• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! Central Hotel – ადგილი, სადაც ქუთაისური სტუმართმოყვარეობა ნამდვილ გამოცდილებად იქცევა

August 4, 2026
საკითხავი დრო: 4 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

თანამედროვე ტურისტისთვის სასტუმრო მხოლოდ ღამის გასათევი ადგილი აღარ არის – ის მოგზაურობის გამოცდილების მნიშვნელოვანი ნაწილია. სწორედ ამიტომ, სულ უფრო მეტად ფასობს სივრცეები, სადაც კომფორტთან ერთად სტუმარს გულწრფელი მასპინძლობა, ინდივიდუალური მიდგომა და ოჯახური ატმოსფერო ხვდება.

სწორედ ამ იდეაზე შეიქმნა Central Hotel – ქუთაისში მდებარე ოჯახური სასტუმრო, რომლის დამფუძნებლებისთვის ეს ბიზნესი მხოლოდ საქმიანობა არ არის. თეკლა მებურიშვილისა და მისი მეუღლის საერთო ოცნება დღეს სივრცედ იქცა, სადაც თითოეულ სტუმარს განსაკუთრებული ყურადღებით ხვდებიან და ცდილობენ, ქალაქი მხოლოდ ღირსშესანიშნაობებით კი არა, ადამიანებითაც დაამახსოვრონ.

რა გზა გაიარა Central Hotel-მა, რა ღირებულებებს ეფუძნება მისი საქმიანობა და როგორ იქცა ოჯახური მიდგომა სასტუმროს მთავარ უპირატესობად — ამის შესახებ OK! Magazine-ს Central Hotel-ის დამფუძნებელი თეკლა მებურიშვილი ესაუბრა. 

 

 

როგორ გაჩნდა Central Hotel-ის შექმნის იდეა?

Central Hotel ჩემი და ჩემი მეუღლის საერთო ოცნებაა. ოჯახის შექმნისთანავე დავიწყეთ ფიქრი იმაზე, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო ჩვენი საერთო საქმე. ასე დაიბადა სასტუმრო, რომელსაც დღეს ხუმრობით ჩვენს „მეორე შვილსაც“ ვეძახით. მასაც ყოველდღიური ზრუნვა, ყურადღება და განვითარება სჭირდება. ჩვენ მასთან ერთად ვსწავლობთ, ვიზრდებით და ნაბიჯ-ნაბიჯ ვქმნით იმ ოჯახურ სივრცეს, რომელიც თავიდანვე წარმოგვედგინა.

ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისიდან საცხოვრებლად ქუთაისში დავბრუნდი. უკან დავტოვე ჩემი საქმე, მეგობრები და ცხოვრების ჩვეული რიტმი, მაგრამ ხელიდან არ გავუშვი შესაძლებლობა, მეუღლესთან ერთად შემექმნა ადგილი, სადაც ადამიანებს მხოლოდ ღამეს კი არ გაათევინებდნენ, არამედ თავს სახლში, დაცულად და მშვიდად აგრძნობინებდნენ.

 

რა არის ის, რაც Central Hotel-ს სხვა სასტუმროებისგან განასხვავებს?

ჩვენთვის სტუმარი არასოდეს არის უბრალოდ ნომრის ჯავშანი – თითოეულ ადამიანს პირადად ვხვდები, ვეკითხები, რატომ ჩამოვიდა ქუთაისში, რა მოლოდინი აქვს და როგორ შეგვიძლია მისი მოგზაურობა უკეთესი გავხადოთ. ხშირად ჩვენი ურთიერთობა ჩექ-აუთის შემდეგაც გრძელდება და ეს ჩემთვის ყველაზე დიდი წარმატებაა, ხოლო უკან დაბრუნებული სტუმარი ეს კიდევ უფრო დიდი სიხარული და სიამაყის გრძობა.

რა არის თქვენი მომსახურების მთავარი პრინციპი?

ის, რომ სტუმარს არასოდეს უნდა დასჭირდეს იმის თხოვნა, რასაც კარგი მასპინძელი თავად უნდა ხვდებოდეს. ყურადღება, გულწრფელობა და მზაობა დახმარებისთვის – ეს არის ჩვენი ყოველდღიური პრინციპი.

 

რა როლი აქვს გუნდს იმ ატმოსფეროს შექმნაში, რომელსაც სტუმრები გრძნობენ?

ერთ ადამიანს ოჯახური გარემოს შექმნა არ შეუძლია. ჩვენი გუნდის თითოეული წევრი ზუსტად იმავე ღირებულებებს იზიარებს, რასაც ჩვენ. ამიტომ სტუმარს ყველგან ერთი და იგივე დამოკიდებულება ხვდება –  გულწრფელი, თბილი და პატივისცემაზე დაფუძნებული.

თქვენ ახსენეთ, რომ Central Hotel ოჯახური სასტუმროა. რა ღირებულებებსა და პრინციპებს ეფუძნება ეს ოჯახური მიდგომა და როგორ გრძნობს ამას სტუმარი?

ოჯახური მიდგომა ჩვენთვის მხოლოდ ის არ არის, რომ სასტუმრო ოჯახის მიერ არის შექმნილი. ეს ნიშნავს პასუხისმგებლობას თითოეულ დეტალზე და გულწრფელ ზრუნვას თითოეულ სტუმარზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ადამიანმა იგრძნოს, რომ აქ მას ელოდებოდნენ და მისი კომფორტი და მასზე ზრუნვა ჩვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია.

 

ქუთაისი ტურისტებისთვის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ქალაქია. როგორ ცდილობს Central Hotel, რომ სტუმარმა ქალაქი არა მხოლოდ დაათვალიეროს, არამედ იგრძნოს მისი ატმოსფეროც?

ვცდილობთ, სტუმარს მხოლოდ ღირსშესანიშნაობების სია არ მივცეთ. ვუყვებით, სად სვამენ ყავას ადგილობრივები, რატომ უნდა ეწვიონ ‘’ბიკენტიას საქაბაბეს’’, რომელ ქუჩებზე ღირს სეირნობა, სად შეიძლება იგრძნოს ნამდვილი ქუთაისური ხასიათი. გვინდა, რომ ქალაქი მისთვის რუკაზე მონიშნული ადგილი კი არა, სასიამოვნო მოგონება გახდეს.

 

 

რა გამოწვევებია დღეს მცირე, დამოუკიდებელი სასტუმროსთვის ტურისტულ ბაზარზე და როგორ უმკლავდებით მათ? როგორ ახერხებთ მაღალი ხარისხის მომსახურების შენარჩუნებას?

კონკურენცია ყოველდღიურად იზრდება და ეს ბუნებრივიც არის. თუმცა მცირე სასტუმროს ყველაზე დიდი უპირატესობა სწორედ ინდივიდუალური მიდგომაა. ჩვენ შეგვიძლია თითოეულ სტუმარს დრო დავუთმოთ, მოვუსმინოთ და სწრაფად მოვერგოთ მის საჭიროებებს. ხარისხი კი ყოველდღიური ყურადღების შედეგია და არა მხოლოდ სტანდარტების.

 

 

ბოლო წლებში ქუთაისი ტურისტებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება. თქვენი აზრით, რა როლი აქვთ ამ პროცესში მცირე, ოჯახურ სასტუმროებს?

ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი. სწორედ პატარა სასტუმროებში ეცნობიან სტუმრები ყველაზე ახლოს ქართულ სტუმართმოყვარეობას. ხშირად ქალაქის პირველი შთაბეჭდილება არა ქუჩიდან, არამედ მასპინძელთან შეხვედრით იწყება.

 

რამდენად მნიშვნელოვანია ტურისტისთვის არა მხოლოდ კომფორტული ნომერი, არამედ მასპინძელთან ურთიერთობა და ინდივიდუალური მიდგომა?

კომფორტული ნომერი აუცილებელია, მაგრამ ის ემოციას ვერ ქმნის. ადამიანებს ყველაზე დიდხანს ის ახსოვთ, როგორ აგრძნობინეს თავი. სწორედ ამიტომ ვცდილობთ, თითოეული სტუმარი ჩვენგან მხოლოდ კარგი დასვენების კი არა, კარგი ადამიანური ურთიერთობის მოგონებით წავიდეს.

თქვენი აზრით, რა გავლენა აქვს თითოეული კმაყოფილი სტუმრის გამოცდილებას არა მხოლოდ Central Hotel-ის, არამედ მთლიანად ქუთაისის პოპულარიზაციაზე?

ყოველი კმაყოფილი სტუმარი ქალაქის საუკეთესო ელჩია. როცა ადამიანი შინ ბრუნდება და მეგობრებს უყვება, როგორი ადამიანები დახვდნენ ქუთაისში, ის მხოლოდ სასტუმროს კი არა, მთელ ქალაქს უკეთეს სახელს უქმნის.

 

დღეს, როცა ონლაინ შეფასებებსა და რეკომენდაციებს დიდი გავლენა აქვს, რა მნიშვნელობას ანიჭებთ სტუმრების უკუკავშირს და როგორ იყენებთ მას განვითარებისთვის?

ყველა შეფასებას ყურადღებით ვკითხულობთ. სასიამოვნო სიტყვები ძალას გვაძლევს, შენიშვნები კი – განვითარების შესაძლებლობას. ვფიქრობ, ყველაზე წარმატებული ბიზნესი ის არის, რომელიც მოსმენას არასოდეს წყვეტს.

თქვენი აზრით, რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ტურისტულ ქალაქში დიდი სასტუმროების პარალელურად არსებობდეს ისეთი ოჯახური სივრცეებიც, როგორიც Central Hotel-ია?

დიდი სასტუმროები აუცილებელია, მაგრამ ოჯახური სივრცეები ქალაქს ხასიათს აძლევს. ისინი სტუმარს აჩვენებენ, როგორი ადამიანები ცხოვრობენ ამ ქალაქში. სწორედ ეს ქმნის იმ ემოციას, რის გამოც ბევრი ტურისტი უკან ბრუნდება.

 

როგორ წარმოგიდგენიათ Central Hotel რამდენიმე წლის შემდეგ – რა გინდათ, რომ უცვლელი დარჩეს და რა განვითარდეს?

მინდა, Central Hotel გაიზარდოს, განვითარდეს და კიდევ უფრო მეტ ადამიანს უმასპინძლოს. მაგრამ ერთი რამ არასოდეს შეიცვალოს – ის განცდა, რომ თითოეული სტუმარი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. თუ ამ სითბოს შევინარჩუნებთ, დარწმუნებული ვარ, ყველაფერი დანარჩენიც სწორად განვითარდება. ხშირად ამბობენ, რომ სასტუმროები ოთახებით ეჯიბრებიან ერთმანეთს. მე მგონია, სინამდვილეში ადამიანები ემოციებს იმახსოვრებენ. ჩვენი მიზანია, Central Hotel-იდან წასვლის შემდეგ სტუმარს ქუთაისი ადამიანებით დაამახსოვრდეს.

 

 

1 of 4
- +

1.

2.

3.

4.

 

ტექსტი: ანი შავიშვილი

 

ასევე დაგაინტერესებთ:

#OK! Boutique Hotel Argo – მეტი, ვიდრე სასტუმრო

#OK! 7 ყველაზე საინტერესო ბუტიკ-სასტუმრო თბილისში

ასევე გაეცანი

#OK! რა კავშირია კვებასა და სამუშაო ეფექტიანობას შორის
Gastro

#OK! რა კავშირია კვებასა და სამუშაო ეფექტიანობას შორის

September 16, 2026
#OK! ანა გოგიშვილი – ქალი, რომელმაც ბიზნესი, ბრძოლა და პასუხისმგებლობა ცხოვრების წესად აქცია
ინტერვიუ

#OK! ანა გოგიშვილი – ქალი, რომელმაც ბიზნესი, ბრძოლა და პასუხისმგებლობა ცხოვრების წესად აქცია

September 16, 2026
#OK! Backstage Store – ხარისხი, იტალიური ხასიათი და კომფორტი თანამედროვე მამაკაცისთვის
ინტერვიუ

#OK! Backstage Store – ხარისხი, იტალიური ხასიათი და კომფორტი თანამედროვე მამაკაცისთვის

September 14, 2026
Spotlight Events: კომპანია, რომელიც ამერიკის სცენებზე ქართულ-ამერიკულ მუსიკასა და ხელოვნებას აერთიანებს
ინტერვიუ

Spotlight Events: კომპანია, რომელიც ამერიკის სცენებზე ქართულ-ამერიკულ მუსიკასა და ხელოვნებას აერთიანებს

September 16, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ქანიე უესტი “ბალენსიაგას” ნიღბით Alexandre Arnault-ის ქორწილში და რეპერის ექსცენტრიული ჩაცმულობა, რომელმაც ყველას ყურადღება მიიპყრო

#OK! ქანიე უესტი “ბალენსიაგას” ნიღბით Alexandre Arnault-ის ქორწილში და რეპერის ექსცენტრიული ჩაცმულობა, რომელმაც ყველას ყურადღება მიიპყრო

October 19, 2021
#OK! ქალი ფეხბურთელები ჩემპიონთა ლიგაში

#OK! ქალი ფეხბურთელები ჩემპიონთა ლიგაში

March 1, 2022
#OK! კენდალ ჯენერი Miu Miu-ს ტრენდული ფეხსაცმელებით, რომლის ღირებულებაც $1,628-ია

#OK! კენდალ ჯენერი Miu Miu-ს ტრენდული ფეხსაცმელებით, რომლის ღირებულებაც $1,628-ია

February 1, 2022
#OK! ქანიე უესტი კიდევ ერთი განსხვავებული ნიღბით: რეპერის უახლესი პაპარაცული ფოტოები ნიუ-იორკის ქუჩებიდან

#OK! ქანიე უესტი კიდევ ერთი განსხვავებული ნიღბით: რეპერის უახლესი პაპარაცული ფოტოები ნიუ-იორკის ქუჩებიდან

October 21, 2021

კვირის ჰიტები

#OK! პენელოპე კრუზი და ხავიერ ბარდემი – სიყვარულის ისტორია

#OK! პენელოპე კრუზი და ხავიერ ბარდემი – სიყვარულის ისტორია

September 11, 2026
#OK! პრინცესა დიანას საკულტო „Revenge Dress“ აუქციონზე გაიყიდება

#OK! პრინცესა დიანას საკულტო „Revenge Dress“ აუქციონზე გაიყიდება

September 11, 2026
#OK! თაკო გვაზავა Health&Beauty

#OK! თაკო გვაზავა Health&Beauty

September 12, 2026
#OK! Health&Beauty ეპოქალური ვერსაჩე

#OK! Health&Beauty ეპოქალური ვერსაჩე

September 12, 2026
PANDAWA4D
SALDOKU777
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
PANDAWA4D
177winbet
pandawa177
saldoku777
https://xblarcade.com/
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები