• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! LOVE STORY – ნათია თოდუა და დავით ზურაბაშვილი

October 12, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

არა ყოველთვის, მაგრამ ხშირად ძლიერი სიყვარული მეგობრობას ეფუძნება. ცხოვრებაში კი ზოგჯერ ყველაზე საინტერესო სწორედ ის სცენარებია, რომლებსაც წინასწარ ვერ გათვლი. ასეთია მომღერალ ნათია თოდუასა და ბიზნესმენ დავით ზურაბაშვილის სიყვარულის ამბავიც. დავითმა ნათია პირველად ტელევიზორში ნახა, მოგვიანებით კი, საერთო ნაცნობის დახმარებით, მათი გზები გადაიკვეთა. თავიდან იყო მეგობრობა, ბევრი გართობა, ხუმრობა და ერთად გატარებული დრო. მერე კი ნელ-ნელა გაჩნდა ის გრძნობა, რომელიც მეგობრობას სცდებოდა. პაემნები, ერთმანეთისთვის თავის მოწონება და ურთიერთობის ტრადიციული „დაწყება“ მათ თითქმის არ ჰქონიათ. ერთმანეთისგან განსხვავებული ხასიათებისა და პროფესიის მიუხედავად, დღეს მათი ცხოვრება საკმაოდ დატვირთულია. ხშირი მგზავრობა, სხვადასხვა ქვეყანა და დატვირთული სამუშაო გრაფიკი. ამ ყველაფერში კი ერთმანეთის მხარდაჭერა მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მათი სიყვარულის გაგრძელებაა ჰუგო, რომლისთვისაც ორივეს ერთი მთავარი სურვილი აქვს – გაიზარდოს სიყვარულში, იცოდეს საკუთარი ფესვები, პატივი სცეს ოჯახს და, რაც მთავარია, არასდროს დაკარგოს ბრძოლისა და საკუთარი გზის ძიების სურვილი.

 

 

მოგვიყევით, სად გადაიკვეთა თქვენი გზები, როგორ გაიცანით ერთმანეთი და როგორ გადაიზარდა ეს ურთიერთობა სიყვარულში?

დავითი: ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ნათია ერთ-ერთ ქართულ ტელეპროექტში აღმოვაჩინე, სადაც ჟიურის წევრი იყო. მამაჩემი უყურებდა ამ გადაცემას. რომ შევხედე, მაშინვე დამამახსოვრდა. საქართველოსთვის ნაკლებად დამახასიათებელი, სრულიად განსხვავებული, უცხო მანერები ჰქონდა. მერე ისე მოხდა, რომ ჩვენმა საერთო ნაცნობმა გაგვაცნო ერთმანეთი. ძალიან დავმეგობრდით და დაახლოებით ორი წელი მაგარი მეგობრები ვიყავით.

ნათია: მართლა ნამდვილი ძმაკაცები ვიყავით! (იცინის). უამრავი საერთო აღმოგვაჩნდა და ძალიან ახლო მეგობრები გავხდით. მართლა ყველაფერზე შეგვეძლო საუბარი – კარიერაზე, თავგადასავლებზე, პირადზე. აი, როცა ვინმე მოგწონს და რჩევას ეკითხები, ასეთი მეგობრები ვიყავით ერთმანეთისთვის. იმ პერიოდში მე ხშირად მიწევდა საზღვარგარეთ წასვლა-წამოსვლა. ჩემი ოჯახი თბილისში ცხოვრობს და მათგან განშორება სულ მიჭირდა ხოლმე, მაგრამ ერთ დღესაც მივხვდი, რომ საქართველოდან წასვლა განსაკუთრებულად გამიჭირდა. ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა… მერე, უკან დაბრუნებისას, სულ სხვანაირი ჟრუანტელი მივლიდა, თვითმფრინავშიც კი განსაკუთრებულად ვემზადებოდი. უცებ დავფიქრდი: „ვისთვის ვაკეთებ ამას? დედისთვის, მამისთვის თუ ძმისთვის?“ და მივხვდი, რომ ეს სიყვარული იყო. ჩემი საუკეთესო მეგობარი და ძმაკაცი გახდა ის ადამიანი, რომელიც შემიყვარდა.

 

 

დავითი: ჩვენი გრძნობები იმდენად მოულოდნელი იყო, რომ თავიდან ჩვენთვისაც შოკი აღმოჩნდა. მეგობრები დღემდე ნაწყენები არიან, ჰგონიათ, რომ დიდხანს ვმალავდით. რეალურად კი, მგონი, გარშემო მყოფები ჩვენზე ადრე ამჩნევდნენ, რომ ჩვენ შორის მეგობრობაზე მეტი ხდებოდა.

ნათია: ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ ეს ყველაფერი ძალიან ბუნებრივად მოხდა. ჩვეულებრივ, შეყვარებულები პაემნებისთვის ემზადებიან, განსაკუთრებულად იცვამენ, სადღაც პატიჟებენ ერთმანეთს… ჩვენთან ეს ეტაპი საერთოდ არ არსებობდა, იმიტომ რომ ერთმანეთს უკვე ყველანაირ მდგომარეობაში ვიცნობდით – გამოპრანჭულსაც, შინაურულსაც, დაღლილსაც, მხიარულსაც და ნაბახუსევსაც კი (იცინის).

დავითი: პირდაპირ ოჯახურ ცხოვრებაში გადავხტით!

ნათია: ჰო, ბეჭდის შესარჩევადაც კი ერთად წავედით (იცინის). მაგრამ ჩვენს ურთიერთობას სწორედ ეს პლუსი აქვს – ის არის აბსოლუტურად ნამდვილი, მყარი და უპირობო. მხოლოდ თავბრუდამხვევი მოწონება ვერ უძლებს ცხოვრებისეულ სირთულეებს. სწორედ იმ საწყისმა მეგობრობამ შექმნა ის მყარი საძირკველი, რამაც მერე ჩვენი ოჯახი შეკრა და ულამაზესი პრინცი – ჰუგო გვაჩუქა.

 

სრულიად სხვადასხვა სფეროში საქმიანობთ – დავითი ბიზნესშია, ნათია – მუსიკის სფეროში. როგორ ახერხებთ ამ ორი განსხვავებული სამყაროს დაბალანსებას?

ნათია: ოდესღაც მეგონა, რომ ჩემი მეორე ნახევარი აუცილებლად ჩემივე სფეროდან უნდა ყოფილიყო. დღეს კი ვფიქრობ, რომ ორი ხელოვანის თანაცხოვრება ძალიან რთულია. ორივეს რომ ის ემოციური გადავარდნა და დრამატიზმი გვქონოდა, რაც მუსიკას ახლავს, ურთიერთობა რთული იქნებოდა. დათოს სპორტული წარსული აქვს. ფეხბურთელი იყო, იცის ბრძოლა და დღეს ბიზნესშიც ძალიან წარმატებულია. მას შეუძლია ცივი გონებით, ზედმეტი ემოციების გარეშე მართოს პროცესები, რაც მეც მეხმარება.

ჰუგოს ცხოვრებაც ძალიან საინტერესოა – სამი წლის და ხუთი თვის არის და უკვე ორი ბაღი აქვს, ორი სამეგობრო წრე, ორი განსხვავებული კულტურა. ხშირად მიფიქრია, რა რთულია ბავშვისთვის ასე ხშირად სივრცის ცვლა, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ სანამ სკოლის პერიოდი დადგება, მეტი დრო საქართველოში გაატაროს. აქ ისეთ უპირობო სითბოს, ყურადღებასა და სიყვარულს იღებს ბებიების, ბაბუებისა და ახლობლებისგან, რაც ევროპაში იშვიათია.

 

რა ისწავლეთ ამ ურთიერთობისგან როგორც საკუთარ თავზე, ისე ერთმანეთზე?

ნათია: პირველ რიგში, თანაცხოვრება ვისწავლე. როცა მარტო ხარ, მხოლოდ საკუთარ მიზნებზე ფიქრობ, წყვილში კი ყველაფერი გაორმაგებულია. ვისწავლე, როგორ ვიყო ერთიანი ჩემს პარტნიორთან.

ასევე ვისწავლე, რომ ოჯახის შექმნა არ ნიშნავს საკუთარ ოცნებებსა და კარიერაზე უარის თქმას.

დავითი: მე კი აღმოვაჩინე, რომ ეს ჩემი ძლიერი, ბიჭური მეგობარი, თურმე ამავდროულად ძალიან ნაზი და სათუთი გოგო ყოფილა (იცინის).

გარდა ამისა, ნათიაში აღმოვაჩინე უნარი, რაც ძალიან იშვიათია – მას შეუძლია იაზროვნოს და იმოქმედოს დიდი ნახტომებით! მე სპორტსმენი ვიყავი, ყოველდღიურ შრომას, რეჟიმსა და ვარჯიშს ვარ მიჩვეული. ნათია კი შეიძლება სამი თვე საერთოდ არ გაეკაროს მუსიკას და უცებ, მეოთხე თვეს, რაღაც ძალიან დიდი, მასშტაბური პროექტი შექმნას.

 

 

ნათია, თქვენ თქვით, რომ მუსიკის შესაქმნელად განცდები და გარკვეული სივრცე გჭირდებათ. როგორ იქმნება თქვენი სიმღერები?

ნათია: ადრე სულ მესმოდა, რომ ცნობილი მუსიკოსები ალბომზე მუშაობისას სადღაც ტყეში ჩაკეტილ სტუდიებში მიდიოდნენ და გამოგონილი ისტორია მეგონა. დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ საუკეთესო ნამუშევრები მაშინ შემიქმნია, როცა სრულიად მარტო დავრჩენილვარ, ღამით, ან როცა ოჯახის წევრები სახლიდან გასულან. მივხვდი, რომ იმისთვის, რისი თქმაც გულწრფელად გინდა, ხანდახან ყველაზე მეტად რაც გიყვარს, იმას უნდა მოსწყდე. უზომოდ მიყვარს ჩემი ოჯახი, შვილი, ქმარი, მეგობრები, მაგრამ შემოქმედებისთვის ეს განმარტოება მჭირდება. დათოც ძალიან კარგად მიგებს და ხშირად თვითონ მიწყობს ხელს, რომ ეს პირადი სივრცე დამითმოს.

 

რა არის მთავარი ღირებულება, რაც თქვენს შვილს გსურთ გადასცეთ?

დავითი: როგორც მამას, პირველ რიგში, მინდა, რომ დედის სიყვარული და პატივისცემა ვასწავლო. ბიჭისთვის ეს უმთავრესია. მინდა იცოდეს, რა არის ოჯახური ბედნიერება, უყვარდეს თავისი მეუღლე, როცა გაიზრდება, და უყვარდეს თავისი სამშობლო. იცოდეს, საიდან მოდის, როგორი ძვირფასი ქვეყნიდანაა და ვინ არიან მისი წინაპრები.

ნათია: ჩვენს ცხოვრებაში ბევრმა ბრძოლამ მოგვიწია. მიუხედავად ყველა სირთულისა, არცერთ ეტაპზე არ დავნებებულვართ. ძალიან მინდა, ჰუგომ არასდროს დაკარგოს ეს ჟინი, მოტივაცია და ძიების სურვილი. არ მინდა, რომ რადგან მზამზარეული ექნება რაღაცები, ბრძოლის უნარი დაკარგოს. მანამ ხარ ცოცხალი, სანამ ამ ჟინს გრძნობ, სხვაგვარად, უბრალოდ, არსებობ. მინდა, რომ ჰუგოსაც საინტერესო და სათავგადასავლო ცხოვრება ჰქონდეს.

 

 

ტექსტი: თათია ხარაიშვილი

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! შეგიძლია გეშინოდეს და მაინც იზრუნო საკუთარ ჯანმრთელობაზე – ირმა კვაჭაძე მუშკი.
ინტერვიუ

#OK! შეგიძლია გეშინოდეს და მაინც იზრუნო საკუთარ ჯანმრთელობაზე – ირმა კვაჭაძე მუშკი.

October 12, 2026
#OK! „დიტო ცინცაძის ფონდი“  სიცოცხლისთვის ბრძოლის 13 წელი და ციფრებზე მეტი ისტორია
ინტერვიუ

#OK! „დიტო ცინცაძის ფონდი“ სიცოცხლისთვის ბრძოლის 13 წელი და ციფრებზე მეტი ისტორია

October 12, 2026
#OK! ორი გულისცემა ერთი სიცოცხლისთვის
ინტერვიუ

#OK! ორი გულისცემა ერთი სიცოცხლისთვის

October 12, 2026
#OK! მთავარი ხარ შენ…  შენი ჯანმრთელობა…
Slider Area

#OK! მთავარი ხარ შენ… შენი ჯანმრთელობა…

October 12, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! „Ghost Lashes“ – სილამაზის ახალი ტრენდი

#OK! „Ghost Lashes“ – სილამაზის ახალი ტრენდი

September 7, 2026
#OK! თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

#OK! თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

February 11, 2026
#OK! #OK! ნინჩო ჯიბლაძის სარედაქტორო სვეტი OK!-ის იანვრის ნომრისთვის

#OK! #OK! ნინჩო ჯიბლაძის სარედაქტორო სვეტი OK!-ის იანვრის ნომრისთვის

December 27, 2021
#OK! ევროპაში სწავლა დაუვიწყარი გამოცდილებაა – ინტერვიუ ნუკი თორაძესთან

#OK! ევროპაში სწავლა დაუვიწყარი გამოცდილებაა – ინტერვიუ ნუკი თორაძესთან

September 5, 2022

კვირის ჰიტები

#OK! საქართველო რეგიონული CX პლატფორმის ცენტრში – EECA CX Awards-ს ნათია ჯიბლაძე უხელმძღვანელებს

#OK! საქართველო რეგიონული CX პლატფორმის ცენტრში – EECA CX Awards-ს ნათია ჯიბლაძე უხელმძღვანელებს

October 12, 2026
#OK! ზენდაია ბრიჯიტ მაკრონთან შეხვედრის გამო გააკრიტიკეს – რა მოხდა პარიზის მოდის კვირეულზე?

#OK! ზენდაია ბრიჯიტ მაკრონთან შეხვედრის გამო გააკრიტიკეს – რა მოხდა პარიზის მოდის კვირეულზე?

October 9, 2026
#OK! Victoria’s Secret Fashion Show ბრუნდება: ცნობილია შოუს ვარსკვლავური შემადგენლობა

#OK! Victoria’s Secret Fashion Show ბრუნდება: ცნობილია შოუს ვარსკვლავური შემადგენლობა

October 8, 2026
#OK! მაიკლ დუგლასმა კეტრინ ზეტა-ჯონსთან დაშორების დეტალები გაიხსენა – “გადავწყვიტეთ, გარკვეული დრო ცალ-ცალკე გაგვეტარებინა“

#OK! მაიკლ დუგლასმა კეტრინ ზეტა-ჯონსთან დაშორების დეტალები გაიხსენა – “გადავწყვიტეთ, გარკვეული დრო ცალ-ცალკე გაგვეტარებინა“

October 7, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები