• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! დიზაინერი ფერმერების ოჯახიდან – სიმონ პორტე ჟაკმუსის წარმატების ისტორია

July 5, 2025
საკითხავი დრო: 7 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება
„ჩემთვის მოდა ისტორიებით სავსე საოჯახო ალბომივითაა” – ამბობს სიმონ პორტე ჟაკმუსი, დიზაინერი, რომელმაც წარმატებისკენ მიმავალი გზა, პროვანსის ფერმიდან – პარიზამდე თავდაუზოგავი შრომით გაიარა.  

 

 

 

,,ჯერ კიდევ მაშინ, როცა პატარა ვიყავი, ვგიჟდებოდი ოჯახის ფოტოების თვალიერებაზე – მაინტერესებდა ვინ არიან ან საიდან მოდიან ისინი. მყავს ბებია-ბაბუა და მქონდა ბედნიერება  ჩემი დიდი ბებია-ბაბუებიც გამეცნო.
რატომ ვყვები ამ ყველაფერს? იმიტომ რომ მათთვის ჩემი ოცნება არარეალური არ ყოფილა. ახლა დროა მადლობა ვუთხრა, სანამ ისევ ჩვენთან არიან.”- წერს დიზაინერი.

სიმონ პორტ ჟაკმუსი 1990 წელს  პატარა ქალაქ სალონ-დე-პროვანსში დაიბადა. იქიდან გამომდინარე, რომ მისი მშობლები ფერმერები იყვნენ, მან ახალგაზრდობის უმეტესი ნაწილი ფერმაში გაატარა. ხშირად დაჰყვებოდა ბებია-ბაბუას ხილისა და ბოსტნეულის გასაყიდად.

მოზარდობიდანვე ოცნებობდა პარიზში გადასვლასა და მოდის სამყაროში თავის დამკვიდრებაზე.

18 წლის ასაკში ჟაკმუსი პარიზში გადავიდა და სწავლა  უმაღლესი მოდის სკოლა ESMOD-ში დაიწყო, თუმცა აკადემიურმა სწავლებამ მოლოდინები გაუცრუა და ამას დედიც გარდაცვალებაც დაერთო, რის გამოც სწავლა შეწყვიტა.

“პარიზში ერთი თვის ჩასული ვიყავი, როდესაც დედა დავკარგე. ჩემთვის ძალიან რთული იყო ამის გადატანა, მისმა სიკვდილმა იმდენად შემაშინა, რომ მეგონა ამ ცხოვრებაში ვერაფრის გაკეთებას მოვასწრებდი. საკუთარ თავს ვუთხარი, რომ თუ საქმის წამოწყება მსურდა, დრო უაზროდ არ უნდა დამეკარგა.”

 

სწავლის შეწყვეტის შემდეგ, სიმონი სტილისტად მუშაობდა. 2009 წელს დაარსა საკუთარი ბრენდი, რომელსაც დედის ქორწინებამდელი გვარი – JACQUEMUS დააქრვა. ეს ერთგვარი პატივისცემა იყო მისი ცხოვრების პირველი მუზისა და შთაგონების მიმართ. მონმარტრთან ახლოს, პატარა ატელიეში მინიმალისტური კოლექცია შექმნა. “Hiver-Froid” კოლექციისთვის მასალა Saint Pierre-ის ბაზრობიდან აიღო, სამოსი კი ფარდების სახელოსნოში შეკერა.

 

 

„ზღვიდან 40 წუთის სავალზე გავიზარდე. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, სულ ზღვაზე ვიყავი, გზად ფერად, ბედნიერ ხალხს ვხედავდი, უბრალო მაისურით და უცხო აქსესუარებით. ასეთია საფრანგეთი ჩემს მეხსიერებაში. როდესაც პარიზში ჩამოვედი, 18 წლის ვიყავი და ვფიქრობდი, რომ აქაც დამხვდებოდა ფერადი, თავისუფალი, შთამაგონებელი ხალხი, მაგრამ „პარიზელი ქალის“ იმიჯი განსხვავებული იყო. გადავწყვიტე, რომ JACQUEMUS არა მხოლოდ პარიზელი, არამედ „ფრანგი ქალის“ შესახებ ყოფილიყო

 

„როდესაც პარიზში ჩამოვედი, მეგობრები არ მყავდა, ყველას სოციალური ქსელებში ვეკონტაქტებოდი. ძალიან ბევრმა ადამიანმა თამბლერიდან გამიცნო, ჩემი პირველი წარმატებაც თამბლერიდან დაიწყო“.

 

2012 წელს, სიმონი ყველაზე ახალგაზრდა დიზაინერი იყო, რომელიც პარიზის მოდის კვირეულში საკუთარი ბრენდით მონაწილეობდა.

2015 წელს, ფრანგმა დიზაინერმა LVMH-ის კონკურსში მიიღო მონაწილეობა, სადაც მონაწილეთა შორის იყვნენ დემნა გვასალია და ვირჯილ აბლო, თუმცა ჟიურიმ 150.000 ევრო სიმონ ჟაკმუსს გადასცა.

 

 

ჟაკმუსის კოლექციები, სეზონიდან სეზონამდე, უფრო სრულყოფილი და პოპულარული ხდებოდა. 2016 წლიდან, ტანისამოსთან ერთად, აქსესუარების და ფეხსაცმლის დამოუკიდებელი ხაზების წარმოებაც დაიწყო. 2018 წელს კი, გაყიდვაში მამაკაცის სადებიუტო კოლექცია – JACQUEMUS HOMME გამოვიდა.

2019 წელს, დიზაინერმა საზოგადოებას მინიატურული ჩანთა “Le Chiquito” წარუდგინა, რომელზეც უამრავი მიმი გაკეთდა და ამან ორმაგად შეუწყო ხელი კოლექციის პოპულარიზაციას.

 

 

2022 წელს საიმონ პორტ ჟაკმუსი დაქორწინდა თავის პარტნიორზე, მარკო მაესტრიზე  ქორწილი ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული მოვლენა გახდა. ორი წლის შემდეგ, ტყუპების მშობლები გახდნენ.

 

 

Jacquemus-ის 10 წლის საიუბილეო ჩვენება ლავანდის ველზე შედგა.

 

 

2024 წლის გაზაფხულზე სამხრეთ საფრანგეთში, ჟაკმუსმა კოლექციის წარსადგენად, რომელიც 15 წლის აღსანიშნავად შექმნა, Casa Malaparte შეარჩია. როგორც ცნობილია, შენობა სპეციალურად Jacquemus-ის ჩვენებისთვის გაიხსნა.

 

 

View this post on Instagram

 

A post shared by JACQUEMUS (@jacquemus)

შემდეგ, Capri Boutique გახსნა. მაღაზია ნეაპოლის ყურის გასწვრივ მდებარეობს. ახალგაზრდა დიზაინერმა ბრენდის ორიგინალური და ფერადი ტანსაცმლის შეძენის საშუალება ტირენიის ზღვის კუნძულზე ჩასულ ტურისტებსა და ადგილობრივებსაც მისცა.

 

 

View this post on Instagram

 

A post shared by JACQUEMUS (@jacquemus)

 

2025 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია “La Croisière”   (1950-იანი წლების ესთეტიკა) ჩვენება  პარიზში, არქიტექტორ Auguste Perret-ის შენობაში შედგა.

 

და ბოლო, „Le Peaysan“-ის სახელით ცნობილი კოლექცია ვერსალის ორანჟერეაში წარადგინა, რომელიც ავტორის პირად გამოცდილებას – ოჯახს, ფესვებსა და იმ გზას ეყრდნობა, რომელიც ჟაკმუსმა გამოიარა.

შეგახსენებთ, რომ ქართველი მოდელი ნასტასია ლეგრან-ბაბლუანი დიზაინერის ახალი კოლექციის ჩვენებაზე გამოვიდა.

 

 

View this post on Instagram

 

A post shared by JACQUEMUS (@jacquemus)

 

გაიგე მეტი: #SimonPorteJacquemus

ასევე გაეცანი

#OK! Health&Beauty SVR Sebiaclear აკნესკენ მიდრეკილი კანის მოვლა
Uncategorized

#OK! Health&Beauty SVR Sebiaclear აკნესკენ მიდრეკილი კანის მოვლა

October 17, 2026
#OK! LOVE STORY – ნათია თოდუა და დავით ზურაბაშვილი
Slider Area

#OK! LOVE STORY – ნათია თოდუა და დავით ზურაბაშვილი

October 12, 2026
#OK! მთავარი ხარ შენ…  შენი ჯანმრთელობა…
Slider Area

#OK! მთავარი ხარ შენ… შენი ჯანმრთელობა…

October 12, 2026
#OK! ნინო ხაჟომია: რვა თვე სიკვდილს ველაპარაკე და ვუთხარი „არა“
Slider Area

#OK! ნინო ხაჟომია: რვა თვე სიკვდილს ველაპარაკე და ვუთხარი „არა“

October 16, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ჯანი ვერსაჩე – მოდის ლეგენდა, ანუ ხელოვნებისა და პოპკულტურის სინთეზი მოდაში

#OK! ჯანი ვერსაჩე – მოდის ლეგენდა, ანუ ხელოვნებისა და პოპკულტურის სინთეზი მოდაში

July 15, 2025
#OK! პოლიტიკური ვენტრილოქვიზმი: როგორ აალაპარაკა „ქართულმა ოცნებამ“ ტრამპი ქართულად

#OK! პოლიტიკური ვენტრილოქვიზმი: როგორ აალაპარაკა „ქართულმა ოცნებამ“ ტრამპი ქართულად

February 10, 2025
#OK! 56 წლის სინდი კროუფორდი Vogue Poland-ის გარეკანზე

#OK! 56 წლის სინდი კროუფორდი Vogue Poland-ის გარეკანზე

October 28, 2022
#OK! ლილი კოლინსი, კამი რაზატი და ფილიპინ ლეროი Emily In Paris-ის მეორე სეზონის გადასაღებ მოედანზე

#OK! ლილი კოლინსი, კამი რაზატი და ფილიპინ ლეროი Emily In Paris-ის მეორე სეზონის გადასაღებ მოედანზე

May 18, 2021

კვირის ჰიტები

#OK! შვილის გარდაცვალების შემდეგ სინდი კროუფორდი საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა

#OK! შვილის გარდაცვალების შემდეგ სინდი კროუფორდი საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა

October 12, 2026
#OK! ამერიკული სტანდარტის ადრეული და დაწყებითი განათლების ახალი მოდელი – პროგრესის ამერიკული სკოლების გამოცდილება და განვითარების ხედვა

#OK! ამერიკული სტანდარტის ადრეული და დაწყებითი განათლების ახალი მოდელი – პროგრესის ამერიკული სკოლების გამოცდილება და განვითარების ხედვა

October 17, 2026
#OK! ბენ აფლეკი ჯენიფერ ლოპესზე: „უდიდეს პატივისცემასა და აღფრთოვანებას ვგრძნობ მის მიმართ“

#OK! ბენ აფლეკი ჯენიფერ ლოპესზე: „უდიდეს პატივისცემასა და აღფრთოვანებას ვგრძნობ მის მიმართ“

October 12, 2026
გამოვა თუ არა მატილდა გვარლიანი „Victoria’s Secret“-ის შოუზე? – რა მინიშნებას ავრცელებს იმან ჰამამი

გამოვა თუ არა მატილდა გვარლიანი „Victoria’s Secret“-ის შოუზე? – რა მინიშნებას ავრცელებს იმან ჰამამი

October 15, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები