• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! დუა ლიპა – პოპვარსკვლავი, რომელმაც ახალ თაობას წიგნების კითხვა შეაყვარა

როგორ იქცა დუა ლიპა Gen Z-ის „ლიტერატურულ ინფლუენსერად“

September 8, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

სცენა, მოდის კამპანიები და მრავალმილიონიანი აუდიტორია დუა ლიპას ცხოვრების მხოლოდ ერთი მხარეა. მეორე მხარეს კი წიგნებია – ბავშვობის გატაცება, რომელიც მომღერალმა გავლენიან ლიტერატურულ პლატფორმად აქცია.

 

სოციალური ქსელების ეპოქაში დუა ლიპას წყალობით კითხვა ახალგაზრდა აუდიტორიისთვის უფრო ახლობელი გამოცდილება გახდა. მისი შექმნილი Service95 Book Club უკვე ნახევარ მილიონზე მეტ მკითხველს აერთიანებს. ყოველთვიურად მომღერალი ახალ წიგნს არჩევს, მის ავტორს ესაუბრება და მკითხველთან ერთად ნაწარმოების მთავარ თემებს განიხილავს.

როგორც თავად იხსენებს, კითხვა მისი ბავშვობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. ლონდონში ცხოვრებისას დედასთან, ანესა ლიპასთან ერთად ხშირად მიდიოდა Finchley Road-ზე მდებარე წიგნის მაღაზიაში.

 

„ეს ჩემი ბავშვობის ძალიან დიდი ნაწილი იყო“, – იხსენებდა ის Harper’s Bazaar-თან საუბრისას.

ლიტერატურასთან კავშირი ოჯახსაც ჰქონდა – მამა, სეით ლიპა, კოსოვოში ცნობილი ისტორიკოსი იყო. დუას თქმით, სწორედ მშობლებმა შეაყვარეს კითხვა ადრეული ასაკიდან.

„ზოგჯერ, იმისთვის, რომ ყველაფერს გავუმკლავდე, ძლიერი გარეგნული ფარის შექმნა მჭირდება. ასეთ დროს კითხვა მამშვიდებს და მოდუნებაში მეხმარება”. 

ბავშვობის გატაცება საბოლოოდ გაცილებით დიდ პროექტად იქცა:

2022 წელს დუამ Service95 შექმნა – ციფრული პლატფორმა, რომელიც მომხმარებლებს სხვადასხვა  პრაქტიკულ კონტენტს სთავაზობს. მისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულება კი  წიგნის კლუბია. Service95 Book Club ოფიციალურად 2023 წლის ივნისში გამოჩნდა.

 

კლუბის ფორმატი ყოველთვიურ არჩევანს ეფუძნება: დუა და Service95-ის გუნდი მკითხველებს ახალ წიგნს სთავაზობენ, შემდეგ კი მასზე საუბარსა სხვადასხვა ფორმით აგრძელებენ. დუა ავტორებს თავად ხვდება და ვრცელ ინტერვიუებსაც წერს.

“წიგნის კლუბის შექმნა იმიტომ გადავწყვიტე, რომ კითხვა უფრო მეტ ადამიანს შეყვარებოდა. მგონია, ნელ-ნელა ვკარგავთ ბიბლიოთეკაში სიარულის, კარგი წიგნის ხელში აღებისა და მისი სხვებისთვის გაზიარების სურვილს. მინდა, ეს აღფრთოვანება შევინარჩუნოთ და წიგნებზე საუბარი გავაგრძელოთ.”

მნიშვნელოვანია ისიც, რომ კლუბის აუდიტორიის დიდი ნაწილი ახალგაზრდა თაობაა.

BookNet Canada-ს ინფრომაციით, პლატფორმა წიგნების გაყიდვებზეც მოქმედებს. ამის ერთ-ერთი მაგალითია Patrick Radden Keefe-ის Say Nothing. მას შემდეგ, რაც წიგნი დუა ლიპას კლუბის არჩევანი გახდა, კანადაში მისი გაყიდვები გაიზარდა, მოიმატა ბიბლიოთეკებში დაჯავშნისა და გატანის მაჩვენებელმაც.

 

წიგნის კლუბმა არაერთ ცნობილ ავტორს უმასპინძლია. მათ შორის არიან მარგარეტ ეტვუდი და როქსან გეი, რომლებთანაც მომღერალმა მათი წიგნების – „მხევლის წიგნისა“ და „ცუდი ფემინისტის“ – შესახებ ისაუბრა.

წიგნი, რომელმაც სიყვარული აპოვნინა

ლიტერატურა დუა ლიპას პირადი ურთიერთობის დასაწყისიც აღმოჩნდა. სწორედ წიგნი გახდა პირველი საერთო თემა მომღერალსა და მის მომავალ მეუღლეს, მსახიობ კალუმ ტერნერს შორის.

მათი გაცნობის ისტორია მართლაც რომანტიკული კომედიის სცენარს ჰგავს. როგორც მოგვიანებით ტერნერი იხსენებდა, ერთმანეთს ლოს-ანჯელესში, საერთო მეგობრის დაბადების დღეზე შეხვდნენ.

საუბრისას გაირკვა, რომ ორივე ერთსა და იმავე წიგნს კითხულობდა – ერნან დიასის პულიცერის პრემიის მფლობელ რომანს, “ნდობა”. კიდევ უფრო უცნაური კი ის იყო, რომ ორივეს წიგნის პირველი თავი ახალი დასრულებული ჰქონდა.

წიგნის სიყვარულით დაწყებული საუბარი მალე რომანტიკულ ურთიერთობაში გადაიზარდა. წყვილმა ურთიერთობა 2024 წელს გაასაჯაროვა, მოგვიანებით ნიშნობა გამოაცხადა, ხოლო 2026 წელს იქორწინა.

დუა ლიპას ფავორიტი წიგნები

„ყოფის აუტანელი სიმსუბუქე“ — მილან კუნდერა

„გზა“ — კორმაკ მაკკართი

„A Little Life“ — ჰანია იანაგიჰარა

„Just Kids“ — პეტი სმითი

„1984“ — ჯორჯ ორუელი

 

ასევე დაგაინტერესებთ:

#OK! დუა ლიპამ პორტუგალიაში აკრძალული წიგნების ბიბლიოთეკა გახსნა

#OK! “სახლში ხანძრის შემთხვევაში, პირველ რიგში წიგნებს გადავარჩენდი” – ცნობილი ვარსკვლავების საყვარელი წიგნები

 

ასევე გაეცანი

#OK! ღიმილი, რომელიც გვამახსოვრდება – მსახიობები ყველაზე გამორჩეული ღიმილით
OK! კულტურა

#OK! ღიმილი, რომელიც გვამახსოვრდება – მსახიობები ყველაზე გამორჩეული ღიმილით

October 7, 2026
#OK! დევა კასელი „ოპერის მოჩვენების“ ახალ ეკრანიზაციაში მთავარ როლს შეასრულებს
OK! კულტურა

#OK! დევა კასელი „ოპერის მოჩვენების“ ახალ ეკრანიზაციაში მთავარ როლს შეასრულებს

October 1, 2026
#OK! ერთი Instagram-შეტყობინება და დიდი სიყვარულის დასაწყისი – ბარბარა პალვინისა და დილან სპრაუსის ისტორია
OK! კულტურა

#OK! ერთი Instagram-შეტყობინება და დიდი სიყვარულის დასაწყისი – ბარბარა პალვინისა და დილან სპრაუსის ისტორია

September 30, 2026
#OK! დავ კამერონისა და დამიანო დავიდის სამდღიანი ქორწილი – ტოსკანური ზღაპარი, ვარსკვლავური სტუმრები და გამორჩეული ლუქები
OK! კულტურა

#OK! დავ კამერონისა და დამიანო დავიდის სამდღიანი ქორწილი – ტოსკანური ზღაპარი, ვარსკვლავური სტუმრები და გამორჩეული ლუქები

September 30, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! National Geographic-ის მკვლევარების ვარაუდით, შემდეგი თაობა ციცინათელებს ვეღარ ნახავს

#OK! National Geographic-ის მკვლევარების ვარაუდით, შემდეგი თაობა ციცინათელებს ვეღარ ნახავს

June 18, 2025
#OK! გიორგის და ლინდას სიმბიოზი

#OK! გიორგის და ლინდას სიმბიოზი

September 10, 2024
#OK! მშრალი კანი – ჩვენი განსაკუთრებული მდგომარეობის ისტორია

#OK! მშრალი კანი – ჩვენი განსაკუთრებული მდგომარეობის ისტორია

November 2, 2021
#OK! კიმ კარდაშიანმა საკუთარი ბრენდის, SKIMS-ის ახალი კოლექცია წარადგინა!

#OK! კიმ კარდაშიანმა საკუთარი ბრენდის, SKIMS-ის ახალი კოლექცია წარადგინა!

May 22, 2021

კვირის ჰიტები

#OK! Zara ჯონ გალიანოს ხედვით – დიზაინერის პირველი კოლექცია უკვე გამოვიდა

#OK! Zara ჯონ გალიანოს ხედვით – დიზაინერის პირველი კოლექცია უკვე გამოვიდა

October 1, 2026
#OK! მაიკლ დუგლასმა კეტრინ ზეტა-ჯონსთან დაშორების დეტალები გაიხსენა – “გადავწყვიტეთ, გარკვეული დრო ცალ-ცალკე გაგვეტარებინა“

#OK! მაიკლ დუგლასმა კეტრინ ზეტა-ჯონსთან დაშორების დეტალები გაიხსენა – “გადავწყვიტეთ, გარკვეული დრო ცალ-ცალკე გაგვეტარებინა“

October 7, 2026
#OK! ქართველმა მოცეკვავეებმა ქრისტიან ლაბუტინის შოუ დახურეს – ქართული ქორეოგრაფია „ETERNAL YOUTH“-ის ფინალში

#OK! ქართველმა მოცეკვავეებმა ქრისტიან ლაბუტინის შოუ დახურეს – ქართული ქორეოგრაფია „ETERNAL YOUTH“-ის ფინალში

October 5, 2026
#OK! ქართველი მსახიობი ჰოლივუდის ვარსკვლავებთან ერთად – ბონდო მღებრიშვილი პიტ დევიდსონის ახალ კრიმინალურ თრილერში ითამაშებს

#OK! ქართველი მსახიობი ჰოლივუდის ვარსკვლავებთან ერთად – ბონდო მღებრიშვილი პიტ დევიდსონის ახალ კრიმინალურ თრილერში ითამაშებს

October 2, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები