• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! თათას ესთეტიკ ცენტრი – ადგილი, სადაც თავდაჯერებულობა იწყება

April 11, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

სილამაზეზე ზრუნვა მხოლოდ ვიზუალზე ზრუნვას არ გულისხმობს, ეს არის საკუთარი თავის პატივისცემა. ზრუნვა როგორც გარეგნულ, ასევე ემოციურ მდგომარეობაზე, რასაც მოაქვს თავდაჯერება და შინაგანი ჰარმონია. ჩემი რესპონდენტის აზრით, სწორედ ამ ბალანსის პოვნაში გვეხმარება თანამედროვე ესთეტიკური მედიცინა. სწორედ ამ ხედვით შექმნა ჩიტო შაქარიშვილმა საკუთარი ცენტრი „თათას ესთეტიკ ცენტრი“ – სივრცე, სადაც პროფესიული ცოდნა, გამოცდილება და ინდივიდუალური მიდგომა გააერთიანა. მისთვის კოსმეტოლოგია არ არის მხოლოდ პროფესია, ეს არის ყოველდღიური მოტივაცია, დაეხმაროს ადამიანებს საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიის აღმოჩენაში.

 

რამ განაპირობა თქვენი პროფესიული არჩევანი?

ჩემი პროფესიული არჩევანი განაპირობა სილამაზისა და ესთეტიკის მიმართ განსაკუთრებულმა ინტერესმა. ყოველთვის მიზიდავდა იდეა, რომ თანამედროვე მეთოდებით შესაძლებელი იყო არა მხოლოდ ვიზუალის გაუმჯობესება, არამედ ადამიანების თავდაჯერებულობის გაზრდაც. ადამიანებში პოზიტიური ცვლილებების დანახვა გახდა ჩემი მთავარი მოტივაცია.

ამ ინტერესმა მიმიყვანა კოსმეტოლოგიის სფეროში, სადაც საფუძვლიანად შევისწავლე როგორც კლასიკური, ისე ინიექციური პროცედურები. პრაქტიკამ და მუდმივმა განვითარებამ მომცა შესაძლებლობა, დამეგროვებინა გამოცდილება და შემექმნა საკუთარი ხედვა სილამაზის ინდუსტრიაში, რაც საბოლოოდ საკუთარი ცენტრის გახსნით დაგვირგვინდა.

 

რა იყო საკუთარი ცენტრის გახსნის მიზეზი?

საკუთარი ცენტრის გახსნის მთავარი მიზეზი იყო სურვილი, შემექმნა სივრცე, სადაც პროფესიონალიზმი, უსაფრთხოება და ინდივიდუალური მიდგომა იქნებოდა მთავარი პრიორიტეტი. მინდოდა მქონოდა ადგილი, სადაც თითოეული პაციენტი თავს იგრძნობდა კომფორტულად და დარწმუნებული იქნებოდა მიღებული მომსახურების ხარისხში.

ასევე, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მეთოდების დანერგვა, რაც საშუალებას გვაძლევს, მაქსიმალურად ეფექტური და ბუნებრივი შედეგები მივიღოთ. საკუთარი ცენტრი არის ადგილი, სადაც ჩემი პროფესიული ხედვა სრულად რეალიზდება.

 

 

რა პროცედურებს სთავაზობთ საზოგადოებას?

თანამედროვე სერვისებს, რომლებიც მოიცავს როგორც ესთეტიკურ, ისე სამედიცინო მიმართულებებს.

ინიექციური კოსმეტოლოგიის მიმართულებით ვთავაზობთ: ტუჩისა და სახის კონტურირებას, კანის გაახალგაზრდავების პროცედურებს, ბიორევიტალიზაციას, მეზოთერაპიას და სხვა ინოვაციურ მეთოდებს.

კლასიკური კოსმეტოლოგია კი მოიცავს კანის ღრმა წმენდას, მოვლასა და ინდივიდუალურად შერჩეულ პროცედურებს.

გარდა ამისა, ცენტრში შესაძლებელია მანიკიურისა და პედიკიურის მომსახურება, პოდოლოგის კონსულტაცია და მკურნალობა, ასევე ლაზერული ეპილაცია თანამედროვე აპარატურის გამოყენებით.

ჩვენი მთავარი მიზანია თითოეულ მომხმარებელს შევთავაზოთ მის საჭიროებებზე მორგებული, უსაფრთხო და ეფექტური სერვისი. მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი პროცედურა ჩატარდეს პროფესიონალთან, რადგან სწორი დიაგნოსტიკა და ინდივიდუალური მიდგომა არის წარმატებული შედეგის მთავარი საფუძველი.

 

ამ სეზონზე რომელი პროცედურაა აქტუალური და რა რჩევას მისცემდით ქალებს?

ამ სეზონზე განსაკუთრებით აქტუალურია კანის დატენიანებისა და აღდგენის პროცედურები, როგორიცაა ბიორევიტალიზაცია და მეზოთერაპია, რომლებიც ხელს უწყობს კანის ელასტიკურობისა და ჯანმრთელი იერის შენარჩუნებას. ასევე დიდ ინტერესს იწვევს ლაზერული ეპილაცია, რადგან სწორედ ამ პერიოდში მიღებული შედეგები განსაკუთრებით ეფექტურია.

ქალებს ვურჩევდი განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ კანის დაცვას, გამოიყენონ მზისგან დამცავი საშუალებები, არ გამოტოვონ ყოველდღიური მოვლის ეტაპები და არჩევანი გააკეთონ ხარისხიან, დერმატოლოგიურად დამოწმებულ პროდუქტებზე.

 

როგორ ახერხებთ დედობისა და პროფესიული ცხოვრების შეთანხმებას?

დედობა და კარიერა ჩემთვის ერთდროულად დიდი პასუხისმგებლობა და უდიდესი მოტივაციაა. ვცდილობ სწორად გავანაწილო დრო და პრიორიტეტები, რათა არც ოჯახი და არც პროფესიული საქმიანობა არ დარჩეს ყურადღების გარეშე.

დროის მენეჯმენტი და მიზნების სწორად განსაზღვრა მეხმარება ამ ბალანსის შენარჩუნებაში. რა თქმა უნდა, ეს ყოველთვის მარტივი არ არის, მაგრამ სწორედ ეს გამოწვევები მაძლევს ძალას და სტიმულს, ვიყო უკეთესი როგორც დედა, ასევე პროფესიონალი.

 

რა გაძლევთ მოტივაციას თქვენს საქმეში?

ყველაზე დიდი მოტივაცია ჩემთვის არის კმაყოფილი პაციენტები – მათი სიხარული, თავდაჯერებულობა და დადებითი ემოციები, რასაც შედეგის მიღების შემდეგ ვხედავ. ეს არის ის, რაც ყოველდღიურად მაძლევს ენერგიას და სურვილს, კიდევ უფრო მეტად განვვითარდე.

ასევე, უდიდესი მოტივაციაა ჩემი ოჯახი და შვილები. განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ჩემს გოგოს, რომლის სახელზეც არის შექმნილი ცენტრი. სწორედ ისინი მაძლევენ ძალას, მუდმივად განვაახლო ცოდნა, დავნერგო სიახლეები და შევინარჩუნო მაღალი სტანდარტი.

 

რა გეგმები გაქვთ მომავალში და როგორ ხედავთ საქმიანობის განვითარებას?

მომავალში ვგეგმავ ცენტრის გაფართოებას და მომსახურების პორტფელის განვითარებას, რათა შევძლო მომხმარებელს შევთავაზო კიდევ უფრო მრავალფეროვანი და თანამედროვე პროცედურები. ასევე, გეგმაშია პროფესიული ტრენინგებისა და საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა, რაც ხელს შეუწყობს როგორც ჩემი გუნდის, ისე სფეროში დაინტერესებული ადამიანების ზრდა და განვითარებას.

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ლაურა ზოიძე

ასევე გაეცანი

#OK! ციფრული სამყაროს მიღმა – Mitaishvili academy: ცოდნა, გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები
ინტერვიუ

#OK! ციფრული სამყაროს მიღმა – Mitaishvili academy: ცოდნა, გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები

October 28, 2026
#OK! ჯპს-ის დაბადების დღე: 5 რამ, რისთვისაც გაორმაგებული ქულების გამოყენებას გირჩევთ
Health & Beauty

#OK! ჯპს-ის დაბადების დღე: 5 რამ, რისთვისაც გაორმაგებული ქულების გამოყენებას გირჩევთ

October 23, 2026
#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში
ინტერვიუ

#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში

October 26, 2026
#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად
ინტერვიუ

#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად

October 19, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! „ეკა ესთეტიკი“ – თქვენი სილამაზის ყველა სინთეზი ერთ სივრცეში

#OK! „ეკა ესთეტიკი“ – თქვენი სილამაზის ყველა სინთეზი ერთ სივრცეში

June 12, 2025
#OK! UNFPA GEORGIA-ს „მამის დღის“ ვიდეომ EU NEAR-ის კონკურსში გაიმარჯვა!

#OK! UNFPA GEORGIA-ს „მამის დღის“ ვიდეომ EU NEAR-ის კონკურსში გაიმარჯვა!

March 21, 2024
#OK! კომპანია „ცელსიუსი“ – კარგ კომპანიას პროფესიონალები ქმნიან

#OK! კომპანია „ცელსიუსი“ – კარგ კომპანიას პროფესიონალები ქმნიან

February 13, 2026
#OK! “ოპელი” სექტემბრის თვიდან მომხმარებლებს ბოლო თაობის ავტომობილებს წარუდგენს

#OK! “ოპელი” სექტემბრის თვიდან მომხმარებლებს ბოლო თაობის ავტომობილებს წარუდგენს

August 18, 2023

კვირის ჰიტები

#OK! 2026 წლის ყველაზე სექსუალური მამაკაცი დასახელდა – არჩევანს სოციალურ ქსელებში კრიტიკა მოჰყვა

#OK! 2026 წლის ყველაზე სექსუალური მამაკაცი დასახელდა – არჩევანს სოციალურ ქსელებში კრიტიკა მოჰყვა

October 29, 2026
#OK! Global Tech Weekend 2027-ის ოფიციალური გახსნა: 5 დეკემბერს სტარტაპები საერთაშორისო ინვესტორებს მთაწმინდის პანორამულ ბორბალზე წარუდგებიან

#OK! Global Tech Weekend 2027-ის ოფიციალური გახსნა: 5 დეკემბერს სტარტაპები საერთაშორისო ინვესტორებს მთაწმინდის პანორამულ ბორბალზე წარუდგებიან

October 27, 2026
#OK! ჯულია რობერტსი – ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობის ისტორია

#OK! ჯულია რობერტსი – ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობის ისტორია

October 29, 2026
#OK! კახა კინწურაშვილი ჰოლივუდის რეჟისორის ახალ ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს – რას მოგვითხრობს The Revolution According to Kamo?

#OK! კახა კინწურაშვილი ჰოლივუდის რეჟისორის ახალ ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს – რას მოგვითხრობს The Revolution According to Kamo?

October 30, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები