• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! ფიგურული სრიალის ისტორიაში ყველაზე ლამაზი ოლიმპიური კოსტიუმები

January 20, 2026
საკითხავი დრო: 3 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ფიგურული სრიალი, უპირველეს ყოვლისა, სპორტია, თუმცა სპორტსმენების ტექნიკაზე ნაკლებ ყურადღებას არც ესთეტიკური მხარე იპყრობს. 2026 წლის ოლიმპიადის მოლოდინში, რომელიც 6 თებერვალს,  იტალიაში დაიწყება, ოლიმპიური თამაშების ისტორიაში მოციგურავეთა ყველაზე გამორჩეულ და საინტერესო სამოსს წარმოგიდგენთ.

მაქს გერბერი

გერმანელი მოციგურავის ეს სამოსი თამამად შეიძლება ჩვენი სიის ფავორიტად დავასახელოთ. 1936 წელს, როდესაც მაქსი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, ნაქსოვი სვიტერი და შოტლანდიური ქვედაბოლო ეცვა. სხვათა შორის, 15 წლის მაქსი ყველაზე ახალგაზრდა ოქროს მედალოსანი გახდა და ეს სტატუსი 1998 წლამდე შეინარჩუნა.

პეგი ფლემინგი

ამერიკელმა მოციგურავემ 1968 წლის გრენობლის ზამთრის ოლიმპიადაზე ოქრო მოიპოვა. შთამბეჭდავი გამოსვლის გარდა, მან მაყურებელს თავი მოკლე, დაბალწელიანი კაბით და დიდი თვლებით გაფორმებული ფერსოთი დაამახსოვრა. როგორც The Atlantic -ი წერდა, ფლემინგის დედამ კაბისთვის ასეთი უჩვეულო ფერი მას შემდეგ შეარჩია, რაც გაიგო, რომ გრენობლის რეგიონში ბერები ლიქიორ „შარტრეზს“ ამზადებდნენ. ქალი ფიქრობდა, რომ კაბის ფერი მაყურებელს ამ სასმელს გაახსენებდა და ქვეცნობიერად, სპორტსმენის მიმართ კეთილად განაწყობდა.

ბეატრის შუბა

ავსტრიელმა მოციგურავემ, რომელიც ფსევდონიმით „ტრიქსი“ გამოდიოდა, 1972 წელს საპოროში ოქროს მედალი მოიპოვა. მას ბრჭყვიალებით გაფორმებული კოსტიუმი ეცვა, რომელიც მოკლე ბლეიზერს ჰგავდა. ბეატრისმა თავისი სტილით იაპონიაზე ნამდვილად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

ჯეინ ტორვილი და კრისტოფერ დინი

1984 წლის სარაევოს ზამთრის ოლიმპიადაზე ბრიტანელმა წყვილმა ოქროს მედალი აიღო. მათი გამოჩენა  მუქ ლურჯ, ომბრეს ეფექტის მქონე კოსტიუმებში მართლაც დაუვიწყარი აღმოჩნდა.

კატარინა ვიტი

გერმანელმა მოციგურავემ ოლიმპიურ თამაშებზე ზედიზედ, ორჯერ გაიმარჯვა. 1984 წელს სარაევოში მან პირველი ოქრო მოიპოვა. კატარინას ბრჭყვიალა სამოსი ვარდისფერი ქვედაბოლოთი, მაქმანებიანი ბლუზითა და ტიარით სრულად შეეფერებოდა საზეიმო განწყობას.

როზალინ სამნერსი

ამერიკელი როზალინ სამნერსი სარაევოში თეთრ სამოსში გამოჩნდა, რომელსაც გამჭვირვალე ჩანართი და ბრჭყვიალა ცისფერი ფოთლები ამშვენებდა. მოგვიანებით მან ასევე ეფექტური თეთრი კარდიგანი და ღია ვარდისფერი ქვედაბოლო მოირგო. სამნერსი კატარინა ვიტთან მხოლოდ 0.1 ქულით დამარცხდა.

დები ტომასი

მიუხედავად იმისა, რომ 70-იანებში კომბინეზონი მამაკაცის სამოსად ითვლებოდა, 80-იანებში ის ქალებმაც მოირგეს. 1988 წელს კალგარიში დები ტომასი ბრჭყვიალებით გაფორმებული მუქი კომბინეზონით წარსდგა და პირველი აფროამერიკელი ქალი გახდა, რომელმაც ზამთრის ოლიმპიადაზე მედალი მოიპოვა.

კატარინა ვიტი

კატარინას ეს კოსტიუმიც საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა.1998 წლის ოლიმპიადაზე მოციგურავის არჩევანმა სკანდალი გამოიწვია. ამბობენ, რომ კატარინას ერთ-ერთი მეტოქის მწვრთნელმა მის დანახვაზე თქვა:

„ჩვენ აქ კაბებით სასრიალოდ მოვედით და არა ტრუსების საჩვენებლად“. მოგვიანებით, მოციგურავეების საერთაშორისო კავშირმა ე.წ. კატარინას წესი შემოიღო, რომელიც, მოციგურავე ქალებს კაბის ჩაცმას ავალდებულებდა, თუმცა, ვიტმა თამამი ექსპერიმენტები მაინც გააგრძელა.

სურია ბონალი

ფრანგმა მოციგურავემ 1992 წლის ოლიმპიადისთვის კოსტიუმის შექმნა დიზაინერ კრისტიან ლაკრუას სთხოვა. კაბის შთაგონების წყარო არა საფრანგეთი, არამედ ესპანეთი და კორიდა გახდა. 1998 წელს, სურიამ ისევ Christian Lacroix -ის სამოსი აირჩია.

კრისტი იამაგუჩი

ამერიკელმა ფიგურულმა მოციგურავემ, რომელმაც 1992 წლის ალბერტვილის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა, სამოსის მხრივ საკმაოდ მოულოდნელი არჩევანი გააკეთა. იამაგუჩი ამტკიცებდა, რომ კაბის დიზაინის შექმნისას მისი მთავარი საზრუნავი  აეროდინამიკა იყო.
„როდესაც ოთხმაგი აქსელის გაკეთებას ცდილობ, არ გინდა, რომ ყურადღებას რამე გიფანტავდეს ან ხელს გიშლიდეს“ – უთხრა კრისტიმ Boston Globe-ს.

ნენსი კერიგანი

ლილეჰამერის ზამთრის XVII ოლიმპიური თამაშებზე ნენსიმ ვერცხლის მედალი აიღო. სპორტსმენის კოსტიუმზე ვერა ვონგმა იმუშავა, რომელმაც სამოსზე 11,5 ათასი ბრჭყვიალა თვალი დაამაგრა

სარა ჰიუზი

სარა ჯერ კიდევ მოზარდი იყო, როცა 2002 წელს ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიგო. მას შემდეგ, რაც აშშ-ის ფიგურული ციგურაობის ჩემპიონატზე „ბავშვური კაბების“ გამო გააკრიტიკეს, სარამ დახმარება დიზაინერ ჯეფ ბილინგსს სთხოვა. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა – დახვეწილმა იასამნისფერმა კაბამ სოლტ-ლეიკ-სიტიში მაყურებელზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა.

შიზუკა არაკავა

იაპონელმა მოციგურავემ აღიარა, რომ ამ სპორტით სწორედ ლამაზი კოსტიუმების გამო დაინტერესდა. კარიერის მთავარ გამოსვლაზე, რომელმაც ოლიმპიური ოქრო მოაგებინა, შიზუკას ვერა ვანგის ასიმეტრიული ცისფერი კაბა ეცვა. დიზაინერმა CBS-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ასიმეტრიული იმიჯით შიზუკამ მსაჯებს აჩვენა, რომ რისკის არ ეშინოდა და ამან გაამართლა.

მერილ დევისი და ჩარლი უაიტი

2014 წლის ოლიმპიური ჩემპიონებმა ყინულზე რომეოსა და ჯულიეტას როლები მოირგეს. რენესანსის ეპოქის სული უაიტის მოქარგულ ჟილეტსა და დევისის ფერადი ქვებით გაფორმებულ კაბაში აისახა. გასაკვირი არაა, რომ ამ მართლაც სამეფო დუეტმა ოქრო მოიპოვა.

ასევე დაგაინტერესებთ

 

#OK! Emmy 2025-ის საუკეთესო კაბები წითელ ხალიჩაზე

ასევე გაეცანი

#OK! სპორტული ფოტოგრაფები – თანამედროვე მემატიანეები
OK! Sport

#OK! სპორტული ფოტოგრაფები – თანამედროვე მემატიანეები

July 10, 2026
#OK! გიორგი ქოჩორაშვილის და სანდრა მენდოსას სიყვარულის ისტორია
OK! News

#OK! გიორგი ქოჩორაშვილის და სანდრა მენდოსას სიყვარულის ისტორია

July 8, 2026
#OK! ქართველი სპორტული ჟურნალისტები – ხიდი მოედანსა და გულშემატკივარს შორის
OK! Sport

#OK! ქართველი სპორტული ჟურნალისტები – ხიდი მოედანსა და გულშემატკივარს შორის

July 7, 2026
#OK! Geo Team – საბა საპანაძე
OK! Sport

#OK! Geo Team – საბა საპანაძე

July 10, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! როგორ გამოვიდა დონატელა ვერსაჩე საკუთარი ძმის ჩრდილიდან

#OK! როგორ გამოვიდა დონატელა ვერსაჩე საკუთარი ძმის ჩრდილიდან

April 2, 2021
#OK! “ორი ლამაზმანი, რომლებმაც წითელ ხალიჩაზე ყველას ყურადღება მიიპყრეს” – გალ გადო და გვინეტ პელტროუ Solaire Culture-ის გამოფენაზე

#OK! “ორი ლამაზმანი, რომლებმაც წითელ ხალიჩაზე ყველას ყურადღება მიიპყრეს” – გალ გადო და გვინეტ პელტროუ Solaire Culture-ის გამოფენაზე

October 26, 2022
#OK! ჯონათან ანდერსონი პოდიუმს მიღმა

#OK! ჯონათან ანდერსონი პოდიუმს მიღმა

October 14, 2025
#OK! სამგზავრო სავარძელი აუცილებელია ბავშვის უსაფრთხო მგზავრობისთვის

#OK! სამგზავრო სავარძელი აუცილებელია ბავშვის უსაფრთხო მგზავრობისთვის

May 1, 2022

კვირის ჰიტები

#OK! თაკო გვაზავა Health&Beauty

#OK! თაკო გვაზავა Health&Beauty

October 17, 2026
#OK! საკუთარი უფლებიდან სხვისი უფლებების დაცვამდე

#OK! საკუთარი უფლებიდან სხვისი უფლებების დაცვამდე

October 17, 2026
#OK! Unlimited Summit 2026-მდე 4 დღე რჩება — რას უნდა ელოდონ მონაწილეები 24-25 ოქტომბერს?

#OK! Unlimited Summit 2026-მდე 4 დღე რჩება — რას უნდა ელოდონ მონაწილეები 24-25 ოქტომბერს?

October 20, 2026
#OK! სასტუმრო ibis Tbilisi City – კორპორატიული შეხვედრებისა და ღონისძიებების საუკეთესო სივრცე თბილისში

#OK! სასტუმრო ibis Tbilisi City – კორპორატიული შეხვედრებისა და ღონისძიებების საუკეთესო სივრცე თბილისში

October 19, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები