საერთაშორისო ლოგისტიკის სფეროში წარმატება დიდწილად დამოკიდებულია სანდო პარტნიორზე, რომელიც უზრუნველყოფს ტვირთის უსაფრთხო, სწრაფ და დროულ ტრანსპორტირებას. სწორედ ასეთ კომპანიად ჩამოყალიბდა WORLD LOGISTICS, რომელიც დაარსებიდან დღემდე მომხმარებლებს მაღალი ხარისხის ლოგისტიკურ მომსახურებას სთავაზობს.
WORLD LOGISTICS 2022 წლის 21 აპრილს დაფუძნდა და მოკლე დროში ქართულ ბაზარზე ერთ–ერთ სტაბილურ, სწრაფ და სანდო სატრანსპორტო კომპანიად იქცა. მისი წარმატების საფუძველი მრავალწლიანი გამოცდილება და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურებაა.
კომპანია ფლობს საკუთარ საწყობებს ჩინეთის ორ მნიშვნელოვან სავაჭროცენტრში – გუანჯოუსა და იუში. ასევე აქვს საკუთარი სატვირთო ავტოპარკი, რაც საშუალებას აძლევს სრულად აკონტროლოს გადაზიდვის პროცესი და მომსახურების ხარისხი.
WORLD LOGISTICS (WWW.WORLDLOG.GE ) მომხმარებლებს სთავაზობს:
კომპანიის ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უპირატესობა სწრაფი ტრანზიტია. გუანჯოუსა და იუს საწყობებში მიღებული ტვირთები საქართველოში 20 დღეში ჩამოდის.
ჩინეთის მიმართულებით კომპანია ქართულ ბაზარზე ერთ–ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს. მისი საქმიანობის ძირითადი ფოკუსი სწორედ ჩინეთიდან სახმელეთო გადაზიდვებია, რაც მომხმარებლებს სტაბილურ და ეფექტურ მომსახურებას უზრუნველყოფს.

დღეისათვის კომპანიის ჩინური საწყობებიდან ყოველ კვირას 10 სატვირთო ავტომობილი გამოდის, რაც ტვირთების უწყვეტ და სისტემურ გადაადგილებას უზრუნველყოფს. ეს ნიშნავს, რომ მომხმარებლებს შეუძლიათ ყოველკვირეულ რეჟიმში მიიღონ საკუთარი ტვირთები დამატებითი ლოდინისა და შეფერხებების გარეშე.
მომხმარებელთა მზარდი მოთხოვნების გათვალისწინებით, 2024 წელს WORLD LOGISTICS-მა (WWW.WORLDLOG.GE) მნიშვნელოვნად გააფართოვა საქმიანობის არეალი. დღეს კომპანია მომხმარებლებს ემსახურება არამხოლოდ ჩინეთის, არამედ თურქეთისა და ევროპის მიმართულებითაც.
კომპანიას ორი საწყობი აქვს სტამბოლის ევროპულ და აზიურ ნაწილში, ხოლო პარტნიორული ქსელის მეშვეობით ტვირთების ტრანსპორტირებას ევროპის ნებისმიერი ქალაქიდან უზრუნველყოფს.
ევროპული საწყობები მდებარეობს:
WORLD LOGISTICS (WWW.WORLDLOG.GE ) განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ვადების დაცვასა და ლოგისტიკური პროცესების ზუსტ დაგეგმვას. ნებისმიერი ტვირთის შეთანხმებულ ვადებში ჩაბარება კომპანიის მთავარი პრიორიტეტია.
გამართული ლოგისტიკური ჯაჭვი, თანამედროვე ინფრასტრუქტურა და პროფესიონალი გუნდი თითოეული გადაზიდვის მაქსიმალური სიზუსტითა და პასუხისმგებლობით განხორციელებას უზრუნველყოფს. სწორედ ამ სტანდარტების დამსახურებით კომპანია ინარჩუნებს მომხმარებელთა მაღალ ნდობას და ლიდერის პოზიციებს ქართულ ბაზარზე.
კომპანიის მთავარი მიზანია საერთაშორისო ლოგისტიკური პროცესების მაქსიმალურად გამარტივება და მომხმარებლებისთვის ბიზნესის ზრდისა და განვითარების ხელშეწყობა, რის გამოც ითვალისწინებს თითოეული მომხმარებლის მიზნებს, საჭიროებებსა და მოთხოვნებს და სთავაზობს მათზე მორგებულ, ეფექტურ და სანდო ლოგისტიკურ გადაწყვეტილებებს.












