• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! დანაშაულის შეგრძნება უხილავი ტვირთი თუ თავს მოხვეული სტერეოტიპები

ქეთო ლომსაძის ბლოგი

August 10, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

მე დამნაშავე ვარ – ფრაზა, რომლითაც ომი გამოუცხადე საკუთარ თავს – გჭამს და განადგურებს, გართმევს ენერგიას და მორალურად გაპატარავებს. დანაშაულის შეგრძნება გკარნახობს, როგორ იცხოვრო და სანამ მას ექვემდებარები, არ ცხოვრობ.

თავი დამნაშავედ შეიძლება მაშინაც იგრძნო, როცა საკუთარი თავის სასარგებლოდ პირველად თქვი „არა“; როცა მშობლის ზარს მაშინვე ვერ უპასუხე; როცა პარტნიორის ყველა სურვილი ვერ შეასრულე; როცა სამსახურში სხვისი საქმე არ გააკეთე; როცა საკუთარი თავისთვის დრო გამოყავი. თუ ბავშვობაში გასწავლეს, რომ სხვისი ბედნიერება შენზეა დამოკიდებული, ზრდასრულობაში ეს ავტომატურად იქცევა დანაშაულის შეგრძნებად. ბავშვს არ სჭირდება სიტყვები – დამნაშავე ხარ, საკმარისია ხშირად გაიგონოს: გული მატკინე; ამდენი ვიწვალე შენთვის; ასე როგორ მომექეცი; კარგი შვილები ასე არ იქცევიან; შენ გამო შემრცხვა. ბავშვი ამას პირდაპირი მნიშვნელობით იგებს და ყალიბდება პროგრამა – მე დამნაშავე ვარ.

 

 

სწორედ ამ მომენტიდან იწყებ უხილავი და მძიმე ტვირთის ტარება – სხვების ემოციებზე პასუხისმგებელი მე ვარ. უკვე ზრდასრულობაში ემოციურად გმართავს ის პატარა ბავშვი, რომელსაც ასწავლეს, რომ სხვების ბედნიერება მასზეა დამოკიდებული.

ამიტომ ვერ ამბობ „არას“, ბოდიშს იხდი მაშინაც, როცა არაფერში ხარ დამნაშავე, იღებ პასუხისმგებლობას იმაზე, რაც შენს კონტროლს საერთოდ არ ექვემდებარება. ვიღაც გაბრაზდა? ალბათ ჩემი ბრალია. ვიღაც იმედგაცრუებულია? მე ვერ გავამართლე იმედები. ურთიერთობა დასრულდა? ალბათ მეტი უნდა გამეკეთებინა. და ასე, წლების განმავლობაში, საკუთარ თავზე იღებ იმას, რაც სინამდვილეში არასოდეს ყოფილა შენი პასუხისმგებლობა.

ასეთი ადამიანები კარგ ადამიანებად ითვლებიან – ისინი ყოველთვის მზად არიან დაეხმარონ, მოუსმინონ, დაუთმონ სხვებს. ყოველთვის პოულობენ დროს, ყოველთვის პატიობენ. ყველაფერს აკეთებენ სხვებისთვის და არაფერს – საკუთარი თავისთვის.

დანაშაულის შეგრძნება აჩენს შიშს – თუ უარს ვიტყვი, აღარ ვეყვარები; თუ საზღვარს დავაწესებ, მიმატოვებენ; თუ საკუთარ თავზე ვიზრუნებ, ეგოისტი ვიქნები. ასე ივიწყებ, რა გინდა და ცხოვრობ ისე, როგორც უნდათ. ასე გრძელდება მანამდე, სანამ საკუთარ იდენტობას არ დაკარგავ.

დანაშაულის შეგრძნებას მავნე ზეგავლენა აქვს ფიზიკურ ჯანმრთელობაზე – ზრდის სტრესის ჰორმონის – კორტიზოლის დონეს, იწვევს უძილობას, ქრონიკულ დაღლილობას და ასუსტებს იმუნიტეტს. მუდმივი თვითგვემა იწვევს შფოთვას, დეპრესიას, უსუსურობის განცდას და დაბალ თვითშეფასებას. ადამიანი მთელ ენერგიას კარგავს წარსულზე ფიქრში და აწმყოში ცხოვრებით ტკბობა არ შეუძლია. დანაშაულის განცდის მქონე ადამიანებით იოლია მანიპულირება.

 

 

დანაშაულის შეგრძნებას საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები უფრო აღრმავებს.

ხალხი რას იტყვის – საზოგადოებრივი აზრი პიროვნულ ბედნიერებაზე მაღლა დგას. ადამიანი თავს დამნაშავედ გრძნობს, თუ სხვების მოლოდინი ვერ გაამართლა.

შვილისთვის თავგანწირული დედა – ქართველი დედის იდეალი სრულ თვითუარყოფასთან ასოცირდება. თუ ქალი საკუთარ თავს დროს უთმობს, ზრუნავს გარეგნობაზე, პროფესიულად ვითარდება, აქვს დანაშაულის შეგრძნება, რომ არაა კარგი დედა.

კაცმა ოჯახი უნდა არჩინოს – მამაკაცის ერთადერთი უალტერნატივო ფუნქცია ოჯახის ფინანსური უზრუნველყოფაა. დანაშაულის შეგრძნება უჩნდება მამაკაცს, თუ სამსახური დაკარგა, ბევრ ფულს ვერ შოულობს.

მშობლის ვალი – უპირობო მორჩილება. შვილი მთელი ცხოვრება ვალდებულია მშობლების სურვილებით იცხოვროს. დამნაშავედ გრძნობს თავს, თუ ასე არ იქცევა – ესე იგი უმადურია.

ჭირშიც და ლხინშიც – ნათესავებსა და მეგობრებთან ვალდებულება. თუ ფინანსურად ვერ ახერხებ ან დროს არ გაქვს, ჩნდება დანაშაულის განცდა, რომ არ ხარ საკმარისად კარგი ადამიანი.

ღმერთო, ეს სიცილი შემარგე – ადამიანი ქვეცნობიერად დანაშაულს გრძნობს, როცა ბედნიერია. ან ვერ ირგებს ბედნიერებას მაშინ, როცა გარშემო სხვებს უჭირთ.

კოლექტიური აზრი რადიკალურად ცვლის ადამიანის ქცევას, იდენტობას, ფსიქიკურ ჯანმრთელობას და საკუთარი „მეს“ მსხვერპლად შეწირვას სთხოვს ჯგუფის ინტერესების სასარგებლოდ. ადამიანი წყვეტს ფიქრს, როგორც ინდივიდი და ფიქრობს, როგორც ჯგუფის წევრი. იღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, რასაც კოლექტიური მოთხოვნების მიღმა არ მიიღებდა. ჯგუფის წნეხი აუქმებს მის პირად პასუხისმგებლობას. ჩნდება შინაგანი კონფლიქტი – ადამიანი ირგებს საზოგადოებისთვის მისაღებ ნიღაბს, ფსიქოლოგიურად იხლიჩება – რა მინდა მე და რა უნდათ ჩემგან. ეს ემოციურ გადაწვას იწვევს. კოლექტიური აზრის გავლენით ადამიანი კარგავს ობექტურად შეფასების უნარს და სამყაროს იმ ფილტრით აღიქვამს, რასაც მას საზოგადოება სთავაზობს. ირთვება თვითცენზურა – სოციუმიდან მოკვეთის შიშით არ სვამს კრიტიკულ კითხვებს. კოლექტიური აზრი დანაშაულის გრძნობას და სირცხვილს ადამიანის სამართავად იყენებს – თუ ამას არ გააკეთებ, ესე იგი, ჩვენიანი არ ხარ. ადამიანი, რომელიც საზოგადოებრივი აზრის გავლენის ქვეშააა, ვერ ვითარდება და საბოლოოდ კარგავს ინდივიდუალობას. როცა კარგავ ინდივიდუალობას, შენი მართვა ძალიან იოლია.

არსებობს ერთი კითხვა, რომელიც ცხოვრებას ცვლის: როდესაც ისევ დანაშაულის შეგრძნება გაგიჩნდება, საკუთარ თავს ჰკითხე: მართლა დავაშავე… თუ, უბრალოდ, ვიღაც უკმაყოფილოა ჩემი გადაწყვეტილებით? ვიღაცის იმედგაცრუება ყოველთვის არ ნიშნავს, რომ შენ შეცდი. ვიღაცის ბრაზი ყოველთვის არ ნიშნავს, რომ შენ ცუდი ადამიანი ხარ. ვიღაცის მოლოდინის შეუსრულებლობა ყოველთვის არ ნიშნავს, რომ ბოდიში უნდა მოიხადო.

საკუთარი თავის პატიება ყველაზე რთული, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ჩვენ ხშირად სხვებს ვპატიობთ იმას, რასაც საკუთარ თავს არასოდეს ვაპატიებდით. წლების წინ დაშვებული შეცდომების ტყვეები ვართ, ისევ ვსჯით საკუთარ თავს, ისევ ვიმეორებთ: „სხვანაირად უნდა მოვქცეულიყავი…“ დღევანდელი ცოდნით გუშინდელი საკუთარი თავის გასამართლება უსამართლობაა.

შესაძლოა, მთელი ცხოვრება გეგონა, რომ კარგი ადამიანი იმიტომ იყავი, რომ ყველასთვის ყველაფერს აკეთებდი. იქნებ კარგი ადამიანი ისაა, ვინც სხვებთან ერთად საკუთარ თავსაც სცემს პატივს? ვინც დახმარებას ირჩევს და არა მსხვერპლობას. ვინც თანაგრძნობას გამოხატავს, მაგრამ სხვისი ტვირთის თრევის გარეშე. ვინც ბოდიშს იხდის მაშინ, როცა შეცდა, მაგრამ არ იტანჯება დანაშაულის შეგრძნებით იმის გამო, რომ ვიღაცას მისი გადაწყვეტილება არ მოეწონა. რადგან ნამდვილი თავისუფლება იწყება მაშინ, როცა ხვდები, რომ ერთადერთი, ვისზეც პასუხისმგებლობა გეკისრება, შენ ხარ! და ეს არ გხდის ცუდ ადამიანად. ამ დროს შენ ხდები შენ!

როგორც კი დანაშაულის შეგრძნება წარსულში გადაგაგდებს, შეხედე საკუთარ თავს განსჯის გარეშე და გახსოვდეს, მაშინ რაც შეგეძლო, ის გააკეთე!

 

 

ტექსტი: ქეთო ლომსაძე

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! „Sakura“ – აღმოაჩინე შენი სიურპრიზი: თათო გოგოლაშვილის ახალი ბრენდი მათთვის, ვისაც სილამაზე და  სიურპრიზები უყვარს
ინტერვიუ

#OK! „Sakura“ – აღმოაჩინე შენი სიურპრიზი: თათო გოგოლაშვილის ახალი ბრენდი მათთვის, ვისაც სილამაზე და სიურპრიზები უყვარს

September 21, 2026
#OK! რა კავშირია კვებასა და სამუშაო ეფექტიანობას შორის
Gastro

#OK! რა კავშირია კვებასა და სამუშაო ეფექტიანობას შორის

September 17, 2026
#OK! ანა გოგიშვილი – ქალი, რომელმაც ბიზნესი, ბრძოლა და პასუხისმგებლობა ცხოვრების წესად აქცია
ინტერვიუ

#OK! ანა გოგიშვილი – ქალი, რომელმაც ბიზნესი, ბრძოლა და პასუხისმგებლობა ცხოვრების წესად აქცია

September 17, 2026
#OK! Backstage Store – ხარისხი, იტალიური ხასიათი და კომფორტი თანამედროვე მამაკაცისთვის
ინტერვიუ

#OK! Backstage Store – ხარისხი, იტალიური ხასიათი და კომფორტი თანამედროვე მამაკაცისთვის

September 14, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! Lile Kids – პირველი საბავშვო კონცეპტუალური მაღაზია თბილისში, რომელიც ბუნებასა და გარემოზე ზრუნავს

#OK! Lile Kids – პირველი საბავშვო კონცეპტუალური მაღაზია თბილისში, რომელიც ბუნებასა და გარემოზე ზრუნავს

October 8, 2023
#OK! მაღალი პასუხისმგებლობა და სამართლიანობის გრძნობა

#OK! მაღალი პასუხისმგებლობა და სამართლიანობის გრძნობა

August 14, 2024
#OK! ბელა თორნის განსხვავებული იმიჯი! ვარსკვლავი Versace-ს ძვირადღირებული სამოსით!

#OK! ბელა თორნის განსხვავებული იმიჯი! ვარსკვლავი Versace-ს ძვირადღირებული სამოსით!

March 11, 2021
#OK! რექლეს.Reckless ბრენდი, რომელიც ამბავს ჰყვება

#OK! რექლეს.Reckless ბრენდი, რომელიც ამბავს ჰყვება

August 26, 2021

კვირის ჰიტები

#OK! არეულობა ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე – ამერიკელ დიზაინერთა საბჭოს პრეზიდენტი აქტივისტებს ფიზიკურად დაუპირისპირდა

#OK! არეულობა ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე – ამერიკელ დიზაინერთა საბჭოს პრეზიდენტი აქტივისტებს ფიზიკურად დაუპირისპირდა

September 16, 2026
#OK! 5 წიგნი სტივენ კინგის შემოქმედებიდან, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ

#OK! 5 წიგნი სტივენ კინგის შემოქმედებიდან, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ

September 21, 2026
#OK! BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა – „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა

#OK! BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა – „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა

September 16, 2026
#OK! ბრედ პიტის უფროსმა შვილმა მამის გვარზე უარი განაცხადა

#OK! ბრედ პიტის უფროსმა შვილმა მამის გვარზე უარი განაცხადა

September 18, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები