• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

OK! ესთეტიკა, როგორც ცხოვრების ხელოვნება – სოფიო თოიძის პროფესიული გზა

March 25, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ბავშვობის სიყვარულმა ხატვისა და ესთეტიკის მიმართ სილამაზის სფერომდე მიიყვანა, სადაც თითოეული პაციენტი მისთვის ინდივიდუალური ისტორიაა. დღევანდელი ჩემი რესპონდენტისთვის პროფესია მხოლოდ საქმე არაა, ეს სულიერი სიმშვიდის წყაროა. საკუთარი საქმის სიყვარული, წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული ნდობა და მუდმივი განვითარება მის პროფესიონალიზმს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. ჩვენი სტუმარია ესთეტიკოსი, ასოციაციის Georgian Skin Care Experts Association დამფუძნებელი და პოდკასტის „ყველაფერი ესთეტიკის შესახებ“ ავტორი – სოფიო თოიძე.

 

რატომ გაგიჩნდათ სურვილი, ამ პროფესიას დაუფლებოდით?

შეიძლება ითქვას, რომ ეს პროფესია ბავშვობიდან თან მდევს. ძალიან მიყვარდა ხატვა, არშემდგარი მხატვარი ვარ, არშემდგარი ხელოვანი, ალბათ ამანაც განაპირობა, სილამაზის სფერო რომ ავირჩიე. ჩემი პროფესია არანორმალურად მიყვარს, ვგიჟდები ჩემს პაციენტებზე. ჩემთვის სამსახური არის ადგილი, სადაც სულიერად ვმშვიდდები და ვისვენებ. სიამოვნება, რომელსაც განვიცდი ადამიანებთან ურთიერთობაში, ჩემი პროფესიისადმი უდიდესი სიყვარულის გამოხატულებაა.

 

 

მნიშვნელოვანია სპეციალისტს ენდობოდე, რა განაპირობებს ამ ნდობას?

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პაციენტისა და სპეციალისტის პირველ შეხვედრას. პაციენტმა უნდა იგრძნოს შენი დადებითი განწყობა, უნდა შეგეძლოს მისი მოსმენა, რათა გაიგო, რა აწუხებს. შეიძლება ითქვას, რომ იმ მომენტში მათი ცხოვრებით უნდა იცხოვრო. ყოველ პაციენტში ვხედავ პიროვნებას და მათ ისტორიას. ალბათ წლებთან ერთად მოვიდა ის ნდობა, რაც პაციენტებსა და ჩემ შორისაა. წლებმა გვაჩვენა, რომ ვიმსახურებ მათ პატივისცემასა და ნდობას.

 

როგორ ინარჩუნებთ მაღალ სტანდარტს ამ სფეროში?

ძალიან რთულია მაღალი სტანდარტის შენარჩუნება, როდესაც გარშემო უამრავი ესთეტიკის ცენტრია გახსნილი. ვთვლი, რომ რაც უფრო მეტი პროფესიონალი კადრი და ჯანსაღი კონკურენცია იქნება, მით უფრო კარგია ამ სფეროს განვითარებისთვის. ესთეტიკოსისთვის ძალიან დიდი როლს თამაშობს ის სამსახური, სადაც მუშაობს. მე ბედნიერი ვარ, რომ ვარ საუკეთესო ესთეტიკური ცენტრის – botanic_skincare გუნდის წევრი. 26 წელია ვმუშაობ ამ ცენტრში, ის ჩემი მეორე ოჯახივითაა, სადაც ძალიან ბევრი ერთგული პაციენტი მყავს.

მაღალი სტანდარტისთვის აუცილებელია განათლება. სპეციალისტს უნდა ესმოდეს ის საქმე, რასაც აკეთებს, ეცნობოდეს დარგის სიახლეებს და რაც ყველაზე მთავარია, პაციენტთან გულწრფელი დამოკიდებულება ჰქონდეს. არ უნდა დაკარგო ინდივიდუალურობა და გქონდეს შენი მიდგომა.

დღეს, როდესაც ასეთი ტემპით ვითარდება ესთეტიკური მედიცინა, ძალიან საპასუხისმგებლოა გერქვას ესთეტიკოსი კოსმეტოლოგი. რა თქმა უნდა, არ უნდა ჩამორჩე ტემპს. ამ სფეროში დღემდე ახალი და საინტერესო მიმართულებების ძიებაში ვარ. რაც უფრო მეტი განათლებული თაობა იქნება ჩვენს სფეროში, მით უფრო განვითარდება ესთეტიკური კოსმეტოლოგია. რვა წელია ვემსახურებით სასწავლებელში – Aesthetic Hub – ახალი თაობების აღზრდას. შევქმენით ასოციაცია, რომლის მიზანია განვავითაროთ არაინვაზიური კოსმეტოლოგია. გავაკეთეთ პოდკასტი „ყველაფერი ესთეტიკის შესახებ“, რომლის მიზანია დარგის თანამედროვე ტენდენციებისა და პროფესიული გამოცდილების გაზიარება. დრო აჩვენებს, თუ რამდენად გაამართლებს ეს პროექტი.

 

 

რა განაპირობებს წარმატებას თქვენს პროფესიაში?

იყო წარმატებული შენს საქმეში, არის უდიდესი პასუხისმგებლობა და სიყვარული იმ საქმის მიმართ, რომელსაც ემსახურები. ჩემთვის ყველაზე დიდი წარმატებაა, როდესაც ჩემი პაციენტები საკუთარ თავს სარკეში ღიმილით უყურებენ. როდესაც თავს გარეგნულად და შინაგანადაც ლამაზად გრძნობენ, თავდაჯერება ემატებათ და ჰარმონიაში არიან საკუთარ თავთან. როდესაც ვიაზრებ, რომ მათ ბედნიერებაში მეც მიმიძღვის მცირედი წვლილი, რომ მე მათ ვასწავლე საკუთარი თავის, კანის სიყვარული და პატივისცემა, მაშინ მეც ბედნიერი ვარ, სწორედ ეს არის ჩემი პროფესიული გამარჯვება. გიყვარდეთ საკუთარი თავი, გიყვარდეთ საკუთარი კანი, ხშირად მოეფერეთ საკუთარ თავს, თქვენ ხომ ყველანი განუმეორებელი ხართ. მე თქვენ მიყვარხართ.

 

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! ციფრული სამყაროს მიღმა – Mitaishvili academy: ცოდნა, გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები
ინტერვიუ

#OK! ციფრული სამყაროს მიღმა – Mitaishvili academy: ცოდნა, გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები

October 28, 2026
#OK! ჯპს-ის დაბადების დღე: 5 რამ, რისთვისაც გაორმაგებული ქულების გამოყენებას გირჩევთ
Health & Beauty

#OK! ჯპს-ის დაბადების დღე: 5 რამ, რისთვისაც გაორმაგებული ქულების გამოყენებას გირჩევთ

October 23, 2026
#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში
ინტერვიუ

#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში

October 26, 2026
#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად
ინტერვიუ

#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად

October 19, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! „ეკა ესთეტიკი“ – თქვენი სილამაზის ყველა სინთეზი ერთ სივრცეში

#OK! „ეკა ესთეტიკი“ – თქვენი სილამაზის ყველა სინთეზი ერთ სივრცეში

June 12, 2025
#OK! UNFPA GEORGIA-ს „მამის დღის“ ვიდეომ EU NEAR-ის კონკურსში გაიმარჯვა!

#OK! UNFPA GEORGIA-ს „მამის დღის“ ვიდეომ EU NEAR-ის კონკურსში გაიმარჯვა!

March 21, 2024
#OK! კომპანია „ცელსიუსი“ – კარგ კომპანიას პროფესიონალები ქმნიან

#OK! კომპანია „ცელსიუსი“ – კარგ კომპანიას პროფესიონალები ქმნიან

February 13, 2026
#OK! “ოპელი” სექტემბრის თვიდან მომხმარებლებს ბოლო თაობის ავტომობილებს წარუდგენს

#OK! “ოპელი” სექტემბრის თვიდან მომხმარებლებს ბოლო თაობის ავტომობილებს წარუდგენს

August 18, 2023

კვირის ჰიტები

#OK! 2026 წლის ყველაზე სექსუალური მამაკაცი დასახელდა – არჩევანს სოციალურ ქსელებში კრიტიკა მოჰყვა

#OK! 2026 წლის ყველაზე სექსუალური მამაკაცი დასახელდა – არჩევანს სოციალურ ქსელებში კრიტიკა მოჰყვა

October 29, 2026
#OK! Global Tech Weekend 2027-ის ოფიციალური გახსნა: 5 დეკემბერს სტარტაპები საერთაშორისო ინვესტორებს მთაწმინდის პანორამულ ბორბალზე წარუდგებიან

#OK! Global Tech Weekend 2027-ის ოფიციალური გახსნა: 5 დეკემბერს სტარტაპები საერთაშორისო ინვესტორებს მთაწმინდის პანორამულ ბორბალზე წარუდგებიან

October 27, 2026
#OK! ჯულია რობერტსი – ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობის ისტორია

#OK! ჯულია რობერტსი – ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობის ისტორია

October 29, 2026
#OK! კახა კინწურაშვილი ჰოლივუდის რეჟისორის ახალ ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს – რას მოგვითხრობს The Revolution According to Kamo?

#OK! კახა კინწურაშვილი ჰოლივუდის რეჟისორის ახალ ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს – რას მოგვითხრობს The Revolution According to Kamo?

October 30, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები