• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! Health & Beauty – თაკო გვაზავას ბლოგი

August 10, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

მოგესალმებით, სილამაზის გურუებო!

ზაფხული პიკშია. მართალია, ისე ვერ დაგვიცხა, როგორც ჩვენ ველოდით და მიჩვეულები ვართ, და მაინც, გარეთ ზაფხულია! მზეა, რუჯია, აუზი და ზღვა! და ჩვენც ბედნიერები ვართ. ხომ მეთანხმებით?

ზაფხულის პერიოდის ჩემს ბლოგში რაზე ვილაპარაკებ, თუ არა მზისგან დამცავებზე.

იცით, რას ვფიქრობდი? რამხელა ბედნიერებაა, რომ ცივილიზაციამ და განვითარებამ მზისგან დამცავები ჩვენამდე მოიტანა. აი, მე, მაგალითად, მილენიალი ვარ და ჩემს ბავშვობასა და მოზარდობაში მზისგან დამცავი აბა, ვინ იცოდა?! არავინ. ჰოდა, ვიხრუკებოდით მცხუნვარე მზის ქვეშ, ვისრუტავდით მზის მავნე ულტრაიისფერ გამოსხივებას და კაციშვილი არ გვყავდა, ვინც ჩვენ ან ჩვენს დედებს ეტყოდა, რომ ეს ძალიან, ძალიან მავნეა და მისგან დაცვაა საჭირო.

ამიტომ დავაფასოთ ის მონაპოვარი, რაც დღეს გვაქვს. მადლობა სილამაზისა და ჯანმრთელობის ინდუსტრიას, რომ გვაქვს კანის დამწვრობის, ალერგიის, კანის კიბოსა და სხვა რთული დაავადებების თავიდან აცილების შესანიშნავი საშუალება.

 

 

მე პირადად ზომიერად მზიან დღეებში Nuxe-ის 30 spf-იან მზისგან დამცავ ზეთს მოვიხმარ, ხოლო განსაკუთრებულად ცხელ დღეებში – ნუქსისავე 50 spf-იან კრემს. ნუ იფიქრებთ, რომ მზისგან დამცავის ქვეშ ვერ გაირუჯებით, ნამდვილად არ არის ასე. დამცავით აუცილებლად მიიღებთ ნამზეურს და მეტსაც გეტყვით, ბევრად ხანგრძლივ და სტაბილურ რუჯს, ვიდრე მზისგან დამცავის გარეშე. როცა კანს არ ვიცავთ და ის დაიწვება, თუნდაც ოდნავ მაინც, რამდენიმე დღეში დამწვარი ეპიდერმისი აშრევდება, აიქერცლება და რუჯისგან არაფერი რჩება. ხოლო გონივრულად, დამცავით მიღებული რუჯი დიდხანს რჩება კანზე.

ამას დავამატოთ ის ფაქტიც, რომ ძლიერი შოკოლადისფერი რუჯი დიდი ხანია აღარაა აქტუალური, ეს მდარე გემოვნების ტონად ითვლება და მოდაშია უფრო ჯანმრთელი, ოდნავი შეფერილობა, რასაც მე პირადად მეტად მივესალმები, რადგან კატეგორიულად არ მომწონს ზედმეტად მუქი ნამზეური.

საერთოდაც, ნელ-ნელა სილამაზის თანამედროვე ტენდენციები სულ უფრო მეტად აღიარებს და აფასებს თეთრ, გაურუჯავ კანს, რომელიც ყველაზე ჯანმრთელი და ლამაზია. მე თავად ამას სრულად მივესალმები, დაე, დავამკვიდროთ, როგორც ძველად იყო მოდაში, თეთრი კანის სილამაზე და წარსულს ჩავაბაროთ სოლარიუმში და მზის მავნე გამოსხივებით ჭარბად გამუქებული კანი. სოლარიუმი როგორი ბოროტების მანქანაა და რა უსაზღვრო მავნებლობა მოაქვს ჩვენი ჯანმრთელობისთვის, ამაზე ცალკე აღარ შევჩერდები. მხოლოდ მოკლედ გაგიზიარებთ ჩემს მწარე გამოცდილებას – არც ისე შორეულ წარსულში სულ ორ ზაფხულს ვისარგებლე ძალიან მცირე ხნით და დაბალანსებულად სოლარიუმით და ორი ონკოლოგიური ოპერაცია გავიკეთე, რომელიც სოლარიუმმა საჩუქრად მიბოძა. ამის შემდეგ ჩემზე დიდი მტერი და მოძულე სოლარიუმს არა მგონია, ჰყავდეს.

მაშ, ასე, ბედნიერი ზაფხული ყველას! დაისვენეთ, გალაღდით, იჭყუმპალავეთ და წაიკითეთ OK!-ს აგვისტოს ნომრის ბიუთი რუბრიკა, გაეცანით თქვენთვის საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციებს, რომელიც, დიდი იმედი მაქვს, გამოგადგებათ.

 

სიყვარულით,

თაკო გვაზავა

ჟურნალ OK!-ს ბიუთი რედაქტორი

ასევე გაეცანი

#OK! ჯპს-ის დაბადების დღე: 5 რამ, რისთვისაც გაორმაგებული ქულების გამოყენებას გირჩევთ
Health & Beauty

#OK! ჯპს-ის დაბადების დღე: 5 რამ, რისთვისაც გაორმაგებული ქულების გამოყენებას გირჩევთ

October 23, 2026
#OK! Health&Beauty გლუვი, ჯანსაღი და ლამაზი კანის სრულყოფილი რუტინა CLINIQUE Moisture Surge
Health & Beauty

#OK! Health&Beauty გლუვი, ჯანსაღი და ლამაზი კანის სრულყოფილი რუტინა CLINIQUE Moisture Surge

October 18, 2026
#OK! Health&Beauty ოქტომბრის სურნელი ქალებისა და მამაკაცებისთვის „ვულე ვუსგან“
Health & Beauty

#OK! Health&Beauty ოქტომბრის სურნელი ქალებისა და მამაკაცებისთვის „ვულე ვუსგან“

October 18, 2026
#OK! Health&Beauty COLLISTAR – ნათელი, ჯანსაღი, ლამაზი კანი და ყოველდღიური, მინიმალისტური No-Makeup
Health & Beauty

#OK! Health&Beauty COLLISTAR – ნათელი, ჯანსაღი, ლამაზი კანი და ყოველდღიური, მინიმალისტური No-Makeup

October 17, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! როგორ გამოვიდა დონატელა ვერსაჩე საკუთარი ძმის ჩრდილიდან

#OK! როგორ გამოვიდა დონატელა ვერსაჩე საკუთარი ძმის ჩრდილიდან

April 2, 2021
#OK! “ორი ლამაზმანი, რომლებმაც წითელ ხალიჩაზე ყველას ყურადღება მიიპყრეს” – გალ გადო და გვინეტ პელტროუ Solaire Culture-ის გამოფენაზე

#OK! “ორი ლამაზმანი, რომლებმაც წითელ ხალიჩაზე ყველას ყურადღება მიიპყრეს” – გალ გადო და გვინეტ პელტროუ Solaire Culture-ის გამოფენაზე

October 26, 2022
#OK! ჯონათან ანდერსონი პოდიუმს მიღმა

#OK! ჯონათან ანდერსონი პოდიუმს მიღმა

October 14, 2025
#OK! სამგზავრო სავარძელი აუცილებელია ბავშვის უსაფრთხო მგზავრობისთვის

#OK! სამგზავრო სავარძელი აუცილებელია ბავშვის უსაფრთხო მგზავრობისთვის

May 1, 2022

კვირის ჰიტები

#OK! თაკო გვაზავა Health&Beauty

#OK! თაკო გვაზავა Health&Beauty

October 17, 2026
#OK! საკუთარი უფლებიდან სხვისი უფლებების დაცვამდე

#OK! საკუთარი უფლებიდან სხვისი უფლებების დაცვამდე

October 17, 2026
#OK! Unlimited Summit 2026-მდე 4 დღე რჩება — რას უნდა ელოდონ მონაწილეები 24-25 ოქტომბერს?

#OK! Unlimited Summit 2026-მდე 4 დღე რჩება — რას უნდა ელოდონ მონაწილეები 24-25 ოქტომბერს?

October 20, 2026
#OK! სასტუმრო ibis Tbilisi City – კორპორატიული შეხვედრებისა და ღონისძიებების საუკეთესო სივრცე თბილისში

#OK! სასტუმრო ibis Tbilisi City – კორპორატიული შეხვედრებისა და ღონისძიებების საუკეთესო სივრცე თბილისში

October 19, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები