აიშვარია რაის გამოჩენამ პარიზის მოდის კვირეულზე განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია. ინდოელი მსახიობი და მოდელი L’Oréal Paris-ის Le Défilé-ს პოდიუმზე სხვა ცნობილ სახეებთან ერთად გამოჩნდა და კამერების წინ გამორჩეული ლუქი წარადგინა.

თუმცა, მის გამოჩენას მხოლოდ დადებითი გამოხმაურება არ მოჰყოლია – სოციალურ ქსელებში აიშვარიას გარეგნობასთან დაკავშირებით არაერთი კრიტიკული კომენტარი გავრცელდა. მომხმარებლების ნაწილმა ყურადღება მსახიობის წონაზე გაამახვილა, ზოგი კი მის ახალ ვარცხნილობასა და მაკიაჟს გამოეხმაურა.


„ორსულად არის?“ – წერდნენ კომენტარებში, სხვები კი აიშვარიას Ozempic-ის გამოყენებას ურჩევდნენ. კრიტიკა მოჰყვა მის ახალ თმის ფერსაც – ზოგიერთი მომხმარებლის აზრით, შინდისფერი ტონი მსახიობს საერთოდ არ უხდებოდა.
„სხვა მოდელი არ არსებობდა?“ – ვკითხულობთ ერთ-ერთ კომენტარში. კიდევ ერთმა მომხმარებელმა კი აიშვარია Shrek-ის პერსონაჟ ფიონასაც შეადარა.


ამ ფონზე ბევრი გულშემატკივარი საპირისპიროდ რეაგირებდა და აიშვარიას პოდიუმზე დაბრუნებასა და მის თავდაჯერებულ გამოსვლას დადებითად აფასებდა.
L’Oréal Paris-ის ყოველწლიური შოუ ტრადიციულად მოდის, კინოსა და მუსიკის ცნობილ სახეებს აერთიანებს – გამონაკლისი არც წლევანდელი საღამო ყოფილა. პოდიუმზე აიშვარიასთან ერთად ვიხილეთ კენდალ ჯენერი, ევა ლონგორია, ჯეინ ფონდა, ვიოლა დევისი, კრისტენ ბელი, სიმონ ეშლი, კარა დელევინი, ჰეიდი კლუმი და ენდი მაკდაუელი.
თუმცა, საღამოს ყველაზე მოულოდნელი და დასამახსოვრებელი მომენტი სელინ დიონის გამოჩენა აღმოჩნდა. L’Oréal Paris-ის შოუს ფინალში ლეგენდარულმა მომღერალმა მაყურებლის წინაში თავისი ცნობილი ჰიტი – I’m Alive – შეასრულა.
ასევე დაგაინტერესებთ:
#OK! მატილდა გვარლიანი და ნასტასია ლეგრან-ბაბლუანი: ორი ქართველი მოდელი მილანის მოდის კვირეულზე
#OK! “GEORGIANS DO IT BETTER” – დემნა, David Koma და გალიბ გასანოვი მილანის მოდის კვირეულზე











