• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! TIRTIR – კორეული სილამაზის ახალი ეტალონი  ოფიციალურად „ჯპს“-შია!

June 23, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

K-beauty დიდი ხანია მხოლოდ დროებითი ტრენდი აღარ არის – ის თანამედროვე სილამაზის კულტურის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მიმართულებად იქცა. კორეულმა კოსმეტიკამ შეცვალა წარმოდგენა იმაზე, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს მაკიაჟი და კანის მოვლა: მძიმე ტექსტურები ჩაანაცვლა მსუბუქმა ფორმულებმა, მკვეთრი დაფარვის ეფექტზე მეტად ყურადღება ბუნებრივ იერს ექცევა, ხოლო დეკორატიული კოსმეტიკა კანის მოვლის მნიშვნელოვან ნაწილად აქცია. სწორედ ამ ესთეტიკის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი, ბრენდი TIRTIR, ახლა უკვე ოფიციალურად  შეგიძლიათ „ჯპს“-ში შეიძინოთ.

 

 

ბოლო წლებში TIRTIR-მა საერთაშორისო ბიუთი ინდუსტრიაში განსაკუთრებული ადგილი დაიკავა. ბრენდი მუდმივად ჩნდება TikTok-ის, Instagram-ისა და YouTube-ის beauty სივრცეში, სადაც მომხმარებლები და კონტენტ კრეატორები მის პროდუქტებს ერთხმად აფასებენ. განსაკუთრებით დიდი გამოხმაურება მოჰყვა cushion foundation-ებს, რომლებმაც TIRTIR მხოლოდ პოპულარულ ბრენდად კი არა, თანამედროვე მაკიაჟის ერთ-ერთ მთავარ სახელად აქცია. სწორედ ამ პროდუქტებით მოიპოვა ბრენდმა ის სტატუსი, რომელსაც დღეს ბევრი K-beauty-ს ფენომენად მოიხსენიებს.

TIRTIR-ის წარმატების მთავარი მიზეზი მისი ფილოსოფიაა: მაკიაჟი უნდა გამოიყურებოდეს ბუნებრივად, ხოლო კანი მოვლილად და ჯანმრთელად. ბრენდი ქმნის პროდუქტებს, რომლებიც არ ტვირთავს სახის კანს, არ ქმნის სიმძიმის შეგრძნებას და ამავე დროს იძლევა დახვეწილ, თანაბარ და გრძელვადიან ეფექტს თანამედროვე მომხმარებლისთვის, რომლისთვისაც ერთნაირად მნიშვნელოვანია კომფორტი და ბუნებრიობა. TIRTIR ზუსტად იმ ესთეტიკას სცემს პასუხს, რომელიც დღეს ყველაზე მოთხოვნადია.

ბრენდის ყველაზე ცნობილ პროდუქტად Mask Fit Red Cushion ითვლება – cushion foundation, რომელმაც TIRTIR-ს მსოფლიო აღიარება მოუტანა. მისი პოპულარობა არა მხოლოდ გამძლე დაფარვას, არამედ მსუბუქ ტექსტურასა და კანის ბუნებრივად გამოკვეთილ იერს უკავშირდება. პროდუქტი ერგება იმ მომხმარებელს, ვისაც სურს მაკიაჟი იყოს უნაკლო, მაგრამ არა მძიმე; გამართული, მაგრამ არა გადატვირთული.

 

 

MASK FIT მაკიაჟის ფიქსატორი, მომხმარებელთა რჩეულ პროდუქტთაგანია და მსუბუქი, მაგრამ ძლიერი ფიქსაციის მეშვეობით თანამედროვე ვიზაჟისტებისა სამუშაო მაგიდის განუყოფელ ნაწილად იქცა.

თუმცა ბრენდის წარმატებას მხოლოდ  დეკორატიული კოსმეტიკა არ განაპირობებს. TIRTIR-ის მიდგომა მთლიანად ეყრდნობა ე.წ. skin-first philosophy-ს იდეას, რომლის მიხედვით კარგი მაკიაჟის საფუძველი ჯანსაღი და კარგად დატენიანებული კანია. ეს ორი მიმართულება TIRTIR-ში ერთმანეთისგან განცალკევებული არ არის, პირიქით, ისინი ერთი, თანმიმდევრული კონცეფციაა. ბრენდის კუშონები, კონსილერები მხარდაჭერილია ისეთი პროდუქტებით, როგორიცაა ენზიმუფი ფხვნილოვანი დასაბანი ქაფი, აზელაინის მჟავას შრატი, ნიაცინამიდის ტონერი და სახის კანის მოვლის ისეთი უნიკალური პროდუქტები, რომლებიც ხელს უწყობენ მის გაჯანსაღებას, ანთებითი კერებისა და გაღიზიანების შემცირებას.

 

 

TIRTIR-ის კანის მოვლის ხაზიდან განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს Milk Skin Toner, რომელიც კანს სიმსუბუქესა და ბზინვარებას ანიჭებს; SOS Serum, რომელიც დამამშვიდებელ და დამატენიანებელ ფუნქციას ასრულებს; Vitamin C Serum, რომელიც კანის ტონის გასათანაბრებლად და glow ეფექტისთვის გამოიყენება; ასევე Azelaic Acid Serum, რომელიც განსაკუთრებით აქტუალურია მგრძნობიარე ან პრობლემური კანისთვის; „ტირტირი“ – სახის შრატი PHA 15% – ნაზი პილინგის ეფექტის მქონე შრატი, რომელიც ხელს უწყობს კანის განახლებას, ტექსტურის დარბილებასა და ბუნებრივი ბზინვარების გაძლიერებას და რა თქმა უნდა, დამატენიანებელი კრემი, რომელიც კანს არბილებს, კვებავს და იცავს გამოშრობისგან. მსუბუქი ტექსტურა სწრაფად შეიწოვება და კანს კომფორტის შეგრძნებას ანიჭებს.

TIRTIR-ის კიდევ ერთი ძლიერი მხარე მისი ვიზუალური ენაა. მინიმალისტური შეფუთვა, სუფთა გრაფიკა და თანამედროვე დიზაინი ბრენდს მხოლოდ კოსმეტიკად კი არა, ლაივსთაილის ესთეტიკის ნაწილადაც აქცევს. სწორედ ამიტომ, TIRTIR დღეს მხოლოდ პროდუქტების ნაკრები აღარ არის, ის გარკვეული სილამაზის ხედვის სიმბოლოა, რომელიც ბუნებრიობას, სისუფთავესა და დახვეწილობას აერთიანებს.

 

 

საქართველოს ბაზარზე ბრენდის ოფიციალურად გამოჩენა მომხმარებლისთვის ერთ მნიშვნელოვან უპირატესობას, ავთენტიკური პროდუქციის ხელმისაწვდომობას ნიშნავს. „ჯპს“-ში წარმოდგენილია TIRTIR-ის ორიგინალი ასორტიმენტი კანის მოვლისა და მაკიაჟისთვის, რაც მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, საერთაშორისო ბიუთი სივრცეში უკვე კარგად დამკვიდრებული ბრენდი ადგილობრივ ბაზარზეც გამოცადოს.

თუ აქამდე TIRTIR მხოლოდ ონლაინკონტენტში, სოციალურ მედიაში ან საერთაშორისო მიმოხილვებში გხვდებოდათ, ახლა მისი ოფიციალურად შეძენა საქართველოშიც შესაძლებელია. და სწორედ ეს არის TIRTIR-ის მთავარი ძალა: ის არ შემოდის როგორც მხოლოდ კიდევ ერთი კოსმეტიკური სახელი, ის შემოდის როგორც ახალი, თანამედროვე ბიუთი ყოფის ნაწილი.

 

ასევე გაეცანი

#OK! ჯპს-ის დაბადების დღე: 5 რამ, რისთვისაც გაორმაგებული ქულების გამოყენებას გირჩევთ
Health & Beauty

#OK! ჯპს-ის დაბადების დღე: 5 რამ, რისთვისაც გაორმაგებული ქულების გამოყენებას გირჩევთ

October 23, 2026
#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში
ინტერვიუ

#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში

October 26, 2026
#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად
ინტერვიუ

#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად

October 19, 2026
#OK! iDrive – ქართული პლატფორმა, რომელიც მართვის    მოწმობის აღების პროცესს ამარტივებს
ინტერვიუ

#OK! iDrive – ქართული პლატფორმა, რომელიც მართვის მოწმობის აღების პროცესს ამარტივებს

October 19, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ბელა ჰადიდის ტროპიკული ფოტოსესია! მოდელი Michael Kors-ის ახალი ჩანთით!

#OK! ბელა ჰადიდის ტროპიკული ფოტოსესია! მოდელი Michael Kors-ის ახალი ჩანთით!

April 12, 2021
#OK! Just like home… როგორც სახლში …

#OK! Just like home… როგორც სახლში …

February 8, 2023
#OK! სივრცე, რომელიც მრავალფეროვანი კერძებით ნებისმიერი გემოვნების ადამიანს აერთიანებს – ფუდ გალერი გელით

#OK! სივრცე, რომელიც მრავალფეროვანი კერძებით ნებისმიერი გემოვნების ადამიანს აერთიანებს – ფუდ გალერი გელით

June 18, 2024
#OK! ბრიტნი სპირსს iPad-ის გამოყენების უფლება მისცეს

#OK! ბრიტნი სპირსს iPad-ის გამოყენების უფლება მისცეს

August 9, 2021

კვირის ჰიტები

“შეხვედრამდე, ჩვენო ტკბილო ბიჭო” – სინდი კროუფორდი გარდაცვლილ შვილს ემშვიდობება

“შეხვედრამდე, ჩვენო ტკბილო ბიჭო” – სინდი კროუფორდი გარდაცვლილ შვილს ემშვიდობება

October 25, 2026
#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად

#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად

October 19, 2026
#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში

#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში

October 20, 2026
#OK! ქეითლინ ჯენერი ტრანზიციას ნანობს? – რა ვიცით გავრცელებული ინფორმაციის შესახებ

#OK! ქეითლინ ჯენერი ტრანზიციას ნანობს? – რა ვიცით გავრცელებული ინფორმაციის შესახებ

October 26, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები