• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! სურვილები სრულდება „ბერმელში“

May 20, 2025
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბერმელი“ ქართულ საფინანსო ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი საფინანსო კომპანიაა. ორგანიზაცია მუშაობას შეუდგა ერთი დასაქმებულით და ექვსასი დოლარის ანაბრით, თუმცა ახლა „ბერმელში“ 150-მდე ადამიანია დასაქმებული. „ბერმელს“ აქვს ფასეულობები, ისტორია, ტრადიციები, მისია, მიზნები, საკრედიტო დაწესებულებების ნდობა, საფირმო სტილი და ა.შ. ამ და სხვა საინტერესო საკითხების შესახებ კომპანიის დირექტორის მოადგილე ადამიანურ რესურსებში, პიარმარკეტინგსა და იურიდიულ საკითხებში, ინგა გორგაძე გვიამბობს.

 

უპირველესად, გაგვაცანით მიკროსაფინანსო კომპანია „ბერმელი“. რამდენი ხანია ბაზარზე ოპერირებს?

„ბერმელის“ მთავარი ამოცანაა მრავალფეროვანი, მაღალხარისხოვანი და ხელმისაწვდომი ფინანსური მომსახურება მოსახლეობისთვის, მთავარი ღირებულება კი მომხმარებელთა მოთხოვნების გათვალისწინება, რაც პირდაპირ აისახება ორგანიზაციის სლოგანზე – „სურვილები სრულდება ბერმელში!“ მოსახლეობის ნდობამ და ჩვენმა რეპუტაციამ, კომერციული და სოციალური ამოცანების დაახლოებამ და მათ შორის ბალანსის დაცვამ „ბერმელი“ წარმატებულ ბრენდად აქცია.

კომპანია თავისი 25-წლიანი წარმატებულად განვლილი გზით შესანიშნავი მაგალითია გამარჯვების, გამოწვევების დაძლევისა და განვითარების.

რა უპირატესობებით სარგებლობს „ბერმელი“?

“ბერმელის” მთავარი უპირატესობაა მოქნილობა მომხმარებელთა მოთხოვნებისა და საჭიროების შესაბამისად. ჩვენთვის მომხმარებელთან ურთიერთობა იწყება გაცნობიდან და არ სრულდება. მიუხედავად ვალდებულების შესრულებისა, ალბათ ეს ურთიერთობებიც განაპირობებს გრძელვადიანი თანამშრომლობის შენარჩუნებას მომხმარებელთან. “ბერმელში” შესაძლებელია ერთ სამუშაო დღეში გრძელვადიანი სამომხმარებლო/ბიზნეს/იპოთეკური განაცხადის მიღება-დამუშავება, სესხის დამტკიცება და გაცემა. ასევე, ჩვენთან ხდება ყველა სესხის გაცემა გენერალური ხაზის ქვეშ, რაც უზრუნველყოფს, მომხმარებლის მხრიდან საჭიროების შემთხვევაში სწრაფად აითვისოს დარჩენილი ლიმიტი ან უკვე შემცირებული ლიმიტი შეავსოს გენერალური ხაზის ლიმიტამდე/ფარგლებში.

მომხმარებლის საჭიროების და სურვილის შემთხვევაში, არსებულ სესხებზე ვახორციელებთ ცვლილებებს, მომხმარებლის ზედმეტი დროის კარგვისა და პროცედურების გარეშე. შესაძლებელია გრაფიკის გადახდის რიცხვის ცვლილება, სესხის ვადის გაზრდა/შემცირება, საშეღავათო პერიოდით სარგებლობა როგორც სრულ შენატანზე, ასევე გრაფიკით განსაზღვრული შენატანის რომელიმე კომპონენტზე, გაცემულ ძირ თანხასა თუ პროცენტზე. რაც მთავარია, ჩვენთან სესხის აღება შესაძლებელია ნებისმიერი დადასტურებული და დაუდასტურებელი შემოსავლის საუძველზე, როგორიცაა: რეპეტიტორი, სტილისტი, მკერავი, ფოტოგრაფი, სანტექნიკოსი, მექანიკოსი, ელექტრიკოსი, მღებავი, მებათქაშე და სხვა. ვითვალისწინებთ აგრეთვე იჯარის შემოსავლებს ადგილზე და ფულად გზავნილებს ნებისმიერი ქვეყნიდან, არ დაგჭირდებათ ფიქრი იმაზე, როგორ დაადასტუროთ დაუდასტურებელი შემოსავალი, ამ საკითხზე ჩვენი ოფიცრები იზრუნებენ. სესხს გავცემთ როგორც რეზიდენტ პირებზე, ასევე არარეზიდენტ პირებზე. თუ მსესხებლის შემოსავალი არ არის საკმარისი სესხის გასაცემად, მაშინ მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, ოჯახის წევრი ჩართოს თანამსესხებლად და გამოიყენოს საოჯახო მეურნეობის შემოსავლებიც.

განსაკუთრებული შეთავაზება გვაქვს ემიგრანტებისთვის იპოთეკური სესხების შემთხვევაში და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის გარეთ მიღებული შემოსავლის დასტურის საფუძველზე გავცემთ ქონების ღირებულების 70%-მდე, არ აქვს მნიშვნელობა შემოსავლის ოდენობას. ასევე, ჩვენთან შესაძლებელია სესხის გაცემა უძრავი ქონების მიმწოდებლის გამოყენებითაც, რაც გულისხმობს უძრავი ქონების მიმწოდებლის გათავისუფლებას შემოსავლების დადასტურებისგან, თუ ის აწოდებს არასაცხოვრებელ ქონებას (კომერციული ფართი, დაუმთავრებელი მშენებლობა, მიწა, ბინა და სხვა). მომხმარებლებს ვაძლევთ აგრეთვე შესაძლებლობას, შეიძინოს ახალი საცხოვრებელი ქონება მანამდე არსებული ქონების რეალიზაციის ხარჯზე, და არსებული ბინის რეალიზაციამდე გავცემთ უგრაფიკო სესხს, რომელსაც არა აქვს თვიური შენატანები და შესაძლებელია სესხის ერთიანი დაფარვა არსებული ქონების რეალიზაცის შემდეგ.

“ბერმელის” პირობები მომხიბლველია არა მარტო პირველადი მომხმარებლებისთვის, ვისაც სურს შეძენა, მშენებლობა, რემონტი და ზოგადად, საქმის დაწყება, არამედ არსებულ მომხმარებელთათვისაც, ვინც უკვე არის ამ პროცესში.

კომპანია ხშირად აწყობს აქციებს არსებულ მომხმარებლებზე (ვინც რამდენიმე წელია ჩვენი მომხმარებელია) პროცენტის შემცირებასთან დაკავშირებით და უამრავ მსესხებელს შემცირებია არსებული საპროცენტო განაკვეთი მოთხოვნის/თხოვნის გარეშე. ჩვენ აქტიურად დავეხმარეთ იმ მსესხებლებსაც, ვისაც გაუჭირდა ვალდებულების დაფარვა, მაქსიმალურად დავუკორექტირეთ ჯარიმები, გავუკეთეთ რესტრუქტურიზაცია და დაგროვილი დავალიანება უპროცენტოდ გადავუნაწილეთ მათთვის სასურველ პერიოდზე.

 

 

რა ტიპის სესხით სარგებლობა შეუძლია მომხმარებელს თქვენთან?

ჩვენთან შესაძლებელია გრძელვადიანი (ათ წლამდე ვადა) იპოთეკური/ბიზნეს და სამომხმარებლო სესხების აღება 100 000 ლარამდე, გავცემთ სხვა ბანკებიდან და საფინანსო კომპანიებიდან პორტირებულ (გადმოტანილ) სესხებს, გავცემთ აგრეთვე სესხებს ემიგრანტებისათვის, თვითდასაქმებულთათვის, სტუდენტურ სესხებს და, რაც მთავარია, გავცემთ სტარტაპ სესხებს (ვაფინანსებთ დამწყებ ბიზნესს). „ბერმელის“ ყველა ფილიალში მიმდინარეობს სავალუტო ოპერაციების განხორციელება.

სავალუტო ოპერაციები „ბერმელის“ იმ მომხმარებლებისთვის, ვინც სარგებლობს „ბერმელის“ ავტოსაკრედიტო სესხებით, კეთდება საშეღავათო პირობებით. ასევე, გვაქვს ავტოსესხი და ავტოლიზინგი. ჩვენთან შესაძლებელია ძვირფასი ქვებითა და ლითონებით უზრუნველყოფილი სესხებით სარგებლობა და ასევე, ტექნიკით უზრუნველყოფილი სესხის მიღება.

რამდენად რთულია მოცემულ კონკურენტულ გარემოში მუშაობა?

დიახ, დღეს კონკურენციის გაძლიერებულ სივრცეში გვიწევს მუშაობა და აღსანიშნავია, რომ არა მარტო კონკურენტული გარემო მძაფრდება, არამედ იცვლება, იხვეწება და მკაცრდება საკანონმდებლო რეგულაციები, სწორედ რომ კონკურენციამ და საკანონმდებლო რეგულაციების ცვლილებამ განაპირობა ბაზრიდან უამრავი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის გაქრობა. „ბერმელისთვის“ კი ადაპტაცია არ ყოფილა რთული, ნდობამ, რეპუტაციამ და წარსულმა გამოცდილებამ გაგვიმარტივა პროცესი და მოგვცა შესაძლებლობა, ძლიერთა შორის საკუთარი სათქმელი ჩვენც ვთქვათ.

სულ რამდენი ფილიალი გაქვთ ამ ეტაპზე და რამდენი ადამიანია დასაქმებული?

ამ ეტაპზე გვაქვს 24 ფილილი. წარმოდგენილი ვართ აჭარის რეგიონში 8 ფილიალითა და ოთხი სერვისცენტრით, სამეგრელოში – ერთი ფილიალი, იმერეთის რეგიონში გვაქვს 5 ფილიალი, თბილისსა და ქვემო ქართლში – 5 ფილიალი. დასაქმებული გვყავს 150-მდე თანამშრომელი.

ჩვენთვის ცნობილია, რომ გყავთ 10-15-წლიანი და ზოგიც 24-წლიანი კადრი, რომლებიც დაარსების დღიდან ზურგს უმაგრებენ ორგანიზაციას. დღეს კომპანიებისთვის ასეთი თანამშრომლები ნამდვილი ფუფუნებაა. რაშია თქვენი თანამშრომელთან ურთიერთობის საიდუმლო?

დიახ გვყავს კადრები, რომლებიც კომპანიაში 10 და 15 წელზე მეტია მუშაობენ და ეს განპირობებულია კომპანიაში შექმნილი სამუშაო გარემოთი, კვალიფიკაციის ამაღლებაზე ორიენტირებული მენეჯმენტით. ასევე, მნიშვნელოვან როლს თამაშობს კომპანიაში დანერგილი საბონუსე სისტემა, პრემიები და წამახალისებელი ფასიანი საჩუქრები. ბერმელი ცდილობს, თანამშრომლებს ხშირად შესთავაზოს განტვირთვის დღეები, იქნება ეს ექსკურსიები თუ სხვა გასვლითი ღონისძიებები. აგრეთვე, სხვადასხვა ბენეფიტი, როგორიცაა ჯანმრთელობის კორპორაციული დაზღვევა და სხვა. კომპანიაში დანერგილია უფასო სტაჟირების სისტემა, რაც გვეხმარება კადრების შერჩევაში თავდაპირველი მიღებისას. ჩვენი სახელფასო ანაზღაურებაც არ ჩამორჩება სხვებისას, პირიქით, ბევრისას უსწრებს კიდეც.

სამომავლო გეგმებზეც მოგვიყევით.

ჩვენი მთავარი მიზანი არის სოციალური და ეკონომიკური მიზნების დაახლოება და ყოველდღიურად ვიბრძვით ამისთვის. სამომავლოდ ვაპირებთ ფილიალების დამატებას სხვადასხვა რეგიონში, პროდუქტების სპექტრის გაფართოებას და ასევე, მიკრობანკის სტატუსის მიღებას.

ტექსტი: ციაკო ღამბაშიძე

ფოტო: გიორგი კალანდაძე

ასევე გაეცანი

OK! ქეთევან ბოჭორიშვილის პროფესიული გზა – უწყვეტი განვითარებით შექმნილი წარმატების ისტორია
Slider Area

OK! ქეთევან ბოჭორიშვილის პროფესიული გზა – უწყვეტი განვითარებით შექმნილი წარმატების ისტორია

August 24, 2026
#OK! Hotel Babu Kutaisi – ოჯახური სითბოსა და სტუმარმასპინძლობის მისამართი
OK! ქუთაისი

#OK! Hotel Babu Kutaisi – ოჯახური სითბოსა და სტუმარმასპინძლობის მისამართი

August 25, 2026
OK! ბელა როგავა – ლიდერი, რომელიც განვითარებას ადამიანების გაძლიერებად აქცევს
Slider Area

OK! ბელა როგავა – ლიდერი, რომელიც განვითარებას ადამიანების გაძლიერებად აქცევს

August 20, 2026
#OK! გიორგი ხატიაშვილის აკადემიური წარმატება: საერთაშორისო განათლებიდან George Washington University-მდე
Slider Area

#OK! გიორგი ხატიაშვილის აკადემიური წარმატება: საერთაშორისო განათლებიდან George Washington University-მდე

August 20, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! პირველი ფერადკანიანი ტრანსგენდერი ქალი, რომელიც Sports Illustrated Swimsuit-ის გარეკანზე მოხვდა

#OK! პირველი ფერადკანიანი ტრანსგენდერი ქალი, რომელიც Sports Illustrated Swimsuit-ის გარეკანზე მოხვდა

July 17, 2025
#OK! ექო ყოველთვის უკან გიბრუნებს, რასაც ამბობ და აკეთებ…

#OK! ექო ყოველთვის უკან გიბრუნებს, რასაც ამბობ და აკეთებ…

October 11, 2022
#OK! ანჯელინა ჯოლი ჰოლივუდიდან მიდის

#OK! ანჯელინა ჯოლი ჰოლივუდიდან მიდის

January 5, 2026
#OK Giambattista Valli-ის 2022 წლის შემოდგომა/ზამთრის “ოტ კუტიურ” კოლექცია

#OK Giambattista Valli-ის 2022 წლის შემოდგომა/ზამთრის “ოტ კუტიურ” კოლექცია

July 6, 2022

კვირის ჰიტები

#OK! ვენეციის კინოფესტივალი გაიხსნა – ჯორჯ კლუნის ემოციური დაჯილდოება, ვარსკვლავური წითელი ხალიჩა და „Ink“-ის ხმაურიანი პრემიერა

#OK! ვენეციის კინოფესტივალი გაიხსნა – ჯორჯ კლუნის ემოციური დაჯილდოება, ვარსკვლავური წითელი ხალიჩა და „Ink“-ის ხმაურიანი პრემიერა

September 3, 2026
#OK! Beyoncé – ქალი, რომელმაც მუსიკის ინდუსტრიაში საკუთარი ეპოქა შექმნა

#OK! Beyoncé – ქალი, რომელმაც მუსიკის ინდუსტრიაში საკუთარი ეპოქა შექმნა

September 4, 2026
ლაიონელ რიჩი საავადმყოფოში გადაიყვანეს  – როგორია ლეგენდარული მომღერლის ჯანმრთელობის მდგომარეობა

ლაიონელ რიჩი საავადმყოფოში გადაიყვანეს – როგორია ლეგენდარული მომღერლის ჯანმრთელობის მდგომარეობა

September 1, 2026
#OK! ბრეკეტები – რატომ არის ის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება თანკბილვის გამოსასწორებლად

#OK! ბრეკეტები – რატომ არის ის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება თანკბილვის გამოსასწორებლად

September 1, 2026
PANDAWA4D
SALDOKU777
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
PANDAWA4D
177winbet
pandawa177
saldoku777
https://xblarcade.com/
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები