ყველა წარმატებული ღონისძიების მიღმა, სადაც სტუმრები სცენით, განათებით, მუსიკითა და შთამბეჭდავი შოუთი ტკბებიან, უზარმაზარი ტექნიკური შრომა დგას. სწორედ გამართული აპარატურა და დროის ზუსტი მენეჯმენტი განსაზღვრავს ივენთის საბოლოო წარმატებას. ქართულ ბაზარზე 14-წლიანი გამოცდილების მქონე წამყვანმა ივენთ-კომპანია Redbow-მ ტექნიკური მიმართულება ცალკე გამოყო და ბაზარზე შემოვა, როგორც ახალი ბრენდი Rodeo.

კომპანიის დამფუძნებლის, ლევან მდინარაძის თქმით, სიახლის მთავარი მიზანი პროცესების ოპტიმიზაცია და ბაზარზე არსებული დანაკლისის შევსებაა. Redbow კვლავინდებურად ივენთის სტრატეგიულ დაგეგმვაზე, კრეატიულ კონცეფციასა და საორგანიზაციო მხარეზე ფოკუსირდება. RODEO კი პროექტის „ძრავად“ გარდაიქმნება, რომელიც სრულ ტექნიკურ პასუხისმგებლობას იღებს თავის თავზე.

„გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ რამდენიმე სხვადასხვა კონტრაქტორთან კოორდინაცია ხშირად ზრდის ცდომილებების ალბათობას. RODEO-ს შექმნით დამკვეთი იღებს ერთ საიმედო პარტნიორს, რომელიც უზრუნველყოფს სრულ ტექნიკურ მხარდაჭერას, სცენის მონტაჟითა და LED ეკრანებით დაწყებული, აკუსტიკითა და განათებით დასრულებული“, აღნიშნავს ლევან მდინარაძე.
ბრენდის სახელიც სწორედ პროცესების სრულ კონტროლსა და სწრაფ რეაგირებას უკავშირდება. ივენთების ინდუსტრიაში ტექნიკური გამართულობა ხშირად რისკებთან ასოცირდება, RODEO კი იმ პროფესიონალურ სიმტკიცეს განასახიერებს, რომელსაც ნებისმიერი კომპლექსური გამოწვევა საუკეთესო შედეგამდე მიჰყავს.

გარდა ტექნიკური გამართულობისა, RODEO დიდ ყურადღებას უთმობს ესთეტიკურ მხარეს. კომპანიაში მიიჩნევენ, რომ აპარატურა არ უნდა აღიქმებოდეს უბრალოდ ფუნქციურ „შავ ყუთებად“. ის სცენოგრაფიისა და ვიზუალური არქიტექტურის ორგანული ნაწილია, რომელიც კრეატიულ იდეას ახალ სიღრმესა და მასშტაბს სძენს.

RODEO სრულიად ავტონომიური ბრენდია. ის ღიაა თანამშრომლობისთვის როგორც Redbow-ს კლიენტებთან, ისე ბაზრის ნებისმიერ სხვა მოთამაშესთან, სხვა ივენთ-სააგენტოებთან, კრეატიულ ჯგუფებსა თუ პირდაპირ კორპორაციულ და კერძო დამკვეთებთან.










