• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK! პილატეს თბილისი ჯანმრთელობა, სილამაზე, ბედნიერება

December 29, 2022
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

პილატესი – ასე ეწოდება ვარჯიშების კომპლექსს, რომელიც ჯოზეფ პილატესმა თითქმის 100 წლის წინ შექმნა. ამ პერიოდის განმავლობაში პილატესის მეთოდმა დროის გამოცდას გაუძლო და საუკეთესო რეკომენდაცია მიიღო. პილატესი ყველასთვის მარტივი საშუალებაა ერთდროულად მოუაროთ სხეულსა და გონებას. ჯანსაღი ცხოვრების და პილატესის ვარჯიშების შესახებ უფრო დეტალურად „პილატეს თბილისის“ დამფუძნებელი და ინსტრუქტორი − მაია ხიდეშელი გვესაუბრა. მისი თქმით პილატესი ბედნიერებაა, ამ ბედნიერების განცდას კი ყველა იმსახურებს!

 

რამდენი ხანია, რაც პილატესის ვარჯიშით ხართ დაკავებული? რამდენი ხანია, რაც „პილატეს თბილისი“ ქართულ ბაზარზე ოპერირებს და როგორ დაიბადა იდეა?

პილატესი შევისწავლე 2008 წელს თურქეთში და ამ დროიდან მოყოლებული, დღემდე ამ სფეროში ვსაქმიანობ. თავდაპირველად საკუთარი სხეულის ფორმებზე ვმუშაობდი. დროთა განმავლობაში სხვადასხვა დარბაზიდან ინსტრუქტორის შემოთავაზებები მივიღე და უკვე 2010 წლიდან საკუთარი სახსრებით „პილატეს თბილისი“ დავაარსე. თავდაპირველად დარბაზს pilates method tbilisi დავარქვი, New York Pilates Method-ის ინსპირაციით. ვავარჯიშებდი მეგობრებს და მათ ნაცნობებს, რამაც თბილისში პილატესის სიყვარული და პოპულარიზება მოიტანა.

 

რა ტიპის ვარჯიშებს სთავაზობთ თქვენთან მოსულ ადამიანებს?

პილატესი არის სრულიად ყველასათვის. ასაკის, წონისა და სქესის შეუზღუდავად! „პილატეს თბილისში“ გვაქვს როგორც კლასიკური Mat Pilates (იატაკზე), ასევე, გვაქვს სტუდიური აპარატურა (Reformer, Cadillac, Combo chair, Ledder Barrel), გაწელვები (stretching), ინდივიდუალური და ჯგუფური ვარჯიშები. ასევე გვაქვს დარბაზი ცალკე ბავშვების და 15 წლამდე მოზარდების ჯგუფით.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენთან, კვალიფიციურ მასაჟისტთან ნებისმიერი ტიპის მასაჟიც შეგიძლიათ გაიკეთოთ.

 

 

რატომ პილატესი? გვესაუბრეთ პილატესის სასარგებლო თვისებებზე.

პილატესი უკვე მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ვარჯიშის სისტემაა! მას აკრძალვები არ აქვს! აგვარებს უამრავ პრობლემას, როგორებიცაა: ხერხემლის თიაქარი, დისკოზი, პროტრუზია, სკოლიოზი, ლორდოზი, კიფოზი, კოქსართროზი, ნებისმიერი ტიპის დაჭიმულობა, სახსრების ანთებითი პროცესი, შაკიკი, მენსტრუალური ტკივილი, საშვილოსნოს დაწევა/გადახრა, კუჭ-ნაწლავის მოქმედება, იმუნიტეტის გაძლიერება, მეტაბოლიზმის აჩქარება, ვენების პრობლემები და სხვა… პილატესი ასევე არის საუკეთესო სისტემა ორსულთათვის და მშობიარობის შემდგომ რეაბილიტაციისთვის.

 

ვარჯიში ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ასაკის ადამიანისთვის, განსაკუთრებით კი ბავშვებსა და მოზარდებში, რომელთა შორის ძალიან ხშირია ხერხემლის პრობლემები. თქვენი სავარჯიშო ცენტრი მომხმარებელს საბავშვო პილატესის ჯგუფს სთავაზობს. გვესაუბრეთ ამის შესახებ.

ბავშვებსა და მოზარდებში დღესდღეობით ყველაზე გავრცელებულ ხერხემლის პრობლემებს, რომელთა ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი უმოძრაობაა, სწორედ პილატესი კურნავს. პილატესი აძლიერებს ბავშვების სხეულის კორსეტს (მუცლის ფარს და წელის სარტყელს, ირიბ და ზურგის კუნთებს). პილატესი ხერხემალს საშუალებას აძლევს შეუფერხებლად გაიზარდოს. პილატესი აჩერებს უკვე დაწყებულ ხერხემლის გამრუდების სამივე ხარისხის პროცესს. ასევე, უზრუნველყოფს ზურგისა და სახსრების ტკივილის მოხსნას. ხელს უწყობს სიმაღლეში ზრდას! არის უსაფრთხო და სახალისო ვარჯიში, რომელიც ბავშვებს ძალიან უყვართ.

პილატესი საუკეთესო სისტემაა სხეულისა და გონებრივი განვითარებისთვის, ასევე, იმუნიტეტის გასაძლიერებლად. სწორედ ამიტომ, აღსანიშნავია, რომ ჩემს შვილებს − ნიკოს (16 წლის) და კირას (2 წლის) აქტიურად ვავარჯიშებ პილატესს.

 

პილატესი, როგორც სხეულისა და გონების გამაჯანსაღებელი… რას გულისხმობს გონების გაჯანსაღება?

პილატესის სლოგანია − „გონება და სხეული“. მე ვიტყოდი, გონებიდან სხეულამდე, ან პირიქით. პილატესი შედარებით რთულია კოორდინაციისთვის, რადგან ვარჯიშის დროს ადამიანს სხეულზე უწევს კონცენტრირება, რაც ძალიან საინტერესო პროცესია. ამ დროს ხდება სხეულის შემეცნება და ახალი შეგრძნებების აღმოჩენა! ადამიანი სწავლობს სწორ სუნთქვას, რისი მეშვეობითაც ფილტვებს, ტვინსა და სისხლძარღვებს ჟანგბადით აჯერებს. პილატესი საუკეთესო ანტიდეპრესანტია, რის გამოც ფსიქოლოგები და ფსიქიატრები პაციენტებს სწორედ ამ ვარჯიშს უნიშნავენ! ამიტომ ვიტყოდი, რომ პილატესი ინტელექტუალური ვარჯიშია!

 

რამდენად დიდ დროს უთმობთ ვარჯიშს? რა სიხშირითაა პილატესის ვარჯიში რეკომენდებული?

დღის განმავლობაში, პირადად მე, ბევრ ვარჯიშს (5-10) ვატარებ, რაც ულევ ემოციებსა და ენერგიას მაძლევს, თუმცა სრულფასოვნად ვცდილობ კვირაში 3-ჯერ მაინც ვივარჯიშო. კონკრეტულად, კვირაში თუ რამდენი დღეა რეკომენდებული, ეს ადამიანის ცხოვრების წესიდან გამომდინარეა დასადგენი. ზოგისთვის ეს შეიძლება კვირაში სამჯერ იყოს, ზოგისთვის კი ხუთჯერ.

 

მნიშვნელოვანია ინსტრუქტორს ენდობოდე. როგორც ვიცი, თქვენ პილატესის ინსტრუქტორებსაც ამზადებთ. გვესაუბრეთ ამის შესახებ.

ჩემი აზრით, როდესაც ადამიანი ვარჯიშს იწყებს, ინსტრუქტორის ნდობა ერთ-ერთი პირველი ფაქტორია. დარბაზში ჩვენი ინსტრუქტორები წლების წინ მხოლოდ მოყვარულები იყვნენ, შემდეგ ჩემთან გაიარეს სწავლების კურსი და დღეს უკვე კვალიფიციური ინსტრუქტორები არიან. „პილატეს თბილისის“ ინსტრუქტორებისთვის ხშირად მასტერკლასებზე ვიწვევ უცხოელ მასწავლებლებსაც, რაც მათ ახალი ცოდნის მიღებაში და განვითარებაში ეხმარებათ.

 

გვიამბეთ პილატეს რეფორმერის შესახებ.

პილატეს რეფორმერი სპეციალური მექანიკური აპარატია, რომელსაც ერთდროულად მთელი სხეულის ვარჯიში შეუძლია! ეს აპარატი საოცრებაა და უკონკურენტოა ტრენაჟორებში. თავდაპირველად რეფორმერი მწოლიარე და დაჭრილი ადამიანების რეაბილიტაციისთვის შეიქმნა, შემდეგ კი მრავალფუნქციურ აპარატად იქცა. აპარატს ყველა კუნთი ტონუსში მოჰყავს, წელავს სახსრებს და კუნთებს, ერთი ვარჯიშის განმავლობაში წვავს 500-მდე კალორიას. სრულიად უსაფრთხოა ხერხემლისთვის, მაგალითად, თიაქრის დროს საუკეთესო გამოსავალია.

 

 

ბაზარზე მრავალწლიანი საქმიანობის შემდეგ რა გაძლევთ მოტივაციას?

ჩვენი კმაყოფილი მომხმარებელი ჩემი მთავარი მოტივაციაა! ჩემი საქმე უზომოდ მიყვარს და ეს ყველამ იცის. ყოველთვის ვცდილობ ნებისმიერი ვარჯიში სასიამოვნო გავხადო. მინდა, ჩვენს მომხმარებელს ვარჯიში შევაყვარო და დავაჯერო, რომ ის სასიამოვნოც შეიძლება იყოს. შედეგიც სახეზეა − წლიდან წლამდე საგრძნობლად ვფართოვდებით. კმაყოფილ მომხმარებლებს მოჰყავთ თავიანთი მეგობრები, მშობლები, მეუღლეები და ა.შ. დღითი დღე ძალიან ბევრი ადამიანისთვის პილატესი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება. ჩემთან ყველაზე დიდი ხნის მომხმარებლები უკვე 11 წელია ვარჯიშობენ.

 

რას ურჩევდით მათ, ვინც ახლა იწყებს ვარჯიშს?

ვარჯიშის დაწყებას არ სჭირდება რაიმე განსაკუთრებული მიზეზი! არც ორშაბათი, არც ახალი წელი… თუ საკუთარ თავს პატივს სცემთ, უნდა ივარჯიშოთ! ეს არის საკუთარ თავში ინვესტირება!

 

როგორია „პილატეს თბილისის“ სამომავლო გეგმები?

„პილატეს თბილისი“ აგრძელებს განვითარებას და ზრდას! გეგმაშია ახალი ფილიალების გახსნა და სასწავლო კურსების დაგეგმვა, რათა მეტი ჯანმრთელი და ბედნიერი ადამიანი იყოს საქართველოში!

 

ასევე გაეცანი

#OK! აჩი და შოთი არველაძეები
OK! Sport

#OK! აჩი და შოთი არველაძეები

February 22, 2026
#OK! იდეიდან რეალობამდე – გიორგი პაპავას საავტორო გადაცემა
OK! News

#OK! იდეიდან რეალობამდე – გიორგი პაპავას საავტორო გადაცემა

February 18, 2026
#OK! ქალთა გაძლიერება ცვლის მთელი საზოგადოების ცხოვრებას - ქეთო ჭარელაშვილი
ინტერვიუ

#OK! ქალთა გაძლიერება ცვლის მთელი საზოგადოების ცხოვრებას – ქეთო ჭარელაშვილი

February 18, 2026
#OK! ჩადრაგინები – მეგობრული სამზარეულოდან სრულფასოვან ბრენდამდე
Gastro

#OK! ჩადრაგინები – მეგობრული სამზარეულოდან სრულფასოვან ბრენდამდე

February 18, 2026

ახლა კითხულობენ

#OK!ექსკლუზივი: როგორი იქნება 2024 წელი და როგორ შევხვდეთ მწვანე ხის დრაკონის წელს? ინტერვიუ მიხეილ ცაგარელთან

#OK!ექსკლუზივი: როგორი იქნება 2024 წელი და როგორ შევხვდეთ მწვანე ხის დრაკონის წელს? ინტერვიუ მიხეილ ცაგარელთან

February 13, 2024
#OK! ბიზნესმენი ირაკლი კაჭარავა საქართველოში უკრაინის უმსხვილესი ბიზნეს პლატფორმის სათავეში

#OK! ბიზნესმენი ირაკლი კაჭარავა საქართველოში უკრაინის უმსხვილესი ბიზნეს პლატფორმის სათავეში

August 14, 2023
#OK! მაიკლ ჯორდანის ნაცვამი ფეხსაცმელები 2.2 მილიონ დოლარად გაიყიდა

#OK! მაიკლ ჯორდანის ნაცვამი ფეხსაცმელები 2.2 მილიონ დოლარად გაიყიდა

April 12, 2023
#OK! მიმდინარე წლის შეჯამება – 2023 წლის 10 ყველაზე დასამახსოვრებელი მოდის ჩვენება

#OK! მიმდინარე წლის შეჯამება – 2023 წლის 10 ყველაზე დასამახსოვრებელი მოდის ჩვენება

February 9, 2024

კვირის ჰიტები

#OK! ჯერ დაიჭირეს, მერე გამოუშვეს – სკანდალებში გახვეული ყოფილი პრინცი თავისუფალია

#OK! ჯერ დაიჭირეს, მერე გამოუშვეს – სკანდალებში გახვეული ყოფილი პრინცი თავისუფალია

February 20, 2026
#OK! ციური ვალსი – ზამთრის ბოლო დღეს ექვსი პლანეტა აღლუმზე შეიკრიბება

#OK! ციური ვალსი – ზამთრის ბოლო დღეს ექვსი პლანეტა აღლუმზე შეიკრიბება

February 22, 2026
#OK! მერაბ ნინიძე ჰოლივუდის ვარსკვლავებთან ერთად ახალ პოლიტიკურ თრილერში – „მშვიდობის ფასი“

#OK! მერაბ ნინიძე ჰოლივუდის ვარსკვლავებთან ერთად ახალ პოლიტიკურ თრილერში – „მშვიდობის ფასი“

February 19, 2026
#OK! „სასწაული ყინულზე“ – აშშ-ის ჰოკეის გუნდის ისტორიული გამარჯვება ზუსტად 46 წლის შემდეგ

#OK! „სასწაული ყინულზე“ – აშშ-ის ჰოკეის გუნდის ისტორიული გამარჯვება ზუსტად 46 წლის შემდეგ

February 23, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები