• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! Swarovski – ის ბრჭყვიალა იმპერიის შექმნის ისტორია

February 26, 2026
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

დღეს Swarovski-ს ბრენდი და მისი ყელმოღერებული გედის ლოგი მთელ მსოფლიოშია ცნობილი. ბრჭყვიალა მინის კრისტალებმა ბრილიანტი ჩაანაცვლეს და კინოს, მოდისა და დიზაინის სამყარო დაპყრეს, არადა, ყველაფერი პატარა ქარხნით დაიწყო, რომელიც თავიდან წარმატებულიც კი არ იყო..

დანიელ სვაროვსკის მამას მინის პატარა ქარხანა ჰქონდა, რომელიც ბროლის დამუშავებით იყო დაკავებული. პატარა დანიელს ბროლის წარმოება ნებისმიერ სათამაშოზე მეტად იზიდავდა. ბიჭუნა ბროლის დაწახნაგების ხელოვნებას მამის ქარხანაში, ადრეულ ასაკში დაეუფლა, მოგვიანებით კი ცოდნა გამოცდილ ოსტატებთან გაკვეთილებით გააღრმავა. ის თამამად მიდიოდა ექსპერიმენტებზე, თუმცა ბიზნესის განვითარებაში მთავარი როლი ელექტროენერგიას უნდა ეთამაშა. დანიელი 21 წლის იყო, როდესაც 1883 წელს ვენაში გამართულ საერთაშორისო ელექტროტექნიკურ გამოფენას ეწვია. მან სწრაფად გააცნობიერა, რომ ენერგიის ახალ ფორმას კრისტალების წარმოების შეცვლა შეეძლო.

დანიელი დაუღალავად შრომობდა, სანამ იმ დროისთვის უნიკალური მინის საჭრელი ელექტრო ჩარხი სრულყოფილებამდე არ მიიყვანა. მის სიზუსტესა და სიჩქარეს ყველაზე გამოცდილი ოსტატიც კი ვერ შეედრებოდა. დანიელის ძალისხმევით, ოჯახურ ბიზნესს „მეორე სუნთქვა“  გაეხსნა და კარგი შემოსავალი მოიტანა, თუმცა ახალგაზრდა ბიზნესმენს მეტი უნდოდა. მან საკუთარი კომპანიის დაარსება გადაწყვიტა, სადაც უახლეს აღჭურვილობასა და ტექნოლოგიებს გამოიყენებდა. ცოლიძმასთან, ფრანც ვაისთან და ფრანგ მეწარმე არმანდ კოსმანთან მოლაპარაკებების შედეგად, ავსტრიის პატარა ქალაქ ვატენსში კომპანია Swarovski-ს გახსნა გადაწყდა.

თავიდან Swarovski მხოლოდ ბროლს უშვებდა, მაგრამ 6 წლის შემდეგ, 1919 წელს, პირველი შვილობილი კომპანია Tyrolit აამუშავა, რომელიც ჭრისა და მოხვეწის ხელსაწყოებს ამზადებდა. 1930 წელს კომპანიამ დრეკადი „სტრაზების“ გამოშვება დაიწყო, რომელიც სამოსისა და ფეხსაცმლის მოსართავად გამოიყენებოდა. ამ დროისთვის ოჯახურ ბიზნესში დანიელის ვაჟი, ვილჰელმი ჩაერთო, მაგრამ მან ახალი მიმართულება – ოპტიკური ხელსაწყოები აირჩია. ვილჰელმი წლების განმავლობაში ატარებდა ექსპერიმენტებს მინის დნობის ტექნოლოგიებში. მან ოპტიკური კომპონენტების დამუშავების ახალი მეთოდები შეიმუშავა და საველე ბინოკლის პროტოტიპი დაამზადა. მეორე მსოფლიო ომის წლებში ამან კომპანიას საშუალება მისცა, შაშხანების სამიზნეებისა და ჭოგრიტების წარმოებით თავი გადაერჩინა.

Swarovski-ს ოქროს ხანა

ომის შემდგომ პერიოდში კომპანიამ ახალი მიმართულება – Swarovski Optik გახსნა, რომელიც პრემიუმ კლასის  ოპტიკურ ხელსაწყოებს ამზადებდა. მონადირეები Swarovski –ს ჭოგრიტებს და ტელესკოპებს სიამოვნებით ყიდულობდნენ. 1950 წელს კიდევ ერთი საწარმო – Swareflex გაჩნდა. ამაში დანიელის უმცროსმა ვაჟმა, ფრიცმა დიდი წვლილი შეიტანა.

ფოტო: Dior -ის დიზაინერული გულსაკიდი Swarovski –ის კრისტალებით

ამავე პერიოდში Swarovski -ის ბრენდმა მოდის სამყაროს დაპყრობა დაიწყო. 1950-იანი წლების შუა ხანებში კრისტიან დიორის კოლექციებში მოციმციმე კრისტალები პირველად გამოჩნდა. მოგვიანებით, დიზაინერმა დანიელის შვილიშვილ მანფრედთან ერთად, ვაკუუმური დაფრქვევის განსაკუთრებული მეთოდი შექმნა. ამის წყალობით კრისტალებზე ლამაზი, ცისარტყელასებრი ბზინვარება გაჩნდა, რომელსაც „ჩრდილოეთის ციალი“ (Aurora Borealis) უწოდეს. მალე Swarovski-ს კრისტალების გამოყენება დაიწყეს ელზა სკიაპარელიმ, კრისტობალ ბალენსიაგამ და კოკო შანელმა. Swarovski -ის ქვებით ჰოლივუდის მსახიობები და შოუ-ბიზნესის ვარსკვლავებიც დაინტერესდნენ.

 

თუ გავიხსენებთ ფილმს „საუზმე ტიფანისთან“, მასში ულამაზესი ოდრი ჰეპბერნი Swarovski-ს კრისტალების ტიარით გამოჩნდა, ხოლო მერლინ მონროს კაბა, რომლითაც მან „Happy Birthday, Mr. President“ იმღერა, 2500 კრისტალით იყო მორთული. ბრენდის პოპულარობა სწრაფად იზრდებოდა. მას შემდეგ, რაც ინსბრუკის ზამთრის ოლიმპიადის მონაწილეებს სვაროვსკის ბროლის პატარა ფიგურები აჩუქეს, ბრენდის პროდუქციაზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა.

 

დაარსებიდან 1980-იანი წლების ბოლომდე ბრენდის ლოგოტიპი კრისტალით დამშვენებული ედელვაისი იყო, მაგრამ 1989 წელს ის გედმა ჩაანაცვლა, რომელიც ელეგანტურობას, ძალასა და სისუფთავეს განასახიერებდა. 1995 წელს კომპანიის მართვა დანიელის შვილთაშვილმა, ნადია სვაროვსკიმ ჩაიბარა. ნადია ოცნებობდა, რომ კომპანია ისევ მაღალი მოდის ნაწილი გამხდარიყო და ალექსანდრე მაკქუინთან თანამშრომლობა დაიწყო.

ნადიამ ინგლისელ მოდის დიზაინერს 1993 წელს გამოგონებული ქსოვილის გამოყენება  შესთავაზა. ეს იყო დრეკადი ლითონის ბადე ინტეგრირებული კრისტალებით. მაქუინს იდეა მოეწონა. 1999 წლის გაზაფხული-ზაფხულის ჩვენებაზე მოდელები უჩვეულო სამოსით გამოვიდნენ, რასაც უდიდესი წარმატება მოჰყვა. Crystal Mesh -ის ქსოვილი მალე ჟან–პოლ გოტიეს, პრადას, ვალენტინოსა და სხვა დიზაინერების კოლექციებშიც გამოჩნდა.

 

ცნობილი ადამიანები სიამოვნებით თანამშრომლობდნენ ბრენდთან: მაიკლ ჯექსონი სცენაზე ხშირად გამოდიოდა თეთრი ხელთათმანით, რომელიც Swarovski-ს კრისტალებით იყო გაფორმებული. 2010 წელს „გრემის“ დაჯილდოებაზე ლედი გაგა ბრჭყვიალა ბოდეთი წარსდგა, ხოლო მადონას 2015 წლის ტურნეს კოსტიუმები 2,5 მილიონზე მეტი კრისტალით გააფორმეს.

 

Леди Гага на вручении наград Grammy в 2010 году. / Фото: www.dressya.ru

2018 წელს, „ოსკარის“ მე-90 ცერემონიაზე, სცენა Swarovski-ს 45 მილიონი კრისტალით მორთეს. ერთი წლის შემდეგ კი ოქრომჭედლებმა როკფელერის ცენტრის ნაძვის ხისთვის საშობაო ვარსკვლავი დაამზადეს, რომელიც 450 კილოგრამს იწონიდა და 3 მილიონ კრისტალს მოიცავდა.

 

Сцена 90-й церемонии вручения кинонаград «Оскар». / Фото: www.pinterest.com

Swarovski ტრიუმფალურ სვლას აგრძელებს. სამი წლის წინ კომპანიის ლოგო ისევ შეიცვალა – გედი უფრო დახვეწილი გახდა და თავი მყიდველისკენ მიაბრუნა. ეს სიმბოლურად, წინსვლას და ამავდროულად, ტრადიციების ერთგულებას ნიშნავს. მსოფლიოში Swarovski –ის 3000-ზე მეტი მაღაზია მუშაობს და კომპანიის შემოსავლები სტაბილურად იზრდება.

 

ასევე დაგაინტერესებთ

#OK! რომელ ფილმებში იყო გამოყენებული ნამდვილი ძვირფასეულობა

 

გაიგე მეტი: ალექსანდრე მაქუინიდანიელ სვაროვსკილედი გაგამერლინ მონრონადია სვაროვსკიჟან პოლ გოტიე

ასევე გაეცანი

#OK! ჯულია რობერტსი – ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობის ისტორია
OK! კულტურა

#OK! ჯულია რობერტსი – ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობის ისტორია

October 28, 2026
#OK! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მე-11 საზეიმო ცერემონია 28 ოქტომბერს ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება
OK! News

#OK! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მე-11 საზეიმო ცერემონია 28 ოქტომბერს ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება

October 28, 2026
#OK! “ხუთივე ხელჩაკიდებული მივიდა კუბოსთან და მის გარშემო იდგა” – მეთიუ პერის დაკრძალვის უცნობი დეტალები: როგორ დაემშვიდობნენ მსახიობს კოლეგები
OK! News

#OK! “ხუთივე ხელჩაკიდებული მივიდა კუბოსთან და მის გარშემო იდგა” – მეთიუ პერის დაკრძალვის უცნობი დეტალები: როგორ დაემშვიდობნენ მსახიობს კოლეგები

October 28, 2026
#OK! ჰოლივუდის ვარსკვლავების ყველაზე დასამახსოვრებელი ჰელოუინის კოსტიუმები
OK! კულტურა

#OK! ჰოლივუდის ვარსკვლავების ყველაზე დასამახსოვრებელი ჰელოუინის კოსტიუმები

October 28, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! მიმართეთ თქვენი ენერგია ბედნიერებისკენ – ინტერვიუ კუნდალინი იოგას ინსტრუქტორთან

#OK! მიმართეთ თქვენი ენერგია ბედნიერებისკენ – ინტერვიუ კუნდალინი იოგას ინსტრუქტორთან

December 30, 2022
#OK! როგორ აღნიშნა ნინო ფუტკარაძემ დაბადების დღე

#OK! როგორ აღნიშნა ნინო ფუტკარაძემ დაბადების დღე

October 10, 2022
#OK! ჰიუ ჯეკმენი განქორწინების შემდეგ ახალ რჩეულთან ერთად გამოჩნდა

#OK! ჰიუ ჯეკმენი განქორწინების შემდეგ ახალ რჩეულთან ერთად გამოჩნდა

October 27, 2025
#OK! ვაჟა-ფშაველას 10 გამონათქვამი სამშობლოზე

#OK! ვაჟა-ფშაველას 10 გამონათქვამი სამშობლოზე

July 13, 2026

კვირის ჰიტები

#OK!BusinessCelebrity რიანა და Fenty Beauty – როგორ აქცია მომღერალმა სილამაზის ინდუსტრიაში არსებული პრობლემა წარმატებულ ბიზნესად

#OK!BusinessCelebrity რიანა და Fenty Beauty – როგორ აქცია მომღერალმა სილამაზის ინდუსტრიაში არსებული პრობლემა წარმატებულ ბიზნესად

October 27, 2026
#OK! ლევან კოღუაშვილს „ოქროს გლობუსის“ სპეციალური ჯილდო გადაეცა

#OK! ლევან კოღუაშვილს „ოქროს გლობუსის“ სპეციალური ჯილდო გადაეცა

October 25, 2026
#OK! Global Tech Weekend 2027-ის ოფიციალური გახსნა: 5 დეკემბერს სტარტაპები საერთაშორისო ინვესტორებს მთაწმინდის პანორამულ ბორბალზე წარუდგებიან

#OK! Global Tech Weekend 2027-ის ოფიციალური გახსნა: 5 დეკემბერს სტარტაპები საერთაშორისო ინვესტორებს მთაწმინდის პანორამულ ბორბალზე წარუდგებიან

October 27, 2026
#OK! ციფრული სამყაროს მიღმა – Mitaishvili academy: ცოდნა, გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები

#OK! ციფრული სამყაროს მიღმა – Mitaishvili academy: ცოდნა, გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები

October 28, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები