„თეატრის“ კონცეფციის უნიკალურობასა და დატვირთვაზე საკმაოდ ბევრი ვისაუბრეთ. გახსნის შემდეგ სხვადასხვა სტილისა და ჟანრის ღონისძიებებს უმასპინძლა „თეატრმა“.
მოკლედ რომ ვთქვათ, „თეატრი“ დიდი თავგადასავლების ეპიცენტრად გადაიქცა – ქორეოგრაფიამ ფრთები გაშალა, მუსიკალური ექსპერიმენტების გაკეთებაც დაიწყო.
დაიბადა ახალ-ახალი მუსიკალურ-თეატრალური წარმოდგენები – ხან მივიწყებული ქართული ვოდევილები გაცოცხლდა, ხან კი მსოფლიო ჰიტებად ქცეული მიუზიკლების გავლენით, ორიგინალური ქართული ვერსიები შეიქმნა Nine-ისა თუ Mamma Mia-ს მოტივებზე.
სანახაობა, კონცერტი, მიუზიკლი, ვახშამი და ბოჰემური საღამოები თბილისში ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ადგილად იქცა და ახალი მიმართულება ხალხმა აიტაცა.
ამერიკული მიუზიკლი / ქართული მიუზიკლი
„და, აი ჩვენ აქ ვართ – მამმა მია!“ – მიუზიკლის ქართული ვერსია ეკუთვნის „თეატრს“. მაყურებელი შოუსთან ერთად იღებს საინტერესო გასტრონომიულ გამოცდილებას.
„და, აი, ჩვენ აქ ვართ – მამმა მია“ – დამდგმელი რეჟისორი ზაალ ჩიქობავაა, ინსცენირება თეა ყიფშიძეს ეკუთვნის, მუსიკალური ხელმძღვანელი თამუნა არჩვაძე, კოსტიუმების მხატვარი ლაშა ჯოხაძე, ქორეოგრაფი კი გიორგი ტორიაშვილია.
მიუზიკლში მონაწილეობენ ცნობილი ქართველი მსახიობები და მუსიკოსები, მათ შორის: ანა ქურთუბაძე, რუსკა მაყაშვილი, გიგი დედალამაზიშვილი, ანდრია გველესიანი, სანდრო კახეთელიძე და საზოგადოებისთვის საყვარელი სხვა არტისტები.
ტრადიციულად, წარმოდგენისთვის გამორჩეულ ვახშამზე „თეატრის“ ბრენდშეფი ალექს ნათაძე და მისი გუნდი ზრუნავს.
ამ შოუმ დაიწყო „თეატრის“ ისტორიის დაწერა, შეიქმნა კონცეფცია, რომელიც აქამდე არავის გაუკეთებია საქართველოში.
„თეატრი“ აგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას და კიდევ ბევრ საინტერესო დადგმას თუ მიუზიკლს გვიანონსებს, როგორც ამერიკულს, ისე ქართულს.
ქართული კულტურული პროგრამა
თუკი რაიმე ანცვიფრებს სამყაროს, ეს ქართული გენი და სულია, რომელიც ყველაზე მძაფრად ქართულ ცეკვასა და სიმღერაში, თვითმყოფად კულტურაში, ამ ქვეყნის ფოლკლორსა და გასტრონომიაში იგრძნობა, განსაკუთრებით კი, თუ მას ამ მიმართულების საუკეთესო წარმომადგენლები გაცნობენ.
მართლაც ცეცხლი ინთება, როცა „სუხიშვილების ნაციონალური ბალეტი“ დგას „თეატრის“ სცენაზე. ხან მოდერნისტული და ექსპერიმენტული ცეკვებისთვის, ხან კი – ცეკვა „ქართულისთვის“ ამ სცენასა და ამ სივრცეს ირჩევენ.
იქნებ არ იცით, რა გასაოცარი რამ მოხდა 1967 წელს. როსინისა და დონიცეტის, ვერდისა და პუჩინის, ბელინისა და მასკანის ფლაგმანი სცენა პატარა ქვეყნის ნაციონალურ ქორეოგრაფიულ პროგრამას დაეთმო.
„დიახ, ეს ჩვენ ვართ, ქართველი მოცეკვავეები, რომლებმაც ლა-სკალას საუკუნოვანი ტრადიცია დავარღვიეთ და ფეხი სწორედ ამ სცენაზე დავდგით“, – სიამაყით აღნიშნეს სუხიშვილების მოცეკვავეებმა და ეს იყო მართლაც უპრეცედენტო შემთხვევა. მას შემდეგ „სუხიშვილები“ აოცებენ ყველას – დიდსა და პატარას, ქართველსა და უცხოელს, ქალსა და კაცს.
ქართულ კულტურულ პროგრამაში, არაერთ წამყვან არტისტს, ორკესტრს, ქორეოგრაფიულ თუ ფოლკლორულ ანსამბლს იხილავთ.
მაგალითად, ანსამბლ „აფხაზეთს“, სიმფონიურ ორკესტრს, ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, აქ გაცოცხლდა ნაწყვეტი ცნობილი მიუზიკლებიდან: „ქეთო და კოტე“ –„ხანუმა“, „სარე“, კინო -მუსიკის შედევრები…
ამ „თეატრში“ ყველაფერია, რასაც ქართული კულტურა ჰქვია – აქ იცეკვებენ, იმღერებენ, იმპროვიზაციას მიმართავენ, ქართული სცენის კორიფეებს გაიხსენებენ, ქართული სიტყვის ძალას შეგაგრძნობინებენ.
აქ შეგიძლია გაიცნო საქართველო.
ქართული შოუ
ქართული შოუ – ასე ჰქვია დადგმას, რომელიც წამყვანი არტისტებისა და სუხიშვილების მონაწილეობით, საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიასა და კულტურას გააცოცხლებს, 6 ივნისიდან კი, ყოველ სამშაბათს, თუ ქართული ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა ან მისი საუკეთესო მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნიმუშებით ტკბობა გსურთ, მაშინ ამის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა სწორედ ამ სივრცეში გაქვთ.
„ქართულ შოუზე“ ცოცხლად აჟღერდება „შენ ხარ ვენახი“, „ჩაკრულო“, „მრავალჟამიერი“, „მუხამბაზი“ და სხვა ქართული ხალხური და კლასიკური სიმღერები. ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“ კი, თეატრის სივრცეში სტუმრებს ქორეოგრაფიის საუკეთესო ნიმუშებს წარუდგენს. დადგმის პროცესში ჩაერთო მწერალი აკა მორჩილაძეც და ტექსტები ქართული შოუსთვის საგანგებოდ შექმნა. წარმოდგენა აუდიოვიზუალური ინსტალაციებით ფორმდება, რაც კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდის სანახაობას.
„თეატრის“ კონცეფციიდან გამომდინარე, ვცდილობთ სტუმრებს წარვუდგინოთ ის, რაც ჩვენი კულტურის ნაწილი და იდენტობის მაჩვენებელია. ეს ხაზი გასდევს ყველა ჩვენს დადგმას, მიუხედავად ჟანრისა. ქართული შოუ კი ჩვენი კულტურის ყველა მიმართულებას – გასტრონომიას, ქორეოგრაფიას, ფოლკლორს, მრავალხმიან სიმღერებს, კლასიკურ მუსიკასა თუ სამოსს ერთ სივრცეში აერთიანებს და საქართველოზე ახლებურად ჰყვება. „ქართული შოუ“ გამორჩეული იქნება დადგმის მაღალი ხარისხით, რადგან მასში მონაწილეობენ ქართული კულტურის საუკეთესო წარმომადგენლები. წარმოდგენის სრულყოფაში საკმაოდ დიდი წვლილი მიუძღვის თეატრში არსებულ უახლეს ტექნიკურ აღჭურვილობასაც”, – ამბობს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და „ქართული შოუს“ დამდგმელი რეჟისორი, ზაალ ჩიქობავა.
„თეატრში“, ტრადიციისამებრ, სტუმრებს გაუმასპინძლდებიან ვახშმით, წარუდგენენ ქართული სამზარეულოს საუკეთესო კერძებსა და ავთენტურ გემოებს.
„ქართული შოუში“ ვახშამს ძალიან დიდი დატვირთვა აქვს, რადგან საქართველოს სრულფასოვნად გაცნობა ჩვენი ქვეყნის უნიკალური სამზარეულოს გარეშე წარმოუდგენელია. კერძები, ტრადიციულად, ამ დღისთვის საგანგებოდ შეირჩევა და თანამედროვე სახე მიეცემა”, – აღნიშნავს თეატრის ბრენდშეფი, ალექს ნათაძე.
კლასიკური პროგრამა
თითქოს წარმოუდგენელია, როგორ უნდა დაიტიოს ამ სცენამ სიმფონიური ორკესტრი, როგორ გაჟღერდება ამ სივრცეში საოპერო ხმები, თუმცა ეს ყველაფერი იყო და იმდენად შთამბეჭდავ სანახაობად იქცა, რომ მაყურებელთა თხოვნით ის რამდენჯერმე განმეორდა და თეატრის პროგრამის ნაწილად იქცა.
მსოფლიო ბარიტონებმა, სოპრანოებმა თუ მეცო-სოპრანოებმა, საოპერო გუნდმა, ვერდის, პუჩინისა თუ ბიზეს ოპერებმა, დირიჟორმა და კომპოზიტორმა ნიკოლოზ რაჭველმა ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, მართლაც ჯადოსნური მუსიკის სამყაროში ჩაძირეს „თეატრის“ სტუმრები.
„თეატრის“ სცენაზე შეხვდებით თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის წარმომადგენლებს, რომლებიც მსოფლიო ვარსკვლავის, ნინო ანანიაშვილის ხელმძღვანელობით წარმოუდგენელ სანახაობას აჩვენებენ – მაგალითად, ნაწყვეტს ბალეტიდან „დონ-კიხოტი“.
ასე რომ, „თეატრი“ ოპერის ადგილიცაა და ბალეტისაც, კლასიკური მუსიკის სამყაროცაა და საგუნდო-სადირიჟორო ხელოვნების წარმოჩენისაც.
თქვენ მხოლოდ ინატრეთ, ისურვეთ და იმ საღამოზე აღმოჩნდებით, რომელსაც დაგეგმავთ და მოისურვებთ.
თუ საქართველოში და თბილისში მოხვდებით, აუცილებლად უნდა შეამოწმოთ „თეატრის“ აფიშა.
აქვე დაგიანონსებთ, რომ 9 ივლისს, ბალეტის საერთაშორისო ფესტივალის დახურვას სწორედ „თეატრში“ შეგიძლიათ დაესწროთ, ვახშმის თანხლებით.
კონცერტი
„თეატრმა“ უკვე უმასპინძლა „მგზავრების“, სტეფანეს, ნიაზ დიასამიძის კონცერტებს.
ეს მიმართულება აუცილებლად გაგრძელდება და ყოველთვიურად გაიმართება სხვადასხვა თანამედროვე არტისტების საღამოები.
ეს სივრცე სრულად ტრანსფორმირდება, გადაეწყობა. მაგიდები რჩება მცირე რაოდენობით და კეთდება ეგრეთ წოდებული Dance Floore, რომელიც დაახლოებით 1500-მდე ადამიანზეა გათვლილი. აქვე აღნიშნავენ, რომ კონცერტების მერე საუკეთესო AFTER PARTY- ს ლოკაციაა.
„თეატრი“ აანონსებს ძალიან საინტერესო კოლაბორაციებს, შესაბამისად, აუცილებლად უნდა ადევნოთ თვალი აფიშას და არ გამოგრჩეთ თანამედროვე არტისტების საღამოები.
კერძო წვეულებები / კორპორაციული/ ქორწილი
„თეატრმა“ ღია შოუებთან ერთად, უამრავ დახურულ წვეულებას უმასპიძლა. ბაზარზე გამოჩენის წამიდან მიიპყრო კომპანიების ყურადღება დიზაინით, მომსახურებით, გასტრონომიითა და, რაც მთავარია, სანახაობით. ამ ყველაფრის ერთობლიობის გამო ირჩევენ „თეატრს“, რადგან სრული სიმშვიდით შეუძლიათ იყვნენ საკუთარ ღონისძიებაზე. აქ ყველა მიმართულებას პროფესიონალი გუნდი ჰყავს, შესაბამისად, საბოლოო შედეგიც საუკეთესოა.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართლებაა ქორწილიც და „თეატრში“ ნამდვილად შეძლებთ თქვენი ოცნების ქორწილი რეალობად აქციოთ.
საქორწინო სამზადისიც ჩვენთან შოუს ნაწილია
თქვენ ირჩევთ
- კონცეფციას (ტრადიციული ქართული, ევროპული, ექსკლუზივი)
- სივრცის ვიზუალს (მაგიდების განლაგება, დეკორი)
- მუსიკალურ პროგრამას (ქართული, უცხოური, სპეციალური პროგრამა, ნეფე-პატარძლისა და სტუმრებისთვის კარაოკე, საგანგებოდ შექმნილი და ჩაწერილი მუსიკალური ნომრები, ბენდი, ანსამბლი)
- ქორეოგრაფიულ პროგრამას (ნეფე-პატარძლისთვის საცეკვაო ნომრის შესწავლა, სპეციალური ქორეოგრაფიული ნომრები, საგანგებოდ შექმნილ სიმღერებზე დადგმული ცეკვა, სტუმრებისთვის დადგმული პერფორმანსი, როცა ყველა ცეკვავს)
- ვიზაჟსა და ვარცხნილობას (სპეციალური და გამორჩეული მაკიაჟი, ვარცხნილობის მრავალფეროვანი არჩევანი)
- ჩაცმულობას (გამორჩეული და ინდივიდუალური კოსტიუმები როგორც ნეფე-პატარძლის, ისე სტუმრებისთვის)
- წამყვანს/წამყვანებს (ყველაზე ცნობილი და გამორჩეული სახეები თქვენი საუკეთესო დღის წამყვანებად)
- ვიდეოგადაღებას (სრული ვიდეომომსახურება რამდენიმე კამერით)
- ფოტომომსახურებას (საუკეთესო დღის საუკეთესოდ აღბეჭდილი ეპიზოდები)
- პიროტექნიკით მომსახურებას (ყველაზე შთამბეჭდავი და მრავალფეროვანი ფეიერვერკი)
- ტრანსპორტით მომსახურებას (თქვენთვის სასურველი რაოდენობისა და სახეობის ტრანსპორტით მომსახურება).
რომ შევაჯამოთ:
არქიტექტურა და დიზაინი გამორჩეულია და ნებისმიერი გარემოს შექმნის შესაძლებლობას იძლევა.
გასტრონომია „წისქვილი ჯგუფის“ სავიზიტო ბარათია.
თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მისი გუნდი მრავალფეროვან, სრულიად განსხვავებულ შოუპროგრამას შექმნის.
სერვისი მაღალი კლასის მოთხოვნებს პასუხობს.
ტექნიკური აღჭურვილობა და პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული გუნდი კი ქორწილის სრულყოფილად წარმართვას უზრუნველყოფს.
დაგეგმეთ თქვენი ცხოვრების საუკეთესო და გამორჩეული დღე „თეატრში“.
გვანდეთ თქვენი ცხოვრების ამ გამორჩეული დღის დაგეგმვა-განხორციელება და ჩვენ მას დაუვიწყარ მოგონებად გიქცევთ.
„თეატრმა“ ხელი შეუწყო ახალი ჟანრის დაბადებას და ეს სივრცე იქცა ქართველი და უცხოელი მაყურებლის საყვარელ ადგილად, სადაც საკუთარ მოგონებებს ერთ განსაკუთრებულ ბოჰემურ თავგადასავალსაც შემატებენ.
ასე რომ, თქვენ წინაშე გაიხსნება წითელი ფარდა, აინთება შუქი მრგვალ მაგიდაზე და გემრიელი ვახშმის თანხლებით, აქ შეძლებთ იპოვოთ ნამდვილი თეატრი.