპექტრის აშლილობა F84 და ADHD ანუ ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომი. გავიარეთ კონსულტაციები არა მხოლოდ თურქეთის, არამედ გერმანიისა და ამერიკის ფსიქიატრებთან, ასევე ჩართული იყო ყველა ცნობილი ნეიროფსიქიატრი და ნეიროფსიქოლოგი. რადგან ბავშვი ქართულენოვანი იყო, 6 თვის განმავლობაში საქართველოში მოგვიწია ყოფნამ, თუმცა შედეგი ვერ მივიღე, რადგან საკმარისი თერაპიები არ ტარდებოდა. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ პროფესიონალ თერაპევტებს საქართველოში არ ჰქონდათ ჩვენთვის შესაბამისი რაოდენობის საათები, ამიტომაც ვერ მივიღეთ ის შედეგი, რაც გვჭირდეობდა. 2022 წლის იანვარში, თურქეთში დაბრუნების შემდეგ, გაორმაგებული საათებით დავიწყეთ ყველა თერაპიის ჩატარება: აბათერაპია, ფლორთაიმი, არგოთერაპია ე.წ. ოკუპაციის თერაპია, სპორტთერაპია (სპორტულ მითითებებს, მუსიკის, საუბრის თერაპიებს მოიცავს). ამასთანავე, სამ-ოთხ თვეში ერთხელ გავდიოდით კონსულტაციებს ფსიქიატრთან და ამ ყველაფრის ერთობლიობამ შედეგი გამოიღო. როდესაც ბავშვს პროგრესი შეეტყო და ბგერების წარმოთქმა დაიწყო, ჩავრთეთ ენის თერაპია და ჩვეულებრივ, სხვა თერაპიებიც გავაგრძელეთ. 2023 წელს კი აბათერაპია შევწყვიტეთ და აკადემიური თერაპია ჩავრთეთ. ასევე, შარშან დავამატეთ ცურვა. გარდა ამისა, დავდივართ სკოლაში თერაპიებისთვის, რომელიც მთელი წელი გრძელდება, მხოლოდ ზაფხულობით ორი თვე არ უტარდება, და სწორედ მაშინ ამ თერაპიების ჩანაცვლება ხდება ცურვით, რომელიც რამდენიმე თერაპიის გეგმას შეიცავს. ცურვა ხელს უწყობს როგორც ენერგიის დახარჯვას, ასევე ბავშვს მობილიზებაში ეხმარება.

 

 

გვესაუბრეთ ალექსანდრას საოცარი ნიჭის შესახებ, სოციალურ ქსელებში მისი გალობის ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს…

ალექსანდრას გამართულად საუბარი არ შეუძლია, თუმცა ის საოცრად მღერის. შეიძლება ითქვას, რომ სიმღერით გადმოსცემს თავის ემოციებს. მას აქვს არაჩვეულებრივი ხმა და სმენა. სოციალურ ქსელში მის გალობის ვიდეოს უამრავი დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. სწორედ ამის შემდეგ გადავწყვიტე მიმეყვანა სპეციალისტთან, რათა მისი მუსიკალური მონაცემები შეეფასებინა. ალექსანდრამ თურქეთში, ერთ-ერთ ცნობილ აკადემიაში – Tan Sagturk Akademy, რომლის ხელმძღვანელიც ცნობილი ბალერონია, ვოკალზე სიარული დაიწყო. მისი მონაცემებით აღფრთოვანებულებმა, ის აღიარეს და გვითხრეს, რომ მილიონში ერთმა ბავშვმა შეიძლება ეს შეძლოს. ზენიჭიერი და საოცრად მუსიკალურიაო. მიუხედავად იმისა, რომ სრულყოფილად საუბარი არ შეუძლია, ის არაჩვეულებრივად მღერის. გალობის გარდა, მღერის ყველანაირ ჟანრში. ერთი ნოტით შეუძლია მუსიკის გამოცნობა, ასევე, შეუძლია სიმღერის აწყობაც, და ამას გარდა, მარტივად ითვისებს სიმღერას, ტექსტს და ა.შ.

სწორედ ასეთი დიდი მიღწევები გვაქვს, თუმცა თერაპიები კვლავ გრძელდება. წელს სკოლის ასაკის ხდება ალექსანდრა, მაგრამ აკადემიურად ჯერ არ არის მზად სასსკოლოდ. ჯერ მოსამზადებელი ეტაპი უნდა გავიაროთ.

 

 

ალექსანდრას ერთი დღე

ალექსანდრას ერთი დღე საკმაოდ დატვირთულია, რადგან 2-დან 6 საათამდე ყოველდღე თერაპიები აქვს. ამასთანავე, შაბათი-კვირას სხვადასხვა გაკვეთილი უტარდება. როცა თერაპიები არ აქვს, მიკროფონი უჭირავს ხელში, უნდა რომ სულ მღეროდეს და ცეკვავდეს, ასე ერთობა. მე და დედაჩემს ყოველდღე კონცერტებს გვიტარებს. მე მანინას მეძახის… უყვარს კინოში სიარული, ასევე რესტორანსა და სავაჭრო ცენტრში. როცა თერაპიებს ვამთავრებთ და გამოვდივართ, გზით ხვდება, სადაც მივდივართ. აქ ჩემი ექიმია, აქ ცურვაა… ასევე, მე მგავს იმაში, რომ ძალიან უყვარს გაპრანჭვა, დიდი კაბების ჩაცმა, ჩემს სათვალეს იკეთებს და მე მბაძავს. ალექსანდრა მზეა, რომელიც სითბოს და სიხარულს აფრქვევს, საოცარ ენერგიას ასხივებს.

 

 

დედა-შვილის გამარჯვება

5 წლის ალექსანდრა ძალიან დიდი პიროვნებაა. რა თქმა უნდა, მისი ყველა წინ გადადგმული ნაბიჯი ჩემი წარმატებაა. ბავშვი, რომელიც ყმუოდა, ბგერებს ნორმალურად ვერ გამოსცემდა და კონტაქტზე არ გამოდიოდა, დღეს არაჩვეულებრივად გალობს, ცეკვავს და თამაშობს. ასე თუ ისე, ოთხ ენაზე ახერხებს კითხვებზე პასუხები გაგვცეს. ეს ყველაფერი უდიდესი მიღწევა და გამარჯვებაა! მჯერა, რომ წინ ბევრი სხვა გამარჯვება გველოდება. საბოლოოდ ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ ომს!

 

ძლიერი ქალი – მალინა

ნამდვილად ძლიერი ქალი ვარ. იმისთვის ვაკეთებ ყველაფერს, რომ ის პრობლემა, რის წინაშეც ახლა ალექსანდრაა, ასე თუ ისე მოეხსნას. ყოველთვის წარმატებული, დამოუკიდებელი და ძლიერი ქალი ვიყავი. სამართლიანი და პირდაპირი ვარ, რასაც ბევრი ურთიერთობა შეეწირა. თუმცა არ ვნანობ, ის ადამიანები ჩემს ცხოვრებაში ყოფნას არ იმსახურებდნენ,

ის გზა, რაც გამოვიარე, არ იყო მარტივი – ემიგრაციაში მოხვედრა, უცხო ქვეყანაში – 86-მილიონიან ქვეყანაში ადგილის დამკვიდრება და საყვარელი საქმის კეთება.

 

 

რა რჩევას მისცემდით იმ დედებს, ვის შვილებსაც მსგავსი დიაგნოზი აქვს?

აუცილებლად ბევრი იმუშაონ და მაქსიმალური ენერგია ჩადონ ამაში. მნიშვნელოვანია, მთელი ოჯახი იყოს ჩართული და არამხოლოდ დედა ან ბებია. ჩვენს შემთხვევაში ვიყავით მე და დედაჩემი და გვეხმარებოდა ძიძაც. ამ ყველაფერს ჩვენ სამი ვაკეთებდით და ვაკეთებთ დღემდე. ჩვენ თურქეთში ვცხოვრობთ, ჩემი ნათესავები კი საქართველოში. ვის როგორც შეეძლო, იმის მიხედვით გვეხმარებოდა. არ შემიძლია არ აღვნიშნო სკოლა, რომელმაც ხელი ძალიან შეუწყო ალექსანდრას; იმ თერაპევტებმა, რომლებიც მას ასწავლიან. ისინი მაქსიმალურს აკეთებენ ბავშვის განვითარებისთვის. ყოველი გაკვეთილის შემდეგ რჩევას გვაძლევენ, თუ რა უნდა გავაკეთოთ სახლში, რა აქტივობით დავკავდეთ და ა.შ. სწორედ ამიტომ მშობლებს ვურჩევ, სწორი თერაპევტები შეარჩიონ, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ არა ფულის, არამედ ბავშვის განვითარებისთვის. ყველა პედაგოგს ძალიან უყვარს ალექსანდრა და ყველაფერს აკეთებენ, რათა შედეგი მივიღოთ.

თქვენი საახალწლო სურვილი რა იქნება?

ჩვენს ქვეყანას ვუსურვებ მშვიდობას და ევროპულ მომავალს, რადგან ევროპა მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი შვილებისთვის, განსაკუთრებით კი შშმ ბავშვებისთვის.

 

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: იულია ზადოროჟნა

ასევე გაეცანი

#OK! სოფი ლორენი კამერებს მიღმა – რას გვიყვება მსახიობის შესახებ მისი რძალი, მარიამ შარმანაშვილი
ინტერვიუ

#OK! სოფი ლორენი კამერებს მიღმა – რას გვიყვება მსახიობის შესახებ მისი რძალი, მარიამ შარმანაშვილი

September 24, 2026
#OK! „Sakura“ – აღმოაჩინე შენი სიურპრიზი: თათო გოგოლაშვილის ახალი ბრენდი მათთვის, ვისაც სილამაზე და  სიურპრიზები უყვარს
ინტერვიუ

#OK! „Sakura“ – აღმოაჩინე შენი სიურპრიზი: თათო გოგოლაშვილის ახალი ბრენდი მათთვის, ვისაც სილამაზე და სიურპრიზები უყვარს

September 21, 2026
#OK! რა კავშირია კვებასა და სამუშაო ეფექტიანობას შორის
Gastro

#OK! რა კავშირია კვებასა და სამუშაო ეფექტიანობას შორის

September 17, 2026
#OK! ანა გოგიშვილი – ქალი, რომელმაც ბიზნესი, ბრძოლა და პასუხისმგებლობა ცხოვრების წესად აქცია
ინტერვიუ

#OK! ანა გოგიშვილი – ქალი, რომელმაც ბიზნესი, ბრძოლა და პასუხისმგებლობა ცხოვრების წესად აქცია

September 17, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! მონიკა ბელუჩი, ჯენიფერ ლოურენსი, კარა დელევინი და ჯესიკა ჩესტეინი Dior-ის ოტ კუტიურ კოლექციის ჩვენებას დაესწრნენ

#OK! მონიკა ბელუჩი, ჯენიფერ ლოურენსი, კარა დელევინი და ჯესიკა ჩესტეინი Dior-ის ოტ კუტიურ კოლექციის ჩვენებას დაესწრნენ

July 6, 2021
#OK! კლიმატური ანომალია, რომელიც მსოფლიოს ამინდს შეცვლის – რას უნდა ველოდოთ 2026–2027 წლის ზამთარში

#OK! კლიმატური ანომალია, რომელიც მსოფლიოს ამინდს შეცვლის – რას უნდა ველოდოთ 2026–2027 წლის ზამთარში

September 10, 2026
#OK! გაღიავებული წარბები, როგორც ტრენდი სელებრითებში – ბელა ჰადიდის უახლესი პაპარაცული ფოტოები

#OK! გაღიავებული წარბები, როგორც ტრენდი სელებრითებში – ბელა ჰადიდის უახლესი პაპარაცული ფოტოები

July 22, 2022
#OK! ირინა შეიკი და ქენდის სვეინფული CR Fashion Book-ის XIX გამოცემის ვარსკვლავები არიან

#OK! ირინა შეიკი და ქენდის სვეინფული CR Fashion Book-ის XIX გამოცემის ვარსკვლავები არიან

October 11, 2021

კვირის ჰიტები

#OK! სოფი ლორენი კამერებს მიღმა – რას გვიყვება მსახიობის შესახებ მისი რძალი, მარიამ შარმანაშვილი

#OK! სოფი ლორენი კამერებს მიღმა – რას გვიყვება მსახიობის შესახებ მისი რძალი, მარიამ შარმანაშვილი

September 24, 2026
#OK! “ევროპული კინოს პრინცესა” – რომი შნაიდერი დღეს 88 წლის გახდებოდა

#OK! “ევროპული კინოს პრინცესა” – რომი შნაიდერი დღეს 88 წლის გახდებოდა

September 23, 2026
#OK! სინდი კროუფორდის ერთადერთი ვაჟი, პრესლი გერბერი, 27 წლის ასაკში გარდაიცვალა

#OK! სინდი კროუფორდის ერთადერთი ვაჟი, პრესლი გერბერი, 27 წლის ასაკში გარდაიცვალა

September 21, 2026
#OK! ანჯელინა ჯოლის ქალიშვილმა საკუთარი ნახატების გაყიდვა დაიწყო – ვივიენის ახალი არტ-პროექტი

#OK! ანჯელინა ჯოლის ქალიშვილმა საკუთარი ნახატების გაყიდვა დაიწყო – ვივიენის ახალი არტ-პროექტი

September 24, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები