• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! როგორ დაიწყო მუსიკალური კლიპით 90-იანების სუპერმოდელების ეპოქა

February 24, 2026
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

დღეს ჯორჯ მაიკლის სიმღერაზე „Freedom!’90“ გადაღებული კლიპი საკულტოდ, მასში მონაწილე მოდელები კი ნამდვილ სუპერვარსკვლავებად ითვლებიან. ნაომი კემპბელმა, სინდი კროუფორდმა, ლინდა ევანგელისტამ, კრისტი ტერლინგტონმა და ტატიანა პატიცმა მოდის სამყაროში სუპერმოდელის სტატუსამდე საკუთარი გზა გაიკვალეს, თუმცა ყველაფერი ერთი მუსიკალური კლიპით დაიწყო…

გზა სუპერმოდელობისკენ

ადრე მოდელებს ხშირად უბრალოდ, „მოსიარულე მანეკენებად“ აღიქვამდნენ, სუპერმოდელების გამოჩენამ კი მოდის სამყაროც და ამ პროფესიის წარმომადგენლებისადმი დამოკიდებულება შეცვალა – მოდელი უსახელო ადამიანიდან პიროვნებად ჩამოყალიბდა.

სანამ საკულტო კლიპი ნამდვილ ვარსკვლავებად აქცევდა, ნაომი, სინდი, ლინდა, კრისტი და ტატიანა უკვე ლეგენდარული მოდის სახლების ჩვენებებზე გამოდიოდნენ და Chanel-ის, Yves Saint Laurent-ისა და სხვათა მაღალი დონის კამპანიებში მონაწილეობდნენ. წინა თაობის მოდელებისგან მათ მკვეთრი ინდივიდუალიზმი გამოარჩევდათ, რის გამოც ადვილად დასამახსოვრებელნი გახდნენ.

1989 წელს ნაომი კემპბელი ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი ფერადკანიანი მოდელი ამერიკული Vogue-ის სექტემბრის ნომრის გარეკანზე.

ლინდა ევანგელისტა ცნობილი ფოტოგრაფის, სტივენ მეიზელის მუზა გახდა.

კრისტი ტერლინგტონი Calvin Klein-ის სუნამოს, Eternity-ს სახე გახდა.

ტატიანა პატიცი ისეთი დიზაინერების რჩეული იყო, როგორიც კარლ ლაგერფელდია.

სინდი კროუფორდმა კი სახელი გაითქვა, როგორც სარეკლამო ბილბორდებისა და პრიალა ჟურნალების ერთ-ერთმა ყველაზე ცნობადმა სახემ.

მიუხედავად ამისა, გადამწყვეტი მაინც 1990 წელი აღმოჩნდა, როდესაც ეს ხუთი მოდელი ბრიტანული Vogue-ის იანვრის ნომრის გარეკანზე გამოჩნდა. ეფექტურ შავ-თეთრ ფოტოზე მოდელები ერთად პოზირებდნენ, შემდეგ კი იყო ჯორჯ მაიკლი, მისი „Freedom!’90“ და მსოფლიო დიდება…

„Freedom!’90“

ბრიტანელი მომღერალი, პოეტი და კომპოზიტორი ჯორჯ მაიკლი ეპოქის სიმბოლო და დაუშრეტელი ენერგიის განსახიერება იყო. მისმა მუსიკალურმა კლიპმა „Freedom!’90“, რომელიც უკვე მეოთხედ საუკუნეზე მეტს ითვლის, მთელი თაობის ვექტორი განსაზღვრა და 90-იანი წლების ერთგვარ ჰიმნად იქცა.

მუსიკალური კლიპის იდეა შემთხვევით დაიბადა. მუსიკოსმა Vogue-ის ის ცნობილი გარეკანი შენიშნა და გადაწყვიტა გრძელფეხება ლამაზმანები თავის ვიდეოში მიეწვია. მაიკლმა კლიპის რეჟისორად იმ დროს ნაკლებად ცნობილი დევიდ ფინჩერი მიიწვია.

თავიდან მოდელებს შეთავაზება უცნაურად მოეჩვენათ – შიშობდნენ, რომ MTV-ზე გამოჩენა მათ კარიერას დააზიანებდა, თუმცა საბოლოოდ, შეთავაზებას დათანხმდნენ.

„Freedom!’90“ 1990 წლის ოქტომბერში MTV-ზე გამოვიდა და მაშინვე კულტურულ მოვლენად იქცა. მან მოდა, მუსიკა და მედია გააერთიანა და სუპერმოდელის ცნებას საფუძველი ჩაუყარა.

კლიპის წარმატების შემდეგ, ჯანი ვერსაჩემ მოდელებს სთხოვა, მისი სცენარი 1991 წლის შემოდგომა-ზამთრის ჩვენებაზე, პოდიუმზე გაეცოცხლებინათ. ჩვენება მოდელების სინქრონული სიმღერითა და მაყურებლის ოვაციებით დასრულდა. სწორედ ამ კლიპისა და ვერსაჩეს ჩვენების ერთობლიობამ აჩუქა მსოფლიოს სუპერმოდელები – ახალი ტიპის ვარსკვლავები და გემოვნების კანონმდებლები.

ამ ხუთმა ქალმა მოდის ინდუსტრია მთელი ათწლეულის მანძილზე შეცვალა. მათ მაღალ ანაზღაურებას და ექსკლუზიურ ხელშეკრულებებს მიაღწიეს და დაამტკიცეს, რომ მოდელებს წარმატებული კარიერის საკუთარი პირობებით აშენება შეუძლიათ. მათმა ეპოქამ ისეთ ვარსკვლავებს გაუხსნა გზა, როგორებიცაა ტაირა ბენქსი, ჰაიდი კლუმი, დები ჰადიდები, კენდალ ჯენერი, კაია გერბერი და სხვა.

ლეგენდარული სუპერმოდელები კიდევ ერთელ 2023 წელს,  ტატიანა პატიცის გარდაცვალების შემდეგ გაერთიანდა. ევანგელისტა, კემპბელი, კროუფორდი და ტერლინგტონი Vogue World 2023–ის  ჩვენებაზე ერთად გამოჩნდნენ და გამოსვლა ისეთივე ტრიუმფალური დეფილეთი დაასრულეს, როგორიც სამი ათწლეულის წინ ჰქონდათ.

YouTube video player

ასევე დაგაინტერესებთ

 

#OK! ვინ არის ქალი, რომელიც სამოდელო კარიერის ხანგრძლივობით გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა

გაიგე მეტი: კრისტი ტერლინგტონილინდა ევანგელისტანაომი კემპბელისინდი კროუფორდიჯორჯ მაიკლი

ასევე გაეცანი

#OK! “მძიმე ავადმყოფობა, რა თქმა უნდა, უამრავ ფიზიკურ სირთულეს უკავშირდება“ – ქეით მიდლტონი გამოჯანმრთელების რთულ გზაზე საუბრობს
OK! News

#OK! “მძიმე ავადმყოფობა, რა თქმა უნდა, უამრავ ფიზიკურ სირთულეს უკავშირდება“ – ქეით მიდლტონი გამოჯანმრთელების რთულ გზაზე საუბრობს

November 12, 2026
#OK! ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება – ლონდონში “Ebenezer”- ის პრემიერა გაიმართა
OK! News

#OK! ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება – ლონდონში “Ebenezer”- ის პრემიერა გაიმართა

November 12, 2026
#OK! „მშიშრებით სავსე ხროვა ხართ“ – MMA-ს ვარსკვლავების გამოხმაურებები და მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვის დაპირისპირების ისტორია
OK! News

#OK! „მშიშრებით სავსე ხროვა ხართ“ – MMA-ს ვარსკვლავების გამოხმაურებები და მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვის დაპირისპირების ისტორია

November 12, 2026
#OK! ქალები, რომლებიც ჰოლივუდს ცვლიან – ELLE-ის “Women in Hollywood 2026”
OK! კულტურა

#OK! ქალები, რომლებიც ჰოლივუდს ცვლიან – ELLE-ის “Women in Hollywood 2026”

November 11, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ექიმი არის პროფესია უფლისგან, ექიმად უნდა დაიბადო – ლიკა ფიფია

#OK! ექიმი არის პროფესია უფლისგან, ექიმად უნდა დაიბადო – ლიკა ფიფია

March 28, 2026
#OK! ,,თუ ასაკს არ მიაქცევ ყურადღებას, არც ასაკი დაინტერესდება შენით” – 80 წლის შერის რჩევები ქალბატონებს

#OK! ,,თუ ასაკს არ მიაქცევ ყურადღებას, არც ასაკი დაინტერესდება შენით” – 80 წლის შერის რჩევები ქალბატონებს

May 20, 2026
OK! საქართველომ ევროვიზიაზე 21-ე ადგილი დაიკავა

OK! საქართველომ ევროვიზიაზე 21-ე ადგილი დაიკავა

May 12, 2024
#OK! Emily In Paris-ის მე-5 სეზონის პრემიერა 18 დეკემბერს შედგება

#OK! Emily In Paris-ის მე-5 სეზონის პრემიერა 18 დეკემბერს შედგება

August 21, 2025

კვირის ჰიტები

#OK! პიერპაოლო პიჩოლი Balenciaga-ს ტოვებს – დიზაინერი გადაწყვეტილებას ემოციური წერილით ეხმაურება

#OK! პიერპაოლო პიჩოლი Balenciaga-ს ტოვებს – დიზაინერი გადაწყვეტილებას ემოციური წერილით ეხმაურება

November 6, 2026
2027 წლის Met Gala-ს თემა ცნობილია – რას უნდა ველოდოთ მომავალი წლის მოდის მთავარ ღონისძიებაზე?

2027 წლის Met Gala-ს თემა ცნობილია – რას უნდა ველოდოთ მომავალი წლის მოდის მთავარ ღონისძიებაზე?

November 6, 2026
#OK! ვახტანგ ყიფიანის სახელობის პრევენციული მედიცინის ასოციაცია დაფუძნდა

#OK! ვახტანგ ყიფიანის სახელობის პრევენციული მედიცინის ასოციაცია დაფუძნდა

November 11, 2026
#OK! Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის მეორე დღე – Dildora Kasimova, DVALI, LIYA და SYNDROM-ის ჩვენებები

#OK! Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის მეორე დღე – Dildora Kasimova, DVALI, LIYA და SYNDROM-ის ჩვენებები

November 7, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები