მას შემდეგ, რაც Warner-ის დირექტორთა საბჭომ Skydance-ის მფლობელობაში არსებული Paramount-ის წინადადება — 31 დოლარი თითო აქციაზე და დამატებითი გაუმჯობესებული პირობები — „კომპანიისთვის უპირატეს შეთავაზებად“ შეაფასა, Netflix-მა განაცხადა, რომ გაზრდილი ფასი გარიგებას „ფინანსურად აღარ ამართლებს“, რის შემდეგაც შეთანხმება Warner Bros-სა და Paramount-ს შორის გაფორმდა.

Paramount-მა Warner-ის სრული აქციები შეიძინა, მათ შორის CNN-ი, Discovery-ი და სხვა საკაბელოქსელები. ეს გააერთიანებს CBS-სა და CNN-ს ერთ კომპანიაში და ჰოლივუდის ხუთიდან ორდარჩენილ მსხვილ სტუდიას ერთ ქოლგის ქვეშ მოაქცევს. Warner-ის პორტფელი — HBO Max, DC Studios და ისეთი ჰიტები, როგორიცაა „Harry Potter“, „Superman“, „Barbie“, „The White Lotus“ და „Succession“ — შეუერთდება Paramount-ის ბიბლიოთეკას, სადაც უკვე შედის „Top Gun“, „Titanic“ და „The Godfather“, ასევე MTV, Nickelodeon და Paramount+.

შეთავაზების გასაძლიერებლად Paramount-მა 7 მილიარდი დოლარის რეგულატორული„reverse break fee“ დაადასტურა და „ticking fee“-ის მექანიზმის ამოქმედება დააჩქარა, რაცგარიგების დასრულების დაყოვნების შემთხვევაში დამატებითი ფინანსურივალდებულების ზრდას ნიშნავს. თუმცა კომპანიამ გარიგების დასაფინანსებლად მილიარდობითდოლარის ვალი აიღო. Skydance-ის ხელმძღვანელს, დევიდ ელისონს, აქტიურად უჭერს მხარს მისიმამა, Oracle-ის დამფუძნებელი ლარი ელისონი. პროცესში ჩართული არიან უცხოური სუვერენულისაინვესტიციო ფონდებიც, რამაც დამატებითი ყურადღება გამოიწვია.
ასევე დაგაინტერესებთ
#OK! Netflix-მა ჰოლივუდის ერთ-ერთი უძველესი სტუდია Warner Bros Discovery-ი იყიდა












