• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! თალიბანის ქვეშ: ავღანელი ქალების ცხოვრება და დაკარგული უფლებები

June 10, 2026
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ავღანეთში თალიბანის დაბრუნებამ ქალების ყოველდღიური ცხოვრება მკვეთრად შეცვალა. ქვეყანაში, სადაც რამდენიმე წლის წინ ქალები ნელ-ნელა იბრუნებდნენ განათლების, მუშაობისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლებას, დღეს კვლავ შეზღუდვების ფონზე უწევთ ცხოვრება. სკოლები და უნივერსიტეტები ნაწილობრივ ან სრულად დახურულია გოგონებისთვის, დასაქმების არეალი შემცირებულია, ხოლო გადაადგილება და საჯარო სივრცეებში ყოფნა — კონტროლირებადი.

შედეგად, ათასობით ავღანელი ქალი საკუთარ ოთხ კედელში დარჩენილ ყოველდღიურ რეალობას ებრძვის, სადაც თავისუფლება სულ უფრო შორეული ცნება ხდება.

 

თალიბანის მმართველობა და ქალების უფლებები ავღანეთში

თალიბანის მიერ ავღანეთში დაწესებული წესები ქალების ცხოვრებას მკაცრად არეგულირებს და თითქმის ყველა სფეროზე ახდენს გავლენას — ჩაცმულობიდან დაწყებული, განათლებითა და გადაადგილებით დასრულებული.

ეს შეზღუდვები ეფუძნება ჰანაფის ისლამური სამართლის კონსერვატიულ ინტერპრეტაციას, რომელიც ხელისუფლების მიერ მკაცრი კონტროლითა და მონიტორინგით სრულდება.

ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციები და გაერთიანებული ერების ორგანიზაცია (გაერო) თალიბანის პოლიტიკას კრიტიკულად აფასებენ. გაეროს თქმით, ქალებისა და მამაკაცების მკაცრი გამიჯვნის სისტემა შესაძლოა „გენდერულ აპარტეიდს“ უტოლდებოდეს.

თალიბანის პირველი მმართველობის პერიოდში (1990-იანი წლები) ქალების უფლებები მკაცრად შეიზღუდა და საერთაშორისო საზოგადოების ფართო კრიტიკა გამოიწვია. იმ დროს  სავალდებულო გახდა საჯაროდ ბურკის ტარება.

ქალებს ეკრძალებოდათ მუშაობა და განათლების მიღება რვა წლის ასაკის შემდეგ. ბევრი მათგანი იძულებული იყო სწავლა იატაკქვეშა სკოლებში გაეგრძელებინა, სადაც დაჭერის შემთხვევაში მათაც და მასწავლებლებსაც მძიმე სასჯელი ემუქრებოდათ.

 

ცვლილებები 2021 წლის შემდეგ

2021 წელს, თალიბანის ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ, თავდაპირველად ქალებს უნივერსიტეტებში სწავლის უფლება მისცეს, თუმცა გენდერულად განცალკევებულ გარემოში და მკაცრი „ისლამური წესების“ დაცვის პირობით.

მალევე შეზღუდვები გამკაცრდა და გოგონებისთვის საშუალო განათლება 12 წლის ასაკის შემდეგ აიკრძალა — გადაწყვეტილება, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ შეზღუდვად ითვლება განათლების სფეროში.

ქალების დასაქმების შესაძლებლობაც მნიშვნელოვნად შემცირდა. მათთვის მუშაობა უმეტეს სექტორში აკრძალულია.

ავღანეთში თალიბანის ხელისუფლებაში მოსვლამდე ქალებს საავადმყოფოებში მამაკაცი ექიმების მიერ მკურნალობის მიღება შეეძლოთ. თუმცა მოგვიანებით ამოქმედდა წესი, რომლის მიხედვითაც მამაკაც ექიმებს ქალ პაციენტებთან კონსულტაციის ან მკურნალობის პროცესში უშუალო ფიზიკური კონტაქტი ეკრძალებათ.

სამედიცინო მომსახურების ნაკლებობის გამო ბევრ ქალს ჯანმრთელობის  პრობლემა შეექმნა, ზოგ შემთხვევაში კი — ნაადრევი სიკვდილიც დაფიქსირდა.

2023 წლის თებერვალში „გარდიანმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თალიბანის ხელისუფლებამ კონტრაცეპტივებზე წვდომის შეზღუდვაც დაიწყო.

გამოცემის ცნობით, აფთიაქებს დაევალათ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების მარაგების ამოღება ან შეზღუდვა.

 

კანონები
  • სავალდებულოა ბურკას ტარება
  • აკრძალულია მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარება
  • ქალებს არ აქვთ საჯაროდ ხმამაღლა ლაპარაკის უფლება
  • ეკრძალებათ ფოტოებისა და ვიდეოების გადაღება და მათი გამოქვეყნება
  • აკრძალულია რადიოში, ტელევიზიაში ან საჯარო შეკრებებზე გამოჩენა
  • 2022 წლის ნოემბერში ქალებს აეკრძალათ სპორტდარბაზებში, საზოგადოებრივ აბანოებში, საზოგადოებრივ პარკებსა და გასართობ პარკებში შესვლა
  • 70 კილომეტრზე მეტი მანძილის გასავლელად ქალს მამაკაცი ნათესავის თანხლება სჭირდება.

2026 წელს, ავღანეთში მიღებულ იქნა ახალი სისხლის სამართლის კოდექსი, რომლის მიხედვითაც, ქმრებს ეძლევათ უფლება გამოიყენონ ფიზიკური დასჯა ცოლებისა და შვილების მიმართ, იმ პირობით, რომ ეს არ გამოიწვევს ძვლების მოტეხილობას ან ღია ჭრილობებს. ამავე დოკუმენტით, დანაშაულად განისაზღვრა ქალის მიერ ქმრის თანხმობის გარეშე ნათესავების მონახულება.

ავღანეთში კანონიერად რჩება გოგონებისა და ბიჭების ბავშვობის ასაკში ქორწინება. 2026 წლის მაისში იუსტიციის სამინისტრომ გამოსცა დადგენილება, რომლის მიხედვითაც, თუ გოგონა ქორწინების საკითხზე დუმს, ეს თანხმობად უნდა ჩაითვალოს.

 

სასჯელი

არსებული ცნობების მიხედვით, სასჯელები ხშირად იმართებოდა საჯარო სივრცეებში — სპორტულ სტადიონებზე ან ქალაქის მოედნებზე. ზოგ შემთხვევაში ისინი ქუჩაშიც, სპონტანურად ხორციელდებოდა.

ქალებსა და გოგონებს ზოგჯერ იძულებით ათხოვებენ დავების „გადასაჭრელად“. ასეთ შემთხვევებში ძალადობისგან გაქცევას მძიმე შედეგები მოჰყვებოდა.

ერთ-ერთ შემთხვევაში ქალი, რომელიც იძულებით ქორწინებას გაექცა, მოგვიანებით იპოვეს და სასტიკად დასაჯეს.

გავრცელებული ცნობით, ქალი, რომელიც ქმრის მკვლელობაში იყო ბრალდებული, ქაბულის სპორტულ სტადიონზე ათასობით ადამიანის წინაშე სიკვდილით დასაჯეს. მანამდე ის რამდენიმე წლის განმავლობაში პატიმრობაში და მძიმე პირობებში იმყოფებოდა.

2021 წლის შემდეგაც დაფიქსირდა ქალების მიმართ ძალადობის შემთხვევები:

  • ქალი, რომელიც მებრძოლებისთვის საკვების მომზადებაზე უარს ამბობდა, ცემით მოკლეს, მისი სახლი კი დაწვეს
  • სხვა შემთხვევაში  საზოგადოებრივ სივრცეში ჩაცმულობისა წესების დარღვევის გამო, ქალი სიკვდილით დასაჯეს. (თალიბანმა ეს ბრალდება უარყო)

საერთაშორისო ორგანიზაციები და ადამიანის უფლებათა დამცველები ამ პოლიტიკას მწვავედ აკრიტიკებენ და მას გენდერული დისკრიმინაციის სისტემურ ფორმად აფასებენ. მათი შეფასებით, ქალების უფლებების შეზღუდვა არა მხოლოდ ინდივიდუალურ ცხოვრებაზე ახდენს გავლენას, არამედ ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებასაც აფერხებს.

ტექსტი: ანი შავიშვილი

ასევე გაეცანი

#OK! Halloween: უძველესი კელტური ტრადიციიდან თანამედროვე დღესასწაულამდე
OK! კულტურა

#OK! Halloween: უძველესი კელტური ტრადიციიდან თანამედროვე დღესასწაულამდე

October 30, 2026
#OK! ჯულია რობერტსი – ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობის ისტორია
OK! კულტურა

#OK! ჯულია რობერტსი – ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობის ისტორია

October 29, 2026
#OK! ჰოლივუდის ვარსკვლავების ყველაზე დასამახსოვრებელი ჰელოუინის კოსტიუმები
OK! კულტურა

#OK! ჰოლივუდის ვარსკვლავების ყველაზე დასამახსოვრებელი ჰელოუინის კოსტიუმები

October 28, 2026
#OK! 5 ფილმი, რომელიც ჰელოუინის საღამოს განსაკუთრებულ განწყობას შეგიქმნით
OK! კულტურა

#OK! 5 ფილმი, რომელიც ჰელოუინის საღამოს განსაკუთრებულ განწყობას შეგიქმნით

October 27, 2026

ახლა კითხულობენ

#OK!  10 ქვეყანა, რომლებსაც ყველაზე განსხვავებული საქორწილო ტრადიციები აქვთ

#OK! 10 ქვეყანა, რომლებსაც ყველაზე განსხვავებული საქორწილო ტრადიციები აქვთ

August 6, 2025
#OK! Emmy 2025-ის საუკეთესო კაბები წითელ ხალიჩაზე

#OK! Emmy 2025-ის საუკეთესო კაბები წითელ ხალიჩაზე

September 15, 2025
#OK! სრულყოფილება დეტალებშია… ინტერვიუ პლასტიკურ და რეკონსტრუქციულ ქირურგ ზურა შანავასთან

#OK! სრულყოფილება დეტალებშია… ინტერვიუ პლასტიკურ და რეკონსტრუქციულ ქირურგ ზურა შანავასთან

June 5, 2021
#OK! ივ სან ლორანი: დიზაინერი, რომელმაც ქალები შეცვალა – მარიამ რეხვიაშვილის ბლოგი

#OK! ივ სან ლორანი: დიზაინერი, რომელმაც ქალები შეცვალა – მარიამ რეხვიაშვილის ბლოგი

June 1, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ციფრული სამყაროს მიღმა – Mitaishvili academy: ცოდნა, გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები

#OK! ციფრული სამყაროს მიღმა – Mitaishvili academy: ცოდნა, გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები

October 28, 2026
#OK! რამდენს გამოიმუშავებენ Victoria’s Secret-ის მოდელები ჩვენებაში მონაწილეობით – რა არის მატილდა გვარლიანის სავარაუდო ჰონორარი?

#OK! რამდენს გამოიმუშავებენ Victoria’s Secret-ის მოდელები ჩვენებაში მონაწილეობით – რა არის მატილდა გვარლიანის სავარაუდო ჰონორარი?

October 27, 2026
#OK! ქართველი მოდელი ანი სტეფანიშვილი Miss Asia Global 2026-ის გამარჯვებულია

#OK! ქართველი მოდელი ანი სტეფანიშვილი Miss Asia Global 2026-ის გამარჯვებულია

October 30, 2026
#OK! ლევან კოღუაშვილს „ოქროს გლობუსის“ სპეციალური ჯილდო გადაეცა

#OK! ლევან კოღუაშვილს „ოქროს გლობუსის“ სპეციალური ჯილდო გადაეცა

October 25, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები