• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! ამერიკული სტანდარტის ადრეული და დაწყებითი განათლების ახალი მოდელი – პროგრესის ამერიკული სკოლების გამოცდილება და განვითარების ხედვა

October 17, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

თანამედროვე განათლება მხოლოდ ცოდნის გადაცემას არ გულისხმობს. მნიშვნელოვანია ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ბავშვი სწავლობს, იკვლევს, ქმნის, ურთიერთობს და საკუთარ შესაძლებლობებს აღმოაჩენს. ჰოლისტური მიდგომა საშუალებას გვაძლევს, განათლება თავიდანვე განვიხილოთ როგორც აკადემიური, სოციალური, ემოციური, შემოქმედებითი და ფიზიკური განვითარების ერთიანი პროცესი. სწორედ ეს ქმნის საფუძველს, რომ ბავშვი მომავალში იყოს არა მხოლოდ ცოდნის მქონე, არამედ დამოუკიდებლად მოაზროვნე და ცვლილებებთან ადაპტირებადი ადამიანი. სწორედ ამ ხედვას ეფუძნება პროგრესის ამერიკული სტანდარტის გაძლიერებული ადრეული და დაწყებითი განათლების ახალი სივრცე ქუთაისში, რომელიც 3-დან 9 წლამდე ბავშვების განვითარების ეტაპებსა და საჭიროებებს ერგება. თანამედროვე ინფრასტრუქტურა, ამერიკული საგანმანათლებლო სტანდარტები და მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო პროგრამა აქ ერთიან საგანმანათლებლო გამოცდილებად ყალიბდება. სწორედ ამ თემაზე გვესაუბრა პროგრესის ამერიკული სკოლების დამფუძნებელი, გენერალური დირექტორი და ბრენდის ავტორი, ნინა ჩიკვაშვილი.

 

რა საჭიროებამ და გამოცდილებამ განაპირობა პროგრესის ამერიკული სკოლების ახალი დაწყებითი განათლების სკოლის შექმნა ქუთაისში?

ქუთაისში ადრეული და დაწყებითი განათლების ახალი კამპუსის შექმნა, პირველ რიგში, მშობლების მზარდმა მოთხოვნამ და რეგიონში გაზრდილმა მომართვიანობამ განაპირობა.  პროგრესის 24-წლიანმა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ბავშვის საგანმანათლებლო გზა გაცილებით ადრე იწყება, ვიდრე უშუალოდ სკოლაში შესვლის ეტაპი. 3 წლიდან განვითარების მნიშვნელოვანი პერიოდი იწყება, როდესაც თანდათან ყალიბდება სწავლისადმი დამოკიდებულება, სოციალური და კომუნიკაციის უნარები, დამოუკიდებლობა და სასკოლო მზაობა. როგორც საერთაშორისო სტანდარტების ამერიკული სკოლა, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, ეს ეტაპი სწორედ ბავშვის ასაკისა და განვითარების საჭიროებების შესაბამისად დაგვეპროექტებინა. ამიტომ პროგრესის განვითარების სტრატეგიაში გადავწყვიტეთ, ადრეული და დაწყებითი განათლების საფეხური ინფრასტრუქტურულად ცალკე, სპეციალიზებულ გარემოდ ჩამოგვეყალიბებინა.

ეს მიდგომა ეტაპობრივად ხორციელდება პროგრესის სამივე ქალაქში და ეფუძნება ხედვას, რომ ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის ერთნაირი საგანმანათლებლო გარემო არ არის საკმარისი, თითოეულ ეტაპს საკუთარი, შესაბამისი ინფრასტრუქტურა და მიდგომა სჭირდება.  ქუთაისში შექმნილი კამპუსი სწორედ ამ ხედვის პრაქტიკული განხორციელებაა, სივრცე, სადაც ინფრასტრუქტურა, ამერიკული საგანმანათლებლო სტანდარტები, სასწავლო პროგრამა, პროფესიონალი მასწავლებლები და ყოველდღიური სასწავლო გარემო 3-დან 9 წლამდე ასაკის ბავშვების საჭიროებებზეა მორგებული. ეს გვაძლევს შესაძლებლობას, ბავშვს 3 წლიდანვე შევთავაზოთ თანმიმდევრული საგანმანათლებლო გამოცდილება და ეტაპობრივად, ასაკის შესაბამისად, განვავითაროთ მისი აკადემიური, სოციალური, შემოქმედებითი და პრაქტიკული უნარები.

მიგვაჩნია, რომ თანამედროვე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა სწორედ ამ პრინციპზე უნდა ვითარდებოდეს. ადრეული და დაწყებითი ასაკის ბავშვებისთვის ცალკე გარემოს შექმნა არ ნიშნავს საგანმანათლებლო გზის დაყოფას, პირიქით, ის ქმნის საფუძველს, რომ თითოეული ეტაპი უფრო ზუსტად პასუხობდეს ბავშვის განვითარების საჭიროებებს, ხოლო შემდეგ საფეხურზე გადასვლა იყოს ბუნებრივი და თანმიმდევრული. ამ მიდგომით ბავშვი იღებს უსაფრთხო, კომფორტულ და მის ასაკზე მორგებულ გარემოს, მშობელი კი მკაფიო და უწყვეტ საგანმანათლებლო გზას. ამ თვალსაზრისით, ქუთაისის პროექტი პროგრესისთვის მხოლოდ ახალი კამპუსის შექმნა არ არის. ეს არის ჩვენი განვითარების ხედვის პრაქტიკული გაგრძელება და განათლების ხარისხში გრძელვადიანი ინვესტიცია. მოდელი სამივე ქალაქში ეტაპობრივად ვითარდება და მიზნად ისახავს საქართველოში უფრო სპეციალიზებული, ხარისხიანი და საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული საგანმანათლებლო გარემოს შექმნას.

 

 

რა ძირითად გამოწვევებს ხედავთ დღეს დაწყებით განათლებაში და რა პასუხს სთავაზობს მათ პროგრესის ამერიკული სკოლების მოდელი?

დღეს დაწყებითი განათლების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის აკადემიურ შედეგებსა და ბავშვის მრავალმხრივ განვითარებას შორის სწორი ბალანსის შექმნა. თანამედროვე სკოლამ ბავშვს მხოლოდ ცოდნა კი არა, აზროვნების, კომუნიკაციის, შემოქმედებითობის, მეწარმეობის, თანამშრომლობისა და პრობლემების გადაჭრის უნარებიც უნდა განუვითაროს. პროგრესის მოდელი ამ საჭიროებას ჰოლისტური მიდგომით პასუხობს, აკადემიური პროგრამა, STEM, არტთერაპია, სპორტი, ტექნოლოგიები და სოციალური უნარები ერთიან საგანმანათლებლო გამოცდილებად არის დაკავშირებული. ჩვენი მიზანია, ბავშვმა ადრეული ასაკიდანვე მიიღოს არა მხოლოდ ხარისხიანი განათლება, არამედ განვითარებისთვის საჭირო მრავალმხრივი გარემო.

 

მთავარი ცვლილებები, რომელსაც ბავშვი და მშობელი ყოველდღიურ სასწავლო პროცესში დაინახავენ.

პირველი ცვლილება არის გარემო, რომელიც ბავშვის ასაკისა და განვითარების ეტაპისთვის არის შექმნილი. ეს ეხება როგორც საკლასო სივრცეებს, ისე STEM ლაბორატორიებს, ბიბლიოთეკას, შემოქმედებით და მუსიკალურ სივრცეებს, სპორტულ და რეკრეაციულ ზონებს, მოსასვენებელ სივრცეებსა და უსაფრთხო გარემოს. თითოეული სივრცე სასწავლო პროცესის ნაწილია და ბავშვს აძლევს შესაძლებლობას, ისწავლოს, გამოიკვლიოს, ითამაშოს, შექმნას და დამოუკიდებლად აღმოაჩინოს საკუთარი ინტერესები.

მეორეა თავად სასწავლო გამოცდილება. ბავშვი სწავლობს სხვადასხვა მიმართულების ერთმანეთთან დაკავშირების გზით, ინტერესების აღმოჩენითა და პრაქტიკული გამოცდილებით. მშობლისთვის კი მნიშვნელოვანია ის, რომ ბავშვის განვითარება ერთიანი და თანმიმდევრული პროცესია, ადრეული ასაკიდან იწყება სასკოლო მზაობა და ეტაპობრივად გრძელდება შემდეგ საფეხურებზე.

 

 

ქუთაისში დაწყებული ეს პროექტი რამდენად წარმოადგენს უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილს და როგორ აპირებთ ამ მიდგომის ეტაპობრივად გავრცელებას სხვა ქალაქებში?

ქუთაისის ახალი კამპუსი პროგრესის ამერიკული სკოლების ქსელის განვითარების უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილია. ჩვენ ვქმნით საგანმანათლებლო სისტემას, სადაც ბავშვის გზა ადრეული ასაკიდან იწყება და განათლების სხვადასხვა საფეხურზე თანმიმდევრულად გრძელდება. ეს მიდგომა უკვე სხვა ქალაქებშიც ვითარდება: ბათუმში მიმდინარეობს ახალი დაწყებითი კამპუსის შექმნა, თბილისში კი 2 ჰექტარზე ახალი საგანმანათლებლო ეკოსისტემა შენდება.

ჩვენი მიზანია, ქსელის გაფართოება მხოლოდ რაოდენობრივი ზრდა არ იყოს. თითოეული ახალი სივრცე უნდა პასუხობდეს კონკრეტულ ასაკობრივ და საგანმანათლებლო საჭიროებას და საბოლოოდ ქმნიდეს ერთიან, უწყვეტ და საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ საგანმანათლებლო გამოცდილებას. ამ სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება სწორედ ადრეული და დაწყებითი საფეხურის ცალკე კამპუსში განვითარებაა. ეს არ არის უბრალოდ ინფრასტრუქტურული გადაწყვეტა, ეს არის საგანმანათლებლო გარემოს ასაკობრივი სპეციალიზაცია. 3-9 წლის ბავშვის საჭიროებები, სწავლის ტემპი, ფიზიკური გარემო, უსაფრთხოების მოთხოვნები, დასვენების რეჟიმი და განვითარების მეთოდები მნიშვნელოვნად განსხვავდება მოზარდის საჭიროებებისგან. შესაბამისად, ამ ასაკისთვის შექმნილი სივრცეც განსხვავებული უნდა იყოს.

 

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! ერთადერთი კონკურენტი ჩემი გუშინდელი მეა – როგორ ვაქციოთ პატარ-პატარა მიზნები დიდ მწვერვალებად
ინტერვიუ

#OK! ერთადერთი კონკურენტი ჩემი გუშინდელი მეა – როგორ ვაქციოთ პატარ-პატარა მიზნები დიდ მწვერვალებად

November 6, 2026
#OK! ციფრული სამყაროს მიღმა – Mitaishvili academy: ცოდნა, გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები
ინტერვიუ

#OK! ციფრული სამყაროს მიღმა – Mitaishvili academy: ცოდნა, გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები

October 28, 2026
#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში
ინტერვიუ

#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში

October 26, 2026
#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად
ინტერვიუ

#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად

October 19, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ადრე და ახლა: 11 ვარსკვლავი და მათი სტილის ევოლუცია კარიერის დასაწყისიდან დღემდე

#OK! ადრე და ახლა: 11 ვარსკვლავი და მათი სტილის ევოლუცია კარიერის დასაწყისიდან დღემდე

June 21, 2022
#OK! ლეონარდო დიკაპრიო 35 წლის მადალინა გენეას ხვდება – მსახიობს სურს, რომ რეპუტაცია აღიდგინოს და პატარა ასაკის გოგონებთან ურთიერთობა არ დაიჭიროს

#OK! ლეონარდო დიკაპრიო 35 წლის მადალინა გენეას ხვდება – მსახიობს სურს, რომ რეპუტაცია აღიდგინოს და პატარა ასაკის გოგონებთან ურთიერთობა არ დაიჭიროს

February 27, 2023
#OK! ესთეტიკის ცენტრი „ლა ფემე“ – ადგილი, სადაც სილამაზე და ბედნიერება სასიამოვნო სინთეზს ქმნის

#OK! ესთეტიკის ცენტრი „ლა ფემე“ – ადგილი, სადაც სილამაზე და ბედნიერება სასიამოვნო სინთეზს ქმნის

May 29, 2023
#OK! „ახალი ორბეთის“ საცხოვრებელი უბანი ეკოლოგიურად სუფთა გარემოში

#OK! „ახალი ორბეთის“ საცხოვრებელი უბანი ეკოლოგიურად სუფთა გარემოში

June 4, 2023

კვირის ჰიტები

#OK! კრის ჯენერი – 7 საინტერესო ფაქტი ქალზე, რომელმაც კარდაშიანების ოჯახი გლობალურ ბრენდად აქცია

#OK! კრის ჯენერი – 7 საინტერესო ფაქტი ქალზე, რომელმაც კარდაშიანების ოჯახი გლობალურ ბრენდად აქცია

November 5, 2026
#OK! „ეს მარტოსული გზა იყო“ – ჰეილი ბიბერი მშობიარობის შემდეგ განვითარებულ ჯანმრთელობის პრობლემაზე საუბრობს

#OK! „ეს მარტოსული გზა იყო“ – ჰეილი ბიბერი მშობიარობის შემდეგ განვითარებულ ჯანმრთელობის პრობლემაზე საუბრობს

November 5, 2026
#OK! 24–25 ოქტომბერს Unlimited Summit 2026 გაიმართა: ორი დღე ტექნოლოგიების, ბიზნესისა და ახალი შესაძლებლობების გარშემო   

#OK! 24–25 ოქტომბერს Unlimited Summit 2026 გაიმართა: ორი დღე ტექნოლოგიების, ბიზნესისა და ახალი შესაძლებლობების გარშემო  

November 2, 2026
2027 წლის Met Gala-ს თემა ცნობილია – რას უნდა ველოდოთ მომავალი წლის მოდის მთავარ ღონისძიებაზე?

2027 წლის Met Gala-ს თემა ცნობილია – რას უნდა ველოდოთ მომავალი წლის მოდის მთავარ ღონისძიებაზე?

November 6, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები