• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! ნინო ხაჟომია: რვა თვე სიკვდილს ველაპარაკე და ვუთხარი „არა“

October 9, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ნინო ხაჟომიას გამბედაობა არასოდეს აკლდა, მაგრამ ერთი წლის წინ სოციალურ ქსელში საკუთარი უთმო ფოტოები რომ დადო, მაინც მოულოდნელი იყო. რვა თვე სიკვდილს ელაპარაკა, გაბედა ეთქვა „არა“ – რაც მთელი ცხოვრება აშინებდა. დაიბრუნა ემპათია და საკუთარი თავი. ჰო, უცნაურად ჟღერს, მაგრამ კიბოს მადლიერია. როცა სხეულში სენი ჩაუსახლდა, სენთან ბრძოლის წარმატებულ ისტორიებს ეძებდა, ახლა თვითონ არის მაგალითი გამოჯანმრთელების გზაზე მდგარი უამრავი ქალისთვის.

 

 

ნინო ხაჟომია: ყველაფერმა, რაც მნიშვნელოვანი მეგონა, მნიშვნელობა დაკარგა. ახლა სხვა ღირებულებები მაქვს და ვფიქრობ, სოციუმი გვაკარგვინებს იმას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. თამაშში ვერთვებით და ემპათიას ვკარგავთ. ვებმებით ამ თამაშში – კონსიუმერიზმში, მარკეტინგულ სისულელეებში ვხარჯავთ დროს და ყველაზე მნიშვნელოვნისთვის აღარ გვრჩება დრო. ყველაზე ძვირფასი რამ აღმოვაჩინე – რა დროც დამრჩა და არავინ იცის, რამდენი მაქვს დარჩენილი, უნდა დავუთმო ჩემს შვილებს. იმიტომ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები არიან ჩემთვის. ყველაფერს ვფილტრავ – ურთიერთობებს, ადამიანებს, სიტუაციებს. არ მინდა არანაირ ტოქსიკურ გარემოში ყოფნა. სოციალურ ქსელში არ შევდივარ, საერთოდ არ მაინტერესებს. თურმე ყველაზე მეტად „არას“ თქმის მეშინოდა და ახლა აღმოვაჩინე, რომ არაფრის აღარ მეშინია, იმიტომ, რომ რვა თვე სიკვდილს ველაპარაკე და იმას ვუთხარი „არა“, მე ვუთხარი, ვიღაც ერთმა პატარა ჭანჭიკმა და რაღამ უნდა შემაშინოს ცხოვრებაში?

 

როცა ვიბადებით, ყველას გვაქვს დანიშნულება, მერე ვკარგავთ, გვეფანტება და რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი უნდა მოხდეს ჩვენს ცხოვრებაში, უნდა შეგვაჯანჯღაროს, რომ ისევ ჩვენს საწყისებს დავუბრუნდეთ. ბევრი შეჯანჯღარება გამოვტოვე. იმდენად ბევრი რაღაც გამოვტოვე, რომ სულ ვამბობ, მადლიერი ვარ კიბოსი. იცი რატომ? იმიტომ, რომ მე არ ვიქნებოდი ის, ვინც ვარ ახლა. ჯერ კიდევ არ ვარ ჩემი თავის საუკეთესო ვერსია, მაგრამ მივალ იქამდეც. საკუთარ თავთან ურთიერთობის შეცვლით დაიწყო ყველაფერი. ჩემ შიგნით ორი ადამიანი ცხოვრობს, პირობითად, დავარქვათ სახელები. ერთი არის გიორგი – დარბაისელი ტიპი, რომელიც ყოველ საღამოს მოდის, ჯდება და მელაპარაკება ძალიან ინტელექტუალურ თემებზე, იმაზე, რაც ჩემთვის კარგია. მეორე არის გრიშა – დილით, როგორც კი გაიღვიძებს, შემოვარდება, ფეხებს შემომილაგებს ასე ტვინში, სიგარეტს გააბოლებს და: „აბა, ახლა, ნინო, იქ დაბრუნდი, სადაც იყავი. მოიცა, კაცო, რა კიბო, რა ჯანსაღი ცხოვრება, გახდი ის მგელი, რაც იყავი, ოღონდ ცუდი გაგებით მგელი, რა“… შევეშვი და გავანთავისუფლე სამსახურიდან. აღარ მჭირდება.

 

 

მთაში

მთაში ყველანაირი ნიღაბი იხსნება. მიყვარს, რაც ნამდვილია, ურთიერთობები პირფერობის გარეშე, ჯანსაღი ადამიანები და ამიტომ გავექეცი. მთა არის ერთადერთი ადგილი, სადაც ჩემს თავს ვუბრუნდები. ჩვენ ყველას გვგონია, რომ ხვალინდელი დღე გვაქვს გარანტირებული. შარშან, 19 დეკემბერს მოვრჩი ქიმიოთერაპიას და 21 დეკემბერს წავედი მთაში და ოთხი თვის განმავლობაში, რაც იქ გავატარე, არცერთი მზის ამოსვლა არ გამომიტოვებია. იმიტომ, რომ წუთით კი არა, წამით ტკბობა ვისწავლე. აქ და ახლა ყოფნა ცვლის ყველაფერს. ხვალინდელი დღით ვცხოვრობთ. აი, გაისად მე ლენდ კრუიზერს ვიყიდი… რას ლაპარაკობ! მიიღე, რომ ახლა ამ მოცემულობაში ხარ, მიიღე მაქსიმუმი ამ წამიდან და დანარჩენი განგებას მიანდე.

 

 

დიაგნოზი

დიაგნოზი რომ გავიგე, ჩემს თავს ვეკითხებოდი, რატომ მე? ამაზე პასუხი არ არსებობს. ქიმიოთერაპია ყველას ინდივიდუალურად გადააქვს, ზოგისთვის იოლია, ზოგისთვის რთული. ჩემთვის იყო ძალიან რთული, ჩემს თავს ვეუბნებოდი, რომ უნდა გავნულდე და მერე აღვდგე ფენიქსივით. ზღვარი დავუწესე ჩემს თავს და ამ ნულთან რომ მივედი, ვეღარ დავდიოდი. ჩემი ქმარი მეუბნებოდა, ნინო, აღარ გაიკეთო მეტი გადასხმა, მოკვდებიო. და მერე ჩემს თავს ვუთხარი, რატომ იტანჯები, ნულზე ხარ, ამის იქით სად უნდა წახვიდე. გაიღვიძე ახლა, არ დაუწესო საკუთარ თავს ეგეთი ზღვრები და დაიწყე აღდგენა. ოღონდ ეს აღდგენა იყო იცი, რამდენად სწრაფი? წარმოიდგინე, 19 დეკემბერს სხივური თერაპია დავამთავრე და დამწვარი ძუძუთი წავედი გუდაურში. მთამ მომცა იმის ძალა, რომ აღვმდგარიყავი და სიარული დამეწყო. ერთხელაც არ დამიშვია, რომ აქედან იქნებოდა სხვა გამოსავალი, გარდა იმისა, რომ რემისიაში შევიდოდი. ეს რემისია, ღმერთმა იცის, რამდენი ხანი იქნება, მაგრამ დღეს რატომ უნდა ვინერვიულო იმაზე, რაც 80% ალბათობით არ მოხდება? ასე შევხედე – მე მყავს სტუმარი ჩემს სხეულში, ვათხოვე ჩემი სხეული და ხომ არ ჩასახლდება აქ? რაღაცა პერიოდი გავა და გავაცილებ. წარმოიდგინე, ძალიან საინტერესო სტუმარი რომ გყავს – მსოფლმხედველობას რომ შეგიცვლის, რაღაცებს რომ გადაგაფასებინებს, საკუთარ თავთან დაგაბრუნებს და მერე გააცილებ და ეტყვი: „კარგი, ახლა, ჩემო კარგო, შენი წასვლის დრო მოვიდა და შენი ნერვები აღარ მაქვს… და მიბრძანდი. ის, რაც უნდა მესწავლა შენგან, უკვე ყველაფერი მივიღე“.

 

 

1 of 3
- +

1.

2.

3.

 

საკუთარი თავის მიღება

ბედნიერება მაშინ იწყება, როცა იღებ საკუთარ თავს ისეთს, როგორიც ხარ და არაფრის შეცვლას არ აპირებ. სხეული იცვლება, 30 წლის წინ გაცილებით უფრო ლამაზი ვიყავი, ვიდრე ახლა, მაგრამ ვიღებ ამ ჩემს მოცემულობას, მე არაფრის შეცვლას არ ვაპირებ, არ ვარ ბრძოლაში საკუთარ თავთან, მიყვარს, რატომ იცი? ამდენს გაუძლო. ჩემი სხეული იდგა მარტო ჩემთან ერთად. ამ გზაზე საკუთარი თავის გარდა არავინ გყავს. თავიდან ფიზიკურ ცვლილებაზე მეც მქონდა შოკი. ის ვიდეო ხომ გინახავს, სარკესთან რომ ქალი ჩაივლის სახეზე ნიღბით და რომ შეეშინდება. სარკესთან რომ ჩავიარე, ზუსტად ეგ რეაქცია მქონდა. სხეულს ხომ ჩემი ცნობიერება აკონტროლებს, მე შემიძლია მივცე დავალება და მივიდე იქამდე, სადამდეც მინდა მისვლა. ჩემი სხეულის თითოეული ნაწილი მიყვარს და პატივს ვცემ და მინდა, რომ მაქსიმალურად დიდხანს მემსახუროს. მანქანა რომ გყავს, ცუდ ზეთს ხომ არ ასხამ და ჩვენი სხეული მანქანა ხომ არ არის, არა? ამიტომ მოვუაროთ, მივიღოთ, პატივი ვცეთ და მოვუსმინოთ, იმიტომ, რომ მოსმენით იწყება ყველაფერი. ჩემი კიბო არ დაწყებულა უცებ, ჰქონდა თავისი წინა ისტორიები, რისთვისაც უნდა მიმექცია ყურადღება, მაგრამ მე მაშინ სად მეცალა? ბიზნესს ვინ მიხედავდა? ქალებს ძალიან დიდ პასუხისმგებლობა გვაკისრია – ოჯახი, სოციუმი, ბიზნესი. ძუძუს კიბო კარგი გოგოების დაავადებაა, ვინც მუდმივად ცდილობს ყველას სიყვარული დაიმსახუროს, ყველაფერი კარგად გამოუვიდეს, ვინც სხვების საჭიროებებზეა კონცენტრირებული და საკუთარი თავი არ ახსოვს. დაანებეთ ამ კარგგოგოობას თავი. გაუშვით ტოქსიკური ადამიანები და ურთიერთობები. როგორც კი ჰარმონიას დაამყარებ საკუთარ თავთან, იწყებ გაჯანსაღებას.

 

ყველაზე მაგარი, რაც მომწონს ჩემში, აი, ის ემპათია დამიბრუნდა, რაც თურმე ძალიან მაკლდა. ემპათია თუ არ გაქვს, მადლიერიც ვერ იქნები. როგორი მაგარი გრძნობაა, იცი? სულ ჟრუანტელი მივლის.

 

 

ახალი პროექტი

მართლა ძალიან ბევრი დრო მქონდა იმისთვის, რომ მეფიქრა, რა აკლია სატელევიზიო სივრცეს. მე თვითონ შემეხო. მე არ მჭირდებოდა ექიმის მოყოლილი ისტორიები, იმიტომ, რომ ექიმს არ აქვს ეს გზა გავლილი – ვერ მეტყვის ისეთ წვრილმანებს, რაც ჩემმა სხეულმა იგრძნო ემოციურად, ეტკინა, იფიქრა, გადახარშა. ამიტომ გადავწყვიტე პროექტის გაკეთება „სხეულით მოყოლილი ამბავი“. ყველა დიაგნოზის უკან ადამიანია, სხეულია, რომელიც ისტორიას ჰყვება. ძალიან დიდი ხანი ვეძებდი ექიმს, რომელსაც ფსიქოსომატიკაც პროფესიონალურ დონეზე ექნებოდა ნასწავლი და ვერ ვნახე. და რატომ? ფსიქოსომატიკა კარგად რომ შევიმეცნოთ, ჩათვალე, რომ წამალი აღარ დაგვჭირდება. და რამხელა იმპერიები ჩამოიქცევა. სოციალურ ქსელში რომ გამოვჩნდი გადაპარსული თმით, ჩემი შვილი მეუბნებოდა, დედიკო არ გინდა, ისედაც ცუდად ხარ, წამოვა ბულინგი და უფრო ცუდად გახდებიო. პირიქით მოხდა – ქალები სულ მწერენ, შენი ისტორია გვაძლიერებსო. მე სულ ვეძებდი წარმატებულ ისტორიებს და არ მყავდა არავინ, ვინც თავისი ისტორიით გამაძლიერებდა. მე არ ვიცი, ხვალ რა იქნება. მეც მეშინია რეციდივის და ვფიქრობ ხოლმე ამაზე და რას ვაკეთებ, იცი? ვიწყებ ლოცვას, სანამ ეს ცუდი ფიქრი არ დამანებებს თავს და ბრუნდება მადლიერება და ეს ცუდი ფიქრები მანებებს თავს. სანამ შემიძლია ვიღაცისთვის მაგალითი ვიყო, ვიქნები.

 

ორივე მკერდზე ოპერაცია მაქვს გაკეთებული. სიკვდილზე მეტად ძუძუს გარეშე დარჩენის ეშინიათ. მეც მეშინოდა. მეშინოდა, პირველ რიგში, საკუთარი და მერე სოციუმის რეაქციის. დავიძინე, მომაჭრეს და გავიღვიძე უკვე სილიკონის ძუძუებით. მერე დიდხანს ვიფიქრე ამაზე. საქართველოში ეს ოპერაცია არ ფინანსდება, მესმის, იმიტომ, რომ სხვა უფრო მნიშვნელოვანი ამოცანებია, როცა სიცოცხლეა გადასარჩენი. მაგრამ ქალებს მინდა ვუთხრა, რომ ძუძუ არ ნიშნავს სექსუალურობას. მე ერთმა რეგვენმა სოციალურ ქსელში მომწერა: „ქალი ძუძუს გარეშე იგივეა, რაც მაცივარი ლუდის გარეშეო“. ძალიან ვწუხვარ ამ ადამიანის გამო. მან მიიღო პასუხი ჩემგან, რა თქმა უნდა… მე ჩემი ასაკი მაძლევს იმის საშუალებას, რომ ასეთ ხალხს პასუხი გავცე, მაგრამ… ეს სტერეოტიპულად არ მიიღოთ. მე რომ ძუძუს მოკვეთისთანავე არ გამეკეთებინა პლასტიკა, შეიძლება არც არასოდეს გამეკეთებინა და დავრჩენილიყავი ბრტყელი. ტრაგედია თქვენი სხეულის ცვლილებებში არაა. მთავარია, რომ ეს სხეული მიიღოთ ისეთი, როგორიც არის.

 

 

 

პროექტის ავტორი: ნიკა გომართელი

ფოტო: ნანო თენოშვილი

ვიზაჟი: სოფია საენკო

ტექსტი: ქეთო ლომსაძე

ლოკაცია: Vangal Studio

ასევე გაეცანი

#OK! ქართველი დიზაინერის ჩვენება პარიზის მოდის კვირეულზე
Fashion

#OK! ქართველი დიზაინერის ჩვენება პარიზის მოდის კვირეულზე

October 7, 2026
#OK! ღიმილი, რომელიც გვამახსოვრდება – მსახიობები ყველაზე გამორჩეული ღიმილით
OK! კულტურა

#OK! ღიმილი, რომელიც გვამახსოვრდება – მსახიობები ყველაზე გამორჩეული ღიმილით

October 7, 2026
#OK! თამარ გაზაშვილი – ქალი, რომელმაც სირთულეები ძალად და საკუთარი საქმე წარმატების გზად აქცია
ინტერვიუ

#OK! თამარ გაზაშვილი – ქალი, რომელმაც სირთულეები ძალად და საკუთარი საქმე წარმატების გზად აქცია

October 6, 2026
#OK! 20 წლის ფეხბურთელის მძიმე ბრალდება, დამნაშავის გამართლება და მატჩი, რომელიც არ შედგა – რა ხდება „ნიკე-ლუსოს“ გარშემო
OK! News

#OK! 20 წლის ფეხბურთელის მძიმე ბრალდება, დამნაშავის გამართლება და მატჩი, რომელიც არ შედგა – რა ხდება „ნიკე-ლუსოს“ გარშემო

October 1, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! დემი მური წლის ქალად დასახელდა

#OK! დემი მური წლის ქალად დასახელდა

October 23, 2025
#OK! ორსული რიანას მორიგი მოდური გამოჩენა – ვარსკვლავი Alaïa-ს სამოსს ირგებს

#OK! ორსული რიანას მორიგი მოდური გამოჩენა – ვარსკვლავი Alaïa-ს სამოსს ირგებს

April 8, 2022
#OK! ქლოე კარდაშიანის ახალი იმიჯი! ვარსკვლავმა ვარცხნილობა შეიცვალა!

#OK! ქლოე კარდაშიანის ახალი იმიჯი! ვარსკვლავმა ვარცხნილობა შეიცვალა!

September 17, 2021
#OK! კიმ კარდაშიანი საზაფხულო არდადეგებს Turks and Caicos-ის კუნძულებზე ატარებს

#OK! კიმ კარდაშიანი საზაფხულო არდადეგებს Turks and Caicos-ის კუნძულებზე ატარებს

July 9, 2022

კვირის ჰიტები

#OK! ნინო ხაჟომია: რვა თვე სიკვდილს ველაპარაკე და ვუთხარი „არა“

#OK! ნინო ხაჟომია: რვა თვე სიკვდილს ველაპარაკე და ვუთხარი „არა“

October 9, 2026
#OK! ზენდაია ბრიჯიტ მაკრონთან შეხვედრის გამო გააკრიტიკეს – რა მოხდა პარიზის მოდის კვირეულზე?

#OK! ზენდაია ბრიჯიტ მაკრონთან შეხვედრის გამო გააკრიტიკეს – რა მოხდა პარიზის მოდის კვირეულზე?

October 9, 2026
#OK! ქართველი დიზაინერის ჩვენება პარიზის მოდის კვირეულზე

#OK! ქართველი დიზაინერის ჩვენება პარიზის მოდის კვირეულზე

October 7, 2026
#OK! ჯონ ლენონი 86 წლის გახდებოდა  – საინტერესო ფაქტები ლეგენდარული მუსიკოსის ცხოვრებიდან

#OK! ჯონ ლენონი 86 წლის გახდებოდა – საინტერესო ფაქტები ლეგენდარული მუსიკოსის ცხოვრებიდან

October 9, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები