• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! ყველაფერი საკუთარი თავის სიყვარულით იწყება

May 9, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

საკუთარი თავი გიყვარს? – როცა ეს კითხვა პირველად დამისვეს, ირონიულად ჩამეღიმა, ცოტა გავბრაზდი და დაუფიქრებლად ვუპასუხე – რა თქმა უნდა. მაშინ გაცნობიერების გრძელ გზაზე ახალი შემდგარი ვიყავი და არც ვიცოდი, ეს რა გზა იყო. ვიცოდი მხოლოდ ის, რომ გაუსაძლისი იყო იქ ყოფნა, სადაც ადრე კომფორტის ზონა მქონდა, ძალიან მტკივნეული იყო ყველა ის ქმედება, რომელსაც თვითგანადგურებისკენ ძალიან სწრაფი ტემპით მივყავდი და ყველა ის მეთოდი, რომელიც ადრე მშველოდა, უბრალოდ, აღარ მუშაობდა. მაინც იმ ხერხს მივმართე, რომელიც ვიცოდი – სწავლა დავიწყე. ფსიქოლოგიის სწავლაში დავადექი საკუთარი თავისკენ მიმავალ გზას. თუ ამ გზაზე ვისწავლე ის, რასაც ყოველთვე ამ ბლოგში გიზიარებთ, არ ვიცი და აღარც აქვს არსებითი მნიშვნელობა.

 

 

ქაოსურ და სწრაფად ცვალებად გარემოში ყველაზე რთული წონასწორობის შენარჩუნებაა. უჯრედების დონეზე მტკივნეულია წყვდიადი, რომელმაც შიგნით დაისადგურა და აღარ გჯერა, რომ ყველაზე მეტად გათენების წინ ბნელა. მაგრამ ეს გრძელდება მანამდე, სანამ პირველი სხივი შენი ჯავშნის ლღობას არ დაიწყებს. თუ ერთხელ მაინც მთელი ძალით იგრძენი ცლილებების აუცილებლობა, წინააღმდეგობების მიუხედავად, მაინც დაადგები ამ გზას. საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, რომ ერთადერთი სწორი გზა სწორედ საკუთარი თავისკენ მიმავალი გზაა – ნამდვილი და გარდაუვალი. ეს ყველაზე საინტერესო თავგადასავალია და ყველაფერი საკუთარი თავის სიყვარულით იწყება.

 

ახლა უკვე მე გეკითხები – გიყვარს საკუთარი თავი? მიპასუხე არა ისე, როგორც დაგასწავლეს, არამედ ისე, როგორც წესია – დახუჭე თვალები, ღრმად ჩაისუნთქე, კონცენტრირდი შიგნიდან და გულწრფელად გაიაზრე – მართლა გიყვარს?

რა არის საკუთარი თავის სიყვარული და რა მნიშვნელობა აქვს ამას ჩვენთვის? თითქოს საბაზისო და მარტივი საკითხია, მაგრამ სინამდვილეში ჩვენი ცხოვრების ხარისხს განსზაღვრავს. გვასწავლეს, რომ საკუთარი თავის სიყვარული ეგოიზმია, ადამიანები უნდა გიყვარდეს; შენთვის ცხოვრებაც ეგოიზმია, სხვებისთვის უნდა იცხოვრო. სხვას როგორ შეიყვარებ, თუ საკუთარი თავი არ გიყვარს? სხვებზე როგორ იზრუნებ, თუ საკუთარ თავზე არ ზრუნავ? სხვების სიყვარულს ფესვები არ აქვს, თუ საწყისი საკუთარი თავის სიყვარული არაა.

საკუთარი თავის მიმართ სიყვარული ყველაზე მნიშვნელოვანია მენტალური ჯანმრთელობისთვის. სურვილების დათრგუნვას უგემურ ცხროვრებამდე მივყავართ. პირველი ნაბიჯი მიღებაა, ამის გარეშე საკუთარ თავს ვერ შეიყვარებ. თვითკმარობა და მთლიანობა მაშინ დგება, როცა შენი თვითშეფასება სხვების შეფასებაზე აღარაა დამოკიდებული. უნდა აღიარო და მიიღო ის, რაც მინუსი გგონია. დაუმეგობრდი საკუთარ თავს და შეამცირე თვითკრიტიკა. ჩვენს ინდივიდუალიზმს სწორედ რომ პლუსებისა და მინუსების ის კონკრეტული კომბინაცია ქმნის, რაც დაბადებისას მოგვეცა. რასაც არ ვიღებთ საკუთარ თავში, იმას სამყარო გარემოში გვირეკლავს. რომელ თვისებასაც არ ვაღიარებთ, იმ თვისების ადამიანები მოდიან ჩვენს ცხოვრებაში და გვაღიზიანებენ. როცა მიიღებ და აღიარებ, აღარც გაწუხებს და აღარც ირეკლავ სხვებში. როცა მიიღებ და შეიყვარებ ავთენტიკურ შენს თავს, მაშინ მიგიღებს და შეგიყვარებს გარემო. ეს სასიამოვნოა, მაგრამ აღარაა მნიშვნელოვანი, რადგან შიგნით არსებული თვითსიყვარული და თვითპატივისცემა უკვე აბსოლუტურად საკმარისია შენთვის. სხვებზე აღარაა დამოკიდებული შენი ბედნიერება, სიხარული, სისავსე – თავად ახდენ ყველაფრის გენერირებას, რაც გჭირდება. განსაკუთრებით ნათლად ჩანს ეს ყველაფერი პარტნიორულ ურთიერთობაში. როცა შინაგანი მთლიანობა დარღვეულია, არ იმჩნევ და არ აღიარებ საკუთარ ნაწილებს, ამ დანაკლისის შევსებას პარტნიორისგან ითხოვ. პარტნიორი კი ამის ნაცვლად სარკესავით სწორედ იმ აუღიარებელ ნაწილებს აირეკლავს. ასე იქმნება კონფლიქტები. როცა მიიღებ საკუთარ თავს, მთლიანობა ისედაც გექნება და პარტნიორისგან შევსებას კი არ მოითხოვ, არამედ შიგნით არსებული სიყვარულის გაზიარებას დაიწყებ. განვითარების ამ ეტაპზე მყოფი ადამიანი მსგავს პარტნიორს მოიზიდავს. ასეთი ურთიერთობა ურთიერთგაზიარებაზე დგას და არა ურთიერთშევსებაზე.

 

 

შეიძლება ახლა გაიფიქრე, ეგ ყველაფერი ძალიან იდეალურად ჟღერს, მაგრამ რა უნდა გავაკეთო, რომ მაგ მდგომარეობაში გადავიდეო. პირველი – „უნდა“ შეცვალე „მინდა“-თი. ჯერ ჰკითხე შენს თავს, რა გინდა? მერე დაიწყე საკუთარი თავისკენ მიმავალი გზების ძებნა. თუ ფიქრობ, რომ დამოუკიდებლად ამას ვერ შეძლებ, მიმართე სპეციალისტს, რომელიც დაგეხმარება, შენი მდგომარეობა გვერდიდან დაგანახოს.

ისწავლე იმ დროით ტკბობა, რომელსაც მარტო, საკუთარ თავთან ატარებ. უსაგნო სქროლვის ნაცვლად, საკუთარი თავის მოსმენა დაიწყე. გარემოში დააკვირდი ნიშნებს – ესა თუ ის მოვლენა რატომ მოხდა, რა უნდა დაგენახა, რისთვის მოვიდა ეს ამბავი შენი ცხოვრების ამ ეტაპზე. ეს ყველაფერი აკეთე განსჯისა და შეფასების გარეშე.

ეცადე დაკავდე ისეთი რამეებით, რაც სიამოვნებას განიჭებს.

იყავი კეთილი საკუთარი თავის მიმართ, მოექეცი მას, როგორც საუკეთესო მეგობარს და რამე თუ ისე არ გამოგივა, როგორც გინდოდა, ნუ მიეცემი თვითგვემას – იცოდე, ჩვენ გვზრდის შეცდომები და იმედგაცრუება.

არასოდეს შეადარო საკუთარი თავი სხვას. ერთადერთი, ვისაც უნდა შეედარო და გაეჯიბრო, ისევ შენ ხარ.

გამონახე რესურსი და დრო, რომ უკეთ გაიცნო შენი თავი, გაიგო ნამდვილი სურვილები. იპოვე სიამოვნების წყაროები, გაიხსენე ბავშვობის სილაღე და დააბრუნე ცხოვრებაში.

შეაქე საკუთარი თავი ყველა ახალი ნაბიჯისთვის. რაც მეტ ნაბიჯს გადადგამ, უფრო მიუახლოვდები შენს ნამდვილ მე-ს.

მიიღე და ისიმოვნე კომპლიმენტებით. მოუსმინე სხეულს და არ დატოვო უპასუხოდ არცერთი იმპულსი.

როცა ამ ნაბიჯების გადადგმას დაიწყებ, აუცილებლად იგრძნობ ცვლილებებს გარემოში – ძველი გარემოცვა შეიცვლება. აღარაფერი იქნება ძველებურად. შინაგანი სიცარიელის შესავსებად აღარ დაგჭირდება არც სიტუაციური მეგობრები და არც უემოციო გართობები. იცვლება შინაგანი მდგომარება და იცვლება გარემოცვა – გამოჩნდებიან ადამიანები, ვინც განვითარების იმავე ეტაპზეა და მსგავს პროცესებს გადის. ქაოსი იცვლება ჰარმონიით, შფოთვა – სიმშვიდით, სიცარიელე – სისავსით. და ხვდები, რომ ყველაზე ძვირფასი, ვინც გყავს, შენ ხარ, შენზეა დამოკიდებული წარმატებაც და წარუმატებლობაც, ბედნიერებაც და უბედურებაც, სიყვარულიც და სიძულვილიც. შენ ხარ შენი სამყაროს ცენტრი და ყველაფერი შენს ხელშია.

მე შენი მხარდამჭერი ვიქნები ამ გზაზე.

 

 

ტექსტი: ქეთო ლომსაძე

ფოტო: ნია ტაგანაშვილი

ასევე გაეცანი

#OK! რა კავშირია კვებასა და სამუშაო ეფექტიანობას შორის
Gastro

#OK! რა კავშირია კვებასა და სამუშაო ეფექტიანობას შორის

September 16, 2026
#OK! ანა გოგიშვილი – ქალი, რომელმაც ბიზნესი, ბრძოლა და პასუხისმგებლობა ცხოვრების წესად აქცია
ინტერვიუ

#OK! ანა გოგიშვილი – ქალი, რომელმაც ბიზნესი, ბრძოლა და პასუხისმგებლობა ცხოვრების წესად აქცია

September 16, 2026
#OK! Backstage Store – ხარისხი, იტალიური ხასიათი და კომფორტი თანამედროვე მამაკაცისთვის
ინტერვიუ

#OK! Backstage Store – ხარისხი, იტალიური ხასიათი და კომფორტი თანამედროვე მამაკაცისთვის

September 14, 2026
Spotlight Events: კომპანია, რომელიც ამერიკის სცენებზე ქართულ-ამერიკულ მუსიკასა და ხელოვნებას აერთიანებს
ინტერვიუ

Spotlight Events: კომპანია, რომელიც ამერიკის სცენებზე ქართულ-ამერიკულ მუსიკასა და ხელოვნებას აერთიანებს

September 16, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ქანიე უესტი “ბალენსიაგას” ნიღბით Alexandre Arnault-ის ქორწილში და რეპერის ექსცენტრიული ჩაცმულობა, რომელმაც ყველას ყურადღება მიიპყრო

#OK! ქანიე უესტი “ბალენსიაგას” ნიღბით Alexandre Arnault-ის ქორწილში და რეპერის ექსცენტრიული ჩაცმულობა, რომელმაც ყველას ყურადღება მიიპყრო

October 19, 2021
#OK! ქალი ფეხბურთელები ჩემპიონთა ლიგაში

#OK! ქალი ფეხბურთელები ჩემპიონთა ლიგაში

March 1, 2022
#OK! კენდალ ჯენერი Miu Miu-ს ტრენდული ფეხსაცმელებით, რომლის ღირებულებაც $1,628-ია

#OK! კენდალ ჯენერი Miu Miu-ს ტრენდული ფეხსაცმელებით, რომლის ღირებულებაც $1,628-ია

February 1, 2022
#OK! ქანიე უესტი კიდევ ერთი განსხვავებული ნიღბით: რეპერის უახლესი პაპარაცული ფოტოები ნიუ-იორკის ქუჩებიდან

#OK! ქანიე უესტი კიდევ ერთი განსხვავებული ნიღბით: რეპერის უახლესი პაპარაცული ფოტოები ნიუ-იორკის ქუჩებიდან

October 21, 2021

კვირის ჰიტები

#OK! პენელოპე კრუზი და ხავიერ ბარდემი – სიყვარულის ისტორია

#OK! პენელოპე კრუზი და ხავიერ ბარდემი – სიყვარულის ისტორია

September 11, 2026
#OK! პრინცესა დიანას საკულტო „Revenge Dress“ აუქციონზე გაიყიდება

#OK! პრინცესა დიანას საკულტო „Revenge Dress“ აუქციონზე გაიყიდება

September 11, 2026
#OK! თაკო გვაზავა Health&Beauty

#OK! თაკო გვაზავა Health&Beauty

September 12, 2026
#OK! Health&Beauty ეპოქალური ვერსაჩე

#OK! Health&Beauty ეპოქალური ვერსაჩე

September 12, 2026
PANDAWA4D
SALDOKU777
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
PANDAWA4D
177winbet
pandawa177
saldoku777
https://xblarcade.com/
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები